ევროპა ჩემს გაკვეთილზე


შაბლონი 2

მასწავლებელი: ლულა ხვიჩავა
საგანი: რუსული ენა
კლასი:  VIII
თემა:  კინოს დაბადება
დრო: ...45...... წუთი.
მოსწავლეთა პროფილი:
(მოსწავლეთა რაოდენობა კლასში და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საჭიროებები, ასეთების არსებობის შემთხვევაში)
21 , სსსმ მოსწავლეები არა გვყავს
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტში ფაქტობრივი ინფორმაციების პოვნას, საკუთარი აზრების გამოთქმას, დასკვნების გაკეთებას, შეიძენენ დამოუკიდებლად სწავლისა და თანამშრომლობის უნარებს.  მოსწავლეები შეძლებენ შეადარონ ქართული და ევროპული კინოს წარმოშობის ისტორია ერთმანეთს და გაავლებენ პარალელს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის.  
ეროვნული  სასწავლო გეგმის სტანდარტი:
(რომელ შედეგზე/ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)

უცხ. X  .IV.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი.  
ამოიცნობს მთავარ თემას;
ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას;
გამოაქვს დასკვნა.

უცხ..IV.18. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
გამოთქვამს ვარაუდს შინაარსის მიხედვით;
 მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.

უცხ..IV.21.  მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის /ქვეყნების კულტურის რეალიებს.
ცნობს ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებს; ისტორიულ პირებსა და გამოჩენილ ადამიანებს ,  ასახელებს მათი მოღვაწეობის სფეროს ,ეპოქას.

უცხ..IV.23.  მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
ავლებს პარალელს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის , პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს, გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურულ თავისებურებებზე მსჯელობისას.
უცხ..IV.25. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად.

უცხ..IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, ,მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.  
მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად, მსჯელობს თანაგუნდელებთან, ( პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად) , ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს, უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას, ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს  საერთო საქმეში.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
(რას უნდა ფლობდეს მოსწავლე, რომ ახალი მასალის ათვისება შეძლოს)
მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ენობრივ-გრამატიკული ცოდნა; ტექსტთან მუშაობის გამოცდილება, ფლობენ  ინფორმაციას კინემატოგრაფიაზე. იციან კომპიუტერთან მუშაობა და პრეზენტაციების გაკეთება.
შეფასება და თვითშეფასება:
(როგორ გაზომავს მასწავლებელი, გავიდა თუ არა შედეგზშეფასების რომელ ტიპსა და მეთოდს გამოიყენებს? რა კრიტერიუმებით მოახდენს შეფასებას?)

გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ  შეფასებას.
შეფასების კრიტერიუმები თან ერთვის.
მოსწავლეთა თვითშეფასება / გამოხატავენ ემოციებს და დაასაბუთებენ /
სასწავლო მასალა და რესურსები:
(ტექსტი, თვალსაჩინოება, მულტიმედია, ინტერნეტ-რესურსი და სხვ.):

სახელმძღვანელო, ტექსტი, კომპიუტერი, პროექტორი, ფრაგმენტი პირველი ქართული ფილმიდან   ამაშუკელის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912). პრეზენტაცია “Power point”--ში ქართული კინოს წარმოშობის ისტორიაზე. დაფა, მარკერი, ფლივჩატები, აქტივობის ბარათები, სტიკერები. გრაფიკული ორგანიზატორები.
აქტივობა№1 (სახელწოდება; ხანგრძლივობა, ორგანიზების ფორმა):

გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.                                 3 წუთი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა იციან თუ რის მიხედვით შეფასდებიან.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკას, რომელიც წინასწარ გამოკრულია დაფაზე.

აქტივობა№2 (სახელწოდება; ხანგრძლივობა, ორგანიზების ფორმა):

      1.მოტივაციის აღძვრის მიზნით ფილმიდან აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმშიფრაგმენტის ჩვენება                                                                                           6 წუთი                                                                                
      2.ასოციაციური რუკის შექმნა                                                                                            
(რასთან ასოცირდება კინო ?  რა იციან კინოს გაჩენის შესახებ ?)                                                                       
                                                                                                                                  
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები დაინტერესდებიან იმ თემით, რომელზეც უნდა ვისაუბროთ გაკვეთილზე.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოტივაციის ამაღლების მიზნით მოსწავლეებს უჩვენებს ფრაგმენტებს ფილმიდან. აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში .

აქტივობა  №3 (სახელწოდება; ხანგრძლივობა, ორგანიზების ფორმა):

1.      სავარაუდო ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა .  4 წუთი
2.      ტექსტზე მუშაობა (  კითხვა )  10  წუთი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკას და გაუადვილდებათ ტექსტის გაგება.
დახვეწენ  კითხვის ტექნიკას. უპასუხებენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს.

აქტივობის აღწერა:  მოსწავლეები  კითხულობენ  ტექსტს, მასწავლებელი კითხვების საშუალებით ამოწმებს თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა ტექსტი.
აქტივობა 4
               პრეზენტაცია POWER POINT-“ ში  ქართული კინოს ისტორიის შესახებ       5 წუთი
             აქტივობის მიზანი: მოსწავლეები აიმაღლებენ  ცოდნას ქართული კინოს ისტორიის შესახებ.
              
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი აჩვენებს POWER POINT-“ ში  პრეზენტაციას ქართული კინოს   ისტორიის შესახებ , საიდანაც მოსწავლეები იგებენ რომ თბილისი სულ რამდენიმე თვით ჩამორჩა პარიზსა და რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანკტ-პეტერბურგს, სადაც პირველი კინო იმავე წლის მაისს აჩვენეს.
აქტივობა 5
ჯგუფური მუშაობა         12  წუთი                         
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებს მიეცემათ თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შესაბამისი დავალებები.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი ფერადი სტიკერების საშუალებით ახერხებს მოსწავლეთა  დაყოფას დიფერენცირებულ ჯგუფებად და აძლევს შესაბამის დავალებებს. მოსწავლეები შეაჯერებენ მიღებულ ინფორმაციას, გრაფიკული ორგანიზატორების საშუალებით, დახატავენ. მოახდენენ პრეზენტაციებს.
           1 ჯგუფი  ---   კითხვებზე პასუხი 

             1.სად ჩაეყარა საფუძველი კინემატოგრაფიას?
             2.ვინ,სად და როდის აჩვენეს პირველი ფილმი?
 3.როდის იღებს სათავეს ქართული კინემატოგრაფია?     
ქართული კინო — ქართული კულტურის ნაწილი. სათავეებს იღებს XX საუკუნის დასაწყისიდან და არსებობის 100 წელზე მეტს მოიცავს. ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება,
4.როდის აჩვენეს პირველი ფილმი საქართველოს ტერიტორიაზე და ვინ?
საქართველოს ტერიტორიაზე პირველი კინოჩვენება ძმები ლუმიერების კინემატოგრაფის აპარატით 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა. თბილისი სულ რამდენიმე თვით ჩამორჩა პარიზსა და რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანკტ-პეტერბურგს, სადაც პირველი კინო იმავე წლის მაისს აჩვენეს.

5.1911 წელს ერთ-ერთმა ფრანგულმა კინოფირმამ შალვა დადიანს შესთავაზა ვეფხისტყაოსნის ეკრანიზაციისთვის სცენარის დაწერა დადიანმა დაწერა სცენარი, რომელიც კომპანიამ მოიწონა. დადიანს რეჟისორის ასისტენტობა და კონსულტანტობაც უნდა გაეწია, მაგრამ ეს წამოწყება ჩაიშალა, რატომ?

            6. დაასახელეთ  კინოს შემქმნელების გვარი?.
II ჯგუფი --- ამოწერონ ცხრილში ტექსტიდან   არსებითი სახელები, ზედსართავი  სახელები, ზმნები.
          III ჯგუფი ---  გაიხსენონ და დახატონ რომელიმე პერსონაჟი მათთვის ნაცნობი ან საყვარელი ფილმიდან.
აქტივობა 6
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გამოხატავენ ემოციებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს ჩატარებული გაკვეთილის შესახებ.
 აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი  ურიგებს მოსწავლეებს სტიკერებს და სთხოვს გამოხატონ ემოციები ჩატარებული გაკვეთილის მიმართ  და დაასაბუთონ წერილობით.               3 წუთი
აქტივობა 7
შეფასება და დავალების მიცემა.
აქტივობის მიზანი: ნასწავლი მასალის განმტკიცება. განმავითარებელი შეფასების მიცემა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას ნასწავლი მასალის განსამტკიცებლად. აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით აძლევს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას, კონკრეტულ მითითებებს თუ რა გზით წავიდნენ სასურველი შედეგის მისაღწევად.  
2 წუთი

 შეფასების სქემა

კრიტერიუმები
1-2
/ დაბალი/
3-4
 / საშუალოზე დაბალი/
5-6
/საშუალო /
7-8
/ საშუალოზე მაღალი/
9-10
/ მაღალი /
ამოიცნობს მთავარ თემას
თემა ვერ ამოიცნო
ამოიცნო ნაწილობრივ
ამოიცნო თემა და რამდენიმე პერსონაჟი
ამოიცნო მთავარი თემა და პერსონაჟი
ამოიცნო მთავარი თემა და ფაქტები.
ამოკრებს საჭირო ინფორმაციას
ვერ პოულობს საჭირო ინფორმაციას
პოულობს მხოლოდ 1-2 ინფორმაციას.
ნაწილობრივ პოულობს საჭირო ინფორმაციას
ამოკრებს ძირითად ინფორმაციას.
ამოკრებს ყველა საჭირო ინფორმაციას
გამოთქვამს საკუთარ  აზრს
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
გამოთქვამს საკუთარ აზრს , მაგრამ უშვებს შეცდომებს.
ნაწილობრივ გამოთქვამს საკუთარ აზრს
გასაგებად გამოთქვამს საკუთარ აზრს
კარგად, ლოგიკურად, დამაჯერებლად გამოთქვამს საკუთარ აზრს
ჩართულობა  
საერთოდ არ მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში.
უჭირს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა  
ცდილობს მიიღოს მონაწილეობა გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ ზოგჯერ შეცდომას უშვებს.
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ უშვებს მცირე უზუსტობას.
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად არის ჩართული.




https://drive.google.com/drive/my-drive

https://drive.google.com/drive/my-drive


https://docs.google.com/presentation/d/1qhqahTO0vm5WpqSsXojJTLYxd_6NU05thszHeqbRWZM/edit#slide=id.p1

https://drive.google.com/drive/my-drive




ევროპა ჩემს გაკვეთილზე

საკითხავი მასალა მსმენელთათვის


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი www.tpdc.ge

თბილისი 2017 2016 1
თემა: მითები და რეალობა ევროკავშირის შესახებ

გავრცელებული მცდარი ინფორმაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გასაფორმებელ ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DCFTA) დაკავშირებით


როგორ ხდება ფაქტების დ ამახინჯება
       20 მითი

მითი 1: ,, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ  ფასეულობებს საფრთხეს უქმნის ”.


ფაქტი:  ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მხარეების თანამშრომლობა კულტურის სფეროში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის და კულტურული ფასეულობების დაცვისთვის. (მუხლი 362)


მითი  2.  ,, ევროკავშირი ჩაბმულია გეოპოლიტიკურ კონკურენციაში რუსეთის ფედერაციასთან ”. შეთანხმებაზე ხელმოწერა კიდევ უფრო გაართულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას და დაძაბავს მდგ ომარეობას  კონფლიქტურ რეგიონებში. ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში საქართველოს ტრადიციულ ექსპორტს რუსეთში ძირი გამოეთხრება ევროპული სტანდარტების მიღების გამო ”

ფაქტი: შეთანხმების მიზანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და გააძლიეროს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. ხელი შუწყოს დაძაბულობის კერების აღმოფხვრას საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას; საზღვრისპირა თანამშრომლობასა და კეთილმეზობლური ურთიერთობების წახალისებას. ხელი შეუწყოს ისეთ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას; (მუხლი 1)

ევროკავშირის სტანდარტებს არასდროს შეუშლია ხელი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარებაში ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

მითი 3.
 ,, ასოცირების შესახებ შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოში მცხოვრები ეროვნუ ლი უმცირესობების - მათ შორის სომხური და აზერბაიჯანული წარმომავლობის უმცირესობების - იზოლირება და მიგვიყვანოს სეპარატიზმისკენ მიმართულ  მცდელობებთან .”


ფაქტი: შეთანხმება აქტიურად უჭერს მხარს დისკრიმინაციის არარსებობას და მაქსიმალურად უწყობს ხელს უმცირესობათა დაცვას. იგი აღიარებს უმცირესობების მნიშვნელოვან როლს ეროვნული ერთიანობის გრძნობის გაღრმავების საქმეში. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის ცხოვრების დონის ამაღლების წყალობით ასოცირების შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნულ ერთიანობაში. (პრეამბულა და მუხლი 349)

მითი 4.

,, ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებელი  ეკლესიის  ავტორიტეტს ”.
 2

 ფაქტი:. 2014 წლის მარტში ევროკომისარი შტეფან  ფულე შეხვდა პატრიარქ ილია II-ს და მათ ისაუბრეს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. პატრიარქმა გამოხატა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი თავისი უპირობო მხარდაჭერა.

მითი 5 :
,, შეთანხმება საქართველოს მცირედ სარგებელს მოუტანს , მაშინ, როცა დამატებით  ვალდებულებებს  დააკისრებს ”.


ფაქტი: დროთა განმავლობაში ასოცირების შესახებ შეთანხმება შედეგად მოიტანს ქართველთა ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, განსაკუთრებით დემოკრატიის გაძლიერების, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სტაბილურობის გაზრდის, ასევე უფრო ძლიერი და აყვავებული ეკონომიკის მეშვეობით. ეკონომიკის პროგნოზირებული ზრდა წელიწადში 4.3%-ა.
მითი 6. ,, რეფორმები ძირს გამოუთხრის იმ სექტორებს , რომლებიც საქართველოში დღემდე ახერხებენ   არსებობას ”.   " რეფორმები ქართველ მწარმოებლებს დააზარალებს ."  ყველაზე მეტად მცირე და საშუალო  ბიზნე სი დაზარალდება.


ფაქტი: საქართველო დაადგა განვითარებული საბაზრო ეკონომიკისკენ მიმავალ გზას. რეფორმები მიზნად ისახავს ქვეყნის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორების, ასევე მომსახურებათა ბაზრის უფრო ეფექტიანად და უფრო თანამედროვედ ქცევას, ასევე ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო მეტად დაახლოებას. რეფორმები მხოლოდ იმ სფეროებზე ვრცელდება, რომელთაც რეგულირება სჭირდება, მაგალითად, მომხმარებელთა დაცვის და უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტების კუთხით. ეს რეფორმები მიზნად ისახავს შესაბამისი სექტორების უფრო კონკურენტუნარიანად ქცევას. ეს ნიშნავს, რომ კონკურენტუნარიანი კომპანიები უკვე ეყრდნობიან საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და არაფერი აქვთ საწუხარი რეფორმების პროცესთან დაკავშირებით. ასოცირების შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას (მუხლები 220, 313, 314) ეს მიდგომა ასახულია პროექტში, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტულობის გაზრდაზეა მიმართული. პროექტი ,,East Invest“ უშუალოდ მცირე ბიზნესის ხელშემწყობ ორგანიზაციებსა  და უშუალოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა გამიზნული; სწორედ მათ აქვთ ევროკავშირის ბიზნეს წრეებთან თანამშრომლობისა და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების პოტენციალი. სულ მალე დაიწყება პროექტის მეორე ფაზა. საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებას ასევე ახორციელებს მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსირების მექანიზმი, რომელიც გასცემს სესხებს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებსაც თავისი საქმიანობისთვის კომერციული ბანკებიდან დაფინანსების მიღება გაუჭირდებოდათ.

მითი 7 : ,, შეთანხმების ხელმოწერა ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას ”. " რეფორმები ქართველ მწარმოებლებს დააზარალებს ."

ფაქტი: პირიქით, საქართველო რეალურ სარგებელს მიიღებს ვაჭრობის სფეროში წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობების და ევროკავშირის ბაზრის - მსოფლიოში უდიდესი ბაზრის - 3
მისაწვდომობის გაადვილების შედეგად. შეთანხმება საქართველოს ეკონომიკას მისცემს შესაძლებლობას, წამოეწიოს ევროკავშირს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით და ამის შედეგად დროთა განმავლობაში დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში. ეს შექმნის  ახალ შესაძლებლობებს არა მარტო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობაში, არამედ, ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების მსოფლიო მასშტაბით აღიარების წყალობით, საქართველოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაშიც. აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილება ქართველ მომხმარებლებს ბევრად დიდი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყოფს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას და საქართველოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს. ყველაზე სენსიტიური სექტორები სარგებელს ნახავენ ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდების წყალობით, რომლებიც შესაძლებელს გახდის საქართველოს ეკონომიკის დაუბრკოლებელ ადაპტაციას.


მოლაპარაკებების პროცესში სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელი რეფორმები სიღრმისეულად იყო განხილული. ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში – განსაკუთრებით ტექნიკური სტანდარტებისა და რეგულაციების კუთხით – საქართველომ ძალზე ფრთხილი და თანდათანობითი მიდგომა აირჩია. ქვეყანამ გაითვალისწინა რომ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა არსებობს გამოწვევებიც, რაც ნიშნავს, რომ რეფორმები ქვეყნის საჭიროებებს მოერგება, თანდათანობით, დროთა განმავლობაში განხორციელდება და, ძირითადად, ბაზარზე არსებული საქონლისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. ქართველ მწარმოებლებს მოუწევთ გარკვეული, სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა, მაგრამ, რეალურად ეს იქნება ინვესტიცია,   რომელიც,   გრძელვადიან   პერსპექტივაში,   ხელს   შეუწყობს   მათი   ბიზნესის განვითარებას. ევროკავშირი საქართველოს ამ რეფორმების პროცესში დაეხმარება და განაგრძობს თანამშრომლობას ბიზნესთან.


მითი 8 : " ევროკავშირიდან შემოსული იმპორტი ქართულ კომპანიებს ბაზრიდან გააძევებს ."

ფაქტი: მას, ვინც ამას აბმობს, ავიწყდება, რომ ხშირად, წარმოების გასაგრძელებლად ბიზნესს დახმარება უცხოეთიდან სჭირდება და რომ ევროკავშირიდან საქართველოში შემოსული საქონლის ნაირსახეობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულისა.



მითი 9. ,, ასოცირების შესახებ შეთ ანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოს ხელ - ფეხს უბოჭავს და ზღუდავს მის სუვერენულობას ”. შეუძლებელი გახდება ვაჭრობა დსთ - ს წევრებთან . გაუარესდება ვაჭრობა რუსეთთან. ფაქტი: ასოცირების შესახებ შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე გულისხმობს სრულ პატივისცემას საქართველოს სუვერენიტეტის და მისი პოლიტიკური არჩევანის მიმართ, მათ შორის სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის უფლების მიმართ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში საქართველოს რჩება თავისუფალი არჩევანი - მიიღოს სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები,  განსხვავებით 4
საქართველოს მონაწილეობისგან ნებისმიერ საბაჟო კავშირში.

მითი 1 0 : ,, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შედეგად მხოლოდ ევროკავშირი მიიღებს სარგებელს . საქართველო დაკარგავს სამუშაო ადგილებს , კომპანიებსა და ნიჭიერ ადამიანებს , რომლებიც სამუშაოდ ევროპაში წავლენ ”.

ფაქტი: შეთანხმება უზრუნველყოფს ფართო ჩარჩოს საქართველოს წარმოების სტიმულირებისთვის, ბიზნესის გაძლიერებისთვის და დასაქმების ზრდისთვის     გრძელვადიან     პერსპექტივაში.    შეთანხმება     ითვალისწინებს   რიგ  დაუყოვნებელ სარგებელს საქართველოსთვის, რაიმე რეფორმების პროცესის გარეშე: 1) ევროკავშირი გააუქმებს ყველა საიმპორტო მოსაკრებელს ქართულ იმპორტზე იმ დღიდან, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ძალაში შევა. ამ გადაწყვეტილების წყალობით საქართველოს ექსპორტი დაუყოვნებელ სარგებელს მიიღებს. 2) ასევე დაუყოვნებელი სარგებელი შეიძლება მიიღონ კომპანიებმაც ევროკავშირში ან საქართველოში დაფუძნების უფრო მარტივი პირობების შემოღების წყალობით. ეს გაზრდის ინვესტიციებს და შექმნის სამუშაო ადგილებს საქართველოში. 3) კომპანიები შეძლებენ მომსახურების უფრო ფართო მასშტაბით გაწევას, ვიდრე ადრე, რაც ასევე გააფართოებს მათ საქმიანობას და შექმნის სამუშაო ადგილებს.

მითი 1 1: ,, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში შესვლის შედეგად საკვები გაძვირდება ”.

ფაქტი : არ არსებობს პირდაპირი კავშირი ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესა და საკვების ფასების ზრდას შორის - ეს ფასები შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა მიზეზით, როგორიც არის მარცვლეულის ცუდი მოსავალი უამინდობის ან დაავადების გამო რომელიმე კონკრეტულ წელს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში აუცილებელი რეფორმები, განსაკუთრებით კი რეფორმები სურსათის უვნებლობის სფეროში, მიზნად ისახავს უპირველეს ყოვლისა მომხმარებლებისათვის საკვები პროდუქტების აუცილებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს ნიშნავს, რომ ზოგადად უნდა გაუმჯობესდეს ის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული პირობები, რომლებშიც საკვები მზადდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ხარჯები, რომლებიც მწარმოებლებმა შეიძლება მომხმარებლებს დააკისრონ; თუმცა ეს შედეგად მოიტანს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ნაკლებ ხარჯებს ჯანდაცვაზე. გარდა ამისა, დამოუკიდებელი კვლევის შედეგების თანახმად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ხელფასებზე.

მითი 1 2: " საქართველომ გადაწყვიტა , სრულად გაუხსნას ბაზარი ევროპიდან იმპორტს და ამიტომ ვერ დაიცავს ბაზარს ევროპული საქ ონლის შემოდინებიდან .“

5
ფაქტი: აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების მთავრობებმა თავიანთი ბაზრების გახსნის შესახებ გააზრებული გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველომ, რომლის ბაზარი საკმაოდ გახსინილია, მიიღო გადაწყვეტილება, შეთანხმების ძალაში შესვლისას სრულად გახსნას თავისი ბაზარი. ლიბერალიზებით გამოწვეული პრობლემების გაჩენის შემთხვევაში ევროკავშირი მზადაა განხორციელების ეტაპზე  საქართველოსთან ერთად განიხილოს ისინი.


მ ითი 1 3 : ,, ახლა არ არის ხელსაყრელი დრო რეფორმების წამოსაწყებად. საქართველოს ეკონომიკის ზრდა აღარ მიმდ ინარეობს სწრაფი ტემპით , ჩვენ ახლა არა გვაქვს ამის საშუალება . ბიზნესებს გაკოტრება ემუქრებათ, ვინაიდან ისინი უკვე კრიზისის წინაშე დგანან .”


ფაქტი: რეფორმები განამტკიცებს დემოკრატიას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სტაბილურობას საქართველოში და ქვეყანას ინვესტორებისთვის უფრო პროგნოზირებად და მიმზიდველ ადგილად აქცევს.


მითი 1 4 :
,, ქართველი ფერმერები დაზარალდებიან რეფორმების შედეგად ”. ,, ევროპული იმპორტირებული სურსათი ძირს გამოუთხრის სასოფლო - სამეურნეო  პროდუქციის  ქართველ მწარმოებლებს . ,, ბევრ მცირე ფერმერ ს მოუწევს ბიზნესიდან გასვლა სურსათის უსაფრთხოების  სტანდარტების  იძულებით  გაზრდის შედეგად ”.


ფაქტი: საქართველოს სოფლის მეურნეობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ საჭიროა მისი მოდერნიზება. საჭიროა მისი უფრო ეფექტიანად წარმოება, მას ესაჭიროება ინვესტიციები და სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების მეტი პროფესიონალიზმი და თანამედროვე უნარები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს ამ მიზნების მიღწევას. მაგრამ ნებისმიერი რესტრუქტურიზაცია გულისხმობს, რომ ზოგიერთი ფერმერისთვის შეიძლება აღარ იყოს მომგებიანი ფერმერული საქმიანობა და მათთვის შესაძლოა უმჯობესი იყოს გადამზადება და სამუშაოს შეცვლა. ასეთ მოქალაქეებს დასჭირდებათ ახალი უნარ-ჩვევების შეძენა და ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ამ თვალსაზრისით შესატყვისი პროექტების შემუშავებაში. ასე მოხდა ბევრ ქვეყანაში, რომელთაც გადაწყვიტეს, გაეუმჯობესებინათ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო სექტორი, რათა მას მეტი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკაში.   სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირი უკვე აწარმოებს ექსპორტს საქართველოში და ეს არ ცვლის ადგილობრივი წარმოების პროდუქციას, როგორიც არის ქართული ღვინო, ყველი, ხილი ან ბოსტნეული. გარდა იმისა, რომ მომხმარებლების სხვადასხვა სახის პრეფერენციები აქვთ (როგორიც არის, მაგალითად, გემოვნება), ევროკავშირში საკვები პროდუქტების წარმოება მაღალი ღირებულებისაა, ამიტომ საქართველო არ არის მაინცდამაინც დიდი ინტერესის ბაზარი. მით უმეტეს, თუ იმპორტირებულმა საქონელმა კონკურენცია უნდა გაუწიოს ადგილობრივად წარმოებულ უფრო იაფ პროდუქციას, რომელიც უფრო მეტად შეესატყვისება ადგილობრივი ადამიანების გემოვნებას. ასე რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის დაწყება ავტომატურად არ მოიტანს ევროპიდან იმპორტირებული საქონლის შემოდინების რისკს.

ამჟამად ექსპორტი ევროკავშირიდან საქართველოში მოიცავს უმნიშვნელო ოდენობის 6
ბოსტნეულს, ხილს, ყავას და მარცვლეულს. ევროკავშირს საქართველოში შემოაქვს მინიმალური რაოდენობით ხორცი და ცოცხალი ცხოველები, ასევე წარმოებული პროდუქტები, როგორიც არის კაკაო, შაქარი და დამუშავებული  მარცვლეულიდან წარმოებული საკვები (სულ დაახლოებით 22 მილიონი ევროს ოდენობის) ან ღვინო და სპირტიანი სასმელები (36 მილიონი ევრო).

მცირე ფერმერებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი ვაჭრობაში ან სხვა კომერციულ საქმიანობაში, არ უნდა ეშინოდეთ რეფორმების. მათ კი, ვინც ფერმერულ საქმიანობას ეწევა იმისათვის, რომ გაყიდოს საკუთარი პროდუქცია საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, მოუწევთ თვალის გასწორება იმ ფაქტისთვის, რომ მათ კონკრეტულ სექტორში თანდათანობით გაიზრდება ფერმერული საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებული მოლოდინი. საქართველოში დროთა განმავლობაში, თანდათანობით შემოღებული იქნება საკვების წარმოების, ისევე, როგორც მეცხოველეობის წარმოების წესები. ეს მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის საკვების უვნებლობისა და ხარისხის გაზრდას და ჯანმრთელობისთვის არსებული რისკების შემცირებას. საკვების მწარმოებლების წინაშე მდგომი ამოცანაა საკუთარი შემოსავლის გაზრდა ფერმერული საქმიანობის პროდუქტიულობის გაუმჯობესების მეშვეობით.


მითი 15 : " ევროკავშირი გააგრძელებს თავისი სასოფლო – სამეურნეო ბაზრის დაცვას, მაშინ როდესაც საქართველო სრულად გახსნის თავისას ."

ფაქტი: ევროკავშირი და საქართველო ერთდროულად და სრულად გახსნიან თავიანთ ბაზრებს. ევროკავშირი არ დააწესებს საქართველოსთვის არავითარ რაოდენობრივ შეზღუდვას სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე. ერთდადერთი მექანიზმი, რომელიც ძალაში დარჩება ვაჭრობის მოცულობის მონიტორინგი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროკავშირში ექსპორტირებული საქონელი მართლაც საქართველოშია ნაწარმოები და არ არის იმის რისკი, რომ სხვა ქვეყნის პროდუქცია ევროკავშირში ისე შეაღწევს, თითქოს საქართველოშია ნაწარმოები.

მითი 16: " ის , რომ
 შეთანხმების
 განხორციელება
 შეუძლებელი
 იქნება
 სეპარატისტულ
 რეგიონებში
 ნიშნავს , რომ
 საქართველოს
 დანარჩენ
 ტერიტორიასა
 და
 სეპარატისტულ
 ტერიტორიებს
 შორის
 ეკონომ იკური
 უთანაბრობა
 კიდევ
 უფრო
 გაიზრდება . ამ
 გზით
 ევროკავშირი
 პოლიტიკური
 კრიზისის
 გაღრმავებას  შეუწყობს  ხელს ."

ფაქტი: ევროკავშირის მიზანია, მოხდეს საქართველოსთან დადებული შეთანმხების განხორციელება საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივცის მიზანი ისეთი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიას მოუტანს სარგებელს.

მითი 17 : " ევროკავშირის დახმარება არ არის საკმარისი რეფორმებისთვის აუცილებელი ღონისძიებების  გასატარებლად ." 7


ფაქტი: ევროკავშირი უკვე რამდენიმე წელია ეხმარება საქართველოს რეფორმების პროცესში. ვაჭრობის სფეროს რეფორმირება ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებიდან დიდი ხნით ადრე დაიწყო. ვაჭრობის სფეროში რეფორმები 31 მლნ ევროს  (2011– 2013) ღირებულების სპეციალური ,,ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური მშენებლობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. ეს დახმარება არის ნაწილი ,,ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ სახელწოდებით ცნობილი დახმარების დიდი პაკეტისა, რომელიც180 მლნ ევროს შეადგენს (2011–2013). ეს დახმარება მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ტრეინინგებითა და კონსულტირებით დახმარებას (დაძმობილება Twinning, TAIEX და ა.შ.). წევრი ქვეყნების ორმხრივი დახმარება კოორდინირებულია ევროკავშირის მიერ გაწეულ სხვა დახმარებასთან. ახალი ,,ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის“ (2014–20) ფარგლებში მნიშვნელოვანი დახმარებაა გათვალისწინებული, განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელებაში.

მითი 18 : " რა სახის დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს რეფორმების პროცესში ? "

ფაქტი: ევროკავშირმა საქართველოს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, ესაა: კონსულტირება კანონმდებლობის მომზადებასა და შემუშავებაში, ტექნიკური რჩევები კანონის აღსრულებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების ზრდის საკითხებში,     ტრეინინგი     სამთავრობო      სტრუქტურებში, რეფორმების     პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა და შედეგების შეფასება. ამ მიზნების მიღწევის მთავარი ინსტრუმენტი არის ,,დაძმობილება“ (Twinning -წევრი ქვეყნების ექსპერტების დახმარება უფრო ხანგრძლივვადიანი პროგრამების ფარგლებში) და TAIEX (მოკლევადიანი საკონსულტაციო და ვერიფიკაციის მისიები). ასევე პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება 2015–17 წლებში. ამასთან, TAIEX ინსტრუმენტის ფარგლებში რეგულარულად ეწყობა სხვადასხვა სემინარე ბი,  მრგვალი მაგიდები, სასწავლო  ვიზიტები და ა.შ. დაბოლოს, სპეციალური მრჩევლის ტომას ჰამარბერგის წყალობით ევროკავშირი დახმრებას უწევს საქართველოს ადამიანის უფლებების, სამართლისა და სხვადასხვა სფეროებში.



