შეფასების რუბრიკები

                                       პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა



             





10-9
8-7
6-5
4-1



სტრუქტურა
პრეზენტაციის დასაწყისი საინტერესოა და იპყრობს მაყურებლის ყურადღებას.
პრეზენტაციის დასაწყისი საინტერესოა  და უმეტესწილად იქცევს  მაყურებლის ყურადღებას.
პრეზენტაციის დასაწყისი საინტერესოა გარკვეულწილად.
პრეზენტაციის დასაწყისი არ არის საინტერესო .

ერთი აზრიდან მეორეზე გადასვლა  ლოგიკურად  მიმდინარეობს.
ერთი აზრიდან მეორეზე გადასვლა  უმეტესწილად ლოგიკურად  მიმდინარეობს.
ერთი აზრიდან მეორეზე გადასვლა , გარკვეულწილად ლოგიკურად  მიმდინარეობს,თუმცა ზოგჯერ გადასვლები ბუნდოვანია.
ერთი აზრიდან მეორეზე გადასვლა  არ ხდება ან  მიმდინარეობს ბუნდოვნად და არალოგიკურად.

დასკვნითი ნაწილი წარმოადგენს ძირითადი საკითხების ეფექტურ  შეჯამებას და უკავშირდება მთელ თემას.
დასკვნითი ნაწილი წარმოადგენს ძირითადი საკითხების ეფექტურ  შეჯამებას და უკავშირდება მთელ თემას.
დასკვნითი ნაწილი  არაა ეფექტური და არ უკავშირდება მთელ თემას.
პრეზენტაციას არ გააჩნია დასკვნითი ნაწილი.

მოსწავლე კარგად არის მომზადებული ზეპირი პრეზენტაციისთვის და წარდგენისას არ არის დამოკიდებული სლაიდებზე.
მოსწავლე გარკვეულწილად მზადაა ზეპირი პრეზენტაციისთვის და წარდგენისას ნაწილობრივ  დამოკიდებულია სლაიდებზე.




ზეპირი პრეზენტაციის წარდგენისას მოსწავლე უმეტესად სლაიდებზეა დამოკიდებული.
მოსწავლე კითხულობს სლაიდებიდან და არ არის მზად ზეპირი პრეზენტაციისთვის.
შინაარსი
მიწოდებული ინფორმაციით ,აუდიტორია შესანიშნავად აცნობიერებს შერჩეული თემის არსს.

მიწოდებული ინფორმაციით ,აუდიტორია აცნობიერებს შერჩეული თემის არსს.


მიწოდებული ინფორმაციით ,აუდიტორიას  ელემენტარული წარმოდგენა ექმნება შერჩეული თემის არსზე.
მიწოდებული ინფორმაციით ,აუდიტორიას  წარმოდგენა  არ ექმნება იმაზე , თუ როგორი იყო შერჩეული თემის არსი.
პრეზენტაციის უნარ–ჩვევები
მოსწავლეს აქვს პრეზენტაციის შესანიშნავი უნარ–ჩვევები: იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას,გააჩნია მკაფიო გადმოცემისა და ყველასათვის  გასაგებ ხმაზე მეტყველების უნარი. თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის  იყენებს ტექნოლოგიებს, თვალსაჩინოებებს, საუბრობს ნელა და გამართული სალიტერატურო ენით. იცავს დროის ლიმიტს.

მოსწავლეს აქვს პრეზენტაციის კარგი  უნარ–ჩვევები: იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას,მაგრამ ესაჭიროება  მსმენელთან მკაფიო გადმოცემისა და ყველასათვის  გასაგებ ხმაზე მეტყველების უნარის გაუმჯობესება. თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის  იყენებს ტექნოლოგიებს, თვალსაჩინოებებს, საუბრობს ნელა და გამართული სალიტერატურო ენით. იცავს დროის ლიმიტს.


მოსწავლეს სჭირდება პრეზენტაციის რამდენიმე ასპექტზე მუშაობა:მეტყველების უნარის გაუმჯობესება.გამართული სალიტერატურო ენით საუბარი.
მოსწავლეს სჭირდება პრეზენტაციის ყველა  ასპექტზე
მუშაობა.

No comments:

Post a Comment