სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა შეუერთდა
მსოფლიო დასუფთავების აქციას.--2021 -- 180 ქვეყანაში მილიონობით ადამიანი სწორედ ამ დღეს
ერთიანდებიან დედამიწის დასასუფთავებლად.დასუფთავების აქცია მიზნად ისახავს
მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვის სისტემის
გაუმჯობესებასა და მისი კლიმატის ცვლილებების პროცესზე ზეგავლენის
მნიშვნელობაზე.ია თითოეულმა ჩვენთაგანმა გაითავისოს პასუხისმგებლობა ჩვენი
საარსებო გარემოს წინაშე.როგორც ლიდერმა მასწავლებელმა ჩამოვაყალიბე მოხალისეთა
გუნდი, მოვიძიე დანაგვიანებული ლოკაცია და გავაცანი სამოქმედო გეგმა და
უსაფრთხოების წესები.მოვიძიე ლოკაციასთან ახლომდებარე სანაგვე ყუთები.
გადმოგვეგზავნა ხელმძღვანელ ნინო გოგსაძეს მიერ საინფორმაციო
ბუკლეტები,სამოქმედო გეგმა,უსაფრთხოების წესები, ხელთათმანები,პირბადეები და
ცელოფნის პარკები.მოვიმარაგეთ სამუშაო იარაღები.სადეზინფექციო ხსნარები.
მსოფლიო დასუფთავების აქციაში ჩაერთო:
ლულა ხვიჩავა-რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,როგორც შერჩეული
ლიდერი.
2.ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი-ეკოლოგიის კლუბის ხელმძღვანელი-მზია
ქარდავა:
3.სპეცმასწავლებელი-მზია სამუშია;
4. სოფლის გამგებელი--ბესო ფიფია;
5. მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი --გიორგი ფიფია;
ასევე აქციაში ჩაერთვნენ მოხალისე მოსწავლეები:
1.გიგი შუკვანი--მე-8 კლასი
2.ნანა სოსელია--მე-8 კლასი
3.მარიამ გობეჩია-მე-6 კლასი
4.საბა არდია-მე-11 კლასი
5.მარიამ სოსელია-მე-11 კლასი
შეგროვდა დაახლოებით 50 კგ ნარჩენები
2022 წლის აპრილის თვეში
ჩხორიის საჯარო სკოლაში ჩატარდა ერთი წიგნის აქცია სახელწოდებით : " აჩუქეთ წიგნები სიყვარულით!",რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბება;კითხვის კულტურის პოპულარიზაცია მოზარდებში;წიგნის ჩუქების ტრადიციის აღორძინება,წიგნის ჩუქებისგან მინიჭებული სიხარულის განცდა.გააზრება იმისა,რომ წიგნის ჩუქება --ეს ნიშნავს ახალი სიცოცხლის მინიჭებას,მის გადაშლას ახალი მკითხველისთვის.მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ აქციაში.ერთერთმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი წიგნი თავისი მშობლიური ბაღის აღსაზრდელებისთვის გადაეცა საჩუქრად და თან წაეკითხა ერთი იგავი ბავშვებისთვის.ასევე მოსწავლეებმა წიგნები უსახსოვრეს წარწერებით მშობლიური სკოლის ბიბლიოთეკას,მასწავლებლებს,დირექტორს,მეგობრებს.
2022 წლის 20 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ჩხორიის საჯარო სკოლის
ეკოკომიტეტის წევრები , რომლის კოორდინატორიც გახლავართ მე, შეუერთდნენ
"გლობალური ქმედებების დღეების" ათდღიან კამპანიას,რომლის მიზანია,
შთააგონოს ყველა ადამიანს იცხოვრონ და იმოქმედონ განსხვავებულად და დაიცვან
ჩვენი პლანეტის ბიომრავალფეროვნება.
კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და თავიანთი ემოციები
გამოხატეს მხატვრული ხერხით.ქმედების "დაუახლოვდი ბუნებას" ფარგლებში
გადაუღეს საინტერესო ფოტოები სხვადასხვა მცენარეებს და ყვავილებს და აღწერეს
ისინი.ქმედების "სიცოცხლე საფრთხეშია!" ფარგლებში აიმაღლეს ცნობიერება
გადაშენების პირას მყოფ ფრინველთა და ცხოველთა სახეობებზე.ქმედების
"მოაწყვეთ მწვანე პარტია !" ფარგლებში დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე
ტერიტორია და აქტიურად ჩაერთნენ გამწვანების აქციაში.
კამპანიის დასასრულს მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს
გარემოსდაცვითი განათლების ფონდის მიერ გადაეცათ სერთიფიკატები.
2021 წლის 4-6 ოქტომბერს ჩვენი სკოლა შეუერთდა სიკეთის II საერთაშორისო
გაკვეთილებს, უკრაინის მიერ ორგანიზებულ უსახლკარო ცხოველების დახმარების
მარათონს „ ბედნიერი თათი „ , რატომ უნდა დავიცვათ ცხოველთა უფლებები და როგორ
შეგვიძლია ამის გაკეთება. „ჩავატარე სიკეთის გაკვეთილები V- XI კლასებში .აქციაში
მონაწილეობდა 11 სხვადასხვა ქვეყანა.ღონისძიების ფარგლებში შეიქმნა საინტერესო
პრეზენტაციები.მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა,ასევე მოსწავლეებმა
გადაიღეს ფოტოები საყვარელ ცხოველებთან.გამოკვებეს ბევრი უპატრონო
ძაღლი,რომელთაც თავშესაფარი და საჭმელი ჭირდებოდა,სკოლას აქტიური
ჩართულობისათვის გადაეცა დიპლომი.ყოველწლიურად ცხოველთა მსოფლიო
დღეს,მოხალისეები და ცხოველთა უფლებების დაცვის აქტივისტები მთელ მსოფლიოში
გვახსენებენ ,რატომ უნდა დავიცვათ ცხოველთა უფლებები და როგორ შეგვიძლია ამის
გაკეთება.მოსწავლეები ამ აქციაში ჩართულობით გამოეხმაურნენ მდგრადი
განვითარების მე-4 და მე-15 მიზანს.
2022 წლის 3 ნოემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკომიტეტი, სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ წევრები და
ეკოკლუბი „ფესვები“ / ხელმძღვანელები:
იზოლდა ხვიჩავა,მაია არახამია,მზია ქარდავა/ შეუერთდნენ გლობალური ქმედებების მარათონს ,,რომლის მიზანია,შთააგონოს ყველა ადამიანს ,რომ
კლიმატის ცვლილება არის აქ,დრო იწურება...მარათონის ფარგლებში მოსწავლეებმა
დაამზადეს ესტაფეტის ჯოხი მეორადი მასალებისგან და შიგ განათავსეს გზავნილი:
„“შეაჩერე კლიმატური ცვლილება,სანამ ის თავად შეგცვლის შენ !“ მათ სკოლის ეზოში მოწყობილ ცოცხალ ჯაჭვში
გადასცეს ერთმანეთს ესტაფეტის
ჯოხი ნიშნად
იმისა,რომ კლიმატის ცვლილება არის აქ.დრო იწურება... შექმნეს სლოგანები
და პოსტერები.ჩაუტარდათ
საუბრები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.აქტიურად ჩაერთნენ გამწვანების აქციაში.მოაწყვეს სხვადასხვა სპორტული აქტივობები.
No comments:
Post a Comment