მითი 19 : " გაუგებარია, რისი რეფორმირება უნდა მოახდინოს საქართველომ ."

ფაქტი: ყველა ის სფერო, რომელიც არეგულირებს ვაჭრობას ან შეეხება ქვეყნის უნარს აწარმოოს ვაჭრობა გარკვეულ რეფორმირებას საჭიროებს. რეფორმები განსაზღვრულია ასოცირების შესახებ შეთანმხების დანართებში; მათი შემუშავება მოხდა საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და მოიცავს რეფორმებს შემდეგ სფეროებში: სახელმწიფო შესყიდვები (საჯარო ხელისუფლების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, საზღვარგარეთიდან შესყიდვის ჩათვლით), სურსათის უვნებლობა/სანიტარული და ფიტოსანიტარული რეჟიმები (სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებისთვის), საბაჟო და სავაჭრო რეჟიმების გამარტივება, საზღვარზე ინტელექტუალური საკუთრების წესების შესრულების ჩათვლით (ვაჭრობაში საქონლის იმპორტის და ექსპორტის პროცედურები); მომსახურების, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების/საწარმოო სტანდარტების (დამზადებული საქონლის შემთხვევაში) მარეგულირებელი ჩარჩოები, ასევე, გამჭვირვალობა (შესაბამისი კანონებისა და წესებისა იმისთვის, რომ ისინი ხელმისაწვდომი იყოს ბიზნესისთვის) . ევროკავშირის ბაზარზე 8
დამატებითი ან/და უკეთესი წვდომა მჭიდროდაა დაკავშირებული ამ რეფორმების დასრულებაზე.

უფრო მეტიც, შეთანხმების თავებში პოლიტიკური და სამართლებრივი, თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების შესახებ განსაზღვრულია კონკრეტული პოლიტიკური და რეფორმის მიზნები. მე–4 თავი დეტალურად შეეხება შიდა რეფორმების მოთხოვნებს და ადგენს, რომ საქართველო და ევროკავშირმა უნდა ითანამშრომლონ შემდეგ სფეროებში:

• დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განვითარება, განმტკიცება, სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაზრდა. • ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა. • შემდგომი წინსვლა სამართლებრივი და მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესში იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა. • სამართალდამცავი  ორგანოების  ადმინისტრაციული  შესაძლებლობების განმტკიცება, მათი მიუკერძოებულობისა და ეფექტიანობის გარანტირება. • სახელმწიფო ადმინისტრაციის  სფეროს შემდგომი რეფორმირება. • ანგარიშვალდებულების მქონე, ეფექტური, ეფექტიანი, გამჭვირვალე და პროფესიული სახელმწიფო სამსახურის მშენებლობა. • კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელება.


მითი 20 : " თუკი საქართველო რეფორმების ვადებს არ დაიცავს , მას სანქციები დაემუქრება, ხოლო  ქართული  პროდუქტები აიკრძალება ."

ფაქტი: რეფორმების განხორციელება და მათთან დაკავშირებული ვადები რეგულარულად იქნება განხილული ასოცირების შესახებ შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში შექმნილ სხვადასხვა ორგანოებთან. ვადების დარღვევებთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემებიც სწორედ ამ ფორმატში იქნება განხილული და მოიძებნება შესაფერისი გადაწყვეტილება. თუმცა, მოლაპარაკებების პროცესში ვადები ქართული მხარის მიერ გულდასმით იყო განხილული  და,  სხვადასხვა შიდა სირთულეების გათვალისწინებით, რეალისტურად იყო მიჩნეული.






  1 Lucio Vinhas de Souza, საბაჟო კავშირის შექმნის მის წევრებზე ეკონომიკური გავლენის წინასწარი ეკონომიკური შეფასება, მსოფლიო ბანკის ეკონომიკური კვლევა, 2011 წლის იანვარი 2    საბაჟო კავშირი და ყაზახეთის იმპორტი, EBRD სამუშაო დოკუმენტი, 2012 წლის მაისი


9
მითები ვრცლად



გავრცელებული მცდარი ინფორმაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გასაფორმებელ ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DCFTA) დაკავშირებით


როგორი ხდება ფაქტების დამახინჯება
       4 0 მითი

მითი 1: ,, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქ ართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს საფრთხეს უქმნის ”.


ფაქტი: ნამდვილად არ არის ასე. ევროკავშირი რომელიმე ქვეყნის კულტურის შეცვლას კი არ ცდილობს, არამედ იღვწის ევროპის კულტურათა მრავალფეროვნების დაცვისათვის. ევროკავშირი ის ორგანიზაციაა, რომელიც ყველანაირად მხარს უჭერს და    ხოტბას    ასხამს    მრავალფეროვნებას;    ბოლოს    და    ბოლოს,    ჩვენი დევიზია ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაში”. ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს კულტურულ ფასეულობებს. და ჩვენ გვჯერა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ამ ფასეულობათა დაცვას.

მითი 2 :
,, ასოცირების შესახებ შეთანხმება აიძულებს საქართველოს, დააკანონოს ჰომოსექსუალთა  შორის ქორწინება .”


ფაქტი: არა. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც კი არ მოეთხოვებათ ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონება, რამდენიმე მათგანი კი საერთოდ არ აღიარებს ამგვარ ქორწინებას.

მითი 3 :
,, ევროკავშირი აიძულებს საქართველოს , შემოიღოს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა , რომელიც გზას გაუკაფავს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინებას .”


ფაქტი: სულაც არა! საქართველო ახორციელებს ისეთ კანონმდებლობას, რომელიც მის მოქალაქეებს დისკრიმინაციისგან დაიცავს. ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას, რომელიც ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მოთხოვნას ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად. დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა უბრალოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის მიმართ თანასწორ მოპყრობას,   მათ   შორის   იმ   მოქალაქეების   მიმართაც,   რომლებიც  უმცირესობებს განეკუთვნებიან. ასეთი კანონმდებლობა იცავს მოქალაქეთა არსებულ უფლებებს, მაგალითად, მოქალაქეთა უფლებას, მათ მიმართ არ იქნეს გამოყენებული დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე.

მითი 4 : ,, ასოცირების შესახებ შეთანხმება კიდევ უფრო გაართულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას და შესაძლოა მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს სეპარატისტულ  1


რეგიონებში .”


ფაქტი: შეთანხმება არანაირად არ აქეზებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ. პირიქით, ის მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტაბილურობას და თანამშრომლობას რეგიონში. საქართველო, სადაც მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება გამეფებული, რუსეთის ინტერესებშიც არის. ასოცირების შესახებ შეთანხმებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს  საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში, ისარგებლებს იმ უპირატესობებით, რომლებსაც მოიტანს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წყალობით ამაღლებული ცხოვრების დონე.

მითი 5 :
,, ასოცირების შესახებ შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების - მათ შორის სომხური და აზერბაიჯანული წარმომავლობის უმცირესობების - იზოლირება და მიგვიყვანოს სეპარა ტიზმისკენ მიმართულ  მცდელობებთან .”


ფაქტი: შეთანხმება აქტიურად უჭერს მხარს დისკრიმინაციის არარსებობას და მაქსიმალურად უწყობს ხელს უმცირესობათა დაცვას. იგი აღიარებს უმცირესობების მნიშვნელოვან როლს ეროვნული ერთიანობის გრძნობის გაღრმავების საქმეში. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის ცხოვრების დონის ამაღლების წყალობით ასოცირების შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნულ ერთიანობაში.

მითი 6 :
,, ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებელი  ეკლესიის  ავტორიტეტს ”.


ფაქტი: ევროკავშირი ღრმა პატივისცემით არის განმსჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს ეროვნულ ცხოვრებაში მისი მნიშვნელოვანი როლისადმი. 2014 წლის მარტში ევროკომისარი შტეფან  ფულე შეხვდა პატრიარქ ილია II-ს და მათ ისაუბრეს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. პატრიარქმა გამოხატა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი თავისი უპირობო მხარდაჭერა.

მითი 7 :
,, შეთანხმება საქართველოს მცირედ სარგებელს მოუტანს , მაშინ, როცა დამატებით  ვალდებულებებს  დააკისრებს ”.


ფაქტი: ნამდვილად არა; შეთანხმება საქართველოს ბევრ საგრძნობ სარგებელს მოუტანს. დროთა განმავლობაში ასოცირების შესახებ შეთანხმება შედეგად მოიტანს ქართველთა ცხოვრების დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, განსაკუთრებით დემოკრატიის გაძლიერების, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სტაბილურობის გაზრდის, ასევე უფრო ძლიერი და აყვავებული ეკონომიკის მეშვეობით. ეკონომიკის პროგნოზირებული ზრდა წელიწადში 4.3%-ის ტოლი უნდა იყოს.

მითი 8 : ,, შეთანხმების ხელმოწერა ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას ”.


ფაქტი: პირიქით, საქართველო რეალურ სარგებელს მიიღებს ვაჭრობის სფეროში წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობების და ევროკავშირის ბაზრის - მსოფლიოში უდიდესი ბაზრის - 1


მისაწვდომობის გაადვილების შედეგად. შეთანხმება საქართველოს ეკონომიკას მისცემს შესაძლებლობას, წამოეწიოს ევროკავშირს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით და ამის შედეგად დროთა განმავლობაში დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში. ეს შექმნის  ახალ შესაძლებლობებს არა მარტო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობაში, არამედ, ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების მსოფლიო მასშტაბით აღიარების წყალობით, საქართველოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაშიც. აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილება ქართველ მომხმარებლებს ბევრად დიდი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყოფს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას და საქართველოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს. ყველაზე სენსიტიური სექტორები სარგებელს ნახავენ ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდების წყალობით, რომლებიც შესაძლებელს გახდის საქართველოს ეკონომიკის დაუბრკოლებელ ადაპტაციას.

მითი 9 : ,, ევროკავშირი ჩაბმულია გეოპოლიტიკურ კონკურენციაში რუსეთის ფედერაციასთან ”.


ფაქტი: არა. ეს შეხედულება არის მედიაში ზოგიერთი ელემენტის მიერ გავრცელებული მითი, მაგრამ ის არ ასახავს რეალობას ან ევროკავშირის განზრახვებს. საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი არა რაღაც გამოგონილი გეოპოლიტიკური მეტოქეობის გამოა, არამედ იმიტომ, რომ საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად. სწორედ ამიტომ მოახდინა ევროკავშირმა სერიოზული პოლიტიკური კაპიტალის, ფინანსური დახმარებისა და ტექნიკური გამოცდილების ინვესტირება საქართველოსთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მისაღწევად.

მითი 10 : ,, ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოს ხელ - ფეხს უბოჭავს და ზღუდავს მის სუვერენულობას ”.


ფაქტი: ასოცირების შესახებ შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე გულისხმობს სრულ პატივისცემას საქართველოს სუვერენიტეტის და მისი პოლიტიკური არჩევანის მიმართ, მათ შორის სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის უფლების მიმართ. გარდა ამისა, ასოცირების შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების დაურღვევლობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობას, როგორც ეს განსაზღვრულია გაერო-ს 1945 წლის ქარტიაში და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ კონფერენციის 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტში.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში საქართველოს რჩება თავისუფალი არჩევანი - მიიღოს სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები,  განსხვავებით საქართველოს მონაწილეობისგან ნებისმიერ საბაჟო კავშირში. რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას საბაჟო კავშირში, ეს შეამცირებს საქართველოს სუვერენიტეტს, ვინაიდან გამოიწვევს საქართველოს მიერ საკუთარი სავაჭრო პოლიტიკის გადაცემას გარეშე, ზესახელმწიფოებრივი უწყებისათვის.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოს ინტერესებშია - ამჟამად ევროკავშირი, მსოფლიოში უდიდესი ბაზარი, საქართველოს ძირითადი სავაჭრო 1


პარტნიორია და საქართველოს მთელი ვაჭრობის 26% ევროკავშირთან ვაჭრობაზე მოდის. საქართველო დაინტერესებულია ვაჭრობის ხარჯების შემცირებით და მისი გაფართოებით. ევროკავშირში ექსპორტის მოცულობის გაზრდა ნიშნავს მეტი შემოსავლის მიღებას და, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის ზრდას.


მითი 11 :
,, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება აქვს გაფორმებული დსთ - ის წევრებთან , რომლებიც ევროკავშირს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან შეუთავსებლად მიაჩნია ”.


ფაქტი: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე არ აწესებს რაიმე შეზღუდვას საქართველოს მიერ სხვა ქვეყნებთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის   შესახებ   შეთანხმებებზე.   პირიქით,   თავისუფალი   ვაჭრობის სივრცეები, მაგალითად, ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის თურქეთი, ხელს უწყობს ვაჭრობის გაფართოებას, ვინაიდან კომპანიებს ექმნებათ შესაძლებლობა ნაკლებ ფასად მოახდინოს საწარმოო პროცესებისა და იმპორტის კომპონენტების გაერთიანება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს საფრთხეს მისთვის ან სხვა ქვეყნებთან მისი ურთიერთობებისთვის. საქართველოს შეუძლია საკუთარი ნება- სურვილის მიხედვით აწარმოოს სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან სხვა ახლანდელ თუ მომავალ პარტნიორთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში.


მითი 12 : ,, საქართველო - რუსეთის ურთიერთობა ვაჭრობის სფეროში სავარაუდოდ გაუარესდება მას შემდეგ , რაც საქართველოსთვის მისაწვდომი გახდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ”.


ფაქტი: ეს ასე არ არის. ევროკავშირის და რუსეთის ბაზრები სხვადასხვაა, ევროკავშირთან ვაჭრობა არ ხდება რუსეთთან ვაჭრობის ხარჯზე. ბიზნესკავშირები ყველაზე კარგად სტაბილურ და პროგნოზირებად სამართლებრივ გარემოში ვითარდება და სწორედ ეს არის განმსაზღვრელი ფაქტორი საწარმოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას იმასთან დაკავშირებით, თუ სად აწარმოოს ვაჭრობა. არ არსებობს სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი, როდესაც დაცულია შესაბამისი წესები.


მითი 13 :
,, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში საქართველოს ტრადიციულ ექსპორტს რუსეთში ძირი გამოეთხრება ევროპული სტანდ არტების მიღების გამო ”.


ფაქტი: ევროკავშირის სტანდარტები არასოდეს ყოფილა რუსეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ექსპორტის წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორი, როგორც ამას საკმარისად ადასტურებს ევროკავშირის კომპანიების და იმ სხვა მწარმოებლების გამოცდილება, რომლებიც ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს იცავენ. ამიტომ არ არსებობს ობიექტური მიზეზი იმისა, რომ ევროკავშირის სტანდარტებმა ქართული კომპანიებისთვის წარმოქმნას პრობლემები. იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც უკვე ახდენენ პროდუქციის ექსპორტირებას რუსულ ბაზარზე, შეუძლიათ განაგრძონ ეს საქმიანობა, მას შემდეგაც კი, რაც 1


განხორციელდება ასოცირების შესახებ შეთანხმება - თუ მათ ამაში პოლიტიკურად მოტივირებული აკრძალვები და შეზღუდვები არ შეუშლის ხელს.

მითი 14 :
,, ევროკავშირი მეტ სარგებელს ნახავს საბაჟო გადასახადების გაუქმების შედე გად, ვიდრე საქართველო ”.


ფაქტი: არ არის ასე. საქართველო მეტად არის დამოკიდებული ევროკავშირთან ვაჭრობაზე, ვიდრე პირიქით, ასე რომ ტარიფების გაუქმების შედეგად საქონელბრუნვის გაზრდის შედეგად უპირველეს ყოვლისა საქართველო ნახავს სარგებელს. რაც შეეხება საქონელს, იმპორტზე გადასახადი ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტირებულ ყველა საქონელზე ან პირიქით დაუყოვნებლივ იქნება გაუქმებული. შედეგად მოსალოდნელია საქართველოში ვაჭრობის 12%-ით ზრდა ექსპორტის კუთხით და 7.5%-ით იმპორტის კუთხით. ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის და კომპანიებისთვის. გარდა ამისა, ევროპელი იმპორტიორები დაზოგავენ 10.8 მილიონ ევროს გადასახადების შემცირების შედეგად, მაშინ, როცა ქართველი იმპორტიორები ყოველწლიურად დამატებით 84.2 მილიონ ევროს დაზოგავენ საბაჟო გადასახადის გაუქმების შედეგად.


მითი 15 : ,, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ეკონომიკური სარგებელი უმნიშვნელოა , მაშინ , როცა რეფორმის გატარებას სერიოზული ხარჯები სჭირდება ”.


ფაქტი: მოსალოდნელია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე გაზრდის ვაჭრობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის 12%-ით საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის კუთხით და 7.5%-ით ევროკავშირიდან იმპორტის კუთხით. პროგნოზირებულია, რომ ამ სივრცის წყალობით მშპ ყოველწლიურად 4.3%-ით გაიზრდება (292 მილიონი ევრო ქვეყნის შემოსავლის სახით), იმ პირობით, თუ რეფორმების განხორციელება დასრულდება. ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს და მის ეკონომიკურ აგენტებს აღნიშნული რეფორმების შემუშავებაში და განხორციელებაში გარდამავალ პერიოდებში, რომლებიც ასოცირების შესახებ შეთანხმებაშია გათვალისწინებული. ზემოთ მოცემული ციფრები არ მოიცავს ინვესტიციების ზრდას, რაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად მოიმატებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მეშვეობით ბაზრების გახსნის შედეგად.


მითი 16 :
,, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შედეგად მხოლოდ ევროკავშირი მი იღებს სარგებელს . საქართველო დაკარგავს სამუშაო ადგილებს , კომპანიებსა და ნიჭიერ ადამიანებს , რომლებიც სამუშაოდ ევროპაში წავლენ ”.


ფაქტი: არ არის ასე. შეთანხმება უზრუნველყოფს ფართო ჩარჩოს საქართველოს წარმოების სტიმულირებისთვის, ბიზნესის გაძლიერებისთვის და დასაქმების ზრდისთვის     გრძელვადიან     პერსპექტივაში.    შეთანხმება     ითვალისწინებს   რიგ
1


დაუყოვნებელ სარგებელს საქართველოსთვის, რაიმე რეფორმების პროცესის გარეშე: 1) ევროკავშირი გააუქმებს ყველა საიმპორტო მოსაკრებელს ქართულ იმპორტზე იმ დღიდან, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ძალაში შევა. ამ გადაწყვეტილების წყალობით საქართველოს ექსპორტი დაუყოვნებელ სარგებელს მიიღებს. 2) ასევე დაუყოვნებელი სარგებელი შეიძლება მიიღონ კომპანიებმაც ევროკავშირში ან საქართველოში დაფუძნების უფრო მარტივი პირობების შემოღების წყალობით. ეს გაზრდის ინვესტიციებს და შექმნის სამუშაო ადგილებს საქართველოში. 3) კომპანიები შეძლებენ მომსახურების უფრო ფართო მასშტაბით გაწევას, ვიდრე ადრე, რაც ასევე გააფართოებს მათ საქმიანობას და შექმნის სამუშაო ადგილებს.


მითი 17 :
,, ახლა ა რ არის ხელსაყრელი დრო რეფორმების წამოსაწყებად. საქართველოს ეკონომიკის ზრდა აღარ მიმდინარეობს სწრაფი ტემპით , ჩვენ ახლა არა გვაქვს ამის საშუალება . ბიზნესებს გაკოტრება ემუქრებათ , ვინაიდან ისინი უკვე კრიზისის წინაშე დგანან .”


ფაქტი: მართალია, რომ 2012 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში შეფერხება აღინიშნა. ეს შეფერხება სხვადასხვა ბიზნესმა ნამდვილად იგრძნო. მაგრამ მსოფლიო ბანკის პროგნოზებით, ეს დროებითი ვარდნა იყო და მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკა ისევ დაიწყებს ზრდას და მოსალოდნელია, რომ  2014 და 2015 წლებში მშპ-ის ზრდა 6.3%-ის ტოლი იქნება, ხოლო 2016 წელს 6.5%-ისა. ამგვარი ზრდა უკავშირდება სიტუაციის გაუმჯობესებას ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მომავალ წლებში ამ პროგნოზის გამართლებასთან ერთად რეფორმებიც თანდათანობით წინ წავა. ქართულ ბიზნესს არ უნდა ეშინოდეს ამ თვალსაზრისით რაიმე მოულოდნელი ნეგატიური შედეგებისა. გარდა ამისა, რეფორმები განამტკიცებს დემოკრატიას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სტაბილურობას საქართველოში და ქვეყანას ინვესტორებისთვის უფრო პროგნოზირებად და მიმზიდველ ადგილად აქცევს.


მითი 18 : ,, ქართველი ფერმერები დაზარალდებიან რეფორმების შედეგად ”.


ფაქტი: საქართველოს სოფლის მეურნეობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ საჭიროა მისი მოდერნიზება. საჭიროა მისი უფრო ეფექტიანად წარმოება, მას ესაჭიროება ინვესტიციები და სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების მეტი პროფესიონალიზმი და თანამედროვე უნარები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს ამ მიზნების მიღწევას. მაგრამ ნებისმიერი რესტრუქტურიზაცია გულისხმობს, რომ ზოგიერთი ფერმერისთვის შეიძლება აღარ იყოს მომგებიანი ფერმერული საქმიანობა და მათთვის შესაძლოა უმჯობესი იყოს გადამზადება და სამუშაოს შეცვლა. ასეთ მოქალაქეებს დასჭირდებათ ახალი უნარ-ჩვევების შეძენა და ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ამ თვალსაზრისით შესატყვისი პროექტების შემუშავებაში. ასე მოხდა ბევრ ქვეყანაში, რომელთაც გადაწყვიტეს, გაეუმჯობესებინათ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო სექტორი, რათა მას მეტი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკაში.

მითი 19 :
,, რეფორმები ძირს გამოუთხრის იმ სექტორებს , რომლებიც საქართველოში 15

დღემდე ახერხებენ არსებობას ”.


ფაქტი: საქართველო დაადგა განვითარებული საბაზრო ეკონომიკისკენ მიმავალ გზას. რეფორმები მიზნად ისახავს ქვეყნის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორების, ასევე მომსახურებათა ბაზრის უფრო ეფექტიანად და უფრო თანამედროვედ ქცევას, ასევე ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო მეტად დაახლოებას. რეფორმები მხოლოდ იმ სფეროებზე ვრცელდება, რომელთაც რეგულირება სჭირდება, მაგალითად, მომხმარებელთა დაცვის და უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტების კუთხით. ეს რეფორმები მიზნად ისახავს შესაბამისი სექტორების უფრო კონკურენტუნარიანად ქცევას. ეს ნიშნავს, რომ კონკურენტუნარიანი კომპანიები უკვე ეყრდნობიან საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და არაფერი აქვთ საწუხარი რეფორმების პროცესთან დაკავშირებით.


მითი 20 :
,, ევროპული იმპორტირებული სურსათი ძირს გამოუთხრის სასოფლო - სამეურნეო  პროდუქციის  ქართველ მწარმოებლებს ”.


ფაქტი: სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირი უკვე აწარმოებს ექსპორტს საქართველოში და ეს არ ცვლის ადგილობრივი წარმოების პროდუქციას, როგორიც არის ქართული ღვინო, ყველი, ხილი ან ბოსტნეული. გარდა იმისა, რომ მომხმარებლების სხვადასხვა სახის პრეფერენციები აქვთ (როგორიც არის, მაგალითად, გემოვნება), ევროკავშირში საკვები პროდუქტების წარმოება მაღალი ღირებულებისაა, ამიტომ საქართველო არ არის მაინცდამაინც დიდი ინტერესის ბაზარი. მით უმეტეს, თუ იმპორტირებულმა საქონელმა კონკურენცია უნდა გაუწიოს ადგილობრივად წარმოებულ უფრო იაფ პროდუქციას, რომელიც უფრო მეტად შეესატყვისება ადგილობრივი ადამიანების გემოვნებას. ასე რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის დაწყება ავტომატურად არ მოიტანს ევროპიდან იმპორტირებული საქონლის შემოდინების რისკს.

ამჟამად ექსპორტი ევროკავშირიდან საქართველოში მოიცავს უმნიშვნელო ოდენობის ბოსტნეულს, ხილს, ყავას და მარცვლეულს. ევროკავშირს საქართველოში შემოაქვს მინიმალური რაოდენობით ხორცი და ცოცხალი ცხოველები, ასევე წარმოებული პროდუქტები, როგორიც არის კაკაო, და შაქარი და დამუშავებული  მარცვლეულიდან წარმოებული საკვები (სულ დაახლოებით 22 მილიონი ევროს ოდენობის) ან ღვინო და სპირტიანი სასმელები (36 მილიონი ევრო).

მითი 21 : ,, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში შესვლის შედეგად საკვები გაძვირდება ”.


ფაქტი: არ არსებობს პირდაპირი კავშირი ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესა და საკვების ფასების ზრდას შორის - ეს ფასები შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა მიზეზით, როგორიც არის მარცვლეულის ცუდი მოსავალი უამინდობის ან დაავადების გამო რომელიმე კონკრეტულ წელს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში აუცილებელი რეფორმები, განსაკუთრებით კი რეფორმები სურსათის უვნებლობის სფეროში, მიზნად ისახავს უპირველეს ყოვლისა 16

მომხმარებლებისათვის საკვები პროდუქტების აუცილებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს ნიშნავს, რომ ზოგადად უნდა გაუმჯობესდეს ის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული პირობები, რომლებშიც საკვები მზადდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ხარჯები, რომლებიც მწარმოებლებმა შეიძლება მომხმარებლებს დააკისრონ; თუმცა ეს შედეგად მოიტანს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ნაკლებ ხარჯებს ჯანდაცვაზე. გარდა ამისა, დამოუკიდებელი კვლევის შედეგების თანახმად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ხელფასებზე.

მითი 22 : ,, ბევრ მცირე ფერმერს მო უწევს ბიზნესიდან გასვლა სურსათის უსაფრთხოების  სტანდარტების  იძულებით  გაზრდის შედეგად ”.


ფაქტი: მცირე ფერმერებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი ვაჭრობაში ან სხვა კომერციულ საქმიანობაში, არ უნდა ეშინოდეთ რეფორმების. მათ კი, ვინც ფერმერულ საქმიანობას ეწევა იმისათვის, რომ გაყიდოს საკუთარი პროდუქცია საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, მოუწევთ თვალის გასწორება იმ ფაქტისთვის, რომ მათ კონკრეტულ სექტორში თანდათანობით გაიზრდება ფერმერული საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებული მოლოდინი. საქართველოში დროთა განმავლობაში, თანდათანობით შემოღებული იქნება საკვების წარმოების, ისევე, როგორც მეცხოველეობის წარმოების წესები. ეს მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის საკვების უვნებლობისა და ხარისხის გაზრდას და ჯანმრთელობისთვის არსებული რისკების შემცირებას. საკვების მწარმოებლების წინაშე მდგომი ამოცანაა საკუთარი შემოსავლის გაზრდა ფერმერული საქმიანობის პროდუქტიულობის გაუმჯობესების მეშვეობით.


მითი
23: " ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მოხდება პამიდვრის ზომებისა და გარეგანი სახის რეგულირება , ხოლო ქათმების ზრდა სპეციალუ რ გალიებში მოხდება ."

ფაქტი: ასეთი წესები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში არ არსებობს. სოფლის მეურნეობისა და სანიტარულ/ფიტოსანიტარულ სფეროებში განსახორციელებელი შეთანხმებული რეფორმების ფარგლებში არსებული წესები პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლადაა შემოღებული და არ არეგულირებს იმაზე მეტს, რაც ხარისხის გასაუმჯობესებლადაა საჭირო. ევროკავშირში არ არსებობს პამიდრვის ზომებისა და გარეგანი სახის რეგულირების წესები.

რაც შეეხება ფერმაში გაზრდილ ფრინველსა თუ ცხოველებს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია მათი ჯანდაცვა. ამ მიზნით შემოღებულია გარკვეული კანონმდებლობა, რომელიც აწესებს ფერმაში გაზრდილ ფრინველთა და ცხოველთა ჯანდაცვის მინიმალურ კრიტერიუმებს. თუმცა, ევროკავშირი და საქართველო უნდა შეთანხმდნენ, თუ რა სახის კანონმდებლობას მიიღებს საქართველო ფერმაში გაზრდილ ფრინველებთან თუ ცხოველებთან მიმართებაში. დღეისათვის, ასეთი წესები არ არსებობს, ხოლო გადაწყვეტილება რეფორმის მასშტაბის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში იქნება მიღებული.

17



მითი 24: " ევროკავშირი გააგრძელებს თავ ისი სასოფლო – სამეურნეო ბაზრის დაცვას, მაშინ როდესაც საქართველო სრულად გახსნის თავისას ."

ფაქტი: ევროკავშირი და საქართველო ერთდროულად და სრულად გახსნიან თავიანთ ბაზრებს. ევროკავშირი არ დააწესებს საქართველოსთვის არავითარ რაოდენობრივ შეზღუდვას სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე. ერთდადერთი მექანიზმი, რომელიც ძალაში დარჩება ვაჭრობის მოცულობის მონიტორინგი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროკავშირში ექსპორტირებული საქონელი მართლაც საქართველოშია ნაწარმოები და არ არის იმის რისკი, რომ სხვა ქვეყნის პროდუქცია ევროკავშირში ისე შეაღწევს, თითქოს საქართველოშია ნაწარმოები.


მითი 25: " რეფორმები ქართველ მწარმოებლებს დააზარალებს. "

ფაქტი: მოლაპარაკებების პროცესში სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელი რეფორმები სიღრმისეულად იყო განხილული. ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში – განსაკუთრებით ტექნიკური სტანდარტებისა და რეგულაციების კუთხით – საქართველომ ძალზე ფრთხილი და თანდათანობითი მიდგომა აირჩია. ქვეყანამ გაითვალისწინა რომ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა არსებობს გამოწვევებიც, რაც ნიშნავს, რომ რეფორმები ქვეყნის საჭიროებებს მოერგება, თანდათანობით, დროთა განმავლობაში განხორციელდება და, ძირითადად, ბაზარზე არსებული საქონლისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული. ქართველ მწარმოებლებს მოუწევთ გარკვეული, სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა, მაგრამ, რეალურად ეს იქნება ინვესტიცია,   რომელიც,   გრძელვადიან   პერსპექტივაში,   ხელს   შეუწყობს   მათი   ბიზნესის განვითარებას. ევროკავშირი საქართველოს ამ რეფორმების პროცესში დაეხმარება და განაგრძობს თანამშრომლობას ბიზნესთან.


მითი 26: " ევროკავშირიდან შემოსული იმპორტი ქართულ კომპანიებს ბაზრიდან გააძევებს ."

ფაქტი: მას, ვინც ამას აბმობს, ავიწყდება, რომ ხშირად, წარმოების გასაგრძელებლად ბიზნესს დახმარება უცხოეთიდან სჭირდება და რომ ევროკავშირიდან საქართველოში შემოსული საქონლის ნაირსახეობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულისა. მაგალითად, დღეისათვის, მანქანა–დანადგარებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ევროკავშირიდან იმპორტი უკვე წელიწადში €346 მლნ–ს შეადგენს (2012 წლის მონაცემებით). ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, განმტიცდება, რადგან საქართველოს თანამედროვე ტექნიკა ესაჭიროება (არამარტო ევროკავშირიდან) იმისთვის, რომ მოხდეს მისი სოფლის მეურნეობისა და წარმოების მოდერნიზება. ასე რომ, გლობალიზებულ ეკონომიკაში, რომლის ნაწილი, რასაკვირველია, საქართველოც არის, არ არის ასეთი მკაცრი, შავ–თეთრი დაყოფა იმპორტსა და ექსპორტს შორის.

