2022 წლის
14-15-16 ოქტომბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში, ჩატარდა კონფერენცია: „eTwinning გლობალური მოქალაქეობისთვის“.
კონფერენციას პროგრამაში ჩართული, საქართველოს სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელი 120 მასწავლებელი, განათლების ექსპერტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
eTwinning-ის კონფერენციის მიზანი იყო გლობალური მოქალაქეობრივი ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
14 ოქტომბერი კონფერენციის პირველი დღე
კონფერენცია გახსნა მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის,პროგრამა eTwinning-ის
მენეჯერმა ქალბატონმა ხატია მატკავამ.
ასევე
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბატონმა ბერიკა შუკაკიძემ
და საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ,სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი
კალანდაძემ.
დემოკრატიული მოქალაქეობის
ექსპერტმა,ევროპის საბჭოს განათლების კომიტეტის ბიუროს წევრმა ნათია ნაცვლიშვილმა წარმოადგინა თემა: „გლობალური მოქალაქეობა
განათლებაში და მისი დანერგვის გზები“.
ხოლო
მედიაწიგნიერების მკვლევარმა და სოციალურ
მეცნიერებათა დოქტორმა,ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგამოცემის “maswavlebeli.ge”მთავარმა
რედაქტორმა ნატალია ინგოროყვამ თემა:
„მედიაწიგნიერება გლობალური მოქალაქეობისთვის“.
საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია,კომუნიკაციების კომისიის,მედიაწიგნიერების
განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ანი გვეტაძე კი
წარდგა თემით: „ სასკოლო საზოგადოების
საჭიროებები მედიაწიგნიერების მიმართულებით“.
კონფერენციას სპეციალური მომხსენებლის სტატუსით დაესწრო სინდი შაიბი, ითაკას კოლეჯის (აშშ) სრული პროფესორი განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით, მედიაწიგნიერების განათლების ეროვნული ასოციაციის (NAMLE) წევრი, მასწავლებლის სახელმძღვანელოს „მედიაწიგნიერება კრიტიკული აზროვნება მულტიმედიურ სამყაროში“ თანაავტორი.პროექტ “look Sharp “-ის აღმასრულებელი დირქტორი.მან წარმოადგინა
პრეზენტაცია თემაზე : „ მედიაწიგნიერება და დემოკრატია:ვასწავლოთ მოსწავლეებს
სიტყვის დეკოდირება „
15 ოქტომბერი , კონფერენციის მეორე
დღე
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
დირექტორთა ეროვნული სკოლის კონსულტანტმა--მანანა
ჯინჭარაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე :
„ინკლუზიური განათლება--ცვლილებები
აზროვნებაში,მოქმედებაში და განცდის დონეზე“.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონსულტანტმა ნინო ჩიხლაძემ გაგვაცნო დემოკრატიული
კულტურის კომპეტენციების მოდელი .მოკლედ მიმოიხილა ინფორმაცია იმის შესახებ თუ
როგორ გახდნენ ევროსაბჭოს დემოკრატიული კულტურის სკოლების ქსელის წევრები
პროექტების საშუალებით, ასევე,მიმოიხილა საპროექტო განაცხადის შევსების
პრინციპები.ვიმუშავეთ ჯგუფებში საპროექტო განაცხადის ნიმუშების
შევსებაზე-კომპეტენციების შესაბამისობაზე.
გაგვიზიარა
სასარგებლო რესურსები.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტი მაია ბლიაძე --ვორკშოფი
„კლიმატის
ცვლილება--კაცობრიობის მომავლის საფრთხე“
1.გაიმართა
მოკლე დისკუსია თემაზე: რა ვიცით კლიმატის
ცვლილების შესახებ“
2.ქალბატონმა
მაია ბლიაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე:
„კლიმატის ცვლილება--კაცობრიობის მომავლის საფრთხე“
3.აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით ვიმუშავეთ ჯგუფებში, შევასრულეთ დავალებები და მოვახდინეთ
პრეზენტაციები.
გზა eTwinning-ის გლობალურ ჯილდომდე“
eTwinning-ის
ამბასადორები რუსუდან კარკაძე, თემურ ჯვარშეიშვილი
2022
წლის გლობალური ჯილდოს მფლობელებმა ისაუბრეს იმის შესახებ თუ როგორ მოვიპოვოთ
მსოფლიო დონის წარმატება eTwinning-ის
პროექტებში,რა უნდა ვიცოდეთ, რომ პროექტი წარმატებული იყოს?
16 ოქტომბერი,კონფერენციის მესამე
დღე
STEAM Twinning ( ფასილიტატორი:
კახა ჟღენტი )
ურბანული
ლეგენდები STEAM სამყაროდან
ვორკშოპი-- რამდენიმე ციფრული ხელსაწყოს
გამოყენება
კონფერენციის ფარგლებში მივიღეთ ინფორმაცია იმ თანამედროვე მიდგომების შესახებ, რომლებიც დაგვეხმარება გლობალური მოქალაქეობის პრინციპების დანერგვასა და მდგრადი, მედიაწიგნიერი, დემოკრატიული და გლობალურად განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები ჩართულნი ვიყავით სხვადასხვა სასწავლო-სამუშაო თემატურ შეხვედრებში.ეს შეხვედრები იყო ძალიან
საინტერესო და ნაყოფიერი.
No comments:
Post a Comment