,,Любое человеческое знание начинается
с интуиции ,
переходит к понятиям и
завершается идеями’’
" არაფერია მიუღწეველი მისთვის, ვინც ცდილობს"
/ალექსანდრე მაკედონელი/
/ალექსანდრე მაკედონელი/
"ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს"
/სოკრატე/
/სოკრატე/
9 გზავნილი მასწავლებელს!
1. მე უნდა ვიყო სამართლიანი ;
2. მე უნდა ვიყო ღია სიახლეებისათვის ;
3.მე უნდა ვიყო შემოქმედებითი ;
4.მე უნდა ვიყო ტოლერანტი ;
5.მე უნდა ვიყო თვითკრიტიკული ;
6.მე ვასწავლი და ვსწავლობ ;
7.ვზრუნავ უწყვეტ პროფესიულ განათლებაზე ;
8.სკოლა ჩემი სახლია ;
9.ვაშენებ სამოქალაქო საზოგადოებას.
”მასწავლებლის 10 მცნება”
ReplyDeleteჯორჯ პოია.
1. გაინტერესებდეს შენი საგანი.
2. იცოდე შენი საგანი.
3. უწყოდე, რა გზით შეიძლება შენთვის ახლის შესწავლა, რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა ოდეს თავად აღმოაჩენ.
4. ხედვიდე მოსწავლეთა სახეებზე ფიქრსა მათსა, რასაც ელიან შენგან; პატივ ეც სატკივარსა მათსა, ძალ გედვას მათ ადგილას საკუთარი თავის ხილვისა.
5. არა თაყვანი ეც მწირსა ინფორმაციასა, ესწრაფვიდე დააჩვიო მოწაფე სჯასა, თანმიმდევრულად მუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა მისისა.
6. დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრასა.
7. დააჩვიე ყმაწვილი მტკიცების წესსა და რიგსა.
8. ჰპოვე ადამიანში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა ადამიანის ამოხსნაში გამოგადგეს. აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.
9. არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად, რათა თავად მოწაფემან გამოიტანოს საიდუმლო იგი, ვიდრე განუმარტავდე შენ,თავად იპოვონ რაც შეიძლება მეტი.
10. კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ საკუთარ აზრს შეგირდს.