მითი 27: " საქართველომ გადაწყვიტა , სრულად გაუხსნას ბაზარი ევროპიდან იმპორტს და ამიტომ ვერ დაიცავს ბაზარს ევროპული საქონლის შემოდინებიდან .“


ფაქტი: აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნების მთავრობებმა თავიანთი ბაზრების
18

გახსნის შესახებ გააზრებული გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველომ, რომლის ბაზარი საკმაოდ გახსინილია, მიიღო გადაწყვეტილება, შეთანხმების ძალაში შესვლისას სრულად გახსნას თავისი ბაზარი. ლიბერალიზებით გამოწვეული პრობლემების გაჩენის შემთხვევაში ევროკავშირი მზადაა განხორციელების ეტაპზე  საქართველოსთან ერთად განიხილოს ისინი.

მითი
28: " ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან სარგებელს მხოლოდ ბიზნესი მიიღებს და არა საქართველოს მოსახლეობა. "

ფაქტი: შეთანხმებიდან უშუალო სარგებელს მართლაც ექსპორტიორები მიიღებენ, თუმცა შეთანხმებით მოსახლეობის ფართო ფენებიც ისარგებლებენ, რადგან ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონელი უფრო იაფი იქნება. საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ შეთანხმება გაზრდის ინვესტიციებს, ხელს შეუწყობს ახალი კომპანიების შექმნას და ეკონომიკის რამდენიმე სექტორის  მოდერნიზებას რეფორმების საშუალებით, რაშიც საქართველოს ევროკავშირიც დაეხმარება. სურსათის უვნებლობის სტანდარტები და სამომხმარებლო საქონელი უსაფრთხო იქნება. ინვეტიციების მოსალოდნელი ზრდის ხარჯზე შეიქმნება სამუშაო ადგილები, რაც დადებითად აისახება ხელფასების ზრდაზე. დაბოლოს, წესების შემუშავება მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის მეტად გამჭვირვალე გახდება და უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობიდან.

მითი
29: " საქარ თველომ უნდა წამოიწყოს სრულმასშტაბიანი რეფორმები , ისეთივე, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში , მაგრამ მას არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ."

ფაქტი: ევროკავშირი და საქართველო განახორციელებენ რეფორმებს იმისთვის, რომ ქვეყნის მმართველობის სტანდარტები ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდეს. თუმცა, ეს არ არის გაწევრიანების პროცესი, ხოლო შეთანხმებული რეფორმები არ არის იგივე მასშტაბისა, რაც  სხვა  ქვეყნებში  გაწევრიანების–წინა  პროცესი,  თვით  ასოცირების  შესახებ   შეთანხმება ,,ღიად ტოვებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პროგრესულ განვითარებას მომავალში.“

მითი 30: " საქართველომ ყველა რეფორმა უფრო ნაკლები დროის განმავლობაში უნდა განახორციელოს , ვიდრე  ევროკავშირის  წევრმა ქვეყნებმა ."

ფაქტი: ეს არ არის მართალი და ამგვარი მოლოდინი არარეალური იქნებოდა. რეფორმები დროში უნდა იყოს გაწერილი, რადგან ისინი ეკონომიკური ცხოვრებისა სხვადასხვა ასპექტს შეეხება; გარდამავალი პერიოდი საუკეთესო საშუალებაა მათ თანდათანობით განსახორციელებლად. ამ თანდათანობით მიდგომას ევროკავშირი მაშინაც იყენებს, როდესაც წევრ ქვეყნებში ახალი კანონმდებლობაა შემოსატანი. საქართველოს შემთხვევაში ასეთი მიდგომა ლოგიკურია; საქართველომ თვითონ გადაწყვიტა, თუ რა დრო დასჭირდება ქვეყანას პროცესის დასასრულებლად. საქართველომ გამართა მოლაპარაკებები რამდენიმე გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში სხვადასხვაა. ეს დამოკიდებულია ეროვნულ
19

კანონმდებლობაზე, მის შინაარსე და ბაზრის განვითარებაზე. კერძოდ, რეფორმები საწარმოო პროდუქტების, საჯარო შესყიდვების და მომსახურების რეგულირების სფეროში შეთანხმების ძალაში შესვლიდან 8 წლის შემდეგ, რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს. სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სფეროში რეფორმების ზუსტი მასშტაბი და ვადები შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში დადგინდება.


მითი 31: " რეფორმების ხარჯი შეადგენს [ ნებისმიერი ციფრი ], რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატ ება . "

ფაქტი: არ არსებობს ე.წ. 'ხარჯი' – ეს არის ინვესტირება ქვეყნის მომავალში. ამ მიზნით ევროკავშირმა უკვე გამოყო მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება , რაც რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში განსახორციელებელ რეფორმების პროცესს დაეხმარება. მხოლოდ 2011–13 წლებში ეს დახმარება მოიცავს 180 მლნ ევროს, რაც საქართველოს მშპ– ს 1.5%–ს შეადგენს. მომდევნო წლების განმავლობაში ეს ოდენობა არ შეიცვლება და შესაძლოა გაიზარდოს კიდეც.

მითი 32: " ევროკავშირის დახმარება არ არის საკმარისი რეფორმებისთვის აუცილებელი ღონისძიებების  გასატარებლად ."

ფაქტი: ევროკავშირი უკვე რამდენიმე წელია ეხმარება საქართველოს რეფორმების პროცესში. ვაჭრობის სფეროს რეფორმირება ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებიდან დიდი ხნით ადრე დაიწყო. ვაჭრობის სფეროში რეფორმები 31 მლნ ევროს  (2011– 2013) ღირებულების სპეციალური ,,ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური მშენებლობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. ეს დახმარება არის ნაწილი ,,ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ სახელწოდებით ცნობილი დახმარების დიდი პაკეტისა, რომელიც180 მლნ ევროს შეადგენს (2011–2013). ეს დახმარება მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე ტრეინინგებითა და კონსულტირებით დახმარებას (დაძმობილება Twinning, TAIEX და ა.შ.). წევრი ქვეყნების ორმხრივი დახმარება კოორდინირებულია ევროკავშირის მიერ გაწეულ სხვა დახმარებასთან. ახალი ,,ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის“ (2014–20) ფარგლებში მნიშვნელოვანი დახმარებაა გათვალისწინებული სამომავლოდაც, განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელებაში.

მითი 33: " რა სახის დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს რეფორმების პროც ესში ? "

ფაქტი: ევროკავშირმა საქართველოს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, ესაა: კონსულტირება კანონმდებლობის მომზადებასა და შემუშავებაში, ტექნიკური რჩევები კანონის აღსრულებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების ზრდის საკითხებში,     ტრეინინგი     სამთავრობო      სტრუქტურებში, რეფორმების     პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა და შედეგების შეფასება. ამ მიზნების მიღწევის მთავარი ინსტრუმენტი არის ,,დაძმობილება“ (Twinning -წევრი ქვეყნების ექსპერტების დახმარება უფრო ხანგრძლივვადიანი პროგრამების ფარგლებში) და TAIEX 20

(მოკლევადიანი საკონსულტაციო და ვერიფიკაციის მისიები). გათვალისწინებულია, ასევე პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება 2015–17 წლებში. ამასთან, TAIEX ინსტრუმენტის ფარგლებში რეგულარულად ეწყობა სხვადასხვა სემინარე ბი,  მრგვალი მაგიდები, სასწავლო  ვიზიტები და ა.შ. დაბოლოს, სპეციალური მრჩევლის ტომას ჰამარბერგის წყალობით ევროკავშირი დახმრებას უწევს საქართველოს ადამიანის უფლებების, სამართლისა და სხვადასხვა სფეროებში.


მითი 34: " შეთანხმებიდან სარგებელს მხოლოდ ევროკავშირი მიიღებს , რადგან ქართულ ბაზარზ ე შესასვლელად მას ძვირადღირებული რეფორმების განხორციელება არ დასჭირდება ."

ფაქტი: ევროკავშირი შეთანხმებას დებს საქართველოსთან, რადგან  მიაჩინა,  რომ საქართველო ადგას ევროპულ გზას და მისი სურვილი ევროპული მართვის მოდელის დამკვიდრებაა. საქართველო ევროკავშირისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორია, თუმცა ეკონომიკურად ნაკლებ მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ ამბობს დამოუკიდებელი კვლევა, რომ შეთანხმების საერთო გავლენა ევროკავშირზე – საქართველოს სიდიდისა და დანარჩენ მსოფლიოსთან ევროკავშირის ვაჭრობაში საქართველოს  წილის (0.1%) გათვალისწინებით – უმნიშვნელო იქნება. ამის საპირისპიროდ მოსალოდნელია, რომ ყოველწლიურად საქართველო დამატებითი შემოსავლის სახით თითქმის 300  მლნ ევროს, ანუ მშპ–ს 4.3% მიიღებს, თუკი რეფორმები განხორციელდება. ასე რომ, საქართველოს მიერ შეთანხმებიდან მიღებული სარგებელი რეფორმების პროცესზეა დამოკიდებული.

მითი 35: " ევროკავშირი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივციდან სარგებელს დაუყოვნებლივ მიიღებს , მაშინ როდესაც საქართველოს ამისთვის რეფორმების განხორციელება  დასჭირდება ."

ფაქტი: არ არის ასე. სავაჭრო პირობები საქონლისა და მომსახურებისთვის, ისევე როგორც კომპანიის დაფუძნების პირობები შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე როგორც საქარველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის გაუმჯობესდება. ეს კი დაეხმარება ვაჭრობასა და ინვესტირებას, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ქვეყანას მეტი საგარეო ინვესტიციები  ესაჭიროება. ქართულ საწარმოებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლა გარდამავალი პერიოდის დაწესების გარეშე შეეძლებათ. თუმცა, ისიც მართალია, რომ დამატებითი სარგებლის გარკვეული სახეობები,რომელსაც საქართველო შეთანხმებიდან მიიღებს, რეფორმების დასრულებაზეა დამოკიდებული.

მითი  36: " გაუგებარია , რისი რეფორმირება უნდა მოახდინოს საქართველომ ."

ფაქტი: ყველა ის სფერო, რომელიც არეგულირებს ვაჭრობას ან შეეხება ქვეყნის უნარს აწარმოოს ვაჭრობა გარკვეულ რეფორმირებას საჭიროებს. რეფორმები განსაზღვრულია ასოცირების შესახებ შეთანმხების დანართებში; მათი შემუშავება მოხდა საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და მოიცავს რეფორმებს შემდეგ სფეროებში: სახელმწიფო შესყიდვები (საჯარო ხელისუფლების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, საზღვარგარეთიდან შესყიდვის ჩათვლით), სურსათის უვნებლობა/სანიტარული და ფიტოსანიტარული რეჟიმები (სასოფლო–სამეურნეო
21

პროდუქტებისთვის), საბაჟო და სავაჭრო რეჟიმების გამარტივება, საზღვარზე ინტელექტუალური საკუთრების წესების შესრულების ჩათვლით (ვაჭრობაში საქონლის იმპორტის და ექსპორტის პროცედურები); მომსახურების, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების/საწარმოო სტანდარტების (დამზადებული საქონლის შემთხვევაში) მარეგულირებელი ჩარჩოები, ასევე, გამჭვირვალობა (შესაბამისი კანონებისა და წესებისა იმისთვის, რომ ისინი ხელმისაწვდომი იყოს ბიზნესისთვის) . ევროკავშირის ბაზარზე დამატებითი ან/და უკეთესი წვდომა მჭიდროდაა დაკავშირებული ამ რეფორმების დასრულებაზე.

უფრო მეტიც, შეთანხმების თავებში პოლიტიკური და სამართლებრივი, თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების შესახებ განსაზღვრულია კონკრეტული პოლიტიკური და რეფორმის მიზნები. მე–4 თავი დეტალურად შეეხება შიდა რეფორმების მოთხოვნებს და ადგენს, რომ საქართველო და ევროკავშირმა უნდა ითანამშრომლონ შემდეგ სფეროებში:

• დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განვითარება, განმტკიცება, სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაზრდა. • ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა. • შემდგომი წინსვლა სამართლებრივი და მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესში იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა. • სამართალდამცავი  ორგანოების  ადმინისტრაციული  შესაძლებლობების განმტკიცება, მათი მიუკერძოებულობისა და ეფექტიანობის გარანტირება. • სახელმწიფო ადმინისტრაციის  სფეროს შემდგომი რეფორმირება. • ანგარიშვალდებულების მქონე, ეფექტური, ეფექტიანი, გამჭვირვალე და პროფესიული სახელმწიფო სამსახურის მშენებლობა. • კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელება.


მითი
37: " თუკი საქართველო რეფორმების ვადებს არ დაიცავს , მას სანქციები დაემუქრება, ხოლო  ქართული  პროდუქტები აიკრძალება ."

ფაქტი: რეფორმების განხორციელება და მათთან დაკავშირებული ვადები რეგულარულად იქნება განხილული ასოცირების შესახებ შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში შექმნილ სხვადასხვა ორგანობთან. ვადების დარღვევებთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემებიც სწორედ ამ ფორმატში იქნება განხილული და მოიძებნება შესაფერისი გადაწყვეტილება. თუმცა, მოლაპარაკებების პროცესში ვადები ქართული მხარის მიერ გულდასმით იყო განხილული  და,  სხვადასხვა შიდა სირთულეების გათვალისწინებით, რეალისტურად იყო მიჩნეული.


მითი 38: " ევროკავშირმა რამე უნდა იღ ონოს მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად , რადგან რეფორმების პროცესში ყველაზე მეტად სწორედ მცირე ბიზნესი დაზარალდება ." 22



ფაქტი: ევროკავშირი სულ უფრო მზარდ ინტრესს იჩენს მცირე და საშუალო საწარმოების და საერთოდ ბიზნესის მიმართ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი  რეფორმებით დაინტერესება და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაძლო უარყოფითი შედეგის შემსუბუქება. ეს მიდგომა ასახულია პროექტში, რომელიც აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტულობის გაზრდაზეა მიმართული. პროექტი ,,East Invest“ უშუალოდ მცირე ბიზნესის ხელშემწყობ ორგანიზაციებსა  და უშუალოდ მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა გამიზნული; სწორედ მათ აქვთ ევროკავშირის ბიზნეს წრეებთან თანამშრომლობისა და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების პოტენციალი. სულ მალე დაიწყება პროექტის მეორე ფაზა. საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებას ასევე ახორციელებს მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსირების მექანიზმი, რომელიც გასცემს სესხებს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებსაც თავისი საქმიანობისთვის კომერციული ბანკებიდან დაფინანსების მიღება გაუჭირდებოდათ.

მითი 39: " ის , რომ შეთანხმების განხორციელება შეუძლებელი იქნება სეპარატისტულ რეგიონებში ნიშნავს , რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასა და სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის ეკონომიკური უთანაბრობა კიდევ უფრო გაიზრდება . ამ გზით ევროკავშირი პ ოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას  შეუწყობს  ხელს ."

ფაქტი: ევროკავშირის მიზანია, მოხდეს საქართველოსთან დადებული შეთანმხების განხორციელება საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როგორც კი სათანადო პირობები შეიქმნება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივცის მიზანი ისეთი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიას მოუტანს სარგებელს.

მითი 40: " საქართველოსთვის საბაჟო კავშირის წევრობა სჯობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი  სავაჭრო სივცეს ."

ფაქტი: ეს ასე არ არის ორი ძირითადი მიზეზის გამო: პირველ რიგში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე თავისუფალია, რაც ნიშნავს, რომ საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთში უფრო იოლად ვაჭრობენ (ტარიფების გაუქმებისა და შესაბამისი კანონმდებლობის დაახლოების წყალობით). საბაჟო კავშირის საპირისპიროდ, თავისუფალი სავაჭრო სივრცე არ ითხოვს პარტინიორებისგან თავიანთი საიმპორტო და საექსპორტო მოსაკრებელი სხვა სავაჭრო პარტნიორების ასეთივე მოსაკრებელს გაუთანაბრონ, ასევე, არ ავალდებულებს მათ, იქონიონ ასეთივე სავაჭრო პოლიტიკა მთელი მსოფლიოს მიმართ. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შემთხვევაში საქართველო და ევროკავშირი სხვა სავაჭრო პოლიტიკასთან მიმართებაში თავიანთ (სუვერენულ არჩევანს ინარჩუნებენ. საბაჟო კავშირის შემთხვევაში კი ეს სუვერენული უფლება გადაეცემა საბაჟო კავშირის ორგანოს, რომელიც საბაჟო კავშირის შესახებ შეთანხმებას ახორციელებს. ამ შემთხვევაში კავშირის ცალკეულ წევრს აღარ აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება მესამე ქვეყნებთან ვაჭრობის შესახებ. მეორე ის არის, რომ ეკონომიკური სუვერენობის შენარჩუნებასთან ერთად მსოფლიოს 23

ბანკის1 და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის2 ანალიზი ადასტურებს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივციდან საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთ–ბელარუს–ყაზახეთის საბაჟო კავშირიდან.































  1 Lucio Vinhas de Souza, საბაჟო კავშირის შექმნის მის წევრებზე ეკონომიკური გავლენის წინასწარი ეკონომიკური შეფასება, მსოფლიო ბანკის ეკონომიკური კვლევა, 2011 წლის იანვარი 2    საბაჟო კავშირი და ყაზახეთის იფპორტი, EBRD სამუშაო დოკუმენტი, 2012 წლის მაისი




თემა: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება.  მდგრადი განვითარება.  24


 იხ.  ასოცირების ხელშეკრულების ტექსტი http://www.mfa.gov.ge/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E% E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9 8%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90 %E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/Association-Agreement.aspx

ვიდეოფილმი https://www.youtube.com/watch?v=DG5WdkPQ6B8




მდგრადი განვითარება და საქართველოს  რეფორმები
ლია თოდუა, შოთა მურღულია


საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი



ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით საქართველომ მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავების ვალდებულება აიღო თავზე. დღემდე ეს პროცესი არც კი დაწყებულა. ჩვენ შევეცადეთ შეგვეფასებინა, რამდენად თავსებადია ქვეყანაში დღეს მიმდინარე რეფორმები იმ საქმიანობებთან და პრინციპებთან, რომელსაც მდგრადი განვითარება გულისხმობს. სამაგალითოდ ევროპის მდგრადი განვითარების სტრატეგია ავიღეთ, სადაც ყურადღება გავამახვილეთ მხოლოდ იმ პრობლემათა გადაჭრისკენ მიმართულ ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს დღევანდელობისთვის      აქტუალურია. რამოდენიმე      სიტყვა      ევროკავშირის დამოკიდებულებაზე მდგრადი განვითარების პარადიგმასთან: “მდგრადი განვითარება" ისტორიულად ევროკავშირის შექმნის მიზანი, ბუნებრივია, არ ყოფილა. ევროკავშირი თავდაპირველად ომით დანგრეული ევროპული  ეკონომიკის აღსადგენად შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი ვაჭრობის ხელშეწყობა და ბარიერების მოსპობა იყო. თუმცა ამავე დროს სახელმწიფოთა უმრავლესობაში, რომლებმაც ევროპული კავშირი შექმნა, ადამიანები პირად სიმდიდრესთან ერთად აფასებდნენ კეთილდღეობას, რომელიც ეკონომიკურის გარდა სოციალურ მახასიათებლებსაც მოიცავდა. ევროპელთა უმრავლესობითვის იმთავითვე ფასობდა უსაფრთხო და კომფორტული სოციალური გარემო, რომელიც სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული. ცოტა მოგვიანებით ევროპელებმა განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკური და ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებასა და უვნებლობასაც მიაქციეს. (როგორც ბალცეროვიჩს სამართლიანად აქვს აღნიშნული, საზოგადოება სერიოზულად ინტერესდება ეკოლოგიური პრობლემებით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ 5 ათას დოლარს გადასცდება1). 25


დღესდღეობით კეთილდღეობის, ცხოვრების ხარისხის ევროპული ცნება,  გარდა წმინდა ეკონომიკური მახასიათებლებისა (მთლიანი შიდა პროდუქტი და მისი დინამიკა) მოიცავს ადამიანის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, ღირსეული მუშაობის და სრულფასოვანი დასვენების შესაძლებლობას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, კომფორტულ და უსაფრთხო სოციალურ გარემოს, და აგრეთვე  თაობათა  სოლიდარობას  -  უზრუნველყოფილ  სიბერეს  მოხუცებისთვის და

დღეს არსებულ ან უკეთეს ფიზიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს მომავალი თაობებისთვის. ყოველივე ამას ევროპელები ცხოვრების ხარისხს უწოდებენ. ეს მიდგომა ფაქტობრივად ევროპული ფასეულობების ქვაკუთხედია. და სწორედ ამიტომ, “მდგრადი განვითარების” პარადიგმა დღევანდელი ევროპული კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია.

ევროპის კონსტიტუციით საერთო ბაზრის ერთ-ერთი დანიშნულებაა ”უზრუნველყოს ევროპის მდგრადი განვითარებია, რომელიც დაეფუძნება დაბალანსებულ ეკონომიკურ ზრდას და ფასების სტაბილურობას (თუ ბალანსს ეკონომიკური ზრდისა და ფასების სტაბილურობას შორის?), აგრეთვე მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე სოციალურ საბაზრო ეკონომიკას, და მიზნად ისახავს სრულ დასაქმებას და სოციალურ პროგრესს, აგრეთვე გარემოს ხარისხის დაცვის და გაუმჯობესების მაღალ დონეს. იგი აგრეთვე ხელს შეუწყობს სამეცნიერო და ტექნიკურ წინსვლას”.

მდგრადი განვითარება ნიშნავს, რომ ერთმანეთში უნდა დააბალანსდეს ეკონომიკური წინსვლა, სოციალური სამართლიანობა და ფიზიკური და ბუნებრივი გარემოს დაცვა.

ამისთვის კი საჭიროა:

• ეკონომიკური ზრდა ამავე დროს ხელს უწყობდეს სოციალურ წინსვლას და ანგარიშს უწევდეს გარემოს დაცვას; შეიძლება ასეც ითქვას: ეკონომიკური წინსვლა არ უნდა იწვევდეს სოციალურ და გარემოსდაცვით უკუსვლას, სოციალური საფრთხის, დაძაბულობის, უკმაყოფილების ზრდას ან ფიზიკური გარემოს ისეთ დეგრადაციას, რომელიც ადამიანთა ჯანსაღ ცხოვრებას ხელმიუწვდომელს გახდის (ჯანმრთელობის დაზიანების, დასვენების შესაძლებლობების მოსპობის გამო)

• ამავე დროს სოციალური პოლიტიკა არ უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი და არც გარემოს დეგრადაციას უნდა იწვევდეს

• გარემოსდაცვითი პოლიტიკა კი ხარჯთ-ეფექტური უნდა იყოს. იგი არ უნდა წარმოადგენდეს აუწეველ და გაუმართლებელ ტვირთს არც ეკონომიკისთვის და არც საზოგადოების სოციალური კეთილდღეობისთვის.   1 ლეშეკ ბალცეროვიჩი, თავისუფლება და განვითარება. თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა, თბილისი 2004
26

ანუ უნდა იყოს დაცული ბალანსი საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ მოთხოვნათა შორის.

ეს შეუძლებელი სულაც არ არის. და არც სოციალიზმს ან გეგმურ ეკონომიკას მოითხოვს. ეს მიზნები სრულებით მიღწევადია საბაზრო ეკონომიკის პირობებში. უბრალოდ, საჭიროა რომ საბაზრო ეკონომიკა მკაცრად დადგენილი “თამაშის წესების” ფარგლებში მოექცეს. რაც თავად საბაზრო ეკონომიკისთვისაც უკეთესია, ვინაიდან ცივილური  თამაშის  წესების  გარეშე  საბაზრო  ეკონომიკა  იქცევა  “ველურ    ბაზრად”, რომელიც არა მარტო სოციალურ და ფიზიკურ გარემოს ანგრევს და გამოფიტავს, არამედ საკუთარ ეკონომიკურ საფუძვლებს აჩანაგებს და დიდი ნახტომებსა და კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ ჩავარდნებს იძლევა შედეგად. განვითარება “თამაშის წესების” დაცვით ნაკლებად “საინტერესო", ნაკლებად სკანდალური, მაგრამ ბევრად უმტკივნეულო და უსაფრთხოა.

პირველი მდგრადი განვითარების პოლიტიკა ევროკავშირმა 2001 წელს დაამტკიცა. დღემდე დოკუმენტმა რამოდენიმე გადახედვა და დაზუსტება განიცადა. აღნიშნული პოლიტიკა ბევრ სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვემოთ განხილულია მხოლოდ ის ასპექტები, რომელიც საქართველოს რეალობასთან ფარდებადია.

სიღარიბე, დასაქმება, სოციალური დაცვა და  ჩართულობა

ევროკავშირის შეფასებით, მისი მდგრადი განვითარების შემაფერხებელ ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს სიღარიბე და სოციალური გარიყვა წარმოადგენს. 2010 წლის მონაცემებით ევროკავშირის მოსახლეობის 16% (დაახლოებით 79 მილიონი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც) სიღარიბის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. ევროკავშირის აზრით სიღარიბეს ამძაფრებს და ფაქტიურად გამოუვალს ხდის სოციალური გარიყვაც,?? რომელშიც ევროკავშირში მცხოვრები გარკვეული ჯგუფები (მათ შორის ეთნიკური ჯგუფები) ევროპაში დღემდე იმყოფებიან.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემების (სიღარიბის და სოციალური გარიყვის) დაძლევა ღარიბი ან გარიყული ადამიანებისთვის მხოლოდ ფულადი დახმარებით არ მიიღწევა. საჭიროა უფრო მეტი - ხელმისაწვდომი დასაქმება, დაბინავება, ჯანდაცვა, საკომუნიკაციო და საინფორმაციო მომსახურებები, განათლება და უნარების დახვეწა (თრენინგი). მაგალითად, გათვალისწინებულია საზოგადოებრივ საქმიანობებში მონაწილეობის ახალი შესაძლებლობების შექმნა კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები (მათ შორის ყველა თაობის ადამიანებისთვის).

ამავე დროს, სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად, ცხადია, სოციალური დახმარება რჩება. სოციალური დახმარების მიზანია ყველა ადამიანისთვის ცხოვრებისათვის ადეკვატური შესაძლებლობის შექმნა, ანუ ყველა ოჯახის შემოსავლების სულ ცოტა საარსებო მინიმუმის დონეზე შენარჩუნება. ამისთვის კი სახელმწიფო თავის თავზე იღებს იმ სხვაობის დაფარვას, რომელიც ოჯახის ობიექტურ, მინიმალურ საჭიროებებსა და რეალურ შემოსავალს შორის არსებობს.

სოციალური დახმარების ძირითადი მექანიზმი სახელმწიფო პენსიებია და ძირითადი 27

სამიზნე _ არაშრომისუნარიანი ადამიანები: მოხუცები და  ადამიანები რომელთაც რაიმე სხვა მიზეზის დაკარგეს შრომისუნარიანობა. ყველა ამ ადამიანზე ევროკავშირის ქვეყნებში განსაზღვრულია სახელმწიფო პენსია, რომელიც ყველა შემთხვევაში საარსებო მინიმუმზე მაღალია. გარდა ამისა (ანუ სახელმწიფო პენსიაზე დამატებით), ადამიანებს შეუძლიათ უზრუნველყონ თავისი სიბერის წლები კერძო დაზღვევის საშუალებით და აგრეთვე მიიღონ დანამატი ნამუშევარი წლების და სამსახურის მიხედვით - საჯარო მოხელეების დანამატი ან საწარმოს მიერ დანიშნული პენსია. ზოგადად, ადამიანთა ჯამური ენსია დამოკიდებულია მის მიერ ნამუშევარ წლებსა და გადახდილ გადასახადებზე, თუმცა საარსებო მინიმუმზე ნაკლები ის უბრალოდ არ შეიძლება იყოს.

გარდა ამისა, მუდმივად ხორციელდება სოციალური დახმარების პროგრამები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფებისთვის, ვინაიდან მათი ხარჯები (ამ განსაკუთრებული საჭიროებების გამო) საარსებო მინიმუმზე ბევრად მაღალია. ასეთებია, მაგალითად მაგალითად ახალგაზრდა ოჯახები, უნარშეზღუდული ადამიანები, ოჯახები, რომელიც უმწეო მდგომარეობაში მყოფ წევრს ან ახალშობილს უვლიან, მარჩენალდაკარგული ოჯახები. მათი დახმარების საშუალებებია:

• საოჯახო მეურნეობის წარმოებისათვის საჭირო დეფიციტის დაფარვა    (საკვები, ტანსაცმელი, ელექტროენერგიისა და გაზის ხარჯები და სხვა);

• ჯანდაცვის ხარჯების ან/და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მოვლის ხარჯების დაფარვა;

• დახმარება საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის (მაგალითად უნარშეზღუდულ ადამიანებს) ან სოციალური სიძნელეების დაძლევისთვის (მაგალითად ნარკომანებს)

• და სხვა

საქართველოში, საჯარო ფინანსების სიმწირის გამო, სახელმწიფო ოჯახებისთვის საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის ვალდებულებას თავის თავზე ვერ იღებს. მოხუცებულთა პენსია მნიშვნელოვნად ნაკლებია საარსებო მინიმუმზე (დღესდღეობით პენსია 100 ლარია თვეში, საარსებო მინიმუმი კი 137.8 ლარია2) და მოხუცებულთა ფიზიკური არსებობა ან მათ დამატებით შემოსავალზე ან მათი ოჯახების მხრიდან გაწეულ დახმარებაზეა დამოკიდებული. ასევე ძალზე მწირია განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონი ჯგუფების დახმარება და ამ ჯგუფების საჭიროებათა მხოლოდ ნაწილის ანაზღაურებას უზრუნველყოფს. მაგალითად: დახმარებები ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო (სადეკრეტო შვებულების სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებადი 126 დღე, 30 ლარამდე დღეში), ანაზღაურებადი შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო (70 ანაზღაურებადი დღე, 30 ლარამდე დღეში), სოციალურად დაუცველი ოჯახების სამედიცინო დაზღევა, მასწავლებლების სამედიცინო   დაზღვევა,   დევნილთა   და   ლტოლვივთა   შემწეობა   და   კომუნალური   2 2011 წლის სექტემბრის მონაცემებით საშუალო მომხმარებლისთვის 28



ხარჯების ანაზღაურება 28-40 ლარი კაცზე თვეში; აგრეთვე ზოგიერთი დაავადებების მკურნალობის ხარჯების ნაწილობრივი დაფარვა სახემწიფოს მიერ, (მაგალითად, გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამა ბავშვებისა და მოხუცებისთვის, იშვიათი დაავადების მქონე და მუდმივი ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის ხარჯები (დიაბეტი, ჰემოფილია და სხვა)

გარდა ამისა, ზოგიერთ ადგილობრივი თვითმმართველობას ბიუჯეტით გათვალისწინებული აქვს ადგილობრივი სოციალური დახმარებების დაფინანსება, როგორიცაა:

• სოციალურად   დაუცველი   ოჯახებისათვის3     კომუნალურ   და საკომუნიკაციო გადასახადებზე დახმარება;

• სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება (,,ახალშობილთა“ პროგრამა);

• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ეპიზოდური საკურორტო- სამკურნალო რეაბილიტაციის დაფინანსება;

• 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარებები;

• უმაღლესი და სპეციალური განათლების თანადაფინანსება

• სმენადაქვეითებულ ადამიანთათვის თარჯიმან-დაქტილოლოგების მომსახურებით უზრუნველყოფის ხარჯები;

• შეღავათები საქალაქო ავტობუსებით და მეტროთი მგზავრობისთვის;

• მიუსაფარი ოჯახების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა

• მცირე თანხები მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის ორგანიზებისთვის. თუმცა ეს პროგრამებიც საკმაოდ მწირი და ფრაგმენტულია და სოციალურ მდგომარეობაზე სერიოზულ გავლენას არ ახდენს.

ამდენად, ადამიანთა სოციალური დაცვის სისტემა საქართველოში ძალზე მწირია. სამწუხაროდ, არც მკაფიო სამომავლო ხედვა არსებობს ამ მიმართულებით - აიღებს თუ არა სახელმწიფო სოციალური დახმარების გაზრდას ან ადამიანთა  საარსებო მინიმუმით  უზრუნველყოფის  თავის  თავზე  აღებას,  და  თუ  აპირებს,  დროის  რა პერსექტივაში.

  3 ეს კატეგორია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სარეიტინგო ქულით დგინდება
29



ხელისუფლების მხრიდან საერთოს არ არის წარმოდგენილი იმის ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში  სოციალური სფეროს რეგულირება. რაც შეეხება უმუშერობას, ევროსტატის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნების უმუშევრობის გასაშუალოებული მაჩვენებელი 10 პროცენტის ფარგლებშია. ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო ეხმარება უმუშევრებს: არსებობს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც სამუშაოს დაკარგვიდან გარკვეული ერიოდის განმავლობაში გაიცემა (და რომელიც, ცხადია, საარსებო მინიმუმზე მაღალია). არალელურად სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურა ეხმარება ადამიანს ახალი სამუშაო ადგილის პოვნაში: მას სთავაზობენ სხვა სამუშაო ადგილს, კვალიფიკაციის ამაღლების ან შეცვლაგადამზადების პროგრამებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი შეთააზებულ შესაძლებლობებზე უარს იტყია, მას სახელმწიფო “ბედის ანაბარა” სტოვებს.

საქართველოში მდგომარეობა საპირისიროა. უმუშევრობა საქართველოში ძალზე მძიმე პრობლემას წარმოადგენს, რომლის დაძლევაში სახელმწიფოს  დახმარება მინიმალურია. რაიმე საჯარო უწყება, რომელიც ადამიანებს სამუსაოს ძებნაში მოეხმარებოდა, საქართველოსი არ არსებობს. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ დასაქმების მაჩვენებლის ზრდა და უმუშევრობის პრობლემის მოგვარება სწრაფი ეკონომიკური ზრდით მოხერხდება, რომელიც სამუშაო ძალაზე მოთხოვნას გაზრდის.  თუმცა სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა არ არის დასაქმების გარანტია - მეტი სამუშაო ადგილების შემთხვევაშიც კი, თუკი ქვეყანაში არსებულ სამუშაო ძალას არ გააჩნია სათანადო განათლება და კვალიფიკაცია, მეწარმეს ფაქტობრივად სამუშაო ძალის იმპორტი მოუწევს და ადგილობრივი სამუშაო ძალა კვლავ დაუსაქმებელი დარჩება. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეების უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განათლება-გადამზადების შესაძლებლობებს და მათ მორგებულობას ბაზრის დღევანდელ და მომავალ მოთხოვნებზე. ბოლო წლებში თბილისის მერია ცდილობს შესაძლებლობა მისცეს თბილისში მცხოვრებ ადამიანებს გაიარონ კომპიუტერის კურსები და დაეუფლონ ინგლისურ ენას. ეს ნამდვილად კარგი წამოწყებაა, თუმცა ა ადამიანთა დასაქმებისთვის საკმარისი არ არის. კარგი წამოწყება იყო აგრეთვე სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა ბიზნესში სტაჟირების დაფინანსება (კომპანიებს შეეძლოთ 3 თვით აეყვანათ თანამშრომელი, რომელსაც სახელმწიფო უხდიდა ხელფასს). თუმცა ვინაიდან ეს მოხდა ადამიანთა წინასწარი სწავლება-გადამზადების გარეშე (სავარაუდოდ იმის იმედით, რომ ბიზნესი თავად გაიღებდა ხარჯებს ახალი კადრების სწავლებისთვის) და შესაბამისად, სტაჟიორების უმრავლესობას ადექვატური ცოდნა და უნარები უბრალოდ არ გააჩნდა იმისთვის, რომ ახალ ადგილზე ახალი მოვალეობები სწრაფად აეთვისებინა. გარდა ამისა, არც ბიზნესი იყო მომზადებული - მათ უმრავლესობას ახალი ადამიანები უბრალოდ არ სჭირდებოდა. ამიტომ კარგი წამოწყება სწრაფად ჩაიფუშა და აღარ განმეორებულა. საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის აღსადგენად ბოლო წლებში საკმაოდ   მნიშვნელოვანი   ღონისძიებები   გატარდა,   რომელიც   ხელისუფლების    და
30



საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იქნა დაფინანსებული. 2007 წელს მიღებულ იქნა კანონი პროფესიული განათლების შესახებ. 2011 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიქმნა ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ უნდა იქნას პროფესიული განვითარების სტრატეგია. განათლების სფეროში, განსაკუთრებით კი პროფესიულ განათლებაში, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების ანალიზი და სამომავლოდ მოთხოვნადი პროფესიების განსაზღვრა. აღნიშნული ხედვის არქონის შემთხვევაში პროფესიული განათლების სფეროს განვითარება შეიძლება წარმატებული არ აღმოჩნდეს.

ცალკე განხილვას საჭიროებს საქართველოში ”უფროსი თაობის” (50-60 წლის ადამიანების) ბედი. მათ დასაქმებას პრობლემურს ხდის არა მარტო შესაბამისი წვრთნისა და გადამზადების პროგრამების არარსებობა, არამედ აგრეთვე ზოგადად სახელმწიფოს უარყოფითი დამოკიდებულება ამ ფენისადმი, მათი შეგნებული გარიყვა. ხორციელდება საჯარო სექტორში ამ ასაკის ადამიანთა დასაქმების უკიდურესი შეზღუდვის პოლიტიკა. უფრო მეტიც, ფაქტიურად ხორციელდება უფროსი ადამიანებისადმი სახელმწიფოს უარყოფითი დამოკიდებულების სისტემატიური დემონსტრირება, რაც ამ ადამიანებისადმი კერძო სექტორშიც უარყოფით განწყობას ქმნის. სრულებით საპირისპიროა უფროსი თაობის ადამიანებისადმი დამოკიდებულება ევროკავშირში. ევროპარლამენტმა 2012 წელი ”აქტიური სიბერის და თაობების შორის სოლიდარობის” წლად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთებაში წერია: 50 წლის და უფროსი ასაკის ადამიანთა რაოდენობა მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც დადებითი ფაქტია და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე მეტყველებს. თუმცა აუცილებელი ხდება სოციალური პოლიტიკის გადახედვა და ამ ადამიანებისათვის აქტიური სიბერის მეტად უზრუნველყოფა. ”აქტიური სიბერის” ხელშეწყობის მიზანია  ხანშიშესული ადამიანების შესაძლებლობების ზრდა სამუშაო ბაზარზე და მათი როლის ზრდა საზოგადოებრივ და საოჯახო საქმიანობაში. აღნიშნული მიიღწევა ხანში შესული ადამიანებისათვის ”სწავლა სიცოცხლის მანძილზე” კომპონენტის შეთავაზებით, ხნოვანი ადამიანების სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის შემცირებით და უსაფრთხოების ზრდით. ------------------------------------------

ევროპის მდგრადი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პოზიცია ადამიანთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა. ამ მხრივ ორი ძირითადი მიმართულება არის იდენტიფიცირებული: სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა და ქიმიკატების უსაფრთხო გამოყენება (მათ შორის საყოფაცხოვრებო მიზნით).
31



უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხეები მხოლოდ სურსათის უვნებლობითა და ქიმიკატებით არ ამოიწურება. აქ დამატებით ადგილი აქვს საზოგადოების ჯანმრთელობის ისეთ რისკებს, რომელიც ევროპაში კარგა ხანია აღმოფხვრილია. ამ საშიშროებათაგან ძირითადია: თამბაქოს ზემოქმედება ე.წ. “პასიურ მწევლებზე”, განსაკუთრებით ბავშვებზე; ავტომობილების გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედება ქალაქების მაცხოვრებლებზე და საბანაო- სარეკრეაციო წყლების არასაკმარისი სანიტარულ-ჰიგიენური დაცულობა. მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელი პრობლემის მოსაგვარებლად ქვეყანაში საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება (განსაკუთრების შავი ზღვის სანაპირო ზოლში) საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების მოგროვებისა და გაწმენდის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ავტომობილების გამონაბოლქვის სემციების ან თამბაქოს ბოლისგან ბავშვების და სხვა პასიური მწევლების დასაცავად არაფერი კეთდება.

სურსათის უვნებლობა

ევროპის სურსათის უვნებლობის სტრატეგიის ცენტრალური პარადიგმაა სურსათის წარმოშობის მიდევნება და კონტროლი “ფერმიდან-თეფშამდე”. სურსათის მიკვლევადობის აწყობილი სისტემა შესაძლებელობას იძლევა მომხმარებლის მიერ შეძენილი თითოეული სასურსათო პროდუქტი მიდევნებული იქნას იმ ფერმამდე, სადაც გამოიზარდა ცხოველი, ან ყანამდე, სადაც მოყვანილი იქნა ის მცენარეები, რომელიც სურსათშია გამოყენებული. საქართველო მხოლოდ იწყებს მსგავსი სისტემის აწყობას, თუმცა ჯერ-ჯერობით მეცხოველეობის ფერმების, მათი ვეტმომსახურების და თუნდაც მსხვილი პირუტყვის რეგულარული აცრების საიმედო ორგანიზებაც კი არ არის მოგვარებული. მაშინ როდესაც მთავრობა საკმაო ყურადღებას უთმობს საექსპორტო პროდუქციის (ღვინო) მიკვლევადობას და გეოგრაფიული წარმომავლობის დაცვისთვის საჭირო პროცედურების განხორციელებას, შიდა ბაზარზე გასაყიდი სურსათის მიკვლევადობისადმი დამოკიდებულება ზერელე და ზედაპირულია.

სურსათის უვნებლობისადმი ევროპული მიდგომის ქვაკუთხედია ე.წ. რისკის ანალიზი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქტის ან საკვებდანამატის ან რაიმე ტექნოლოგიის აკრძალვა ან დაშვება დამოუკიდებელ სამეცნიერო დასკვნებს ეფუძნება. ევროკავშირი საგანგებოდ აფინანსებს ასეთ დამოუკიდებელ სამეცნიერო ინსტიტუტს, რომელიც წლიწადში 100-მდე მეცნიერულ დასკვნას გამოსცემს, რომელიც ამავე დროს მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია. პარალელურად მკაცრად კონტროლდება, რომ მწარმოებლებმა საკმარისი ინფორმაცია განათავსონ სასურსათო პროდუქტზე, რათა ერთი მხრივ ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციაზე და მეორეს მხრივ გამოქვეყნებულ მაცნიერულ დასკვნებზე დაყრდნობით ადამიანებმა შეძლონ თავად აირჩიონ მეტი ან ნაკლები საფრთხის შემცველი პროდუქტი.

საქართველოს კანონმდებლობაში ფორმალურად გადმოტანილია რისკის ანალიზის ცნება,    თუმცა    რეალურად    სამეცნიერო    ინსტიტუცია,    რომელიც    ასეთ ანალიზს
32



განახორციელებდა, ან მისი სათანადო დაფინანსება არ არსებობს. სანაცვლოდ მთავრობამ “რისკის ანალიზად” მონათლა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სასურსათო ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული სასურსათო პროდუქტების შემოწმებები, რომლის ფარგლებში თავად სააგენტო, სრულებით უცნობ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეისყიდის სურსათის 3000-მდე ნიმუშს და ამოწმებს მათ პარამეტრებს 40 წლის წინანდელი საბჭოური “გოსტების” შესაბამისად. ამ მიდგომაში როგორც ნიმუშების , ასევე გასაზომი პარამეტრების შერჩევის მეთოდიკა ყოველგვარ სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია და ხარისხს და სანდოობას  რომ თავი დავანებოთ, მარტივად არარეპრეზენტატიულია.

ევროპის სურსათის უვნებლობის უზრულნელყოფის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სურსათის ოპერატორთა და ბაზარზე გამოტანილი  სურსათის კონტროლი. კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებს ეროვნული ან ადგილობრივი დონის მაკონტროლებელი ორგანოები. გამოიყენება კონტროლის სხვადასხვა მეთოდები, თუმცა, როგორც წესი, კონტროლი უნდა იყოს მოულოდნელი, გარდა აუდიტისა. საქართველოში ჯერჯერობით დაინერგა მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის მეთოდი, რომელიც გეგმურად, საკმაოდ შეზღუდული მოცულობით (წელიწადში მხოლოდ 200 ოპერატორის შემოწმება, მაშინ როდესაც 20 ათასია დარეგისტრირებული) მეწარმის წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე ხორციელდება. კანონმდებლობა აგრეთვე ითვალისწინებს არაგეგმური შემოწმების განხორციელების შესაძლებლობას, თუმცა ასეთი პრეცედენტების არსებობა ჯერ-ჯერობით არ გახმაურებულა და უცნობია. ამავე დროს საკმაოდ მაღალია სასურსათო მოწამვლების რიცხვი მოსახლეობაში - და ეს იმ პირობებში, როცა სამედიცინო მომსახურების მაღალი ფასის გამო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სასურსათო მოწამვლებისას სამედიცინო დახმარებას არ მიმართავს, შესაბამისად მოწამვლათა უდიდესი ნაწილი უბრალოდ არ აღირიცხება.

გარემოს დაცვა ქიმიკატებისგან

ქიმიკატების ზემოქმედებისგან ადამიანთა დაცვის ძირითადი პრობლემა მდგომარეობს ქიმიკატების ძალზე დიდ ოდენობასა და ნაირფეროვნებაში, აგრეთვე მათი გამოყენების გზების, მეთოდების, ტექნოლოგიების მუდმივ და უწყვეტ ცვალებადობაში, რის შედეგადაც ყოველი კონკრეტული ქიმიკატის ადამიანებზე ზემოქმედების მასშტაბი და ჩარჩოები აგრეთვე მუდმივად იცვლება. ამიტომ ცენტრალური პრობლემაა გადაწყვეტილების მიმღებთა მუდმივი და უწყვეტი უზრუნველყოფა ქიმიკატების და მათი გამოყენების სხვადასხვა მეთოდების ადამიანებზე შესაძლო ზემოქმედების, ამ ზემოქმედების შედეგების ან მათგან თავის დაცვის საშუალებების შესახებ.

ევროკავშირში ამ ინფორმაციის მოპოვებისა და საჯარო ორგანოების უწყვეტი მომარაგების უზრუნველსაყოფად დანერგილია ე.წ. REACH (ქიმიკატების რეგისტრაციის, შეფასების, დაშვებისა და შეზღუდვის) სისტემა. მისი არსი იმაში მდგომარეობს,    რომ    ქიმიკატების    მწარმოებლები    (ან    იმპორტიორები), რომელიც
33



აწარმოებენ (ან შეიტანენ ევროკავშირში) ამ ნივთიერებას წელიწადში 1 ტონაზე მეტი ოდენობით4, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ ქიმიკატების ევროპულ სააგენტოს გააჩნდეს ნივთიერების თვისებების და მისი ადამიანზე ზემოქმედების აღმწერი, საჭიროებისამებრ განახლებული, ტექნიკური დოსიე. იმ ნივთიერებათა გამოყენება, რომლის ტექნიკური დოსიე სააგენტოს არ გააჩნია, აკრძალულია. თავის მხრივ სააგენტო ხელს უწყობს თანამშრომლობას მეწარმეებს შორის, რათა ერთი მხრივ გამოირიცხოს ქიმიკატის ზემოქმედების გამოცდების არასაჭირო დუბლირება (განსაკუთრებით თუკი ეს ცდები ცხოველებზე ტარდება) და მეორეს მხრივ სამართლიანად განაწილდეს ტექნიკური დოსიეების მომზადების ხარჯები ქიმიკატის მწარმოებლებს შორის. ქიმიკატების სააგენტოში ხდება ტექნიკური დოსიების შესწავლა (ნაწილობრივ გადამოწმებაც) და რეკომენდაციების მომზადება გადაწყვეტილებაა მიმღებთათვის იმის თაობაზე, თუ რომელი ნივთიერების კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ან რომლის მოხმარება შეძლებისდაგვარად შეიზღუდოს (ანუ დაიშვეს მხოლოდ ნებართვის საფუძველზე). შესაბამისად, იმის მიხედვით თუ რამდენად საშიშია ნივთიერება, იგი შეიტანება აკრძალულ ან შეზღუდულ ნივთიერებათა ჩამონათვალში და მათი წარმოება, გადაზიდვა ან გამოყენება შესაბამის კონტროლს ექვემდებარება

საგულისხმოა, რომ ქიმიკატების სააგენტოში მოგროვილი ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც ნივთიერებათა უსაფრთხოდ გამოყენების წესებს შეეხება, ღია და ხელმისაწვდომია ქიმიკატების გამომყენებლებისთვისაც - როგორც მეწარმეებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რაც ქიმიკატების უსაფრთხო გამოყენებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ევროკავშირის კანონმდებლობის ანალოგიით, საქართველოს კანონმდებლობაც, 2010 წლამდე, ითვალისწინებდა ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის პროცედურას, რომლის დროსაც მეწარმეს საჯარო ორგანოებისთვის ნივთიერების აღმწერი ტექნიკური ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა5. თუმცა ამ დებულებას არასოდეს უმუშავია და 2010 წლის აპრილში იგი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს გააჩნია აკრძალულ და შეზღუდულ ქიმიურ ნივთიერებათა ჩამონათვალი (შედის ე.წ. ”შეზღუდულად ბრუნვად მასალებში”) - ეს არის იმდენას საშიში ნივთიერებები, რომ მათ კონტროლს (მაშ შორის ქვეყნის შიგნით გადაადგილებათა კონტროლს) საერთაშორისო კონვენციები ითხოვს. ფორმალურად, ამ ნივთიერებათა წარმოებას, იმპორტ-ექსპორტს, ან შიდა ტრანსპორტირებას საქართველოში ნებართვა ესაჭიროება. რეალურად, ვინაიდან შიდა გადაზიდვები საერთოდ არ კონტროლდება, ხოლო საბაჟო კონტროლისას  ქიმიკატის  იდენტიფიცირების  რეალური  საშუალებები  არ  არსებობს,   4 რაც უფრო დიდი ოდენობით იწარმოება ან შედის ქიმიური ნივთიერება ევროკავშირში, მით უფრო მეტი და ღრმა ინფორმაცია უნდა იყოს მოგროვილი მის ტექნიკურ დოსიეში. 5  იგულისხმება 1998 წლის კანონი”საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ”
34



ასეთ ნებართვას მეწარმე მხოლოდ საქართველოდან გასული საქონლის მიმღები ან საქართველოში საექსპორტო საქონლის გამშვები ქვეყნის მოთხოვნით ითხოვს. ის, თუ რა საშიში ქიმიკატები ცირკულირებს ქვეყანაში, როგორ გამოიყენება ისინი და როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადამიანთა უსაფრთხოება მათი გამოყენებისას - არც ერთი საჯარო ორგანოსთვის ცნობილი არ არის. და ზოგადადაც, ქიმიკატების მხრივ მოსახლეობის დაცულობა საქართველოში ნულოვან დონეზეა.

ბიომრავალფეროვნების დაცვა

მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ბუნების ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება წარმოადგენს. ეს საქმიანობა მრავალი კომპონენტისგან შედგება, თუმცა მათ შორის უმნიშვნელოვანესია: ველური ბუნების რესურსების (პირველ რიგში ტყეების) მდგრადი მართვა და ბუნებისთვის ”ტერიტორიის გამოყოფა” _ ანუ ადამიანის საქმიანობისგან დაცული ტერიტორიების შექმნა;

ევროკავშირის ტერიტორიის 18% დაცული ტერიტორიებია. ეს არის 26 ათასზე მეტი დაცული საიტების ქსელი, ე.წ. ქსელი ”ნატურა-2000”. ბიომრავალფეროვნების მდგომარეობა მათზე 26 დადგენილი ინდიკატორის საშუალებით ფასდება და ყველა დაცული ტერიტორიისა თუ საიტის მართვა წარიმართება იმგვარად, რომ ეს მაჩვენებლები თანდათან გაუმჯობესდეს.

საქართველოში დაცულ ტერიტორიებს ქვეყნის 11% უკავია. ეს არის 53 სხვადასხვა ზომის და დაცვის სხვადასხვა სტატუსის მქონე დაცული ტერიტორია. მათგან მხოლოდ 5-ს გააჩნია მართვის გეგმა. თუმცა არც ერთ დაცულ ტერიტორიაზე არ არის შესწავლილი ბიომრავალფეროვნების მდგომარეობა და, შესაბამისად, არ არსებობს ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენის ან შენარჩუნების გეგმები. ფაქტობრივად დაცული ტერიტორიები არა ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის, არამედ ტურიზმის განვითარების რესურსად გამოიყენება. უფრო მეტიც, მთავრობაში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები დაცულ ტერიტორიებზე და წითელი  ნუსხის სახეობებზე ნადირობის დასაშვებად. საფუძველი არის ამ ტერიტორიებზე მეტი ტურისტის მოზიდვა, და არა მაგალითად ბიოლოგიური ბალანსის აღდგენა. დაცულ ტერიტორიაზე მცხოვრები პოპულაციების მდგომარეობა მთავრობას საერთოდ არ აინტერესებს. დაგეგმილია ინფრასტრუქტურული მშენებლობა კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის დაჭაობებული ტერიტორიების დაცულ ტერიტორიაზე.

ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების მნიშვნელოვანი კომპონენტია ტყეების დაცვა. ევროპის ტყეების პრაქტიკულად მთელი ტერიტორია მდგრადი მართვისა და სერტიფიცირების სქემებით არის მოცული, ტყეების 25%კი საერთოდ გამორიცხულია ხე-ტყის მოპოვების საქმიანობისგან.
35



საქართველოში უკვე 20 წელია მიმდინარეობს უკანონო და უკონტროლო ხე-ტყის მოპოვება, რის შედეგადაც ტყეების დიდი ნაწილი გაჩანაგდა (დანაკარგის ზუსტი აღრიცხვა-შეფასება დღემდე არ მომხდარა). ენერგეტიკის სამინისტროს ბოლო კონცეფციის მიხედვით იგეგმება უკანონო ხე-ტყის ჭრის აღმოფხვრა მორების და ხის მასალის ბაზარზე ან გადამამუსავებელ საწარმოებში მოხვედრის ტოტალური ონლაინ კონტროლის საშუალებით. სისტემა ჯერ-ჯერობით არ ამოქმედებულა და ამიტომ დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

თავად ტყის კონტროლზე სახელმწიფო მთლიანად უარის თქმას აპირებს. სანაცვლოდ ტყეები გაიცემა კერძო მართვაში და მმართველს დაევალება უზრუნველყოს მათი სერტიფიცირება და მდგრადი მართვა. ჩანაფიქრი კარგია, თუმცა არსებობს სამწუხარო გამოცდილება იმისა, თუ რამდენად იოლად იცვლება ასეთი “მწვანე” გადაწყვეტილებები კონკრეტული მეწარმეების ინტერესების შესაბამისად - ორიოდე წლის წინ ასევე გადაწყდა, რომ ტყეები ლიცენზიით მხოლოდ იმ პირობით გაიცემოდა, რომ ლიცენზიატები მათი მდგრადი მართვის გეგმებს წარმოადგენდნენ. თუმცა როდესაც რეალურმა ლიცენზიატებმა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლეს - მათი ზეწოლის შედეგად ეს მოთხოვნა უბრალოდ გაუქმდა. არსებობს საშიშროება, რომ ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

რესურსების  ეფექტურად მოხმარება

ევროკავშირისთვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ბუნებრივი რესურსების ეფეტურად გამოყენებას გულისხმობს. მართლაც, ბუნებრივი რესურსები ეკონომიკური განვითარების ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის დიდი ნაწილი გამოლევადია. ასეთი რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით ევროკავშირში დანერგილი პრაქტიკაა რესურსის თავისებური "ხარჯ-სარგებლის"  დაანგარიშება, სადაც ერთის მხრივ ამ რესურსის გამოყენების შედეგად მიღებული დამატებითი ეკონომიკური აქტივობით მიღწეული სოციალური ეფექტებია გამოსახული და მეორეს მხრივ კი _ ის ზიანი, რომელიც საზოგადოებას გარემოს დაბინძურების ან დეგრადაციის გამო მიადგება. რა თქმა უნდა, ამ მახასიათებლების ფინანსურ მაჩვენებლებში გამოსახვა საკმაოდ რთული და არაერთმნიშვნელოვანია, თუმცა ეს მიდგომა მაინც იძლევა საშუალებას მსხვილი საინვესტიციო პროექტების სოციალურ- ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ეფექტები ერთმანეთთან შეპირწოდეს. თუკი აშკარაა, რომ პროექტის ხარჯ-სარგებელი გარემოსდაცვითი კომპონენტის გათვალისწინებით უარყოფითია, ასეთი პროექტების განხორციელება აღარ ხდება.

ევროკავშირში აქტიურად განიხილება აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ანალოგიური შეფასების შესაძლებლობები. ეკონომიკური წინსვლის დღეს გავრცელებული საზომი _ მთლიანი შიდა პროდუქტი (აბსოლუტური მნიშვნელობა და მისი ცვლილებები)_ კარგი საზომი ერთეულია “წმინდა”  ეკონომიკური კეთილდღეობის     შესაფასებლად,     თუმცა     იგი     არ     ითვალისწინებს     გარემოზე
36



ზემოქმედებას და რესურსების ამოწურვას. არადა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას შესაძლებელია ისეთი ბუნებრივი რესურსი მოხმარდეს, რომელიც ამ ზრდაზე გაცილებით უფრო მეტად ღირებულია, ან მისი შემცირება საფრთხეს უქმნიდეს ადამიანთა ჯანმრთელობას. ამიტომ, სათანადო გადაანგარიშების შემთხვევაში გამოჩნდება, რომ “ზრდა" სინამდვილეში უკუსვლაა.

საქართველოში რესურსების ეფექტურად მართვის გააზრებული სტრატეგია არ არსებობს. ქვეყანა მიმართულია ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე, მაგრამ იმის შეფასება, თუ “რა ჯდება” ეს ზრდა _ რა რაოდენობის გამოლევადი ან რთულად აღდგენადი რესურსები გაიხარჯა, ან რა მასშტაბის გარემოს დეგრადაცია და დაბინძურება მივიღეთ, ან თუნდაც ადამიანთა ჯანმრთელობა რამდენად გაუარესდა _ ამის შეფასება და მიღწეულ “სარგებელთან” შეპირწონება  არასოდეს ხდება.

სატრანსპორტო პოლიტიკა

ევროპის მდგრადი განვითარების მიდგომებში განსაკუთრებით გვინდა გავამახვილოთ ყურადღება სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ამ სფეროში არამდგრადობის მთავარ ფაქტორს საგზაო (საავტომობილო) ტრანსპორტის სწრაფი ზრდა წარმოადგენს, რომელიც აზიანებს როგორც ბუნებრივ გარემოს, ასევე აუარესებს ცხოვრების ხარისხს ურბანულ ცენტრებში. პრობლემის გადაწყვეტის გზებს ევროპა ხედავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშეწყობაში და ტრანსპორტის სახეობათა დივერსიფიკაციაში.

აღნიშნული მიზნის მიღწევას ევროკავშირი შემდეგი ამოცანების განხორციელებით ცდილობს:

• სხვადასხვა   სახის  ტრანსპორტის  ფასებში  მათი  საზოგადოებრივი    ხარჯების ასახვა6  (რაც უჯდება თითოეული მათგანი საზოგადოებას)

• საინვესტიციო პრიორიტეტის მინიჭება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.



6 ხელისუფლების მხრიდან გადასახადის ან სხვა ტიპის გადასახდელის შემოღებას ფისკალურ ეფექტთან ერთად შეიძლება მარეგულირებელი ეფექტიც გააჩნდეს. ზოგ შემთხვევაში გადასახდელის შემოღება მხოლოდ მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელებისთვის არის საჭირო. ტრანსპორტის სფეროში მსგავსი რეგულირება მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს საზოგადოებრივი დანახარჯის (ტრანსპორტის გარემოზე ზემოქმედება და შესაბამისად ადამიანების ჯანმრთელობის შელახვა) სწორი ასახვა. მსგავს დანახარჯებს სატრანსპორტო კომპანიები რა თქმა უნდა ფასში შეიყვანენ და მათი მომსახურების თვითღირებულება გაიზრდება. შესაბამისად ტრანსპორტის სახეობების ფასები დიფერენცირებული იქნება. ამ მეთოდებით შესაძლებელია მომხმარებლის სტიმულირება.
37




საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენება იმისათვის, რომ ბაზარზე ნაკლებად დამბინძურებელი პროდუქცია განთავსდეს არ ხდება. ამისა ნათელი მაგალითია ტრანსპორტის სფერო, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ტარიფები დიფერენცირებული არ არის. მეტროსა და ავტობუსით მგზავრობის ფასი არ განსხვავდება. შესაბამისად არ ხდება ელექტრო და მიწისქვეშა ტრანსპორტის გამოყენებაზე მომხმარებლის სტიმულირება.

ნაკლებად დამაბინძურებელი სატრანსპორტო საშუალებების ხელშეწყობის მხრივ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში დადებითი ძვრები არ შეიმჩნეოდა, თუ არ ჩავთვლით თბილისის მერიის ინიციატივას ტრამვაის აღდგენის თაობაზე. თუმცა ტრანსპორტის ამ სახეობის გაუქმება აგრეთვე თბილისის ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოხდა ახლო წარსულში.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში არ მოქმედებს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების მოთხოვნა და ექსპლუატაციაშია ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გარემოზე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენენ.

მისასალმებელია, რომ მერების შეთანხმებაზე ხელმოწერით თბილისის მერიამ აიღო ქალაქში მავნე გაფრქვევების შემცირების ვალდებულება. ამ პროგრამის ფარგლებში მომზადდა მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმა (SEAP) რომლის ერთერთ მნიშვნელოვან კომპონენტს ტრანსპორტის სექტორში გაფრქვევების შემცირება წარმოადგენს. ამ მიმართულებით მოქმედება დაიწყო კიდევაც.

წელს მნიშვნელოვანი ცვლილება სატრანსპორტო რეგულირების მიმართულებით განხორციელდა ქალაქ თბილისში. სამარშრუტო ტაქსების მომსახურებაზე გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც კერძო კომპანიამ გაიმარჯვა. ტენდერის პირობას წარმოადგენდა ტენიკურად გამართული ავტოტრანსპორტის გამოყენება მომსახურებისათვის. გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულება აიღო წინასწარშეთანხმებული განრიგით შემოიყვანოს ახალი სამარშრუტო ტაქსები. აღნიშნული დადებითად აისახება გარემოზე, თუმცა წინა წლებში განხორციელებული რეფორმების და გახარჯული თანხების ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

-------------------

მდგრადი განვითარება არა მხოლოდ კონკრეტული პრობლემების დაძლევას, არამედ აგრეთვე კონკრეტული მიდგომების დანერგვას გულისხმობს. ჩვენ აქ ოთხ ასეთ მიდგომას განვიხილავთ:
38



• სოციალურად და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით სასარგებლო საქმიანობათა მხარდაჭერა სახელმწიფო შესყიდვებში შესაბამისი წესების დადგენის გზით

• დამბინძურებელი იხდის პრინციპის განხორციელება

• ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება

•  გადაწყვეტილებათა მიღებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა

სახელმწიფო შესყიდვებში მწვანე პროდუქციის  ხელშეწყობა

ევროპის მდგარდი განვითარების სტრატეგია მწვანე პროდუქციის ხელშეწყობის მიზნით ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირების მექანიზმებს, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დროს მწვანე პროდუქციის შეძენის პრივილეგირებას. აღნიშნულ სტრატეგიასთან ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავიანთი კანონმდებლობა ჰარმონიზაციაში მოიყვანეს. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დროს გამოცხადებულ ტენდერებში ერთ-ერთ კრიტერიუმად გარემოზე ზემოქმედების ფაქტორიც არის გათვალისწინებული.

საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები 2010 წელს მნიშვნელოვნად დაიხვეწა, რაც შესყიდვების ელექტრონულად განხორციელების მექანიზმის დანერგვაში აისახა. აღნიშნულმა ხელი შეუწყო კონკურენციის განვითარებას და მნიშვნელოვანი ფინანსური დანაზოგი მოუტანა სახელმწიფოს.

სახელმწიფო შესყიდვების კანონის თანახმად ტენდერში გამარჯვებულად ცხადდება ის სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს სატენდერო კომისისს მიერ დადგენილ პირობებს და ყველაზე დაბალ ფასს დააფისქირებს.

კანონის თანახმად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია  სატენდერო წინადადების შემუშავების დროს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხოვრივი მაჩვენებლების აღწერისას დაეყრდნოს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს და ტექნიკურ მაჩვენებლებს, თუმცა შესყისვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება. ზემოთმოყვანილი დებულების თანახმად შემსყიდველ ორგანიზაციას არ ეკრძალება საქონლის/მომსახურების აღწერის დროს მიუთითოს გარემოზე ზემოქმედების მაჩვენებლები. თუმცა მსგავსი პირობების გამოყენების შემთხვევები საქართველოში არ გვხვდება.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიზნებში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (”მწვანე” პროდუქციის პრივილეგირება) გათვალისწინებული არ არის.
39



პრინციპი  “დამბინძურებელი იხდის”

პრინციპი “დამბინძურებელი იხდის” გარემოს დაცვისთვის  ეკონომიკური მექანიზმების ამოქმედების საფუძველია. მისი გამოყენება მთავრობის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ქმედებებში თუ რეგულაციებში გამოიხატება: ეს არის დაბინძურებაზე ნებართვების/ლიმიტების ან გადასახადების დაწესება, დაბინძურების შემცირება/აღმოფხვრის ხარჯების დაკისრება დამბინძურებელზე (და არა დაბინძურებულზე), დაბინძურების შემცირებისა და თავიდან აცილების ხარჯების პროდუქციის ფასში ასახვის ხელშეწყობა (რათა მომხმარებელმა ყიდვისას გარემოს ნაკლებად დამბინძურებელი პროდუქტები აირჩიოს), სახეცვლილი გარემოს პირველად მდგომარეობაში აღდგენის (რემედიაციის) ან გარემოსადმი მიყენებული ზიანის ვალდებულების დაკისრება ამ ზემოქმედების განმახორციელებელზე და სხვა.

“დამბინძურებელი იხდის" პრინციპის რეალიზაციის ერთ-ერთი გზაა პროდუქციის ფასში დაბინძურების ხარჯების ასახვა. ამ ღონისძიების მიზანია ერთი მხრივ მეწარმის დაინტერესება, რათა მან გამოიყენოს ტექნოლოგიები, რომელიც გარემოს ნაკლებად აბინძურებს; მეორე მხრივ კი ეს მიდგომა წარმოქმნის მომხმარებლის დაინტერესებას ასეთი (გარემოსთვის ნაკლებად საზიანო) პროდუქტებით. ეს მიდგომა ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ევროპის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში დეკლარირებულია: “ფასებმა სწორი ბიძგი უნდა მისცეს ბიზნესს, რათა მათ განავითარონ ისეთი პროდუქტები და სერვისები, რომელიც ... გარემოზე ზეწოლას ამცირებს”.

საქართველოში სამწუხაროდ დაინერგა “დამბინძურებელი იხდის" პრინციპის ცალმხრივი გაგება, ამ მიდგომის მიზნის გააზრებისა და რეალიზაციის გარეშე. არ მოხდა იმის გააზრება, რომ თუკი დაბინძურების (ან მისი აღმოფხვრის) ხარჯები თანაბრად ნაწილდება ყველა მეწარმეზე ან ყველა მომხმარებელზე, იმისდა მიუხედავად, თუ როგორია მათი წილი დაბინძურების წარმოქმნაში - ეს აღარ შეიძლება ჩაითვალოს “დამბინძურებელი იხდის” პრინციპის განხორციელებად. პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ ასეთი მიდგომა არ მოიცავს ალტერნატივას (გარემოს ნაკლები დაბინძურების შესაძლებლობას) და არ იძლევა ბიძგს ამ ალტერნატივის, სიტუაციის გამოსწორების, გარემოს ნაკლები დაბინძურების მიმართულებით.

თბილისში ნარჩენების მართვის მოსაკრებელის გადახდის პრინციპი და განსაკუთრებით მისი უკანასკნელი მოდიფიკაცია ნათელი მაგალითია ”დამბინძურებელი იხდის” პრინციპის ამგვარი პროფანაციისა. 2011 წლის აგვისტომდე თბილისის მოსახლეობა მუნიციპალური ნარჩენების მართვის მოსაკრებელს სულადობის მიხედვით იხდიდა. 2011 წლის სექტემბრიდან კი _ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად იხდის. ორივე შემთხვევაში მოსაკრებელი არ არის კავშირში მომხმარებლის მიერ რეალურად წარმოქმნილი ნარჩენის რაოდენობასთან და არ  იძლევა  სტიმულს  ამ  ნარჩენების  რაოდენობის  შემცირებისკენ.  ამავე  დროს,      ამ
40



მოსაკრებლის მიბმა კონკრეტულ პროდუქტებზე, ან მათ ისეთ თვისებებზე, რომელიც ზრდის ნარჩენების რაოდენობას ქალაქში (მაგალითად, შესაფუთი მასალის რაოდენობაზე გასაყიდად გამოტანილ პროდუქტში, ან/და შესაფუთი მასალის ბიოდეგრადირების უნარზე) - გამოიწვევდა როგორც მეწარმეების, ასევე მომხმარებელთა დაინტერესებას ნაკლები ნარჩენის მქონე პროდუქციით და გაცილებით ეფექტური ზომა იქნებოდა მუნიციპალური ნარჩენების მოცულობის შესამცირებლად.რაც შეეხება გარემოსადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურებას - ამ მხრივ ევროკავშირის მიდგომას 2004/35/EC დირექტივა ასახავს, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიმყენებელ საქმიანობათა ოპერატორებს ავალდებულებს განახორციელონ ან აანაზღაურონ გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა/რემედიაციის ღონისძიებები. ამის საპირისპიროდ, საქართველოს კანონმდებლობით გარემოსადმი მიყენებულ ზიანს მეწარმე სახელმწიფოს უნაზღაურებს იმისდა მიუხედავად, ახორციელებს თუ არა სახელმწიფო დაზიანებული გარემოს აღდგენის ღონისძიებებს. ზიანის ანაზღაურება ეკისრება ადამიანს ან იურიდიულ პირს ნებისმიერი გარემოსდაცვითი მოთხოვნის დარღვევისთვის (მაგალითად: ლიმიტზე მაღალი გაფრქვევა ჰაერში, დაბინძურებული წყლის უნებართვო ჩაშვება წყლის ობიექტში, უკანონო ნადირობა, თევზაობა ან ხე-ტყის ჭრა). რეალობაში ეს თანხები (საშუალოდ  4- 5 მილიონი ლარი წელიწადში) სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას ხმარდება და დაზიანებული გარემოს, ჰაბიტატის, ეკოსისტემის, სახეობის აღსადგენად პრაქტიკულად არასდროს არ გამოიყენება. ფაქტობრივად მეწარმეების მიერ  ამ თანხების გადახდა ნიშნავს პასუხისმგებლობის მათგან მოშორებას და სახელმწიფოზე გადატანას. ხოლო სახელმწიფო, სარგებლობს რა იმით, რომ მოქალაქეები მის მიერ აღებულ ამ პასუხისმგებლობის რეალიზაციას არ ითხოვენ, გარემოს აღდგენისთვის მიღებულ თანხებს სრულებით სხვა მიმართულებით წარმართავს.

ბიზნესის  სოციალური პასუხისმგებლობა

კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობა წარმოადგენს  ბიზნესის ნებაყოფლობით არჩევანს იმოქმედოს ეთიკურად, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოლოდინები და დადებითი ზეგავლენა მოახდინოს თავის სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.

ევროკავშირში ყველა სააქციო საზოგადოებას, რომლის აქციები საჯარო გაყიდვაშია (Publicly quoted companies) და 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, სთავაზობენ აქციონერებისთვის წარსადგენ ყოველწლიურ ანგარიშებში აღწერონ “სამმაგი ეფექტი” - ანუ მათი შედეგები ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით კრიტერიუმებთან მიმართებაში.

საქართველოში ბიზნეს სექტორი ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი. მსხვილი კომპანიების ნაწილი ანხორციელებს ერთჯერად საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელიც   მარკეტინგული   კამპანიის   ნაწილს   წარმოადგენს.   თუმცა საქართველოში
41



არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე საზოგადოება იძულებულია არჩევანი ფასზე შეაჩეროს, რაც კონკურენციის პირობებში სოციალურად პასუხისმგებელ საწარმოებს წამგებიან პოზიციაში აყენებს. საქართველოში სოციალური მარკეტინგი, რომელსაც ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობასთან მჭიდრო კავშირი აქვს არამომგებიანი საწარმოებისათვის

საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო კონტროლი კარტელურ გარიგებებზე, რაც მსხვილ კომპანიებს ფასების ხელოვნურად რეგულირების საშუალებას აძლევს. აღნიშნული ქმედება რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის არსს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ სფეროს რეგულირებაზე უარის თქმა ხელს უწყობს ბაზარზე ოლიგოპოლიების წარმოქმნას და სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებაზე ორიენტირებული. შეიძლება ითქვას, რომ პირიქითაც არის. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან იქმნება კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ის ვერ იქნება სრულად ქმედუნარიანი, რადგან მისი საკანონმდებლო რეგულირება საკმაოდ სუსტი და ბუნდოვანია (არ მოქმედებს საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ განცხადებების პასუხად და მხოლოდ მთავრობის მიერ დამტკიცებული პრიორიტეტების ფარგლებში).

ევროპის მდგრადი განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებულია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის თემის აქტუალიზაცია. აღნიშნული სტატუსის მინიჭება სხვადასხვა კრიეტერიუმების შესრულებას მოიცავს, მათ შორის აქცენტი კეთდება ბიზნესის მიერ გარემოსთვის ნაკლებად დამზიანებელი პროდუქციის შესყიდვაზე.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცდილობენ კერძო სექტორის წახალისებას, რომ მათაც შეიტანონ გარემოს დაცვის მოთხოვნები თავიანთი შესყიდვების პირობებში. აღნიშნულის სტიმულირება ხდება სხვადასხვა საჯარო მომსახურების (ნებართვები/ლიცენზიები) მიღების დროს უპირატესობის მინიჭებით.

2004 წლიდან საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადი საქმიანობების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად შემცირდა და შედეგად გაუქმებულ იქნა ლიცენზირებისა და ნებართვების სახეობების საკმაოდ დიდი ნაწილი. მიუხედავად ამისა საქართველოში არსებობს საქმიანობები, რომლთა განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან ნებართვას ან ლიცენზიას მოითხოვს. სახელმწიფოს შეუძლია ბიზნესს, რომელიც მდგარდი განვითარების მისაღწევად (გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება) ნებაყოფლობით დადებით როლს თამაშობს,  გაუმარტივოს ნებართვებისა და ლიცენზირების პროცედურები. სახელმწიფოს აგრეთვე შეუძლია ზემოთმოყვანილ კომპანიებს გაუმარტივოს საბაჟო და/ან საგადასახადო პროცედურები. საქართველოს კანონმდებლობა   ამ   ნიშნით   შეღავათებს   და   მასტიმულირებელ   დებულებებს    არ
42



შეიცავს,   თუმცა   მსხვილი   ბიზნესისათვის   საბაჟო   პროცედურების     გამარტივების (”ოქროს სია”) პრეცენდენტი არსებობს.


საზოგადოების  ჩართულობა  გადაწყვეტილებათა მიღებაში

ევროკავშირში დამკვიდრებული პრაქტიკა მდგომარეობს პოლიტიკის ცვლილებამდე სადისკუსიო განსახილველი დოკუმენტის მომზადება და გავრცელება, დაინტერესებულ მხარეებს შორის საგნობრივი დისკუსიის გასამართავად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო ხანგრძლივს ხდის, სამაგიეროდ უფრო სწრაფი და იოლია განხორციელების სტადია - ვინაიდან გადაწყვეტილებაში უკვე ყველა დაინტერესებული მხარის პოზიცია თუ ინტერესი ასახულია.

საქართველოში გადაწყვეტილებათა მიღებაში საზოგადოების  ჩართვის პრაქტიკა ძალზე მწირია. ფორმალური საწუძველი ასეთი ჩართვისთვის სულ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ არსებობდა: 1999 წლის “ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის” მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ნორმატიული აქტების მისაღებად დადგენილი იყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, რომელიც ითვალისწინებდა დოკუმენტის პროექტის გამოქვეყნებისა და საჯაროდ განხილვის პროცედურას. ეს მოთხოვნა მცირედი გამონაკლისების გარდა პრაქტიკულად ყოველთვის ირღვეოდა და 2010 წლიდან გაუქმდა კიდეც (ნორმატიული აქტების შესახებ ახალი კანონის მიღებასთან ერთად ცვლილება შევიდა ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, რომლითაც ნორმატიული დოკუმენტების მომზადების პროცედურის მარეგულირებელი თავი საერთოდ გაუქმდა). ამდენად სამართლებრივად გამყარდა ქვეყანაში დაფუძნებული პრაქტიკა პოლიტიკის, რეგულაციების თუ სხვა ნორმატიული ცვლილებების საზოგადოების სრული იგნორირების პირობებში განხორციელებისა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ბოლო 2 წლის მანძილზე მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგიული დოკუმენების - სურსათის უვნებლობის სტრატეგიის, ანტიმონოპოლური სტრატეგიის და პროდუქციის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება ისე, რომ საზოგადოებისთვის დოკუმენტების პროექტების გაცნობა არც ერთ ეტაპზე შესაძლებელი არ ყოფილა.

უფრო მეტიც, საქართველოში მოქმედებს ორჰუსის კონვენცია, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოებს საზოგადოების მონაწილეობის განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს ისეთი გადაწყვეტილებათა მომზადებისას, რომელსაც გარემოზე შეიძლება ჰქონდეს ზემოქმედება. თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ ეს მოთხოვნაც სრულებით უგულებელყოფილია - ამის მაგალითია გასული წლის ბოლოს გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები მთავრობის მიერ, რომელთა საზოგადოებრივი განხილვა (პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის შეტანამდე) არ მომხდარა.
43



შეჯამება

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულ იქნა ევროპის მდგრადი სტრატეგიის ის ნაწილები, რომლებიც საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე აქტუალურია. საქართველოში მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი სფეროების რეგულირება ან არ ხდება ან რეგულირება ძალიან სუსტია. პრობლემას წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან მდგრადი განვითარების კონცეპციაზე უარის თქმა და დერეგულირების გზით "სწრაფი" ზრდის მიღწევის მცდელობა. სტატიაში დასაბუთებულია თუ რამდენად სახიფათოა მდგრადი განვითარების კომპონენტების იგნორირება. არსებობს ალტერნატივა მდგრად განვითარებასა და "სწრაფ" განვითარებას შორის. პირველის შემთხვევაში მართალია ზრდის ტემპი არ არის მაღალი, თუმცა ნაკლებად სარისკო ქმედებები ხორციელდება და ხედვა მოიცავს მომავალი თაობებისთვის რესურსების შენარჩუნებას. მეორე გზა საკმაოდ სარისკოა და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც სტატიაშია განხილული, უარის თქმით ეკონომიკურ აღმავლობას მნიშვნელოვანი უკუსვლა მოჰყვეს. ეკონომიკაში, ისევე როგორც სახლის შენების დროს აუცილებელია მყარი ფუნდამენტის შემქნა და მასზე სწორად აგება. ნაჩქარევი მშენებლობა შესაძლებელია დემონტაჟის საფრთხის წინაშე დადგეს, რაც უკან დაბრუნებას და მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს საჭიროებს. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საქართველომ შეიმუშაოს მდგრადი განვითარების სტრატეგია და ნელ-ნელა დაიწყოს ეკონომიკური რეორმების განხორციელების პროცესში გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემატიკის გათვალისწინება.



კვლევა მხარდაჭერილია ფო ნდის „ ღია საზოგა დოება საქართველო “   მიერ



გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის   საქართველოში ნინო  სულხანიშვილი
 ელ-ფოსტა: nino.sulkhanishvili@tsu.ge გეოგრაფიის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზ. 1

გარემოსდაცვით პრობლემებთან დაკავშირებულ გამოწვევებს დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. ასევე აღიარებულია რომ გარემოსდაცვითი განათლება, მისი ყველა ფორმით, არის მთავარი იარაღი ამ გამოწვევების აღმოფხვრისათვის. გარემოსდაცვითი განათლების სფეროს განვითარებასთან ერთად, ბოლო ათწლეულების მანძილზე, სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ”მდგრადი განვითარების” ცნება. შედეგად მოხდა გარემოსდაცვითი განათლებისა და მდგრადი განვითარების კონცეფციის შერწყმა, რაც აღინიშნება ტერმინით ”განათლება მდგრადი განვითარებისათვის“. 2012 წლის მაისში, საქართველოს მთავრობამ, საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების ჩარჩო პროგრამის შექმნის მიზნით, დაამტკიცა ,,გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის: საქართველოს 2012-2014 წწ. ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა". მოცემული კვლევის მიზანია აღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის 44

განხორციელებისათვის მეცნიერულად დასაბუთებული საფუძვლის შექმნა. კვლევის საწყის ეტაპზე, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა და გარემოსდაცვითი ცნობიერების სწრაფი შეფასება. კვლევის საფუძველზე დადგინდა რომ გარემოსდაცვითი ცნობიერებია საქართველოში საკმაოდ დაბალია. გამოვლინდა პრობლემის ძირითადი მიზეზები. დაისახა პრობლემების გადაჭრის გზები მათ შორის ჩვენს მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი    განათლების    მიდგომა:       გარემოსდაცვითი   განათლების დისციპლინარული და სივრცითი განაწილება, რაც გულისხმობს გარემოსდაცვითი განათლების მიზნობრივ დანერგვას რეგიონული პრიორიტეტებისა და პროფესიული საჭიროებების მიხედვით. აღნიშნული მიდგომის დანერგვა უნდა მოხდეს როგორც ფორმალურ (formal) და არაფორმალურ განათლებაში (non-formal), ასევე გარემოსდაცვითი ცნობიერების სხვა საშუალებებში (informal education). გარემოსდაცვითი განათლების მიზნობრივი დანერგვა რეგიონული პრიორიტეტების მიხედვით გულისხმობს ცოდნასა და უნარების გაძლიერებას, რომელიც საჭიროა გარემოსდაცვითი მდგრადობის ხელშესაწყობად მოცემულ რეგიონში (მაგ. კლიმატის ცვლილების ადაპტაცია და გაუდაბნოებასთან ბრძოლა ნახევრად არიდულ რეგიონებში; მიწის დეგრადაციის, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ან საძოვრების მართვა შესაბამის მთიან რეგიონებში, ჭარბტენიანი ტერიტორიების მართვა კოლხეთში და ჯავახეთში, ტყეებთან დაკავშირებული გამოწვევები ტყიან რეგიონებში, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება დაცული ტერიტორიების ბუფერულ ზონებში, პესტიციდების სწორი გამოყენება სასოფლო სამეურნეო რეგიონებში, ჰაერის დაბინძურება ურბანულ და ინდუსტრიულ გარემოში და ა.შ.). გარემოსდაცვითი განათლების მიზნობრივი დანერგვა პროფესიული საჭიროებების მიხედვით მიმართული იქნება ცოდნასა და უნარებზე, რომელიც საჭიროა გარემოსდაცვითი მდგრადობის ხელშესაწყობად მოცემულ პროფესიაში (მაგ. ენერგოეფექტურობა არქიტექტურასა და მშენებლობაში, ბიომეურნეობა სოფლის მეურნეობაში, გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა, გარემოსდაცვითი სამართალი, მწვანე ეკონომიკა ბიზნესსა და  ეკონომიკაში, და ა.შ.). აღნიშნული მიდგომის განხორციელება დაეხმარება საქართველოს ახლანდელ და მომავალ თაობებს შეიძინონ არა მხოლოდ მდგრადი განვითარების ცოდნა, არამედ სათანადოდ აღიჭურვონ შესაბამისი უნარებითა და ამ უნარების პრაქტიკულად გამოყენების  შესაძლებლობებით. (როგორიცაა მაგ. გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, ადგილობროვ პრობლემებზე დროული და სწორი რეაგირება და  ა. შ.).



მანანა რატიანი

ასწავლო დღეს ისე, რომ ფიქრობდე მომავალზე - განათლება მდგრადი   განვითარებისთვის

ახალ, XXI საუკუნეში ყველაზე დიდი გამოწვევაა, აიტაცო მდგრადი განვითარების იდეა, რომელიც მეტისმეტად აბსტრაქტულად ჟღერს და აქციო რეალობად მსოფლიოს ყველა ხალხისთვის.

კოფი ანანი


 45

ბუნება-ადამიანი-საზოგადოების  ურთიერთობის ისტორიიდან

გლობალური ეკოლოგიური პრობლემების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო, მაგრამ მხოლოდ სამეცნიერო წრეებით შემოიფარგლებოდა, ამ იდეებს კი მხოლოდ ცალკეული პირები იზიარებდნენ. თუმცა სამრეწველო რევოლუცია, რესურსების არარაციონალური, მტაცებლური მოხმარება სულ უფრო ფართოდ იკიდებდა ფეხს და ცვლიდა ბუნებრივ გარემოს. იმხანად ეს არც ისე თვალსაჩინო იყო, ვინაიდან რესურსების ფართომასშტაბიანი მოპოვება ძირითადად ზღვისიქითა ტერიტორიებზე, კოლონიებში ხდებოდა, რომელთა ბუნება მოფრთხილების საგანი არასდროს ყოფილა კოლონიზატორი ქვეყნებისთვის.

გლობალური პრობლემების გაცილებით ფართო ჭრილში განხილვა მხოლოდ 1970-იან წლებში დაიწყო. უკვე არაერთი კონკრეტული ეკოლოგიური პრობლემა მოექცა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების თვალსაწიერში. ამის მიზეზია ანთროპოგენული ცვლილებები, რომლებიც უკვე პოვებს ასახვას ცხოვრების ყველა სფეროზე, დაწყებული ჰიდროსფეროთი და ბიოსფეროთი, დამთავრებული ადამიანის ჯანმრთელობით. მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად იზრდება მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, აშკარაა, რომ წარმოჩნდება ახალი დაავადებები, რომელთა შესახებ ახლო წარსულში წარმოდგენაც არ ჰქონდათ, მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება კი ხელს უწყობს მოსახლეობის უკეთ ინფორმირებას, რაც საზოგადოებაში განგაშის ატეხის ტოლფასია. სულ უფრო მეტი ადამიანი იძენს პროფესიას, რომელიც მეცნიერულ დონეზე შეისწავლის გარემოში მიმდინარე პროცესებს, მის უარყოფით ცვლილებებს, დეგრადაციას. ამრიგად, იწყება ბუნებრივი რესურსების ამოწურვისა და გარემოს დაბინძურების პრობლემის სიმწვავის რეალური გაცნობიერება.

გლობალური პრობლემების სამეცნიერო განხილვა რომის კლუბში დაიწყო - ორგანიზაციაში, რომელიც აურელიო პეჩეის ინიციატივით ჩამოყალიბდა. მასში თავდაპირველად ათი ქვეყნის 30 წარმომადგენელი იყო გაერთიანებული. მათი საქმიანობა დღემდე მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევა, რადგან სწორედ მათ მოახერხეს, საზოგადოების ყურადღება პრობლემებისთვის მიეპყროთ. იმავდროულად, ცდილობდნენ ეპოვათ კრიზისიდან გამოსვლის გზებიც. მათი მთავარი იდეა იყო მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილება  გარემოზე ნაკლები ზემოქმედებით. მათ ძირითად პრინციპს „იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად“  დღესაც  არ   დაუკარგავს   აქტუალობა.   რომის   კლუბის   ნაშრომთა კრებული ცნობილია  „კაცობრიობის სიძნელეების“ სახელწოდებით. პოლ ერლიჩის „მოსახლეობის ბომბში“ ძირითადადჭარბი მოსახლეობის პრობლემა დაისახა. მოსახლეობის ზრდა მრავალირესურსული თუ ეკონომიკური პრობლემის სათავედ იქნა მიჩნეული. დენის და დონელ მედოუზების ნაშრომები წარმოაჩენდა მოსახლეობის ზრდის სხვადასხვა სცენარს, რაც ეკოლოგიური კოლაფსის მომასწავებლად მიიჩნეოდა, დასკვნა კი ასეთი იყო: ამ კოლაფსის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სამეურნეო საქმიანობის შეზღუდვაო. მათგან განსხვავებით, ბერი კომონერი გარემოს დაბინძურებისა და დეგრადირების უმთავრეს მიზეზად სიღარიბესა და საზოგადოების მზარდ მოთხოვნილებებს მიიჩნევდა.



როგორია  დღევანდელი„არამდგრადი“ საზოგადოება?

ცხოვრება თანამედროვე საზოგადოებაში გულისხმობს ერთმანეთთან დაკავშირებული პრობლემების მრავალფეროვნებას. მათ შორისაა გარემოსდაცვითი პრობლემები (გლობალური 46

კლიმატცვლილება, მჟავე წვიმები და სხვა), სოციალური პრობლემები (ადამიანის უფლებების დარღვევა, კულტურათაშორისი კონფლიქტი და სხვა), ასევე - ეკონომიკური პრობლემები (მდიდარ და ღარიბ ქვეყანათა შორის სხვაობა და სხვა).

განვითარების იმ ტიპმა, რომელმაც მასობრივი წარმოება თუ მასობრივი მოხმარება განავითარა, გამოიწვია პრობლემათა ფართო სპექტრი. მათ არა მხოლოდ წარმოების შედეგად გარემოს დაბინძურებისკენ მივყავართ, არამედ რესურსების არასწორი, ჭარბი და არარაციონალური ექსპლუატაციის გამო მისი დეგრადაციისკენაც, რაც თავისთავად არაერთი რესურსმომპოვებელი არეალის გაღარიბებას იწვევს.

მდგრადი  განვითარების განმარტებები:

მდგრადი განვითარება, მდგრადი საზოგადოება, მდგრადი მრეწველობა, მდგრადი ტურიზმი, მდგრადი სოფლის მეურნეობა ბევრისთვის ნაცნობი ცნებებია. მაინც რას გულისხმობს მდგრადი განვითარება?

* თანამედროვეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას იმგვარად, რომ არ შეიზღუდოს მომავალი თაობის მოთხოვნილებები (ბრუტლენდის კომისია, 1987 წ.).

* ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ეკოსისტემებზე დატვირთვის გათვალისწინებით (UNEP;WWF).

მდგრადი განვითარება არის პოზიტიური ცვლილება, რომელიც არ აცალკევებს გარემოს სოციალური სისტემებისგან, რომლებზეც ჩვენ ყველანი ვართ დამოკიდებული.  მისი წარმატება განისაზღვრება ადამიან-გარემოს შორის კრიტიკული კავშირით აუცილებელი ცვლილებების განხორციელებისას (ჰამილტონ ვენთვორსის რეგიონული საბჭო).

ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ასევე გარემოს დაცვა მდგრადი განვითარების ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთგანმამტკიცებელი ღერძებია (2005 წლის მსოფლიო სამიტი).

ზოგიერთი მდგრად განვითარებას მჭიდროდ უკავშირებს ეკონომიკურ ზრდას და მოთხოვნილებას, იპოვო ეკონომიკის გრძელვადიანი გაფართოების გზები ისე, რომ არ გამოლიო ბუნებრივი კაპიტალი (რესურსები) მიმდინარე ზრდისთვის:

მდგრადი განვითარების ძირითადი მიზანია მსოფლიოს ყველა ხალხისთვის  ისეთი პირობების შექმნა, რომ დაიკმაყოფილონ ყველა ძირითადი მოთხოვნილება და გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან მომავალი თაობების ცხოვრების ხარისხს (მდგრადი განვითარების სტრატეგია, დიდი ბრიტანეთი, 2005 წელი).

მდგრადი განვითარება არის პროცესი, თანასწორი, ნაყოფიერი და თანამშრომლობითი სტრუქტურებით განავითარო საზოგადოების ეკონომიკური უფლება-მოვალეობები თავის რეგიონში (ICCR).

მდგრადი განვითარება გაიგივებულია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან, რომლის დროსაც სიცოცხლის უზრუნველმყოფი სისტემების შესაძლებლობათა გადატვირთვა  არ ხდება.
 47

როგორც ხედავთ, ეს და მრავალი სხვა განმარტება სვამს თავისებურ აქცენტებს. ყველაზე ფართოდ გავრცელებულად მაინც ბრუტლანდის კომისიის განმარტება მიიჩნევა.



მაინც რა არის მდგრადი  განვითარება?

ჩვენს გარემომცველ სამყაროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ისეთი საზოგადოების ასაშენებლად, სადაც ყველას, მომავალი თაობების ჩათვლით, ექნება დაცულობის განცდა, უნდა ვეცადოთ, ისე განვვითარდეთ, რომ აქცენტები სოციალურ სამართლიანობასა   და   ბუნებრივი   გარემოს   დაცვაზე   დაისვას.   რეალიზება   იმისა,  რასაც „მდგრადი განვითარება“ ვუწოდეთ, მთელი კაცობრიობისთვის საშური საქმეა.

მდგრადი განვითარება არის თავისებური გარანტი დემოკრატიული სოციალური სისტემებისა, რომლებშიც ყველას შეუძლია მონაწილეობა, ხოლოეკონომიკური სისტემა საზოგადოების კეთილდღეობასა და გარემოზეა დამოკიდებული. ასევე ანგარიში ეწევა სხვადასხვა კულტურის უნიკალურობასა და ინდივიდუალურობას. იმავდროულად იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის, მშვიდობის განმტკიცების, კულტურათაშორისი დიალოგის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ბუნებრივი რესურსების დაცვის, კატასტროფებისთვის თავის არიდების, სიღარიბის დაძლევისა და მოქალაქეობრივი პასუხის მგებლობის განვითარების ხელშემწყობი პირობები.

1987 წელს გამოვიდა ბრუტლანდისკომისიის ანგარიში„ჩვენი საერთო მომავალი“, რომელშიც მდგრადი განვითარების სტრატეგიული კურსია მოცემული.

1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს კონფერენცია გარემოსდაცვით საქმიანობაში ახალი ეპოქის დასაწყისია.   ამ   კონფერენციის   ერთ-ერთ   მნიშვნელოვან   მიღწევად   მიჩნეულია   ტერმინი „მდგრადი      განვითარების“      დამკვიდრება.      ამავე      კონფერენციაზე      მიღებულ      იქნა რეკომენდაციული ხასიათის დოკუმენტები: რიოს დეკლარაცია გარემოსა და განვითარების შესახებ და „დღის წესრიგი XXI საუკუნისთვის“.

მრავალი აქ გამოთქმული პრინციპი იქცა საერთაშორისო სამართლის ნაწილად გარემოს დაცვის საქმეში. მათ შორის უმთავრესია პრინციპი მდგრადი განვითარების შესახებ.

„დღის წესრიგი XXI საუკუნისთვის“ სამოქმედო გეგმაა, რომელიც უნდა განახორციელონ გაეროს სტრუქტურებში შემავალმა ორგანიზაციებმა სახელმწიფოთა მთავრობებთან ერთად ადგილობრივ და გლობალურ დონეებზე ყველა სფეროში, სადაც კი ადამიანის საქმიანობა რაიმე სახის ზემოქმედებას ახდენს გარემოზე.

მდგრადი ეკოლოგიური განვითარება მხოლოდ გარემოს დაცვაზე არარის ორიენტირებული. იგი გულისხმობს ადამიანის საქმიანობის მრავალ სფეროს, მათ შორის - სოციალურს, ეკონომიკურს, კულტურულს, პოლიტიკურსა და დემოგრაფიულს.


რა არის განათლება მდგრადი  განვითარებისათვის

გაერომ გამოაცხადა ათწლეული „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ - ათწლიანი 48

პერიოდი (2005-2014 წ.წ.), რომლის განმავლობაშიც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობა მოწოდებულია, თავიანთ საგანმანათლებლო სტრატეგიებში ჩართონ მდგრადი განვითარების საკითხები და დასახონ გზები მათ მისაღწევად.

სწორედ განათლება მდგრადი განვითარებისთვის გვაძლევს საშუალებას, განვავითაროთ ცოდნა, ფასეულობები და უნარები, რათა შევძლოთ გადაწყვეტილებების მიღება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთად, ლოკალურ და გლობალურ დონეებზე, რათა განვამტკიცოთ ცხოვრების ხარისხი დღეს ისე, რომ საფრთხე არ შევუქმნათ ქვეყნების (მოსახლეობის) მომავალს.

განათლება მდგრადი განვითარებისთვის უკავშირდება არაერთი დისციპლინის შინაარსს და მოითხოვს ისეთი საკვანძო უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც სხვადასხვა საგანის განსახორციელებელია.

განათლება მდგრადი განვითარებისთვის გვაძლევს საშუალებას, გავიაზროთ ძირეული გარდაქმნები, რომელთა დანერგვაც საჭიროა დღეს; ადამიანის ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მიმართულია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, მაგრამ ყოველივე ეს უნდა ხერხდებოდეს ისე, რომ რესურსები არ გამოიფიტოს უფრო სწრაფად, ვიდრე მათი რეგენერაციის უნარია.

იმავდროულად, განათლება მდგრადი განვითარებისთვის უნდა იყოს სასკოლო პოლიტიკის ნაწილი, მუდმივად განახლებადი და ფართოდ გავრცელებული.

ცნება „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ დამკვიდრდა 1992 წლის რიოს დეკლარაციით „გარემოსა და განვითარების შესახებ“. ამ დოკუმენტში აღნიშნულია განათლების განსაკუთრებული როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

მდგარადი განვითარების ჩართვა (ინტეგრირება) საგანმანათლებლო სისტემის ყველა საფეხურზე ხდება. ამით აღიარებულია განათლების საკვანძო როლი პოზიტიურ ცვლილებებში.

მდგრადი განვითარების სტრატეგია დაიწერა გლობალური და რეგიონული გამოცდილების გათვალისწინებით.

მდგრადი განვითარების სტრატეგია თარგმნილია ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომია გაეროს მდგრადი განვითარების დანაყოფის მისამართზე: www.un.org/esa/sustdev/documents/docs_key_conferences.htm

განათლება მდგრადი განვითარებისთვის არის ახლებური ხედვა, რომელიც ეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს, უკეთ გაიაზროს სწრაფად ცვალებადი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. სიღარიბის, გარემოს დეგრადაციის, ურბანული დაგეგმარების, მოსახლეობის ზრდის, ჯანმრთელობის, კონფლიქტების, უფლებების შელახვისა თუ სხვა პრობლემების აღსაქმელად და გასააზრებლად საჭიროა ჰოლისტიკური, ინტერდისციპლინური მიდგომები.


 49

რას გვასწავლის განათლება მდგრადი  განვითარებისთვის

* თითოეულ ადამიანს აქვს ძალა და პასუხისმგებლობა გლობალური მასშტაბის პოზიტიური ცვლილებების გამოსაწვევად და თავისი იდეების განსახორციელებლად; * აყალიბებს ფასეულობებს, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე პასუხისმგებლობის გრძნობას და ცხოვრების წესს მდგრადი მომავლისთვის; * ცხოვრების ყველა ასპექტს შორის ურთიერთკავშირია და ერთ ადგილას მომხდარმა ცვლილებამ შესაძლოა ნებისმიერ სხვა ადგილას იჩინოს თავი; * ჩვენ გვეთქმის სიტყვა იმის თაობაზე, როგორი იქნება მომავალი; გვაქვს როგორც უფლება, ასევე მოვალეობა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისა, რომელთა შედეგებიც დიდი ხნის შემდეგ ეკონომიკური და ეკოლოგიური თანასწორობით წარმოჩნდება; * შევუსაბამოთ ჩვენი ცხოვრება მომავალი თაობების მოთხოვნილებებსა და უფლებებს; გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი დღევანდელი ქმედება გავლენას ახდენს იმაზე, როგორი იქნება სიცოცხლე მომავალში; * გავიგოთ, რამდენად მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენი სამყაროს კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და ბიოლოგიური მრავალფეროვნება; * მიუხედავად ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში სხვაობისა, ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლება იცხოვროს მდგრად სამყაროში; * არამდგრადი ზრდა იწვევს გარემოს დეგრადაციას.


ვასწავლოთ დღეს ისე, რომ ვიფიქროთ  მომავალზე

ალბათ ძნელია განმანათლებლებისთვის ამაზე რთული საკითხის დასმა. როგორი  გვინდა იყოს მომავალი, რა ცოდნა უნდა მივცეთ ახალგაზრდებს, რომ მათი ცოდნა და უნარები ადეკვატური იყოს ათწლეულების შემდეგაც, როდესაც ისინი შრომის ბაზარზე გავლენ? ის, ვინც ასწავლის, რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს, რომ ასეთი თაობები აღზარდოს?

სწორედ   ამ   საკითხებზე    სამუშაოდ   შეიქმნა   გაეროს   ევროპის   ეკონომიკური     კომისიის „განათლება მდგრადი განვითარებისთვის (გმგ)“ კომპეტენციების დოკუმენტი. კომპეტენციებზე მუშაობდნენ 18 ქვეყნის ექსპერტები და მათ იღებდა ყველა მონაწილე ქვეყანა ყოველწლიურ შეხვედრაზე. ამ დოკუმენტში, გარდა უშუალოდ კომპეტენციებისა, შემუშავებულია რეკომენდაციები პოლიტიკის გამტარებლებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის (აქვე აღვნიშნავთ, რომ მასწავლებლის სტანდარტში მალე აისახება ეს კომპეტენციები, რაც, თანამედროვეობასთან ერთად, საერთაშორისო მოთხოვნაცაა).

განმანათლებლები (განათლების სხვადასხვა საფეხურზე, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში მომუშავე მასწავლებელი, ლექტორი, აღმზრდელი თუ სხვა) არიან ცვლილებების მძლავრი აგენტები. განათლებაში ეფექტური ტრანსფორმაცია, უპირველესად, დამოკიდებულია განმანათლებლებზე, რომლებიც მოტივირებულნი არიან და, ამასთან, აქვთ საამისო შესაძლებლობა და ხელშეწყობაც. სწორედ ამიტომ მდგრად განვითარებაში ტრენინგებში ჩართულნი უნდა იყვნენ როგორც მასწავლებლები, ასევე ლიდერები და ადმინისტრატორებიც. ამ უკანასკნელთა ხელშეწყობის გარეშე ცვლილებები ინსტიტუციურ დონეზე მიუღწეველი დარჩება. 50



გმგ კომპეტენციები დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად, რომლებიც ქვემოთ მოცემულ კომპეტენციების ცხრილში ვერტიკალურ სვეტებშია წარმოდგენილი:

ა. ჰოლისტური მიდგომა, რომელიც აერთიანებს კომპეტენციებს, რომლებიც ინტეგრირებულ, ერთიან და სისტემურ აზროვნებას მოითხოვს;

ბ. ცვლილებების ხედვა, რომლის ფარგლებშიც კომპეტენციები ალტერნატიული მომავლის სცენარების განხილვას მოითხოვს, რომლის დროსაც ვსწავლობთ წარსულიდან და ჩართულები ვართ აწმყო ქმედებებში;

გ. ტრანსფორმაციის მიღწევა, რაც ემსახურება ცვლილებებს, ხელს უწყობს სწავლა/სწავლებას.
ჰოლისტიკური მიდგომა, თავის მხრივ, სამ კომპონენტს მოიცავს:
ა. ინტეგრირებულ აზროვნებას; ბ. ინკლუზიურობას; გ. სირთულეებისთვის თავის გართმევას.


ინტეგრირებული აზროვნება პასუხობს მდგრადი განვითარების გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება იყოს ლოკალური და გლობალური ხასიათისა და მოითხოვდეს ცნობიერების ამაღლებას, რადგან ერთ ადგილას მომხდარმა ცვლილებებმა შესაძლოა თავი იჩინოს სხვა ადგილზე, თუნდაცმოშორებით (მაგ., მჟავე წვიმები), ადამიანის დღევანდელმა არჩევანმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამყაროს მომავალზე. ეს გამოწვევები კომპლექსური ხასიათისაა და მათი მოგვარება მოითხოვს მრავალ დისციპლინაში არსებული ცოდნის გამოყენებას. ეს ცოდნა მოიცავს ბუნებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ, საკანონმდებლო თუ სხვა სფეროებს. სხვადასხვა კულტურას შეუძლია მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას და ფასდაუდებელი გამოცდილება გაუზიაროს სხვებს. მდგრადი განვითარებისთვის პიროვნება უნდა დაუკავშირდეს სხვადასხვა ჯგუფს როგორც უშუალო, ასევე მოშორებული გარემოდან. ინტეგრირებული აზროვნება არის აზროვნებისა და ქმედებების ურთიერთდაკავშირებული ერთობლიობა, რაც უკეთესი მომავლის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.

ინკლუზიურობა გულისხმობს სურვილს ჩაერთოს რაც შეიძლება განსხვავებული პერსპექტივები, იყოს ღია კრიტიკისთვის, მომავლის მდგრადი შეთანხმებებისთვის. მდგრადი განვითარების საკითხები ხშირად წინააღმდეგობრივი და რთულია. განსხვავებულ პერსპექტივებს შეუძლია, ერთი მხრივ, გაართულოს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ, მიუხედავად რთული გზისა, მას უკეთეს შედეგამდე მივყავართ, როდესაც აწონილ- დაწონილიყველა მოსაზრება, გამოთქმულია არგუმენტებიდა მათ საფუძველზეა მიღებული გადაწყვეტილება. როდესაც განმანათლებლები სხვადასხვა პერსპექტივას განიხილავენ, მათი შეხედულებები დაფარული არ უნდა იყოს მსწავლელისგან, თუმცა არც თავს უნდა მოახვიონ მას. ასევე ღია უნდა იყვნენ თავიანთ შეხედულებებზე განსხვავებული აზრის მოსასმენად.

სირთულეებისთვის თავის გართმევა განმანათლებლებს აძლევს საშუალებას, მსწავლელები ჩართონ კავშირების დამყარებაში განსხვავებულ კონცეფციებსა და იდეებს შორის. ამ იდეებსა და თემებს,რომლებიც მდგრადი განვითარების საკითხებზე დისკუსიას გულისხმობს,   გაეროს „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ დეკადაში ამოიკითხავთ. მოვიყვანთ მაგალითად 51

რამდენიმე მათგანს: მშვიდობის სწავლება, ეთიკა და ფილოსოფია, მოქალაქეობა, დემოკრატია და მმართველობა, ადამიანის უფლებები, სიღარიბის დაძლევა, კულტურული მრავალფეროვნება, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება, გარემოს დაცვა, ეკოლოგია, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტი, კლიმატის გლობალური ცვლილება, ადამიანის ჯანმრთელობა, გარემოს (საკვების, წყლის, ატმოსფეროს ჰაერის, ნიადაგის) მდგომარეობა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, ადგილობრივი ცოდნა, წარმოება და მოხმარება, სასოფლო-საქალაქო განვითარება, ეკოტექნოლოგიები, მდგრადი შეფასება (მაგ., გარემოს ზემოქმედების შეფასება-გზშ). მათ შორის კავშირების დამყარება შესაძლებელია ერთობლივი პროექტების მეშვეობით, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციების ჩამოსაყალიბებლად.

ცვლილებების ხედვა გულისხმობს კავშირს წარსულს აწმყოსა და მომავალს შორის.
ამ შემთხვევაში სამ განზომილებაზე შევაჩერებთ ყურადღებას:
ა. წარსულიდან სწავლა ბ. აწმყოში ჩართულობის წახალისება გ. ალტერნატიული მომავლის შესწავლა

წარსულიდან სწავლა გულისხმობს წარსულის კრიტიკულ ანალიზს მისი განვითარებისა და მიღწევების სწორად შესაფასებლად.

აწმყოში ჩართულობის წახალისებას ძირეული მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველდღიური სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემები მდგრადი განვითარების კუთხით მრავლად გვხვდება ჩვენს სინამდვილეში. მაგალითად, ჩვენი სამყარო სავსეა უთანასწორობით მდიდრებსა და ღარიბებს შორის, მილიარდობით ადამიანით, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და ხელი არ მიუწვდებათ ელემენტარულ ყოფით სიკეთეებზე, მაშინ როდესაც მრავალი არამდგრადი და არარაციონალური რესურსმოხმარებით ცხოვრობს და მოიხმარს იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა ცხოვრებისთვის. ამით ხდება რესურსების გამოლევა და გარემოს მზიდი ტევადობის ამოწურვა ისე, რომ ამ უკანასკნელს აღარ რჩება რეგენერაციის საშუალება. განათლებამ მდგრადი განვითარებისთვის უნდა უპასუხოს ყველა ადამიანის მოთხოვნებს აწმყოში ისე, რომ გაითვალისწინოს მომავალი თაობის მოთხოვნებიც. ეს შესაძლებელია მარტივი პრინციპით: „ვასწავლოთ დღეს ისე, რომ ვფიქრობდეთ მომავალზე“.

ალტერნატიული მომავლის შესწავლას რთული ბილიკების, გზებისა და შესაძლებლობების შესწავლით მდგრადი განვითარებისკენ მივყავართ. ეს პროცესი მოითხოვს მეცნიერულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, მათი მეშვეობით აწმყოს სწავლებას და სწორი  არჩევნების გზით კრეატიულ აზროვნებას, მსწავლელთა ჩართვას შეხედულებების ჩამოყალიბებაში, როდესაც თითოეულ ქმედებას შეუძლია მიგვიყვანოს ჩვენს მიერ მოწონებულ მომავლამდე. ამისთვის საჭიროა კრეატიულობა, მიზნების დასახვა და გადაწყვეტილებების მიღება, კუთვნილების შეგრძნება, ენერგია, რაც სხვასაც უწევს მოტივირებას, გააკეთოს უკეთესი არჩევანი უფრო მდგრადი მომავლისთვის. ნაკლები ზიანის მიყენება არ კმარა, თუმისი თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

ტრანსფორმაციის მიღწევა: ადამიანები, პედაგოგიკა და საგანმანათლებლო სისტემამოიცავს კომპეტენციებს, რომლებიც მოქმედებს სამ დონეზე:
 52

ა.ტრანსფორმაცია იმისა, რაც ნიშნავს იყო განმანათლებელი;

ბ.პედაგოგიკის ტრანსფორმაცია, მაგ., ტრანსფორმაციული მიდგომა სწავლისა და სწავლებისადმი;

გ.საგანმანათლებლო სისტემის როგორც ასეთის ტრანსფორმაცია.

განმანათლებლის ცნების გაგებისადამისი პრაქტიკის ტრანსფორმაციას საკვანძო მნიშვნელობა აქვს. აქ სხვადასხვა საფეხურზე მომუშავეებმა უნდა გაიაზრონ სისტემის, პრაქტიკის, აზროვნების ცვლილების აუცილებლობა. პოზიტიური კავშირის დამყარება თავად განმანათლებლებსა და მსწავლელებს შორის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სისტემაში მომუშავე სხვა ადამიანებისა. მოსწავლე მასწავლებლისგან ყველა კითხვაზე არ უნდა ელოდოს პასუხს; მასწავლებელს უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის სწორი პასუხი ვერ ექნება, რომ თავადაც სჭირდება პასუხების ძიება და მუდმივი პროფესიული განვითარება. ის არა მხოლოდ კოლეგებისგან,   არამედ   საკუთარი   მოსწავლეებისგანაც   ცდილობს   სწავლას, მსჯელობისას ისმენს და ითვალისწინებს სხვის მოსაზრებებს, კრიტიკულად აფასებს მათ და საჭიროების შემთხვევაში იცვლის წარმოდგენას ან არგუმენტირებულად, თავს მოუხვევლად უსაბუთებს ოპონენტს თავისი თვალთახედვის სისწორეს.

პედაგოგიკის ტრანსფორმაცია გულისხმობს გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს კრეატიულობის, ინოვაციურობის თვალსაზრისით, სახავს ცხოვრების ალტერნატიულ გზებს. ის წაახალისებს და ხელს უწყობს მოსწავლეს, თავისი ყოველდღიური არჩევანის შედეგებზე მოახდინოს უკუკავშირი მდგრადი განვითარებისთვის.

საგანმანათლებლო სისტემის ტრანსფორმაციის მნიშვნელობა უპირობოა, ვინაიდან არსებული ვერ უზრუნველყოფს განვითარების მდგრად მოდელს. ვიდრე ფორმალური განათლების როლი აღიარებულია საზოგადოების მიერ და მიჩნეულია ფასეულად, სწორედ ფორმალური განათლების ტრანსფორმაცია ხდება პირველადი. ის ხელს უნდა უწყობდეს სწორი აზროვნებისა და მომხმარებლის კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც პიროვნება პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ცხოვრებაზე, არჩევანზე, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებს თუ შორეულ მიზნებზე. ასეთ ცვლილებებს, რომლებიც მდგრადი მომავლისკენ არის მიმართული, ვერ მიაღწევს ცალკე მდგომი მასწავლებელი, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრატორი, მთლიანად სკოლა თუ მთავრობა. სწორედ განმანათლებელი უნდა ედგას სათავეში იმ სისტემის ტრანსფორმაციას, რომელშიც ისინი საქმიანობენ, თუმცა მათ დასჭირდებათ კრიტიკული კომპეტენცია, ისეთი, როგორიცაა ცვლილებების მოთხოვნა, ღიაობა ამგვარი ცვლილებებისადმი და კოლაბორაციული უნარები სხვებთან ერთად ამის საკეთებლად.

თითოეულ ზემოთჩამოთვლილ ნაწილში კომპეტენციები გაერთიანებულია 4 კატეგორიად, რაც გაეროს სხვასაგანმანათლებლო დოკუმენტებიდან არის გადმოღებული. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ისინი ჰორიზონტალურადაა გამოსახული:

ა. სწავლობს რომ იცოდეს არის პირველი კატეგორია, რომელიც საშუალებას იძლევა გავაცნობიეროთ აწმყოს ის გამოწვევები, რომლებიც უდგას საზოგადოებას ლოკალურსა და გლობალურ დონეებზე და მათში განმანათლებლებისა და მოსწავლის როლი. კომპეტენციების ეს ნაწილი იწყება სიტყვებით „განმანათლებელი აცნობიერებს“;

ბ.სწავლობს, რომ აკეთოს - მეორე კატეგორიაა, რომელიც პრაქტიკულ  უნარებსა  და მოქმედების     53

კომპეტენციებს     აერთიანებს.     ასეთი     კომპეტენციები     იწყება   სიტყვებით „განმანათლებელს შეუძლია“;

გ. სწავლობენ თანაცხოვრებისთვის - წარმოაჩენს თანამშრომლობის, ურთიერთდამოკიდებულების, ერთობლივი გაგების, პლურალიზმის უნარებს. ასეთი კომპეტენციები იწყება სიტყვებით „განმანათლებელი თანამშრომლობს ისე, რომ...“;

დ. სწავლობს, რომ იყოს - მოიცავს კომპეტენციებს, რომლებიც პიროვნულ თვისებებზე, ფასეულობებსა და ღირებულებებზე გადის, ანიჭებს მას მეტ პერსონალურ პასუხისმგებლობას და, იმავდროულად, ავტონომიასად. იგი თვითშეფასების ელემენტებსაც შეიცავს და იწყება სიტყვებით „განმანათლებელი არის ის, ვინც...“
54




ჰოლისტური მიდგომა ინტეგრალურ ი აზროვნება

   
ცვლილებების ხედვა წარსული , აწმყო და მომავალი

ტრანსფორმაციის მიღწევა ადამიანები , პედაგოგიკა, განათლების სისტემა

განმანათლებე ლი აცნობიერებს... .
• სისტემური აზროვნების საფუძვლებს • გზებს, რომლითაც ბუნებრივი, სოციალური და ეკონომიკური სისტემები ფუნქციონირებს და როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს • თანამედროვე და მომავალი თაობების, მდიდრებისა და ღარიბების, ისევე როგორც ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებას • პირად მსოფლმხედველობასა და კულტურულ წარმოდგენებს, ცდილობს რა გაიგოს სხვების შეხედულებები • კავშირს მდგრად მომავალსა და იმ გზებზე როგორც 

     


• არამდგრადი განვითარების ძირითად მიზეზებს • რომ მდგრადი განვითარება არის თანამონაწილეობითი კონცეფცია • სასწრაფო აუცილებელობას შეიცვალოს არახელსაყრელი პრაქტიკა უკეთესობისკენ, რათა გახდეს ცხოვრება და გარემო ხარისხიანი, თანასწორი, სოლიდარული და მდგრადი • პრობლემის დასახვის, კრიტიკული უკუკავშირის, ხედვის და შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობას   

   

       
• რატომ არის აუცილებელი შეიცვალოს განათლების სისტემა სწავლების ხელშესაწყობად • რატომაა საჭირო მოამზადო მსწავლელები ახალი გამოწვევების შესახვედრად • თუ როგორი მნიშვნელოვანია მსწავლელთა გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება, როგორც ცვლილების/ ტრანსფორმაციის საფუძველი               

განმანათლებე ლს შეუძლია...

• შექმნას სტერეოტიპებისგან თავისუფალი გარემო იდეების და გამოცდილების გაზიარებისათვის სხვადასხვა თაობებში, კულტურებში, ადგილებსა და დისციპლინებში მათთვის ზიანის მიუყენებლად • იმუშავოს სხვადასხვა პერსპექტივით საკითხებზე, დილემებზე და კონფლიქტებზე       

• კრიტიკულად შეაფასოს ცვლილებების პროცესი საზოგადოებაში მდგრადი განვითარების მისაღწევად. • გაუჩინოს სასწრაფო ცვლილების მოთხოვნა და მომავლის იმედი ცვლილებების დროს • ხელი შეუწყოს სხვადასხვა გადაწყვეტილებების               

• ხელი შეუწყოს მონაწილეობით და მსწავლელზე ორიენტირებულ განათლებას, რაც ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და აქტიურ მოქალაქეობას • შეაფასოს სწავლის შედეგები ცვლილებების და მიღწევების თვალსაზრისით მდგრად





სწავლის წყარო • ხელი შეუწყოს მონაწილეობით და მსწავლელზე ორიენტირებულ განათლებას, რაც ავითარებს კრიტიკულ 


განმანათლებე ლი თამანშრომლო ბს...

• რათა აქტიურად ჩართოს სხვადასხვა ჯგუფები თაობებიდან, კულტურებიდან, ადგილებიდან და დისციპლინებიდან

• ისე, რომ წარმართოს მსჯელობები ახალ შეხედულებებზე, რაც მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობია • ისე, რომ წაახალისოს ალტერნატიული გზების წარმოჩენა

• ისე,  რომ უპირისპირდება არამდგრად გამოწვევებს განათლების სისტემაში, მ.შ. საკუთარი ინსტიტუციის ფარგლებში • ისე, რომ ეხმარება მსმენელებს, მოსწავლეებს გაარკვიონ ახალი იდეები და       

განმანათლებე ლი არის ის ვინც...

• ჩართულია სხვადასხვა დისციპლინებში, ემპატიურია განსხვავებული კულტურის, პერსპექტივების, ადგილობრივი გამოცდილებისა და შეხედულებებისადმი

• არის მოტივირებული დადებითი წვლილი შეიტანოს სხვათათვის სოციალურ და ბუნებრივ გარემოში, როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად

• ცდილობს წინდახედული ქმედებების განხორციელებას გაურკვეველ სიტუაციებშიც • ვისაც სწადია უპასუხოს არამდგრად გამოწვევებს • არის მონაწილეობითი სწავლების წარმართველი • არის კრიტიკული უკუგებისას • შთააგონებს შემოქმედებითობასა და განახლებას • ჩართავს მსწავლელებს პოზიტიური თანამშრომლობითი გარემოს

           





პროფესიული განვითარებისთვის მასწავლებლები და სხვა განმანათლებლები უნდა იცნობდნენ კომპეტენციებს, შეაფასონ საკუთარი პრაქტიკა მათთან მიმართებით და ამოიცნონ, ნაწილი, რომელსაც: ა. აქტიურად იყენებენ; ბ. იყენებენ არცთუ ხშირად და გ. არ იყენებენ. ეცადონ, ცვლილებები სწორედ მათი საკუთარ პრაქტიკაში ჩართვით დაგეგმონ, ხოლო ადმინისტრაციამ ასეთ მასწავლებლებს ხელი უნდა შეუწყოს და წაახალისოს. ასევე აქტუალურია მასწავლებლების ხელშეწყობა იმ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაში, რომლებიც მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას ემსახურება. მნიშვნელოვანია, სკოლამ დაამყაროს კავშირი უფლებათა დამცველ და გარემოსდამცველ არასამთავრობოებთან, რათა სახელმძღვანელოში შეტანილი თეორიული ცოდნა პრაქტიკულით გაჯერდეს და წარმოჩნდეს მჭიდრო კავშირი სკოლასა და ცხოვრებას შორის. ასევე საჭიროა, ადგილებში, სადაც უმაღლესი განათლების კერებია, დამყარდეს მათთან მჭირდო კავშირი, ინახოს, რა მიმართულებით შეიძლება თანამშრომლობა. თემის ჩართულობა და მათი საჭიროებების გამოვლენა ეხმარება მოსწავლეებს, იფიქრონ საკუთარ დასახლებაზე, მოახდინონ პოზიტიური გავლენა და მიიღონ წარსულიდან თაობების გამოცდილება, რომელთა გათვალისწინება ხელს უწყობს მდგრად განვითარებას.






























57

 თემა: საქართველო და ევროპა

https://www.kvirispalitra.ge/history/7488-saqarthvelo-da-evropa-didi-imperiebis-samizne.html

საქართველო და ევროპა - დიდი იმპერიების სამიზნე 2011, 20 აპრილი, 10:37 

კავკასია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლია. თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით ეს რეგიონი ოდითგანვე იზიდავდა დიდ იმპერიებს, რომლებიც ძალუმად ცდილობდნენ ამ ტერიტორიაზე თავისი კონტროლის დამყარებას.

კავკასია გზაჯვარედინია, სადაც იკვეთება ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთდასავლეთის პოლიტიკური თუ კულტურული არეალები. ეს კიდევ უფრო ზრდის ამ ერთი შეხედვით მცირე რეგიონის მნიშვნელობას მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ ამგვარმა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ განსაზღვრა საუკუნეების განმავლობაში აქ მცხოვრები ერების ბედი.


დიდი იმპერიების სამიზნე

კავკასიის ხელში ჩასაგდებად ყოველთვის უპირისპირდებოდა ერთმანეთს ორი ან მეტი დიდი ძალა. ამავდროულად, აქ გადიოდა ორი დიდი ცივილიზაციის საზღვარი. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხება ყველაზე თვალნათლივ კავკასიის რეგიონში ვლინდება. ამ ორი ცივილიზაციის შეჯერების შედეგად რეგიონში ერთგვარი ინტერკულტურული გარემო ჩამოყალიბდა, სადაც დასავლურ ფასეულობებს ეფინება აღმოსავლური კულტურის ნიშნები. ეს რეალობა პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ გათვითცნობიერებული და ამიტომაც არავის უკვირდა დავით IV აღმაშენებლის მეჩეთში სიარული, დემეტრე I-ისა და თამარის კარზე მუსლიმ სწავლულთა ყოფნა, ქართულ ფულზე არაბული ზედწერილი და სხვ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა დასავლური ცივილიზაციის ნაწილს.

ქრისტიანულმა რელიგიამ კი საქართველოსა და აღმოსავლეთს შორის დიდი ნაპრალი გააჩინა. ცივილიზაციის თანამედროვე მკვლევარები (მაგ., სემუელ ჰანთინგტონი) ცალსახად აღნიშნავენ, რომ რელიგია იმაზე ბევრად მკვეთრად მიჯნავს ადამიანებს, ვიდრე ეთნიკური კუთვნილება და რომ, რელიგიური ერთობა გაცილებით ადვილად აყალიბებს საერთო ცივილიზაციურ ნიშნებს, ვიდრე  სხვა რომელიმე ფაქტორი. ამდენად, გაქრისტიანების შემდეგ საქართველო საბოლოოდ გაემიჯნა ჯერ ცეცხლთაყვანისმცემლურ, ხოლო შემდეგ მუსლიმანურ აღმოსავლეთს.

ისე არ უნდა გავიგოთ, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია ქრისტიანობის შემოსვლამ განაპირობა. ამ ტენდენციას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. ძვ. წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობის შემდეგ, საქართველო ელინისტური სამყაროს 58
ნაწილი გახდა, ძვ. წ. I საუკუნიდან კი რომმა კავკასია მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ და ამ გზით ქართლი და ეგრისი აქტიურად ჩაერთო საერთო რომაულ ცივილიზაციაში.

საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანული აღმსარებლობის  დამკვიდრებამ უფრო ინტენსიური გახადა ევროპის ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირი.

ქრისტიანობა მარტოოდენ აღმსარებლობა როდი იყო, იგი გახლდათ მთელი სისტემა კულტურული ფასეულობებისა. IV საუკუნეში ქართლის მეფის მირიანის გადაწყვეტილება, თანამედროვე პოლიტიკური ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, ნიშნავდა საქართველოს ევროპულ კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას.

ქართველობამ გამოკვეთილად პროდასავლური ორიენტაცია აირჩია და დაშორდა აღმოსავლურ ზოროასტრულ სამყაროს.

მთელი ათას ხუთასი წელი ქრისტიანობა იმ პატრუქს წარმოადგენდა, რომელსაც ჩვენში დასავლური კულტურის სხივებით ანათებდა. და თუ ჩვენ საუკუნეთა განმავლობაში ევროპულ ცივილიზაციას ვიყავით ნაზიარები და პოლიტიკურად ევროპისკენ ვიცქირებოდით, ესეც დიდწილად ქრისტიანობის დამსახურება იყო.


მარადიული არჩევანის წინაშე

ეს არჩევანი ამის შემდეგ არაერთხელ დადგა საქართველოს წინაშე. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი თუ როგორ წყვეტდნენ ქართველი პოლიტიკოსები ამ დილემას, არის ეგრისის მეფის გუბაზის მოკვლის შემდეგ, 554 წელს წარჩინებულთა კრებაზე გამართული დისპუტი. ეგრისელი დიდებულები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რომელი ორიენტაცია აერჩიათ- პროირანული თუ პრობიზანტიური. ადვილი მისახვედრია, რომ აქ არ იგულისხმებოდა კონკრეტულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა.

პრობლემა უფრო გლობალური იყო- აღმოსავლეთი თუ დასავლეთი. ამ დისპუტიდან შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც მარტოოდენ VI საუკუნეს არ ეხება, არამედ ის შეიძლება გავრცელდეს მთლიანად შუა საუკუნეებზე. ქართველი ერი თავისი თვითშეგნებით ყოველთვის დასავლური ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენდა და მყუდროდ გრძნობდა თავს ამ კულტურულ სფეროში. სწრაფვა დასავლეთისკენ გამოწვეული არ ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური მიზნით.

59
ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ქართულ სახელმწიფოს ანტიკურ და შუა საუკუნეებშიც გააჩნდა. რა თქმა უნდა, ის არ იყო ისე მწყობრ სისტემად ჩამოყალიბებული როგორც დღესაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მოიცავდა მთელ კომპლექსს პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური, ეკონომიკური, კულტურული პრობლემებისას. საკითხთა ამ ერთობამ ჩამოაყალიბა ქართველთა ეროვნული ფასეულობანი და პოლიტიკური ინტერესები.


არაბთა სახალიფო თუ ბიზანტია?

არაბთა შემოსევებმა და ახალი რელიგიის – ისლამის გავრცელებამ მახლობელი აღმოსავლეთი კიდევ ერთხელ ორ ნაწილად გაყო. საქართველო არაბთა სახალიფოსა და ბიზანტიას შორის გადანაწილდა. ამჯერადაც, ქართველი საზოგადოება არჩევანის წინაშე დადგა- მუსლიმანური აღმოსავლეთი თუ ქრისტიანული ბიზანტია.

ბიზანტია კლასიკური ევროპული სახელმწიფო არასდროს ყოფილა, თუმცაღა ის ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენდა. ამიტომაც სავსებით გასაგებია რა ამოძრავებდა აშოტ კურაპალატსა და ქართველი საზოგადოების ნაწილს, როდესაც არაბთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ბიზანტიის გავლენის ქვეშ მოქცეულ ტაო-კლარჯეთში გადავიდნენ. ამით ეროვნული სახელმწიფოებისა თუ კულტურის აყვავების პერსპექტივა ჩნდებოდა.

XI საუკუნეში ქართველები თითქმის ნახევარი საუკუნე ბიზანტიის იმპერიას ებრძოდნენ ამიერკავკასიაში პირველობისათვის. ნიშანდობლივია, რომ ამ პერიოდში, იმავე ბიზანტიის იმპერიაში მოქმედებდა ქართული მონასტრები, რომლებიც დასავლური კულტურის ექსპორტს ახორციელებდნენ საქართველოში.


საქართველო და ჯვაროსნები

XI-XIII საუკუნეები საქართველოს პოლიტიკური სიძლიერის ხანაა. ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო ინტერესები მკვეთრად იზრდება. სწორედ ამან განაპირობა ევროპულ სახელმწიფოებთან მჭიდრო კავშირ-ურთიერთობების დამყარება. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა აჩვენა, რომ მახლობელი აღმოსავლეთი მათ ინტერესებშიც შედიოდა. საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ევროპელ რაინდებთან განპირობებული იყო იმით, რომ მახლობელ 60
აღმოსავლეთში, საიდანაც მოდიოდა საქართველოსთვის სამხედრო საფრთხე, ძალთა ბალანსი დაცული იქნებოდა.

საქართველოსა და ჯვაროსნების ურთიერთობას, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ოდნავ ვრცლად შევეხებით.

1095 წელს საფრანგეთის პატარა ქალაქ კლერმონში რომის პაპმა ურბან II-მ მორწმუნეებს ქრისტეს საფლავის გასათავისუფლებლად მოუწოდა. ამ მოვლენამ სათავე დაუდო დასავლეთისა და აღმოსავლეთის ყველაზე ხანგრძლივ დაპირისპირებას, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობების სახელითაა ცნობილი.  თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ევროპამ რვა ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო აღმოსავლეთის მუსლიმთა წინააღმდეგ. ევროპის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შეიქმნა ფართომასშტაბიანი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელშიც დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა, დიდი თუ პატარა სახელმწიფო ჩაერთო.

ჯვაროსნების აღმოსავლეთში მოსვლის შემდეგ, რეგიონში ძალთა თანაფარდობა რადიკალურად შეიცვალა. ბიზანტია და საქართველო მარტო აღარ იყვნენ მუსლიმური სახელმწიფოების წინაშე. ის ფაქტი, რომ ჯვაროსნების გამოჩენამ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზეც იქონია გავლენა, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსსაც აქვს აღნიშნული.
მემატიანე შემთხვევით არ უკავშირებს ერთმანეთს ევროპელ რაინდთა მიერ იერუსალიმის აღებასა და დავით აღმაშენებლის მიერ თურქებისადმი ხარკის შეწყვეტის ფაქტს. ისტორიკოსი დასძენს:"ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია... განძლიერდა დავით და განიმრავლნა სპანი და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯაი".

XII საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთში ორი ფრონტი ჩამოყალიბდა- ჯვაროსნებსა და ქართველებს საერთო სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები ჰქონიათ. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად დააჩქარა კავკასიიდან თურქების განდევნა.

ორ ათეულ წელზე მეტხანს ვერ მოხერხდა მუსლიმური სამყაროს გაერთიანება, ეს კი ხელსაყრელი იყო როგორც საქართველოს, ასევე ჯვაროსნებისთვის. 1121 წელს ნეჯმ ად-დინ ილღაზის მიერ მოწყობილი კოალიციური ლაშქრობის დიდგორთან დამარცხებამ მხოლოდ საქართველოს არ მოუტანა შვება, ამან მნიშვნელოვანწილად შეამსუბუქა ჯვაროსანთა მდგომარეობა აღმოსავლეთში. ილღაზმა სახელი"ნეჯმ ად-დინ" ("სარწმუნოების ვარსკვლავი") დაიმსახურა 1019 წელს მდ. ორონტის ნაპირას ე.წ."სისხლიან ველზე" ჯვაროსანი რაინდების დამარცხების შემდეგ.  61

 ასეთი მოწინააღმდეგის მოშორება, ბუნებრივია, ჯვაროსანთა უპირველეს საზრუნავს წარმოადგენდა. ამდენად, საქართველოსა და ჯვაროსანთა სამხედრო ბლოკს შორის ურთიერთობის პოლიტიკური მიზანი აბსოლუტურად გასაგებია. მათ საერთო მტერი და გეგმები აქვთ აღმოსავლეთში. ამ კონტექსტში სავსებით ლოგიკურად ჯდება იერუსალიმის მეფის ბოლდუინ II-ის საქართველოში ვიზიტი (ბოლდუინ II-ის დავით აღმაშენებელთან ჩამოსვლა გვიანდელ ავტორს აქვს მოთხრობილი და ამიტომ მას ზოგიერთი ისტორიკოსი სარწმუნოდ არ მიიჩნევს).
აშკარა იყო, რომ ევროპელ რაინდებს აღმოსავლეთში საქართველოს სახით სერიოზული მოკავშირე ჰყავდა. უკვე მოგვიანებით, XII-XIII საუკუნეებისთვის, როდესაც ჯვაროსნების მდგომარეობა აღმოსავლეთში მკვეთრად გაუარესდა, ევროპაში შეიქმნა ქრისტიანთა მხსნელის იოანე პრესვიტერის ლეგენდარული სახე, რომლის პროტოტიპი, ზოგიერი მკვლევარის აზრით, დავით აღმაშენებელი უნდა ყოფილიყო.

ჯვაროსნებთან დაწყებული ინტენსიური ურთიერთობა ნაწილობრივ შეიცვალა XII საუკუნის 80-იან წლებში.  1184 წელს გიორგი III-ს გარდაცვალების შემდეგ ტახტი ახალგაზრდა თამარმა დაიკავა. რეალურად სამეფოს თამარის მამიდა რუსუდანი მართავდა. ეს უკანასკნელი დასავლეთ ირანის სულთნის ყიას ად-დინ მასუდის მეუღლე იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და აქ განაგრძო მოღვაწეობა.

როგორც ჩანს, რუსუდანი კარგად იცნობდა აღმოსავლურ პოლიტიკას და სიმპათიითაც იყო განწყობილი მუსლიმანი მმართველებისადმი. ყოველი შემთხვევისთვის მისი რეგენტობის პერიოდში ქართველებმა ჯვაროსნებსა და მუსლიმანთა შორის დაპირისპირებაში ნეიტრალური მდგომარეობა აირჩიეს.
1185 წელს საქართველოს სამეფო კარმა თავდაუსხმელობის ხელშეკრულება დადო ეგვიპტის სულთან სალაჰ ად-დინთან. ორი წლის შემდეგ სალაჰ ად-დინმა იერუსალიმი წაართვა ჯვაროსნებს. არასწორი საგარეო პოლიტიკის წყალობით, ქართველებმა ფაქტობრივად, ხელი შეუწყვეს აიუბიანელთა სახელმწიფოს არნახულ გაძლიერებას.

მცირე ხანში, მახლობელ აღმოსავლეთში საქართველოსა და აიუბიანელთა ინტერესებიც დაუპირისპირდა ერთმანეთს. სამწუხაროდ, ამ დროს უკვე აღმოსავლეთში ჯვაროსნები ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენდნენ.
62
ეს დანაკლისი საკმაოდ მალე იგრძნეს ქართველმა პოლიტიკოსებმა და უკვე ლაშა-გიორგიმ მჭიდრო კავშირი დაამყარა ჯვაროსნებთან. რომის პაპის ჰონორიუს III-ს თხოვნით საქართველოს მეფეს V ჯვაროსნულ ლაშქრობაში (1219-1221) მონაწილეობა ჰქონდა გადაწყვეტილი.  ძირითადი მიზანი ამ ლაშქრობისა იერუსალიმის დაბრუნება და მახლობელ აღმოსავლეთში ეგვიპტის სასულთნოს პოზიციების შესუსტება იყო. ამჯერადაც, საქართველოსა და ევროპული კოალიციის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ 1220 წელს საქართველოში მონღოლთა შემოსევამ ეს განზრახვა მხოლოდ შეთანხმების დონეზე დატოვა.

რუსუდან დედოფალი რომის პაპს ჰონორიუს III-ს წერდა:"დამიეტში მყოფი შენი ლეგატისაგან მივიღეთ შენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რათა ძმა ჩემი ქრისტიანების დასახმარებლად წასულიყო. ეს თავად მისი სურვილიც იყო და წასასვლელადაც ემზადებოდა, მაგრამ, თუ თქვენც გაიგეთ, ჩვენს ქვეყანას ბიწიერ თათართა ტომი შემოესია და მან დიდი ზარალი მიაყენა ჩვენს ხალხს". ქართველები ასევე აქტიურად ემზადებოდნენ VI ჯვაროსნული ლაშქრობისთვისაც. მაგრამ ამ ლაშქრობის სამზადისი დიდხანს გაჭიანურდა, ამასობაში, საქართველო ჯალალ ედ-დინმა დაიპყრო და ქართველთა საერთო ევროპულ კოალიციაში მონაწილეობა ვერ მოხერხდა.

გიორგი V და ფილიპე VI- თანასწორი პარტნიორები

XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევებმა საქართველოს აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება შეაფერხა,- მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობები. ქვეყანა საშინაო პრობლემებში ჩაიძირა.

XIV საუკუნეში გიორგი V ბრწყინვალის დროს ვითარება კარდინალურად შეიცვალა და ქართულ-ევროპული ურთიერთობები კვლავ ძველი ტემპით აღდგა. დასავლეთ ევროპის კათოლიკური სამყარო დაინტერესებული იყო აღმოსავლეთში ძლიერი მოკავშირის ყოლით. თავის მხრივ, საქართველოც ცდილობდა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნას ევროპულ მონარქიებთან.

რომის პაპმა საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად სმირნადან საეპისკოპოსო კათედრა თბილისში გადმოიტანა.  ამავე პერიოდში საქართველოს მეფე გიორგი V ქრისტიანობის დაცვის მიზნით ევროპის მონარქებს სთავაზობს რეალური კოალიციის შექმნას. ჩვენამდე შემონახულია გიორგი ბრწყინვალის წერილი საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასადმი, რომელშიც
63
ვკითხულობთ:"საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღძრავენ აღმოსავლეთის მეფეებს სარკინოზთა წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ საქმე ის არის, რომ შემდეგ ისინი აღარ მოდიან, სტოვებენ რა მათ ამ მტანჯველ ომში მარტოდ.

ამგვარად, გთხოვთ თქვენ დაადგინოთ, როგორ და როდის გადმოლახავთ ზღვას და მყისვე მეც იქ მიხილავთ, თქვენი კეთილი ნების შესაბამისად, 30 ათასი ჯარისკაცით".

ეს წერილი, მასში გადმოცემული ამბის გარდა, საინტერესოა სტილის თვალსაზრისითაც. აქ არ არის მუდარა, თხოვნა დახმარებისა. მოლაპარაკება თანასწორ პარტნიორებს შორის წარმოებს და გიორგი V-ს საყვედურის ტონიც (`საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღძრავენ აღმოსავლეთის მეფეებს... და სტოვებენ მათ ამ მტანჯველ ომში მარტოდ") ფილიპე VI-სადმი ამითაა ასახსნელი.

როგორც ვხედავთ, საქართველოს მეფე რეალურ მოკავშირეობას ითხოვს ევროპული სახელმწიფოებისგან, მაგრამ მალე თვით საფრანგეთი და ინგლისი დაუპირისპირდა ერთმანეთს (ე.წ. ასწლიანი ომი) და დასავლეთ ევროპისათვის აღმოსავლეთის პოლიტიკამ მეორე პლანზე გადაინაცვლა.

ანტიოსმალურ კოალიციაში

ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დადგა 1453 წელს თურქ-ოსმალთაგან კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ. ევროპამ რეალურად იგრძნო ოსმალთა საფრთხის მოახლოება და ამიტომაც, რომის პაპის ინიციატივით დაიწყო მძლავრი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა. თავის მხრივ, ქართველებსაც კონკრეტული მიზნები ამოძრავებდათ. კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ჩაიკეტა ის უმთავრესი გზა, რომლითაც საქართველო ევროპულ ცივილიზაციას უკავშირდებოდა.

1456 წელს საქართველოში ჩამოდის ცნობილი დიპლომატი ლუდოვიკო ბოლონიელი, რომლის მიზანი იყო დაერწმუნებინა აღმოსავლეთის მონარქები ჩაბმულიყვნენ ანტიოსმალურ კოალიციაში. პარალელურად რომის პაპი პიუს II ცდილობდა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა საერთო ევროპულ პრობლემად ექცია. მან 1459 წელს მანტუას კონგრესიც მოიწვია, რომელზეც ყველა დიდი სახელმწიფოს ხელისუფალთ მოუწოდა დასწრება. საფრანგეთის მეფეს საგანგებოდ ოქროს ვარდიც კი გაუგზავნა და"უქრისტიანესის" ტიტულით დააჯილდოვა.

64
ამავე პერიოდში საქართველოში ხელახლა ჩამოდის ლუდოვიკო ბოლონიელი, რომელსაც საქართველოს მეფე გიორგი VIII-მ თავისი ელჩი ნიკოლოზ თბილელი გააყოლა ევროპაში. ანტიოსმალურ კოალიციაში აქტიურად მონაწილეობს სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II-ც. ქართველი ელჩები არა მარტო რომის პაპის, არამედ სხვა ევროპელი მონარქების წინაშეც წარდგნენ, მაგრამ საერთო ევროპული კოალიციის შექმნა ამ ეტაპზე მაინც ვერ მოხერხდა. საქართველო მარტო აღმოჩნდა ოსმალთა და სეფიანთა ირანის წინაშე.

შუა საუკუნეებში დასავლური ცივილიზაცია ზოგადად წარმოდგენილი იყო ქრისტიანულ სამყაროდ. რელიგიურმა ფაქტორმა მართლაც დიდი როლი ითმაშა ევროპის, როგორც ერთიანი გეოკულტურული სივრცის ფორმირებაში. ქართველთა სწრაფვა ევროპისაკენ განპირობებული იყო სულიერი სიახლოვით. გვიან შუა საუკუნეებში, მუსლიმანური სახელმწიფოების გარემოცვაში მოქცეული ქართველები ამ სივრცეში ეძებდნენ თავისი ეროვნული უსაფრთხოების გარანტს.

XV საუკუნიდან საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ კავშირები ევროპასთან არ შეწყვეტილა, მაგრამ უკვე ამიერიდან მოლაპარაკებები არათანასწორ პარტნიორებს შორის წარმოებდა. ქართველები ძირითადად დახმარებას ითხოვდნენ. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც შორეული აღმოსავლეთიდან – საქართველოდან ევროპას სწვდებოდა საერთო სამხედრო პოლიტიკური კოალიციის შექმნის მოწოდების ხმა. ქართლის მეფე სიმონ I ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს სწერდა:"გევედრები და გემუდარები, მიშუამდგომლე მისი უდიდებულესობის, კეისარ იმპერატორის წინაშე, რათა მან მშვიდობა არ დაამყაროს თურქებთან, რომ ამან არ შეძლოს შეავიწროვოს ჩვენი ერი და ყველა ქრისტიანი".

იგივე სიმონ I რომის პაპს სთხოვდა:"შევაგულიანოთ ქრისტიანი მეფეები და ხელმწიფეები, ჩვენი ქრისტესმიერი შვილები, გამოვიდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ". თუ გავითვალიოსწინებთ XVI საუკუნეში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, ადვილი მისახვედრია, თუ რა განწირულად ევედრებიდა სიმონ I ევროპას დახმარებას. საქართველო ორი უდიდესი იმპერიის წინაშე მარტო დარჩენილიყო. 1578 წელს ოსმალთა დიდვეზირის ლალ მუსტაფა ფაშას დაპყრობითი ლაშქრობის შემდეგ კავკასიის დიდი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა.

სიმონ I ზუსტად ხვდებოდა სად იყო გამოსავალი ამ სიტუაციიდან. იმ შემთხვევაში თუ ევროპის სახელმწიფოები ოსმალეთთან დაპირისპირებას დაიწყებდნენ, საქართველოს განთავისუფლების იმედი შეიძლება გასჩენოდა, მაგრამ თუ რეალურად შევაფასებთ იმდროიდელ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებას, სიმონ I-ის ეს წინადადება უფრო რომანტიკულ ელფერს ტოვებს. ასევე უშედეგოდ დასრულდა ევროპისაგან დახმარების იმედად 65
ჩასული სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა.

საფრანგეთის მეფის კარზე ერთადერთი, რაც დიდხანს ახსოვდათ ქართველი დიპლომატის ვიზიტიდან, იყო მოსწრებული ნათქვამი ლუი XIV-სადმი. აუდიენციისას, როდესაც სულხანსაბამ მიულოცა საფრანგეთის მეფეს გამოჯანმრთელება,"მეფე მზემ" უპასუხა,- ადვილი საქმე არ არის სამოც წელს გადასცილდეო.- ხელმწიფევ, თქვენი უდიდებულესობა ისე მოხდენილად ატარებს ამ ასაკს, რომ ყველა ისურვებდა ამ თქვენ ასაკში ყოფნასო,- უპასუხა სულხან-საბა ორბელიანმა. მხოლოდ ამ ერთი მოსწრებული პასუხის გამო კარგა ხანს ახსოვდათ ლუვრში ქართველი ელჩი. ხოლო ის, რის სათხოვნელადაც ჩავიდა ქართველი ელჩი, ადვილად დაივიწყეს საფრანგეთის მეფის კარზე.

როგორ დაუდგა რუსეთი საქართველოს ფარად(?!)

XVIII საუკუნეში კავკასიის პოლიტიკაში თანდათან აქტიურად ერევა მესამე სახელმწიფო რუსეთის სახით. ქართველთა დაახლოება რუსეთთან სწორედ იმ სურვილმა განაპირობა, რომ ამ გზით ჩვენ საერთო ევროპულ სივრცეში დავბრუნდებოდით. ამასთანავე ქართული პოლიტიკური ერთეულები ეროვნული უსაფრთხოების მყარ გარანტს ეძებდნენ. თითქოს პირველ ეტაპზე ისეთი პირი უჩანდა, რომ რუსეთი საქართველოს ფარად დაუდგებოდა და ჩვენი ეროვნული ინტერესების დამცველად იქცეოდა, თავის მხრივ, საქართველოც სთავაზობდა რუსეთს მოკავშირეობას და საერთო მტრის, ირანისა თუ ოსმალეთის წინააღმდეგ სამხედრო დახმარებას აღუთქვამდა.

1783 წელს ერეკლე II-ის მიერ რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება იყო გარეშე ძალის დახმარებით ირან-ოსმალეთის აგრესიის შეჩერების მცდელობა. ტრაქტატში ცალსახად გამოიკვეთა მხარეთა ვალდებულებები- ქართლ-კახეთში უნდა მდგარიყო ორი სრული ბატალიონი, ოთხი ზარბაზნით. მათი შენახვის ხარჯებს ერეკლე II კისრულობდა. მაგრამ მალე პროცესები სხვაგვარად განვითარდა- რუსეთმა XVIII საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს უკვე ფაქტობრივად უარი თქვა ტრაქტატის შესრულებაზე. პეტერბურგში ქართლ-კახეთის დაპყრობის გეგმა შეიმუშავეს და 1800 წელს გარდაცვლილი გიორგი XII-ს შემდეგ ახალი მეფე კი არ დაამტკიცეს, როგორც ეს ტრაქტატით იყო განსაზღვრული, არამედ საერთოდ გააუქმეს მეფობა ქართლ-კახეთში. მცირე ხნის შემდეგ იგივე ბედი გაიზიარა იმერეთმა და სხვა ქართულმა სამეფო-სამთავროებმაც.


ეპილოგის მაგიერ... 66

 ზემოთ თქმული მოკლედ რომ შევაჯამოთ, ასეთ სურათს მივიღებთ: საქართველო-ევროპის ურთიერთობაში რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა: პირველი, როდესაც საქართველოს სამეფო კარი უშუალოდ თანასწორ კავშირ-ურთიერთობაში იყო ევროპულ მონარქიებთან და საერთო ევროპულ სამხედრო ბლოკებში მონაწილეობდა. ძირითადად ეს ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობის პერიოდია, როდესაც მსოფლიოში საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი მაღალია. მეორე ფორმა ასე გამოიყურებოდა – ქართველები ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობას ახორციელებდნენ მესამე სახელმწიფოს მეშვეობით – რომის, ბიზანტიის, რუსეთის...  შუამავლობით.

მესამე ვარიანტი კი ქართული სახელმწიფოსთვის ყველაზე დამამცირებელი და ჩიხში მომქცევი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი პოლიტიკოსები ცდილობდნენ ევროპულ სახელმწიფოებთან დაკავშირებას, ეს უკანასკნელნი არავითარ ქმედით ნაბიჯს არ დგამდნენ. ამ ვითარებაში, ოსმალეთსა და ირანს შორის განაწილებულ საქართველოს, მესამე სახელმწიფოც არ ეგულებოდა, რომელიც ევროპასთან დაახლოებაში დაეხმარებოდა. საერთო ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივა 1918-1921 წლებშიც არსებობდა. თუმცაღა, ბოლშევიკურმა რუსეთმა ჩაშალა ეს სწრაფვა.

ყოველივე ამას თუ გავითვალისწინებთ, ნათელია, რომ თანამედროვე სწრაფვა ევროსტრუქტურებისაკენ, ეს არის მცდელობა- საქართველო დაბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოში.

http://forbes.ge/news/208/evropa-da-saqarTvelo ევროპა და საქართველო ღირებულებების გეოპოლიტიკაში • გია ნოდია • 09 იანვარი , 2014
ევროკავშირის ვილნიუსის სამიტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა გამოდგა, ვიდრე თუნდაც ორი თვის წინ გვეგონა. ჯერ სომხეთის, განსაკუთრებით კი უკრაინის გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვათ ევროპასთან ასოცირების კურსზე და უპირატესობა რუსეთის ვექტორისთვის მიენიჭებინათ, ვითარებას სულ სხვა დრამატიზმი შესძინა. სამიტი იქცა კრიტიკულ გზაჯვარედინად, სადაც ქვეყნები ისტორიული მნიშვნელობის მქონე არჩევანის წინაშე დადგნენ.
67
ეს ერთგვარი შოკი აღმოჩნდა ევროპელებისთვის. პირველ რიგში, მათი თავმოყვარეობა შეილახა. სომხეთმა და უკრაინამ საკმაოდ დიდი დრო, ჯაფა და ფული დაახარჯვინეს ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს გარკვეულ კონდიციამდე მისასვლელად, ბოლო წუთს კი უთხრეს: ბოდიში, არ გვდომებია.
დიდი და მცირე რეგატა აქამდე ევროკავშირი თამაშის სულ სხვა წესებს იყო შეჩვეული. თავისთავად ცხადი ჩანდა, რომ კომუნისტური რეჟიმებისგან განთავისუფლებულ ქვეყნებს ამ პრესტიჟულ კლუბში მოხვედრა ენდომებოდათ. ეს კლუბის წევრებს უაღრესად კომფორტულ ვითარებაში ამყოფებდა: შეეძლოთ, ჟიურის წევრების სავარძლებში მოკალათებულებს, მშვიდად გადაეწყვიტათ, მაძიებლებიდან რომელი დაეჯილდოებინათ წევრობის პრიზით. პარალელურად, ჟიურის თითქმის იგივე შემადგენლობა იმავე ქვეყნებს ნატოს წევრობისთვის მზაობაში აფასებდა. ზოგი კომენტატორი ამ პროცესს „რეგატას" ადარებდა: აბა, ვინ მიასწრებს ფინიშის სწორთან, რომელსაც ამ ორი ორგანიზაციის წევრობა ჰქვია. ამასთან, მხოლოდ და მხოლოდ ევროპის (დასავლეთის) გადასაწყვეტი იყო, სადამდე გაგრძელდებოდა რეგატა და ვის დაუშვებდნენ მასში მონაწილეობის მისაღებად.
ჯერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (2003 წლიდან), შემდგომ კი ევროპის პარტნიორობის პროგრამა (2009 წ.) არსებითად იმავე პრინციპს ეფუძნებოდა, რასაც ევროპის დიდი გაფართოება, ოღონდ პრიზი არსებითად შემცირდა: ჯერჯერობით მაინც, „მცირე რეგატის" მონაწილეებს წევრობაზე ლაპარაკიც კი აუკრძალეს, ისინი მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებას უნდა დასჯერებოდნენ. მაგრამ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ესეც პრიზია და, შეთავაზების შემთხვევაში, მასზე უარს არავინ იტყოდა.
ღირებულებების გეოპოლიტიკა სომხეთისა და უკრაინის უეცარმა „შემოტრიალებამ" ცხადი გახადა ის, რისი აღიარებაც ევროპელებს ძალიან არ სიამოვნებთ: „აღმოსავლეთ პარტნიორობა" გეოპოლიტიკური პროექტია. ობიექტურად, ევროკავშირის (ისევე როგორც ნატოს) დიდი გაფართოებაც უდიდესი მნიშვნელობის გეოპოლიტიკური მოვლენა იყო: შედეგად, ევროპის სრულიად ახალი პოლიტიკური რუკა მივიღეთ. მაგრამ მას ნაკლებად ახლდა ის, რაც ჩვეულებრივ ასოცირდება
68
სიტყვასთან „გეოპოლიტიკა": მეტოქეობა ძალაუფლების ალტერნატიულ ცენტრებს შორის. რუსეთს არც მაშინ სიამოვნებდა ყოფილი სატელიტების გაევროპელება, მაგრამ წინააღმდეგობის რესურსები არ გააჩნდა. ნატოს გაფართოების წინააღმდეგ პროტესტი კი გამოთქვა (რაც დასავლეთმა წარმატებით დააიგნორა), მაგრამ ევროკავშირზე ხმაც არ ამოუღია: აზრი არ ჰქონდა.
ამით შეიქმნა მითი: ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირი სულაც არაა გეოპოლიტიკური ერთეული, აქ საქმე ეხება ეკონომიკური კონტაქტების გაადვილებას, ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას, დემოკრატიის განვითარებას. შესაბამისად, რუსეთს აღიზიანებს ნატოს, მაგრამ არა ევროკავშირის გაფართოება. ზოგი დასავლელი მეგობარი ჩვენც ჩაგვჩიჩინებდა: თავი დაანებეთ ამ ნატოს, ხედავთ, რუსეთი როგორ ბრაზდება? ითანამშრომლეთ ტკბილად ევროკავშირთან; მართალია, ის წევრობის იმედსაც კი არ გაძლევთ, მაგრამ არა უშავს, ასოცირების ხელშეკრულებით დაიწყეთ და მერე ვნახოთ. როცა ბუქარესტის სამიტმა და 2008 წლის ომმა საქართველოს ნატოში წევრობა გაურკვეველი ვადით გადადო, ჩვენც სხვა გზა არ დაგვრჩა და ევროკავშირთან ურთიერთობას მივანიჭეთ პრიორიტეტი.
ვილნიუსის სამიტის წინაპერიოდმა სწორედ ეს მითი დაამსხვრია: ცხადი გახდა, რომ რუსეთი ევროკავშირს ისეთსავე მტრულ ორგანიზაციად მიიჩნევს, როგორც ნატოს. მაგრამ, „დიდი გაფართოებისგან" განსხვავებით, ევროპის პარტნიორობის პროგრამაში შევიდა ქვეყნები, სადაც რუსეთს არა მხოლოდ გავლენის სურვილი, არამედ რეალური გავლენაც აქვს. ამ პროგრამის შექმნით ევროპა უშუალო კონკურენციაში შევიდა რუსეთთან. სწორედ ამის გამო არ წყალობენ მას „ძველი ევროპელები", განსაკუთრებით, გერმანია: მათ არ უნდათ რუსეთთან კონკურენციის რეჟიმში ყოფნა და „პარტნიორობას" ყველაზე სერიოზულ ნაკლად ამას უთვლიან.
ოღონდ, ეს სულ სხვა ტიპის გეოპოლიტიკაა: მეტოქეობის სუბიექტები არა მხოლოდ ძალაუფლების ცენტრები, არამედ, პირველ რიგში, ღირებულებები და ინსტიტუტებია. რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანი წმინდად პრაგმატული ვერ იქნება. საკითხი ეხება არა იმას, სად არის ვაჭრობის უკეთესი პირობები და ვისგან უფრო მეტ კონკრეტულ სარგებელს ელი (თუმცა ამასაც მნიშვნელობა აქვს), არამედ როგორი ქვეყანა გინდა, რომ გქონდეს. ევროპა და რუსეთი ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მოდელია. აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნების შიგნით
69
ამ ორ მოდელს შორის მკაფიო არჩევანი არ გაკეთებულა: თითოეული მათგანი შინაგანად გაყოფილია. სწორედ ამას ემყარება მათზე რუსეთის გავლენაც.
ვილნიუსის სამიტმა ეს ქვეყნები არჩევანის წინაშე დააყენა. ამ ეტაპზე მივიღეთ ვითარება, როდესაც მხოლოდ მოლდოვამ და საქართველომ გაბედეს ევროპული არჩევანის გაკეთება. მაგრამ ის ჯერ საბოლოო არ არის : ასოცირების ხელშეკრულებები პარაფირებულია, ანუ წინასწარ მოწონებული და დიდია ალბათობა, რომ მომავალი წლის შემოდგომამდე საბოლოოდ გაფორმდეს. მაგრამ უკრაინის შემთხვევამ შეგვახსენა, რომ ამის გარანტია არ არსებობს და ჩაშლის საფრთხე უფრო პარტნიორობის ქვეყნებიდან მოდის, ვიდრე ევროკავშირისგან.
რა საფრთხეები უდგას საქართველოს? მაგრამ რამ შეიძლება შეაცვლევინოს მათ პოზიცია? რაკი არავის ეპარება ეჭვი, რომ სომხეთმა და უკრაინამ კურსი რუსეთის გავლენით შეცვალეს, კითხვა ასე დგას: რა ბერკეტები აქვს რუსეთს საქართველოზე გავლენის მოსახდენად?
ამ მხრივ საქართველოს სერიოზული უპირატესობა აქვს პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთს გაუჭირდება სეპარატისტული კონფლიქტებით მანიპულირება: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე აღიარებულია, მავთულხლართების დიდი ნაწილიც - გავლებული. ის ვეღარ დაგვემუქრება, როგორც მოლდოვას, სეპარატისტული რეგიონების აღიარებით, ან როგორც სომხეთს, სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტით.
მეორე მხრივ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო ენერგეტიკულად აღარ არის დამოკიდებული რუსეთზე; ელექტროენერგიას თვითონ ვაწარმოებთ, გაზის ძირითად ნაწილს კი ვიღებთ აზერბაიჯანიდან, რომლის ხელისუფლება სისხლხორცეულადაა დაინტერესებული ჩვენი წარმატებით.
რუსეთს შეუძლია, ისევ დაგვიწესოს ემბარგო ღვინის, მინერალური წყლებისა და ხილბოსტნეულის იმპორტზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოგვიხსნა. ეს არასასიამოვნო იქნება, მაგრამ ასეთი დარტყმა ერთხელ უკვე გადავიტანეთ და, წესით, გარკვეული იმუნიტეტი უნდა გამოგვემუშავებინა.
70
რჩება შიდა ძალებით მანიპულირება. საქართველოს ამ მხრივაც უპირატესობა აქვს: მას არა ჰყავს აშკარა პრორუსული რეგიონები (როგორც უკრაინას), ან ძლიერი ნეოკომუნისტური პარტია (როგორც მოლდოვას). საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა მაღალ ნიშნულზეა. არსებობდა ეჭვი, რამდენად გააგრძელებდა პროევროპულ კურსს „ქართული ოცნება"; თუმცა მისი რიტორიკა ხანდახან არათანმიმდევრულია, ჯერჯერობით ხელისუფლების ნაბიჯები ამ ეჭვებს ნაკლებად ამართლებს. თუ „ოცნება" გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, თითქმის იდეალური ვითარება გვექნება: პროევროპულ მთავრობას კიდევ უფრო პროევროპული ოპოზიცია უპირისპირდება. ღიად პრორუსული ნინო ბურჯანაძის მიერ ბოლო არჩევნებზე აღებული 10 პროცენტი ქვეყნის კურსს ხიფათს ვერ შეუქმნის.
ეკლესია ევროპის წინააღმდეგ? ყველაზე სერიოზული მოკავშირე, რომელიც რუსეთს საქართველოს შიგნით ჰყავს, არის დომინანტური მართლმადიდებლური ეკლესია და მის ორბიტაზე მოტრიალე ორგანიზაციებისა თუ ჯგუფების ქსელი. მოკავშირეობის საფუძველი სწორედ დასავლური ღირებულებებისა და ინსტიტუტების მტრობაა, ანუ აზრი, რომ ევროპული ორიენტაცია საფრთხეს უქმნის ქართულ კულტურასა და თვითმყოფადობას. საქართველოს ევროპულ ორიენტაციას და, კონკრეტულად, ასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერას ყველაზე დიდი საფრთხე შეიძლება აქედან დაემუქროს. მაგრამ რამდენად დიდია ეს საფრთხე და მისი განხორციელების რა კონკრეტული სცენარები შეიძლება წარმოვიდგინოთ?
ჯერჯერობით თვითონ ეკლესიაც შინაგანად გაყოფილია ამ საკითხში: საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ ორიენტაციას. მაგრამ ძალიან ბევრი ანაფორიანი ადამიანი იყენებს ამბიონს და არა მარტო ამბიონს იმგვარი პოზიციების საქადაგებლად, რაც, ლოგიკურად, ევროპულ ორიენტაციას უნდა გამორიცხავდეს.
რამდენად რეალისტურია სცენარი, რომ საპატრიარქო პოზიციას შეიცვლის და ღიად დაუპირისპირდება ევროპასთან ასოცირებას? ან, იქნებ, ეკლესიის ღია თუ ფარული მხარდაჭერით ფართო პროპაგანდისტული კამპანია გაიშალოს ევროპის როგორც ჯოჯოხეთის მოციქულის წინააღმდეგ და ამან გავლენა მოახდინოს სამთავრობო კურსზე? შეგვიძლია
71
წარმოვიდგინოთ კიდევ ერთი სცენარი: ანაფორიანი ადამიანების მიერ წახალისებული რელიგიური ნაციონალიზმი უმცირესობების მხრიდან მძაფრ რეაქციას იწვევს, რაც რუსეთს წარმოქმნილი კონფლიქტებით მანიპულირების საშუალებას მისცემს.
ეკლესიის გავლენა არ უნდა დავაკნინოთ, მაგრამ არც გავაზვიადოთ. საქართველოს ევროინტეგრაცია გაცილებით უფრო გრძლევადიანი პროექტია, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და მომავალშიც პრორუსული რელიგიური ნაციონალიზმი სერიოზულ ოპონენტად დარჩება. მაგრამ თუნდაც სოფელ ჭელას ისტორია, სადაც მინარეთი ჯერ დადგეს, შემდეგ მოხსნეს, მერე კი მაინც ისევ დადგეს, გვეუბნება, რომ ეკლესიის გავლენასაც აქვს საზღვრები. მთავარი ხელისუფლების მტკიცე პოზიციაა.
რა შეიძლება შეეშალოს ხელისუფლებას? ყოველივე ზემოთქმული შეგვიძლია ასე შევაჯამოთ: თუ სახელმწიფო ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე დადგა, რუსეთს გაუჭირდება ქვეყანაზე სერიოზული ზეწოლის მოხდენა. რა გამოწვევები აქვს ხელისუფლებას?
პრობლემური სფერო რამდენიმეა. პირველია შერჩევითი სამართლის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ვილნიუსში რადეკ სიკორსკიმ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელსაც, მის შვედ კოლეგასთან, კარლ ბილდტთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის დამფუძნებელ მამად თვლიან, საკმაოდ ნათლად (იქნებ, უხეშადაც) გვითხრა, რა იქნება ევროპის გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ: „რაც იყო, იყო, შეწყვიტეთ ეს კავკასიური ვენდეტა და გადადით რეფორმებზე".
მეორეა კომპეტენტური ეკონომიკური პოლიტიკა: ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შენელება და საბიუჯეტო დეფიციტის საგრძნობი ზრდა ჯერ არ გადაზრდილა სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში, მაგრამ შეიძლება გადაიზარდოს. კრიზისი კი არ არის კარგი კონტექსტი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად.
დაბოლოს, პრობლემურია საკითხი, სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილი გადადგა და პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ სათავეში მისი ყოფილი თანაშემწეები არიან. რამდენად იქნება ხელისუფლება ავტონომიური ივანიშვილის მიმართ, თუ ეს უკანასკნელი
72
მასზე გავლენის მოხდენას მოინდომებს? სულაც არ ვამბობ, რომ თავის არაფორმალურ გავლენას ივანიშვილი ქვეყნის ევროპული გზიდან ასაცდენად გამოიყენებს. მაგრამ თუნდაც ის, რომ ამის თეორიული შესაძლებლობა არსებობს, ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა.
ევროპის პოზიცია რას უნდა ველოდოთ ევროპის მხრიდან? უკეთეს თუ უარეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს ჯერ სომხეთის, შემდეგ კი უკრაინის უარი? შეიძლება, შექმნილ სიტუაციაში რაღაც პოზიტიურიც დავინახოთ. მომხდარმა, წესით, ევროპა ცოტა მაინც უნდა „შეაფუცხუნოს". მან უფრო მეტად უნდა დააფასოს მოლდოვისა და საქართველოს ერთგულება ევროპული არჩევანის მიმართ. მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის შეთავაზება უკვე ამის გამოვლენა ჩანს: ევროპამ არა მარტო დააჯილდოვა მოლდოვა, არამედ ეხმარება მის დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მან კომუნისტებთან არჩევნები არ წააგოს. რიგში შემდეგი ჩვენ უნდა ვიყოთ.
მაგრამ, თუმცა „მცირე რეგატის" ლიდერობა მოკლევადიან უპირატესობებს გვიქადის, სტრატეგიულად უკრაინის „გადახვევა" ევროპული გზიდან წაგებიანია საქართველოსთვის. უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკვანძო ქვეყანაა; მის გარეშე ევროკავშირს შეიძლება კიდევ უფრო შეუნელდეს ინტერესი ამ პროგრამისადმი, რაც საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერაზეც აისახება.
ჯერჯერობით უკრაინის საკითხი ჰაერშია გამოკიდებული. ფორმალურად, იანუკოვიჩმა პრინციპულად კი არ თქვა უარი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, არამედ საკითხი გადადო. „ევრომაიდანის" პროტესტმა შეიძლება არსებითი კორექტივები შეიტანოს სიტუაციაში. რუსეთმა ბრძოლა მოიგო, მაგრამ ომის შედეგი ჯერ არ ვიცით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ომში ევროპამ, პირველ რიგში, ევროპულმა უკრაინამ, გაიმარჯვოს.


of Business

Georgia’s Position in International Property Rights Indexes


73
საქართველო და ევროპა http://accent.com.ge/ge/news/details/13600%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83 %94%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%90

2016-04-20 14:42:41   2238   «NDI-ს მორიგი კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა და 77%-ს შეადგენს,ხოლო ევრაზიულ სივრცეში დაბრუნების მსურველთა რიცხოვნობა 20%-ს არ აღემატება. თუმცა სტატისტიკის მშრალი ციფრები არ აჩვენებს იმას,რაც სინამდვილეში ხდება - იმას, რისი მათემატიკურად გამოსახვა შეუძლებელია. ცხადია, რომ ბოლო დროს საქართველოში ევროსკეპტიციზმი მძლავრობს და მიუხედავად იმისა, რომ სრიოზული მასშტაბები ჯერ არ მიუღია, ევროპული არჩევანის მართებულობაში ბევრი დაეჭვდა», - წერს ბლოგერი თენგიზ აბლოთია «Эхо Кавказа»-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, «აქცენტი» მის თარგმანს გთავაზობთ: «ამ კონტექსტში მხედველობაში არ მყავს ე.წ. «ვატნიკები» და ნაციონალისტები, რომლებიც იმთავითვე ევროპის მოწინააღმდეგეები იყვნენ და მოსკოვს უყურებენ, როგორც ერთადერთ გარანტს იმისა, რომ მათი სრულიად უსარგებლო «ეროვნული იდენტობა» ხელშეუხებლად შენარჩუნდება. არც ისინი მყავს მხედველობაში, ვისაც გულწრფელად სწამს, რომ ევროპა თავად უნდა ექაჩებოდეს მისკენ საქართველოს, ვინც ვერა და ვერ გაიგო, რომ ევროპული ორიენტაცია თავად ჩვენ გვჭირდება და არა ევროპას; რომ რომც არ მიიღონ საქართველო ნატო-ში, რეფორმები, რომლებიც იძულებულია, გაატაროს ჩვენმა ხელისუფლებამ ალიანსისკენ გზაზე, შესაძლოა, წევრობაზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს ისინი, ვინც არ არის ევროპული ცივილიზაციის მოწინააღმდეგე, უბრალოდ თვლის, რომ საქართველო მისი ნაწილი არ არის და არასოდეს გახდება. მოდით, ნუ გავიხსენებთ ისტორიის გაკვეთილებს, როცა ქართველი არისტოკრატები ცდილობდნენ, ევროპელი მონარქების მხარდაჭერა მოეპოვებინათ; ნუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთთან ერთობაც კი აღიქმებოდა, როგორც ფანჯარა ევროპაში; რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ყველასთან აგებს UEFA-ს ფარგლებში თამაშისას, მაგრამ არც ერთი ქართველი არც კი დაფიქრდება, გადავიდეს აზიურ ჯგუფში და ითამაშოს პაკისტანთან – იმ პირობებში, რომ ასეთ ვითარებაში ჩვენი უსარგებლო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ყოველწლიურად გარანტირებული იქნებოდა... ყოველ ჯერზე, როცა მესმის საუბრები, «საქართველო ევროპა არ არის და არასდროს გახდებაო», მიჩნდება კითხვა: და რას გულისხმობთ არსობრივად ევროპაში? ის ხომ რამდენიმე ათეული ქვეყნისგან შედგება და ევროპულ ცივილიზაციას თამამად შეგვიძლია, მივაკუთვნოთ ასევე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, კანადა, ავსტრალია... როდესაც ამბობთ, «საქართველო ევროპა არაა», კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში? ევროპის რომელ ნაწილზე მიდის საუბარი?
74
თუ საუბრობთ გერმანიაზე, ინგლისზე და ჰოლანდიაზე, მე ალბათ, დაგეთანხმებით. გერმანელებსა და ბრიტანელებთან ჩვენ, სამწუხაროდ, საერთო ცოტა გვაქვს. მაგრამ ევროპა გერმანიითა და ინგლისით არ მთავრდება. გაივლით რა პარიზს, მოხვდებით საფრანგეთის სამხრეთში, მეღვინეობის მხარეში, ადამიანებში უფრო მუქი თმითა და მსხვილი ცხვირებით... ეს, რა თქმა უნდა, მიახლოებითაც კი არაა საქართველო, მაგრამ გარკვეული საერთო ნიშნები უკვე სახეზეა... საერთოობა იზრდება, როდესაც იტალიასთან საზღვარს კვეთთ – მსგავსება უკვე ბევრად მეტია როგორც ვიზუალში, ასევე საუბრის მანერაში, ჟესტიკულაციაში, სუსტი სქესისადმი დამოკიდებულებაში... ხოლო შემდეგ - ნეაპოლი, სიცილია – უკვე თითქმის საქართველოში ხართ, სადაც რაღაც გაურკვეველი მიზეზით რომანულ ენებზე საუბრობენ – ნეაპოლიტანურსა და სიცილიურზე. რაც მეტად გახვალ სამხრეთით და აღმოსავლეთით, მით მეტი იქნება მსგავსება... პორტუგალიასა და ისლანდიას შორის მსგავსება არაფრითაა იმაზე მეტი, ვიდრე საქართველოსა და პოლონეთს შორის. შემდეგ ბალკანებია... აი, აქ უკვე ნამდვილი კავკასიაა. მეგობარი მყავდა ჩერნოგორიაში. მისი თქმით, ეს ზედგამოჭრილი საქართველოა, უფრო კონსერვატიულიც კი. უბრალოდ ჩერნოგორიელები ქართველებზე უფრო მაღლები არიან... იმედი მაქვს, სიმაღლე არ ითვლება ევროპეიზმის აუცილებელ ნიშან-თვისებად, - სხვა შემთხვევაში ფრანგები და იტალიელები გაგვინაწყენდებიან. ყოფილი საბჭოთა ბანაკის წევრებიც ასევე ძლიერ განსხვავდებიან როგორც ერთმანეთისგან, ისე საქართველოსგან. ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი – თითქმის მიუწვდომელი სიმაღლეა, აი ბულგარეთი და რუმინეთი კი უკვე ბევრად ახლოსაა. აღარაფერს ვამბობ ისეთ ეკზოტიკურ ადგილებზე, როგორიცაა კორსიკა, რომელიც უფრო საქართველო კი არა, კათოლიკური ჩეჩნეთია თავისი ხასიათით. ამგვარად, არ არსებობს არანაირი ერთიანი ევროპული ხასიათი და მენტალობა. ჩვენ ვერ ავიღებთ კონკრეტულ ხალხს და ვერ ვიტყვით მასზე: «თქვენ არანაირი ევროპელები არ ხართო». ევროპაში ყოველთვის მოიძებნება რეგიონი ან ქვეყანა, რომელიც ამ კონკრეტულ ხალხს ასე თუ ისე ემსგავსება. დიახ, რა თქმა უნდა, სრულიად რაციონალურია, როდესაც ევროპაზე საუბრისას ყველას მხედველობაში აქვს არა რუმინეთი ან სერბეთი, არამედ უპირველესად გერმანია და ბრიტანეთი. მაგრამ რას ვფიქრობთ და რა არის რეალობაში – ორი სხვადასხვა რამაა. თუ მენტალობით შვედეთის მოსახლეობას არ გავხართ, არამედ გავხართ ნეაპოლიტანელებს ან ჩერნოგორიელებს, ეს სულაც არ გაქცევთ «არაევროპელად». არის საქართველოში ე.წ. «ვატნიკების» კატეგორია, რომლებიც ამის აფიშირებას არ ახდენენ და მეტიც, სიტყვით ევროინტეგრაციის მომხრეები არიან, მაგრამ ამ დროს მაგალითად იღებენ მხოლოდ წამყვან ქვეყნებს. ასეთი მიდგომა ევროინტეგრაციისთვის ბრძოლას აზრსა და მოტივაციას უკარგავს: თუ ჩვენ ინგლისელების და გერმანელების დონეზე ვერ გავდივართ (და რომ ვერ გავდივართ, ეს ფაქტია), მაშინ საერთოდ რისთვის ვიძაბებით? - აქაოდა, «შემთხვევით რაღაც ლატვიის ან ჩერნოგორიის დონეზე ხომ არ გსურთ გასვლაო?!»... მოკლედ – ან გერმანიის დონე, ან ვრჩებით ჭაობში.
75
ასე, სიტყვიერად ევროპული ორიენტაცია რეალურად სწორედაც რომ ევრაზიული აღმოჩნდება ხოლმე. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა გერმანიის დონის მიღწევა, - ვინ დავობს?! - მაგრამ სადღეისოდ ჩვენ სულ სხვა ამოცანები გვაქვს: რუმინეთს, ბულგარეთსა და სერბეთს მაინც დავეწიოთ... ყოველივე ზემოთთქმულის აზრი შემდეგში მდგომარეობს: არანაირი ფუნდამენტური წინააღმდეგობა საქართველოსა და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს შორის არ არსებობს. ვინც საქართველოს აზიურ ქვეყნად თვლის, აზიის შესახებ არაფერი იცის. მეღვინეობისა და ღია აივნების ქვეყანა აზიური უბრალოდ ვერ იქნება. საქართველო ევროპის სამხრეთ კიდეა, ხმელთაშუა ცივილიზაცია (არა გეოგრაფიული თვალსაზრისით), რომელიც საბჭოეთმა ვერცნობამდე გააფუჭა. ის, რაც დღეს საქართველოს უკან ექაჩება, არა აზიურობა, არამედ მენტალობაში საბჭოთა გადმონაშთებია. საბჭოურობას საზღვარი არ აქვს, იგი ერთნაირად ამახინჯებს როგორც აზიელების, ისე ევროპელების ტვინებს. ამგვარად, დადგა დრო, ქართულმა საზოგადოებამ შეწყვიტოს საკუთარი თავის ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარება, დაახლოებით როგორც 90-იანების დასაწყისში გეგმავდნენ «ბორჯომის» გაყიდვასა და შვეიცარიასავით ცხოვრებას. ყოველთვის მიჩნდებოდა კითხვა მათთან, ვინც ასე ამბობდა: «და რატომ პირდაპირ შვეიცარიასავით? არ შეიძლება, დასაწყისისთვის უფრო მოკრძალებული ქვეყანა ავირჩიოთ, მაგალითად, იუგოსლავია?». კითხვაზე პასუხი არ არის. არადა, სწორედ იმის გაცნობიერება, რომ რუმინეთი, ბულგარეთი, სერბეთი და ჩერნოგორია – ისეთივე ევროპაა, როგორიც გერმანია და ბრიტანეთი, დაეხმარება საბოლოოდ ჩვენს ხალხს, საკუთარ თავს გასცეს პასუხი კითხვაზე: რატომაა ჩვენი ადგილი ევროპაში? თენგიზ აბლოთია

A Sprouting Dutch-Georgian Ag-Tech Startup

Bringing Italy to Georgia, one coffee bean at a time   საქართველო და ევროკავშირი https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/7589/node/7589_ka

11/05/2016 - 17:20 ევროკავშირი, როგორც საქართველოს ღირებული მეზობელი, ხელს უწყობს მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრებას, ქვეყნის განვითარებას და მხარს უჭერს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დახლოებაში ეხმარება. პოლიტიკური ურთიერთობები ეკონომიკური ურთიერთობები
76
სავაჭრო ურთიერთობები ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობა განათლება და ტრეინინგი სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკური ურთიერთობები ხელმძღვანელობს რა მათი საერთო ღირებულებებით, ევროკავშირი მხარს უჭერს მშვიდობას და სტაბილურობას საქართველოში, ისევე როგორც სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების პროგრამებს.

2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას (AA). ეს ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) ერთად, საფუძველს უყრის საქართველოს ევროკავშირთან შორსმიმავალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას. საქართველოს გააჩნია მზარდი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის და ეკონომიკური განვითარების ამბიცია. ასოცირების ხელშეკრულების (AA) ინსტიტუციონალური ჩარჩო ადგენს ორგანოებს, როგორიცაა ასოცირების საბჭო განაცხადის საზედამხედველოდ, ასოციაციის დღის წესრიგი კი განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო პრიორიტეტებს.

თავად ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) შედეგს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელშიც საქართველო ერთერთია 16 პარტნიორი ქვეყნისგან. იგი აძლიერებს კეთილდღეობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის. 2009 წელს დაიწყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა (EaP), რომელიც მოიცავს საქართველოს, გაფართოებულ თანამშრომლობას და ასევე ხაზგასმულია რეგიონის მნიშვნელობა. ისევე როგორც მხარდამჭერი რეფორმები, EaP მუშაობს მოქალაქეთა უფრო მეტი მობილურობისა და ძლიერი ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით რიგ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგოსექტორი და გარემოს დაცვა.

გარდა ამისა, ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება თავისი პოლიტიკისა საქართველოს თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერად, ისევე როგორც რჩება ჩართული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების საქმეში, გრძელვადიანი კონფლიქტის მოგვარების პროცესის მხარდასაჭერად. 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუშაობს ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს. გარდა ამისა, შავი ზღვის რეგიონში არსებული უფრო ფართო რეგიონალური, ეკოლოგიასთან
77
დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად, ევროკავშირმა ინიცირება გაუკეთა უფრო აქტიურ თანამშრომლობას შავი ზღვის სინერგიის (BSS) საშუალებით.

ეკონომიკური ურთიერთობები საქართველომ განიცადა მყარი ეკონომიკური ზრდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც ნაწილობრივ შესაძლო გახდა მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების საშუალებით, რომლებიც მოიცავდა საგადასახადო მოსაკრებლების პროცედურების განახლებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ქვეყნის გახსნას ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ბიზნეს გარემოს გამარტივებას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მისი ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაში საერთაშორისო თანამშრომლობით. ეს მოიცავს ევროკავშირის საკანონმდელო სტანდარტებთან თანხვედრაში დახმარებას.

ევროკავშირი ასევე ეხმარება საქართველოს სისტემატური საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელებაში, რომლის დახმარებითაც საჯარო რესურსების ეფექტური ბიუჯეტირება, აღრიცხვა და აუდიტი გამოიწვევს უფრო ეფექტურ განაწილებას. ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს საქართველოს რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს.

სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობა სტაბილურად იზრდება წლების განმავლობაში და დღეს ევროკავშირი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) აღრმავებს საქართველოს ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირთან, სისტმატურად ხსნის იმპორტის გადასახადებს საქონელზე და ხსნის ბაზრებს მომსახურებების, ინვესტიციების და სახელმწიფო შესყიდვებისთვის. ის ასევე მოიცავს შეხელშეკრულებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საერთო საბაჟო წესები, ასევე საკვების ტექნიკური და სანიტარული სტანდარტები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და კონკურენციის წესები.

საქართველო ასევე აგრძელებს სარგებლობას პრეფერენციების გენერალური სქემით (GSP). GSP მოქმედი დებულებებით (2014), საქართველოს აქვს სპეციალური წახალისების მიღების უფლება, რომელიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და ეფექტურ მართველობას (GPS+) ევროკავშირის ბაზარზე ხელსაყრელი ხელმისაწვდომობის პირობებში.


2015 წლის სავაჭრო მაჩვენებლები

78
საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების 31% მოდის ევროკავშირზე, შემდეგ მოდის თურქეთი (დაახლოებით 17%), აზერბაიჯანი (10%-ზე მეტი) და რუსეთი (დაახლოებით 7%). საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობა 0.75% -ით გაიზარდა წლიური გამოთვლებით და მიაღწია 2.58 მილიარდ ევროს. საქართველოში ევროკავშირიდან იმპორტი გაიზარდა 12%-ით (742 მილიონამდე), როცა ევროკავშირის ექსპორტი უმნიშვნელოდ შემცირდა 3.5%-ით (1.84 მილიარდი). საქართველოს ევროკავშირში ძირითადად გააქვს მინერალური პროდუქტები (ფეროშენადნობები), სოფლის მეურნეობის პროდუქცია (თხილი), ფერადი ლითონები (სპილენძის მადნეული) და ქიმიკატები (როგორც ორგანული, ასევე სასუქები). საქართველოსთან ვაჭრობის წილი ევროკავშირის მთლიანი ვაჭრობის 0.1% -ს შეადგენს.  ევროკავშირის ძირითადი იმპორტი საქართველოში იყო: საწვავი და სამთო პროდუქცია; მანქანები და სატრანსპორტო მოწყობილობა, წამლები (იმპორტის თითქმის 50%), ასევე ქიმიკატები და სასუქები; ოპტიკური და სამედიცინო აღჭურვილობა, ავეჯი; ხორცი; სასმელი და ალკოჰოლური სასმელი. ევროკავშირი ასევე ერთგულად უწყობს ხელს საქართველოს ხელისუფლებას ექსპორტის კონკურენტუნარიანობის განმტკიცებაში, მაგალითად, ხარისხის მართვის სისტემებისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემების შექმნით, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს სტანდარტები. მან ასევე შექმნა ექსპორტის დახმარება, ონლაინ დახმარება ევროკავშირში ბაზრის ხელმისაწვდომობის შესახებ.

ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობა ევროკავშირი უზრუნველყოფს 100 მილიონზე მეტი დახმარებას საქართველოსთვის ყოველწლიურად. დაფინანსება ძირითადად მოდის ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტიდან (ENI), რომელიც ეხმარება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაში AA დასახული მიზნების მიღწევაში. ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, რომელსაც ასევე ეწოდება ევროკავშირ/საქართველოს სამოქმედო გეგმა, აყალიბებს ამ მიზნების მისაღწევ გზებს.

ევროკავშირის ძირითადი პრიორიტეტები საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაში ჩამოყალიბებულია ერთიანი მხარდაჭერის ფარგლებში, რომელშიც გამსაზღვრულია სამი ცენტრალური სექტორული სფერო:

სახელმწიფო მართვის რეფორმა სოფლის მეურნეობის და სოფლის რეგიონების განვითარება იუსტიციის სექტორის რეფორმა. 79
საქართველო აგრეთვე სარგებლობს ევროკავშირის რეგიონალური და ENI-ის დაფინანსებული საერთაშორისო სამოქმედო პროგრამებით, რომლებიც უზრუნველყოფენ: ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელის შეწყობას; მეზობლებთან ურთიერთკავშირს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და გარემოს დაცვა; სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და ევროკავშირის ისეთი პროგრამების ხელმისაწვდომობა, როგორიცაა Erasmus+, Horizon 2020 და ‘კრეატიული ევროპა’.

დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ ინიციატივებზე შეგიძლიათ იხილოთ პროექტების გვერდზე.  ინფორმაცია ტექნიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ტენდერებსა და საკონკურსო განაცხადების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

განათლება და ტრეინინგი 2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე-4 მიზნის შესაბამისად, ევროკავშირი მოწოდებულია ‘უზრუნველყოს ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება ყველასათვის და ხელი შეუწყოს განათლების მთელი ცხოვრების მანძილზე მიღებას’. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში განათლებას პირდაპირი შენატანებით სახელმწიფო ბიუჯეტში და კონკრეტული პროექტების ფინანსირებით. დამატებით, ქართველებისთვის ევროკავშირში არსებობს მთელი რიგი სწავლის და მობილობის შესაძლებლობები. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ გაამარტივონ ევროკავშირთან, მის პოლიტიკებზე და სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა, ასევე ხელი შეუწყოს ურთიერთ კულტურულ გაგებას ქვეყნებს შორის მობილობის მხარდაჭერით.

დამატებით, ქართველებისთვის ევროკავშირში არსებობს მთელი რიგი სწავლის და მობილობის შესაძლებლობები. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ გაამარტივონ ევროკავშირთან, მის პოლიტიკებზე და სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა, ასევე ხელი შეუწყოს ურთიერთ კულტურულ გაგებას ქვეყნებს შორის მობილობის მხარდაჭერით.  სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირი აღიარებს ღირებულ მხარდაჭერას, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებს საქართველოს რეფორმასა და განვითარებაში და ხელს უწყობს მას მრავალ მხრივ. ევროკავშირი უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ისეთი ინსტრუმენტების საშუალებით, როგორიცაა ENI, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული ინსტრუმენტი (EIDHR), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თემატური პროგრამა და სტაბილურობის და მშვიდობის მხარდაჭერის ინსტრუმენტი (IcSP). ევროკავშირის გრანტის დაფინანსება ნაწილდება საკონკურსო განაცხადებით, რომლებიც აქ ცხადდება. იმისათვის, რომ ისარგებლონ ევროკავშირის დაფინანსებით, ყველა აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს PADOR-ზე. 80

 ევროკავშირი ასევე ატარებს რეგულარულ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამისთვის მთავარი ჩარჩო არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმა, რომელიც დაარსდა 2010 წელს და მოიცავს 70-ზე მეტ ორგანიზაციას.





























81
თემა:„ევროპა ჩემს გაკვეთილზე“

გაკვეთილის გეგმა

კლასი /კლასები  მასწავლებელი  ჩატარების დრო  გაკვეთილის თემა  გაკვეთილის ხანგრძლივობა

კლასის დახასიათება 
 სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები 


გაკვეთილის მსვლელობა (აქტივობები) 



საკლასო მენეჯმენტი

სასწავლო რესურსები 


შეფასება და თვითშეფასება (შეფასების კრიტერიუმები, მეთოდები და საშუალებები)





82

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete