გაკვეთილის გეგმის
ფორმა N 1
მასწავლებლის სახელი,
გვარი: ლულა ხვიჩავა
პირადი ნომერი:
საგანი: რუსული
ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/ VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 10 / 2 სსსმ მოსწავლე /
გაკვეთილის თემა: Немного о кино
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ
შეძლოს:
Ø მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან
თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია.( დიალოგი, ინტერვიუ).
Ø წაიკითხოს
და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი.
Ø მოსწავლემ შეძლოს ინტერაქციაში მონაწილეობა; მისთვის
ნაცნობ თემაზე ლაპარაკი.
Ø ზედსართავი
სახელის სწორ კონტექსტში გამოყენება
მიზანი სსსმ მოსწავლეებისათვის.
Ø შეძლოს მარტივი სიტყვების მოსმენა და გამეორება;
Ø სიტყვების ნაკადში
ცალკეული სიტყვების გამორჩევა;
Ø მარტივი მითითებებისა
და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.
გაკვეთილის თემისა
და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
წარმოდგენილ გეგმაში გათვალისწინებულია
კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები: გაკვეთილის მიზანი შეესაბამება მისაღწევ შედეგებს, გათვალისწინებულია საგნის სპეციფიკა,
სასწავლო მიზანი, თემა/თემების შესაბამისობა
სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან.
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები ( დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების
მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო
( წთ)
|
1
|
აქტივობა საორგანიზაციო
საკითხები.
აქტივობის
მიზანი: კლასის ორგანიზება. საგაკვეთილო
პროცესისათვის მომზადება.
აღწერა:
მასწავლებელი ესალმება კლასს, აღრიცხავს დასწრებას და ზრუნავს პოზიტიური განწყობის
შექმნაზე. აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებსა
და შეფასების რუბრიკას.
|
ვერბალური მეთოდი;
დემონსტრირება.
|
მთელი კლასი
|
ფლიპჩარტი-შეფასების რუბრიკები
გაკვეთილის მიზანი
( სსსმ მოსწავლეთათვის ცალკე გაკრულია კედელზე)
მიზანი:
შეძლონ წინასწარ გააცნობიერონ სასწავლო მიზნები, მოლოდინები, დაინახონ მათი მიღწევის
გზები და საბოლოო შედეგი
|
2 წთ
|
2
|
1. აქტივობა:
გამოიცანი გაკვეთილის თემა, ამისათვის უპასუხე შემდეგ კითხვებს: Постановщик
фильма ---
2. Исполнитель
роли в фильме ---
3. Самая
престижная кинонаграда планеты-
4. Место, где
находятся самые большие и известные киностудии –
5. Аппарат для
фотографирования –
6. Тип
забавного фильма, который заканчивается счастливо-
აქტივობის მიზანი
:
მოსწავლეთა გამოწვევა, განწყობის შექმნა
აღწერა:
მასწავლებელი ფლიფჩარტზე წინასწარ გამზადებულ რესურსს აკრავს დაფაზე და მოსწავლეები
პასუხობენ კითხვებს.
სსსმ
მოსწავლეებისათვის : განწყობის შექმნა
|
კითხვა-პასუხის მეთოდი
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
ფლიფჩარტზე წინასწარ გამზადებული ასოციაციური რუკა
მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს არსებული ცოდნის ახალ ცნებასთან დაკავშირება, ცნების სრულყოფილად
გაგება-გააზრება და ინტერაქცია; აუმაღლდეს სწავლის მოტივაცია და გაუადვილდეს ახალი
ინფორმაციის აღქმა და გააზრება.
|
3 წთ
|
3
|
აქტივობა:
ფრაგმენტის ჩვენება ფილმიდან „Храброе сердце“.
აქტივობის
მიზანი: შეძლონ
ფილმიდან ნანახი ნაწყვეტის აღქმა.
სსსმ
მოსწავლეებისათვის:
ყურადღების კონცენტრირება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ფრაგმენტს ფილმიდან „Храброе
сердце“.
აქტივობა: კითხვა-პასუხი
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ ძირითადი აზრის გამოტანა და საკუთარი აზრის დაფიქსირება.
სსსმ მოსწავლეებისათვის:
შეძლონ ცალკეული ფრაზების გამეორება ფილმიდან
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სვამს კითხვებს :
1.Кто из вас видел этот
фильм ?
2.Каково ваше первое впечатление об этом фильме?
3.Кто в главной роли?
მოსწავლეები პასუხობენ.
|
ნაწყვეტის ჩვენება ფილმიდან
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური,
საერთო-საკლასო კლასი
|
ფილმის ფრაგმენტი „Храброе
сердце“.
პროექტორი
კომპიუტერი
მიზანი:
ვიზუალიზაციის საშუალებით ნანახი
ფრაგმენტის უკეთ აღქმა
რესურსი გამოიწვევს მოსწავლეთა მოტივირებას.
|
3 წთ
|
4
|
აქტივობა :
ლექსიკური ერთეულები
აქტივობის მიზანი:
ტექსტზე მუშაობის გაადვილება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება
აქტივობის აღწერა : ფლიფჩარტზე გამოტანილია სავარაუდო
რთული სიტყვები.
მასწავლებელის დახმარებით მოსწავლეები ავსებენ ცხრილს.
სსსმ მოსწავლეებისათვის
:
გაიმეორებენ შედარებით მარტივ სიტყვებს.
|
სიტყვების გამომძიებელი
|
მთელი კლასი
|
ფლიფჩარტზე ამოწერილი ახალი სიტყვები და ახალი სიტყვების ლექსიკონის
განმარტებები
მიზანი: ახალი
ლექსიკური ერთეულების დამახსოვრება .მხედველობითი
მეხსიერების გააქტიურება.
|
3 წთ
|
5
|
აქტივობა: ტექსტზე
მუშაობა
აქტივობის
მიზანი:
კითხვის ტექნიკის დახვეწა.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი დიალოგებად დაყოფილ ტექსტს გადაუნაწილებს
მოსწავლეებს.
სსსმ მოსწავლეებისათვის:
შეძლონ მარტივი ფრაზების წაკითხვა
|
კითხვა
|
ინდივიდუალური; მთელ კლასთან.
|
სახელმძღვანელო--
/მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფის, საკითხის აღქმის, გააზრებისა
და განზოგადების მიზნით./
ფერად ქაღალდზე ამობეჭდილი ფრაზები:
/Храброе сердце
Свобода/
სიტყვების ჩამონათვალში
Фильм сериал кино экран
жанр
სიტყვა кино- ს ამორჩევა
|
10 წთ
|
6
|
აქტივობა: კითხვა-პასუხი
მასწავლებელი სვამს წინასწარ შედგენილ კითხვებს და მოსწავლეები პასუხობენ.
2.Кто пересказал
содержание фильма?
3.Кому из ребят
особенно нравится “Храброе сердце”?
4.Как участники
беседы относятся к спецэффектам ?
5.Какие проблемы ставит фильм ?
6.Что в кино важнее:
содержание (сюжет), игра актеров,
музыка или спецэффекты ?
7. Как вы думаете,
почему фильм “Храброе сердце” понравился всем участникам беседы ?
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბება, ტექსტის გაგება-გააზრება
და მეტყველების უნარების განვითარება .
სსსმ მოსწავლეებისათვის
:
შეძლონ ცალკეული ფრაზების გამეორება
|
კითხვა-პასუხი
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან
|
8 წთ
|
|
7
|
ჯგუფური მუშაობა
აქტივობის მიზანი
: ნასწავლი ზედსართავი სახელების განმტკიცება
აქტივობის აღწერა
:
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს არსებით და ზედსართავ სახელებს და სთხოვს შეუსაბამონ ისინი ერთმანეთს.
სსსმ მოსწავლე ეხმარება მეგობრებს მათ მიერ შერჩეული შესაბამისობების დაწებებაში.
მასწავლებელი ჯგუფურ მუშაობას უწევს ფასილიტაციას.
|
მკაფიოდ ფორმულირებული ინსტრუქციები;
|
ჯგუფებში მუშაობა
|
დავალების ბარათები /სხვადასხვა ფერის ფერად ქაღალდზე
ამობეჭდილი არსებითი და ზედსართავი სახელები/
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეთა
წახალისებისა და ინტერაქციის , თანამშრომლობის სურვილის გაძლიერება, რომ ეფექტურად
ითანამშრომლონ და ჩაუღრმავდნენ საკითხს, გააანალიზონ , შეხედონ სხვადასხვა კუთხიდან
.
|
9
წთ
|
8
|
აქტივობა: საშინაო
დავალება
.აქტივობის მიზანი:
მიღებული ცოდნის უნარის განვითარება.
აღწერა: მასწავლებელი
მოსწავლეებს სთავაზობს
მოიფიქრონ და დაწერონ ორი-სამი
წინადადებით პასუხი კითხვაზე: რას
გვასწავლის ჩვენ კინო ?
სსსმ მოსწავლეებისათვის:
ნანახი ფილმიდან რომელიმე პერსონაჟის დახატვა
|
ვერბალური ინსტრუქტაჟი
|
მთელი კლასი
|
1 წთ
|
9
|
"მოსწავლეთა თვითშეფასება
აქტივობის მიზანი: თვითშეფასების
უნარის განვითარება
აქტივობის
აღწერა: შემოქმედების ხე"
მასწავლებელი
მოსწავლეებს წინასწარ ახვედრებს მაგიდაზე სტიკერებს , სადაც მინიშნებულია - ნაყოფი
- გაკვეთილმა
სასარგებლოდ,ნაყოფიერად
ჩაიარა;
ვარსკვლავი --
საკმაოდ კარგად გავართვი თავი დავალებებს;
მწვანე ფოთოლი - არ ვარ მაინცდამაინც
კმაყოფილი დღევანდელი დღით;
ყვითელი ფოთოლი - "დაკარგული დღე", უკმაყოფილება.
და აქედან გამომდინარე თხოვს შემოქმედების ხეზე მიაკრან სტიკერები ,
რომელიც გამოხატავს მათ მიერ თვითშეფასებას
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეები გაიაზრებენ თუ რა ცოდნა შეიძინეს გაკვეთილზე და გამოუმუშავდებათ
თვითშეფასების უნარ-ჩვევები.
სსსმ მოსწავლეებისათვის
:
შეეცდებიან აღიქვან გაკვეთილი და სხვების მიბაძვით მიაწებონ სტიკერები.
|
რეფლექსია
|
მთელი კლასი
|
თვითშეფასების სქემა
„ შემოქმედების ხე“
მიზანი:
მოსწავლისათვის დახმარების გაწევა, რომ შეძლოს თავისი სწავლის პროცესზე
დაკვირვება და განუვითარდეს თვითშეფასების უნარი.
|
3 წთ
|
10
|
აქტივობა:
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი სუსტი და ძლიერი მხარეების გათავისება.
აღწერა:
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს საგაკვეთილო აქტივობების მიხედვით.
უკუკავშირი მთელი გაკვეთილის
განმავლობაში.
მიზნობრივ მოსწავლეთა შეფასება სათანადო რუბრიკის მიხედვით.
|
შეფასება და კომენტარი
|
შეფასების რუბრიკა
მიზანი : შეფასების
პრინციპის სიცხადე და გამჭვირვალობა
მასწავლებლის
ვერბალური უკუკავშირი-
განმავითარებელი
შეფასება-საკუთარი პროგრესის შეფასებაში
მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევის მიზნით.
განმსაზღვრელი
შეფასება
|
3 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
უცხ. ს IV.1
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან
თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია ( დიალოგი, ინტერვიუ ყოველდღიურ თემებზე
) ;
უცხ ს. IV.6 მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა
სახის ინფორმაციული ტექსტი ( მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო
ჟურნალიდან) გაზეთიდან, ანოტაცია, ცნობარი და სხვა;
უცხ ს. IV.16 მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა;
უცხ ს. IV. 18 მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი;
მოსწავლემ შეძლოს
ზედსართავი სახელის სწორ კონტექსტში გამოყენება
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები სსსმ მოსწავლეთათვის
უცხ.ს.I.1 მოსწავლეს
შეუძლია სიტყვების, მარტივი ფრაზების , გამოთქმების მოსმენა და გამეორება
n სიტყვების
ნაკადში გამოარჩევს ცალკეულ სიტყვებს.
უცხ.ს.I.2 მოსწავლეს შეუძლია მარტივი მითითებებისა და სავარჯიშოს
ინსტრუქციების მოსმენა და გაგება
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
ჯგუფი იაზრებს ინსტრუქციას და თანმიმდევრულად ასრულებს დავალებებს;
|
სრულად/ნაწილობრივ/არა
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, აქვს აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები;
|
სრულად/ნაწილობრივ/არა
|
ჯგუფის
წევრები უსმენენ ერთმანეთს, თანამშრომლობენ, ეხმარებიან ერთმანეთს;
|
სრულად/ნაწილობრივ/არა
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს;
|
სრულად/ნაწილობრივ/არა
|
ჯგუფის
მიერ შესრულებული დავალება/პრეზენტაცია შეესაბამება მოცემულ პირობას.
|
სრულად/ნაწილობრივ/არა
|
შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
1-4
|
5--6
|
7--8
|
9--10
|
საკუთარი აზრის
დასაბუთებულად წარმოდგენა
|
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.
|
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.
|
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას.
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.
|
ტექსტის გაგება-გააზრება
|
ვერ მსჯელობს, ვერ აზროვნებს, ვერ
პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
ნაწილობრივ მსჯელობს, აზროვნებს,
პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
ძირითადად მსჯელობს, აზროვნებს, პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
მსჯელობს, აზროვნებს, პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლეთა ჩართულობა
|
გაკვეთილზე პასიური და გონება გაფანტულია.
|
იშვიათად ერთვება საგაკვეთილო პროცესში.
|
ხშირად ერთვება საგაკვეთილო პროცესში.
|
ყოველთვის აქტიურია და ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
|
შეფასების
რუბრიკა სსსმ მოსწავლეებისათვის
კრიტერიუმები
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
ეთიკური
ნორმების დაცვა. მოსმენის კულტურა
|
არ იცავს ეთიკის ნორმებს, არ უსმენს მოსაუბრეს.
|
ცდილობს დაიცვას ეთიკის ნორმები და მოუსმინოს მოსაუბრეს.
|
ხშირად იცავს ეთიკის ნორმებს და ხანდახან უსმენს მოსაუბრეს.
|
ყოველთვის იცავს ეთიკის ნორმებს და ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს.
|
ლაპარაკი
|
მოსწავლე ვერ იმეორებს ცალკეულ სიტყვებს, არ გამოსდის საუბარი.
|
მოსწავლე წარმოთქვამს ძალიან მარტივ სიტყვებს .უშვებს გრამატიკულ -ლექსიკურ
შეცდომებს, თუმცა აზრის გაგება შესაძლებელია.
|
მოსწავლე წარმოთქვამს მარტივ ფრაზებს. მისი საუბარი მეტ-ნაკლებად გასაგებია.
უშვებს რამდენიმე შეცდომას.
|
მოსწავლე კარგად წარმოთქვამს მარტივ ფრაზებს, მისი საუბარი არის სრულიად
გასაგები, უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს.
|
ხელმოწერა: ლ. ხვიჩავა
თარიღი: 1.05.2019 წ.
გაკვეთილის გეგმის ფორმა N 2



გაკვეთილის გეგმის ფორმა N 2
მასწავლებლის სახელი,
გვარი: ლულა ხვიჩავა
პირადი ნომერი:
საგანი: რუსული
ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/ VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 10 / 2 სსსმ მოსწავლე /
გაკვეთილის თემა: Рождение кино
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს:
Ø მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნახვის
შემდეგ საკუთარი აზრის დაფიქსირება. (
“Прыбитие поезда” “Путешествие Акакия Церетели в Рача-Лечхуми”)
Ø ტექსტის
შინაარსის გაგება ( Рождение кино);
Ø ტექსტის ნაწყვეტის ხმამაღალი
კითხვა;
Ø თემასთან დაკავშირებული
ახალი სიტყვების შესწავლა და ლექსიკური მარაგის გამდიდრება და შემდგომში აქტივიზაცია
მეტყველებაში
Ø ქართული
და ევროპული კინოს წარმოშობის ისტორიის ერთმანეთთან შედარება და პარალელის გავლება
უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის.
Ø
მიზანი სსსმ მოსწავლეებისათვის.
1.თემასთან დაკავშირებული მარტივი ფრაზების წარმოთქმა და დამახსოვრება
გაკვეთილის თემისა
და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
წარმოდგენილ გეგმაში გათვალისწინებულია
კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები: გაკვეთილის მიზანი შეესაბამება მისაღწევ შედეგებს, გათვალისწინებულია საგნის სპეციფიკა,
სასწავლო მიზანი, თემა/თემების შესაბამისობა
სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან.
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები ( დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების
მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო
( წთ)
|
|
1
|
საორგანიზაციო საკითხები. მასწავლებელი ესალმება კლასს, აღრიცხავს დასწრებას.
აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების
რუბრიკას.
აქტივობის მიზანი:
გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა, პოზიტიური გარემოს
შექმნა
|
მასწავლებელი
და მოსწავლეები ემზადებიან გაკვეთილისათვის.
|
მთელი კლასი
|
შეფასების
რუბრიკა, გაკვეთილის მიზანი
( სსსმ მოსწავლეთათვის ცალკე )
გაკრულია
კედელზე. საკლასო ჟურნალი
წებოვანი ლენტი ; დაფა; ცარცი .
მიზანი:
შეძლონ წინასწარ გააცნობიერონ სასწავლო მიზნები, მოლოდინები, დაინახონ
მათი მიღწევის გზები და საბოლოო შედეგი
|
2 წთ
|
|
2
|
აქტივობა :
საშინაო დავალების შემოწმება
აქტივობის მიზანი:
წინარე ცოდნის
გააქტიურება. კინოს მნიშვნელობის გააზრება
მასწავლებელი იძახებს 3-4 მოსწავლეს სურვილის მიხედვით და სთხოვს წაიკითხონ
დავალება. დანარჩენი მოსწავლეების ნამუშევრებს მასწავლებელი აკრებს და შეამოწმებს
გაკვეთილების შემდეგ
უკუკავშირი :
მასწავლებელი წაახალისებს მოსწავლეების მონდომებას,
მათი აზროვნების უნარს.
|
კითხვა-პასუხი.
ზეპირი გამოკითხვის მეთოდი
|
ინდივიდუალური
|
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
|
3
წთ
|
|
3
|
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს ვის სახელთან არის დაკავშირებული
კინოს დაარსება ან ვინ გადაიღო პირველი ფილმი. რა პრობლემებს აწყდებოდნენ მაშინ რეჟისორები
ფილმის გადაღებისას ,შევადაროთ დღევანდელობას.
შემდეგ მოტივაციის ამაღლების მიზნით უჩვენებს
ნაწყვეტს ფილმიდან „Прибытие поезда“ და „ აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“.
შეიძლება ეს ფილმები არა მაგრამ ხომ არ დამისახელებთ რომელიმე უხმო ფილმს,
რომელიც თქვენ გინახავთ.
პროექტორის
მეშვეობით გაუშვებს პრეზენტაციას, რაშიც შედის მსოფლიოში პირველი ფილმის შემქმნელების ბიოგრაფიული ცნობები, ფოტოები.
აქტივობის მიზანი:
ახალი ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეთათვის.
სსსმ მოსწავლეებისათვის
:
ახალი ინფორმაციის მიწოდება
|
პრეზენტაცია
ფილმის ჩვენება
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
სახელმძღვანელო,
კალამი,
პროექტორი,
ფრაგმენტი ფილმიდან Прибытие поезда
და „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“
Power
Point- ში პრეზენტაცია კინოს წარმოშობის
ისტორია
|
7 წთ
|
|
4
|
აქტივობა : კითხვა
მასწავლებელი თხოვს ერთ-ერთ მოსწავლეს ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი, ხოლო
სხვებმა მიადევნონ თვალი და გახაზონ მათთვის გაუგებარი სიტყვები, რომელთაც მასწავლებელი
ჩამოწერს დაფაზე, შემდეგ მიმართავს კლასს, ხომ არ შეუძლია რომელიმეს ამ სიტყვების
განმარტება.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები
გაიმდიდრებენ ლექსიკას, განუვითარდებათ კითხვის ტექნიკა და გაუადვილდებათ ტექსტის გაგება.
სსმ მოსწავლეები
შეძლებენ ზოგიერთი ლექსიკური ერთეულის წაკითხვას და გამეორებას
|
კითხვა
ლექსიკონზე მუშაობა
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
ინდივიდუალურად.
|
სახელმძღვანელო
მარკერი, ფანქარი
მიზანი: მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა
|
8 წთ.
|
|
5
|
აქტივობა : კითხვა-პასუხი
მასწავლებელი კითხვების დახმარებით ამოწმებს თუ რამდენად კარგად გაიგეს
მოსწავლეებმა ტექსტი
1 Где появилась афиша представления “Кинематограф Люмьер”?
2 Когда появилась афиша
представления?
3 Кто такие братья Люмьер ?
4 Сколько франков заплатили зрители за билет?
5 Что было натянуто на стене ?
6. Что стоял у противоположной стены ?
7. На что был похож ящик ?
8 Что случилось когда зрители
заняли места ?
10. Что появилось на белом полотне ?
11.Что подумали зрители?
12. Что произошло на самом деле ?
აქტივობის მიზანი:
მასწავლებელი კიდევ ერთხელ დარწმუნდეს , რამდენად სრულყოფილად გაიგეს მოსწავლეებმა
ტექსტი
სსსმ მოსწავლეებისათვის :
მოსწავლეებმა შეძლონ კითხვაზე
პასუხის გამეორება
უკუკავშირი: მასწავლებელი
წაახალისებს
მოსწავლეთა აქტიურობას.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
ტექსტი,
სახელმძღვანელო
|
8 წთ
|
|
6
|
აქტივობა : ჯგუფური
მუშაობა
აქტივობის მიზანი:
ტექსტის
უკეთ გაგება-გააზრება და ზედსართავი სახელების სწორ კონტექსტში გამოყენება
სსსმ მოსწავლეებისათვის :
ჯგუფში ინტეგრაცია, სოციალური უნარების განვითარება
აქტივობის აღწერა: წინასწარ
ორ ჯგუფად დაყოფილ კლასს მასწავლებელი აძლევს
წინასწარ ფლიპჩარტზე მომზადებულ ორ დავალებას
1.„
ჭეშმარიტია, მცდარია“ ( შემოხაზონ )
2.ჩასვან
წინადადებებში გამოტოვებული ზედსართავი სახელები
მასწავლებელი
აკვირდება ჯგუფებში მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში აძლევს დამატებით განმარტებებს.
უკუკავშირი: მასწავლებელი აფასებს მოსწავლეების ჯგუფში მუშაობას განმავითარებელი შეფასებით, ზეპირი კომენტარით.
/
|
ვერბალური მეთოდი;
თანამშრომლობითი მეთოდი;
ანალიზი;
შეფასება
|
ჯგუფში
|
წინასწარ
ფლიპჩარტზე გამზადებული დავალებები
მარკერები, წებოვანი ლენტები
|
10 წთ
|
|
7
|
აქტივობა:
საშინაო დავალება
აქტივობის მიზანი:
ცოდნის განმტკიცება
აქტივობის აღწერა:
ამოხსენით კროსვორდი
სსსმ მოსწავლეთათვის:
გადაწეროს მასწავლებლის მიერ დაწერილი ტექსტი
|
ვერბალური ინსტრუქტაჟი
|
საერთო
|
1
წთ
|
||
8
|
მოსწავლეთა თვითშეფასება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა თვითონ შეძლონ საკუთარი წარმატების ან წარუმატებლობის გათვითცნობიერება
აქტივობის
აღწერა:
მასწავლებელი ურიგებს
მოსწავლეებს მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკას და სთხოვს შეაფასონ საკუთარი თავი.
სსსმ მოსწავლეებისათვის:
შეძლონ საკუთარი თავის შეფასება.
|
ვერბალური ინსტრუქცია
|
მთელი კლასი
|
მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა
მიზანი:
მოსწავლისათვის დახმარების გაწევა, რომ შეძლოს თავისი სწავლის პროცესზე დაკვირვება
და განუვითარდეს თვითშეფასების უნარი.
სსსმ -სთვის თვითშეფასება-
პასუხობს ზეპირად, /აჩვენებს თითით
|
3 წთ
|
|
9
|
||||||
აქტივობა: განმავითარებელი
შეფასება
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა
შეძლონ თავიანთი სუსტი და ძლიერი მხარეების გათავისება.
აღწერა:
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს საგაკვეთილო აქტივობების მიხედვით.
უკუკავშირი
მთელი გაკვეთილის განმავლობაში.
|
განმავითარებელი
შეფასება, (კომენტარის სახით)
|
საერთო, მთელი კლასი
|
შეფასების
რუბრიკა
|
3 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მიმართულება
: კითხვა
უცხ ს. IV.6 მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა
სახის ინფორმაციული ტექსტი ( მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო
ჟურნალიდან) გაზეთიდან, ანოტაცია, ცნობარი და სხვა;
Ø ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
Ø მიჯნავს
ფაქტს ვარაუდისაგან, შეფასებისაგან;
უცხ. ს IV.10
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა;
Ø ხმამაღლა
წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
Ø მეტყველებს
გარკვევით და მკაფიოდ
მიმართულება : ლაპარაკი
დიალოგური მეტყველება
უცხ ს. IV.16 მოსწავლეს
შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა;
Ø წინასწარი მომზადების გარეშე
ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე;
Ø ამა
თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
, პოზიციას და განმარტავს მას ( რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ)
მიმართულება --კულტურათა დიალოგი
უცხ. ს.
IV 23 მოსწავლე
იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
Ø ავლებს პარალელს უცხოურ
და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს.
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები სსსმ მოსწავლეთათვის
უცხ.ს.I.1 მოსწავლეს
შეუძლია სიტყვების, მარტივი ფრაზების , გამოთქმების მოსმენა და გამეორება
n სიტყვების
ნაკადში გამოარჩევს ცალკეულ სიტყვებს.
უცხ.ს.I.2 მოსწავლეს შეუძლია მარტივი მითითებებისა და სავარჯიშოს
ინსტრუქციების მოსმენა და გაგება
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
დამაკმაყოფილებელი
|
საშუალო
|
მაღალი
|
ტექსტის გაგება-გააზრება
|
ვერ მსჯელობს, ვერ აზროვნებს, ვერ პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
ნაწილობრივ მსჯელობს , აზროვნებს , პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
ძირითადად მსჯელობს, აზროვნებს, პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
მსჯელობს, აზროვნებს, პასუხობს დასმულ კითხვებს
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ
წესებს.
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ-ნაკლებად
გამართულად საუბრობს.
|
გამართულად მეტყველებს და იყენებს
მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
|
გამართულად მეტყველებს , აქვს მდიდარი
ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს.
|
ჯგუფში თანამშრომლობა
|
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა
თანამშრომლობითი გარემო.
|
მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ
წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა.
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად
პოზიტიური ურთიერთობები იყო.
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური
და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები.
|
შეფასების
რუბრიკა სსსმ მოსწავლეებისათვის
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
დამაკმაყოფილებელი
|
საშუალო
|
მაღალი
|
ეთიკური
ნორმების დაცვა. მოსმენის კულტურა
|
არ იცავს ეთიკის ნორმებს, არ უსმენს მოსაუბრეს.
|
ცდილობს დაიცვას ეთიკის ნორმები და მოუსმინოს მოსაუბრეს.
|
ხშირად იცავს ეთიკის ნორმებს და ხანდახან უსმენს მოსაუბრეს.
|
ყოველთვის იცავს ეთიკის ნორმებს და ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს.
|
ლაპარაკი
|
მოსწავლე ვერ იმეორებს ცალკეულ სიტყვებს, არ გამოსდის საუბარი.
|
მოსწავლე წარმოთქვამს ძალიან მარტივ სიტყვებს ,
|
მოსწავლე წარმოთქვამს მარტივ ფრაზებს. უშვებს რამდენიმე შეცდომას.
|
მოსწავლე კარგად წარმოთქვამს მარტივ ფრაზებს, უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს.
|
ხელმოწერა: ლ.ხვიჩავა
თარიღი: 6.05.2019 წ.
გაკვეთილის გეგმის
ფორმა N 3
მასწავლებლის სახელი,
გვარი: ლულა ხვიჩავა
პირადი ნომერი:
საგანი: რუსული
ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/ VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 10 / 2 სსსმ მოსწავლე /
გაკვეთილის თემა: Голливуд
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს :
- მისთვის ნაცნობ თემებზე
ლაპარაკი;
- მოსმენილი/წაკითხული
ტექსტის შინაარსის გადმოცემა;
- ტექსტიდან
საჭირო ინფორმაციის ამოკრება;
- აზრის
თანმიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბება;
- ინფორმაციის
დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
- უცხოურ და მშობლიურ
კულტურებს შორის პარალელების გავლება,
მსგავსებებისა და განსხვავებების
პოვნა;
- წერისას საბაზისო
ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება
მიზანი სსსმ მოსწავლეებისათვის.
მასწავლებლის დახმარებით შეძლოს:
მარტივი სიტყვების მოსმენა და გამეორება. სიტყვების
ნაკადში ცალკეული სიტყვების გამორჩევა, მათი გადაწერა და დამახსოვრება. მარტივი მითითებებისა
და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.
გაკვეთილის თემისა
და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
წარმოდგენილ გეგმაში
გათვალისწინებულია კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის
მოთხოვნები: გაკვეთილის მიზანი შეესაბამება მისაღწევ
შედეგებს, გათვალისწინებულია საგნის სპეციფიკა, სასწავლო
მიზანი, თემა/თემების შესაბამისობა სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები ( დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების
მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო
( წთ)
|
|
1
|
აქტივობა :
საორგანიზაციო საკითხები
აქტივობის მიზანი:
კლასის ორგანიზება
აღწერა: მასწავლებელი
საორგანიზაციო საკითხებს.
მასწავლებელი აღრიცხავს დასწრებას. აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს
და გააცნობს შეფასების ფორმებს; კიდევ ერთხელ
შეახსენებს შეფასების რუბრიკას.
|
ვერბალური მეთოდი, დემონსტრირება
|
საერთო საკლასო
|
კომპიუტერი, პროექტორი, შეფასების რუბრიკა, გაკვეთილის მიზანი
( სსსმ მოსწავლეთათვის ცალკე
)
გაკრულია კედელზე.
საკლასო ჟურნალი, წებოვანი ლენტი, დაფა, ცარცი
მიზანი: შეძლონ
წინასწარ გააცნობიერონ სასწავლო მიზნები, მოლოდინები, დაინახონ მათი მიღწევის გზები
და საბოლოო შედეგი
|
2 წთ.
|
|
2
|
აქტივობა :
საშინაო დავალების შემოწმება
მიზანი:
წინარე ცოდნის გააქტიურება
(Учащиеся
должны были решить кроссворд)
აღწერა: მასწავლებელი საშინაო დავალებად მიცემულ კროსვორდს ბავშვების
დახმარებით კიდევ ერთხელ შეავსებს.
უკუკავშირი: მასწავლებელი
წაახალისებს მოსწავლეების მონდომებასა და შრომისმოყვარეობას.
|
ვერბალური მეთოდი
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
მოსწავლეთა ნამუშევრები
ფლიპჩარტზე დატანილი კროსვორდი ( შეუვსებელი)
|
3 წთ.
|
|
3
|
ასოციაციური სქემა
„ჰოლივუდი“.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები დაინტერესდებიან იმ თემით, რომელზეც უნდა ვისაუბროთ გაკვეთილზე.
მიზანი სსსმ მოსწავლეებისათვის:
მარტივი სიტყვების წარმოთქმა და გამეორება.
აღწერა:
მასწავლებელი ფლიპჩარტზე წინასწარ გამზადებულ რესურსს აკრავს დაფაზე
და მოსწავლეთა შეჯერებული პასუხების მიხედვით ავსებს ასოციაციურ რუკას.
სსსმ მოსწავლეები
იმეორებენ მეგობრების მიერ წარმოთქმულ მარტივ სიტყვებს და ფრაზებს.
|
გონებრივი იერიში
თვალსაჩინოება
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
ფლიპჩარტზე წინასწარ გამზადებული ასოციაციური რუკა.
სსსმ
ასოციაციური რუკის
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს არსებული ცოდნის ახალ ცნებასთან
დაკავშირება, ცნების სრულყოფილად გაგება -გააზრება და ინტერაქცია.
|
3 წთ.
|
|
4
|
აქტივობა:
მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი: მოტივაციის
ამაღლება.
სსსმ მოსწავლეებისათვის:
მოტივაციის ამაღლება.
აღწერა:
მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციას
|
პრეზენტაციის
მეთოდი
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
პრეზენტაცია
|
3 წთ.
|
|
5
|
აქტივობა:
სავარაუდო
ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები
გაიმდიდრებენ ლექსიკას და გაუადვილდებათ ტექსტის გაგება.
სსსმ მოსწავლეებისათვის:
ფლიპჩარტზე
გამოტანილი ზოგიერთი ლექსიკური ერთეულის გამეორება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ახალ სიტყვებს ,მოსწავლეები ცდილობენ შეავსონ ცხრილი,
თუ ვერ ართმევენ თავს ეხმარება მასწავლებელი.
|
სიტყვის გამომძიებელი
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
ფლიფჩარტზე დატანილი ლექსიკური ერთეულები
წებოვანი ლენტი ,მარკერი , დაფა, ცარცი
|
3 წთ.
|
|
6
|
აქტივობა :
ტექსტის კითხვა /ჰოლივუდი/
აქტივობის მიზანი:
ტექსტის
გაგება-გააზრება და კითხვის ტექნიკის დახვეწა.
სსსმ მოსწავლეებისათვის:
კონკრეტული
სიტყვების წაკითხვა და დამახსოვრება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
თხოვს ერთ-ერთ მოსწავლეს ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი, (შემდგომ აგრძელებინებს მეორეს)
, ხოლო სხვებმა მიადევნონ თვალი და გახაზონ
მათთვის გაუგებარი სიტყვები, რომელთაც მასწავლებელი ჩამოწერს დაფაზე, შემდეგ მიმართავს
კლასს, ხომ არ შეუძლია რომელიმეს ამ სიტყვების განმარტება.
უკუკავშირი: მასწავლებელი
აფასებს მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის განმავითარებელი შეფასებით-ზეპირი
კომენტარით.
|
კითხვა
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
სახელმძღვანელო;
მარკერი
მიზანი: მოსწავლეთა
ჩართულობის უზრუნველყოფა
|
8 წთ.
|
|
7
|
აქტივობა:
კითხვებზე პასუხი
აქტივობის მიზანი:
ტექსტის
გაგება-გააზრება
აღწერა:
მასწავლებელი კითხვების დახმარებით ამოწმებს თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა
ტექსტი
სსსმ მოსწავლეებისათვის:
მოსწავლეებმა შეძლონ კითხვაზე პასუხის გამეორება
1 Где живут известные во всем мире киноактеры ?
2. Где находится Голливуд ?
3.Где находится Аллея славы ?
4.Кто основал Голливуд ?
5 В каком году Голливуд получил статус города ?
5. В каком году Голливуд был присоединен к Лос-Анджелесу ?
6 В каком году была открыта первая киностудия ?
7 Назовите
основателей крупнейших киностудий США ?
8 Что
рекламировали братья Уорнер ?
9 Чем занимался
Луйс Майер ?
10 Сколько фильмов ежегодно снималось в Голливуде к 1920
году?
|
კითხვა-პასუხი
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
8 წთ.
|
||
8
|
აქტივობა: ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი: შეძლონ
ერთმანეთთან თანამშრომლობა
მიზანი სსსმ მოსწავლეებისათვის :
შეძლონ მონაწილეობის მიღება ჯგუფურ მუშაობაში.
აქტივობის აღწერა:
წინასწარ
ორ ჯგუფად დაყოფილ კლასს მასწავლებელი აძლევს
დავალებებს.
პირველი ჯგუფი:
შეადგენენ ტექსტის გარშემო კითხვებს მოცემული კითხვითი სიტყვების დახმარებით.
დაალაგებენ
არეულ სიტყვებს ისე, რომ მიიღონ გამართული წინადადებები
მეორე ჯგუფი :
შეადგენენ
ტექსტის გარშემო კითხვებს მოცემული კითხვითი სიტყვების დახმარებით.
დაალაგებენ
არეულ სიტყვებს ისე, რომ მიიღონ გამართული წინადადებები
მასწავლებელი
აკვირდება ჯგუფებში მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში აძლევს დამატებით განმარტებებს.
უკუკავშირი: მასწავლებელი
აფასებს ჯგუფში მუშაობას განმავითარებელი შეფასებით--ზეპირი კომენტარით.
|
ვერბალური მეთოდი;
პრეზენტაციის
მეთოდი
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
ჯგუფის მიერ მომზადებული
ნამუშევრები
წებოვანი ლენტი,
დაფა, ცარცი. მაგნიტები
|
8 წთ.
|
|
9
|
აქტივობა:
საშინაო დავალება
მიზანი: წინარე
ცოდნის გააქტიურება
აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მოიძიონ ინფორმაცია მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი
კინოჯილდოების შესახებ
|
ვერბალური ახსნა-განმარტება
|
ინდივიდუალურად
|
1 წთ.
|
||
10
|
აქტივობა :
მოსწავლეთა თვითშეფასება
აქტივობის
მიზანი: თვითშეფასების უნარის განვითარება
იმის
გაგება, თუ როგორ აითვისეს მოსწავლეებმა მასალა
მასწავლებელს
დაფაზე გაკრული აქვს მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა--ე.წ. „კუნძულები“---კმაყოფილების
, მოწყენილობის , სიხარულისა და მოლოდინის კუნძულები, მოსწავლეები აკრავენ სტიკერებს იმ კუნძულზე , რომელზედაც მოიაზრებენ
თავს და პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვაზე, თუ რატომ წარმოუდგენიათ თავი ამა თუ
იმ კუნძულზე.
სსსმ მოსწავლეებისათვის
:
შეეცდებიან აღიქვან გაკვეთილი და სხვების მიბაძვით მიაწებონ სტიკერები.
|
ვერბალური ინსტრუქცია
|
მთელი კლასი/ინდივიდუალური
|
თვითშეფასების
სქემა „კუნძულები“
მიზანი: მოსწავლისათვის
დახმარების გაწევა, რომ შეძლოს თავისი სწავლის პროცესზე დაკვირვება და განუვითარდეს
თვითშეფასების უნარი.
|
3 წთ.
|
|
10
|
აქტივობა : შეფასება
შეფასების
სახე: განმავითარებელი.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი სუსტი და ძლიერი მხარეების გათავისება.
აღწერა:
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს საგაკვეთილო აქტივობების მიხედვით.
უკუკავშირი
მთელი გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეთა
შეფასება სათანადო რუბრიკის მიხედვით
ამ გაკვეთილით ფასდება მოსწავლეთა მუშაობა ტექსტთან, ,მთავარი თემისა
და ფაქტების ამოცნობა, ,ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ამოკრება, საკუთარი აზრების
გამოთქმა და დასკვნების გამოტანა.
|
ვერბალური ინსტრუქცია
|
მთელი კლასი
|
განმავითარებელი
შეფასების რუბრიკა
|
3 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
მიმართულება წერა:
უცხ. ს.
IV 14 წერისას
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს
გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
მიმართულება -- ლაპარაკი
უცხ. ს.
IV 18 მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
- გადმოსცემს
მოსმენილი/წაკითხული ტექსტის შინაარსს.
- ამოკრებს
საჭირო ინფორმაციას.
- თანმიმდევრულად,
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
მიმართულება --კულტურათა დიალოგი
უცხ. ს.
IV 23 მოსწავლე
იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
ავლებს
პარალელს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს.
მიმართულება -- სწავლის სწავლა
უცხ. ს.
IV 28 მოსწავლეს შეუძლია
ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები სსსმ მოსწავლეთათვის
უცხ.ს.I.1 მოსწავლეს
შეუძლია სიტყვების, მარტივი ფრაზების , გამოთქმების მოსმენა და გამეორება
n სიტყვების
ნაკადში გამოარჩევს ცალკეულ სიტყვებს.
უცხ.ს.I.2 მოსწავლეს შეუძლია მარტივი მითითებებისა და სავარჯიშოს
ინსტრუქციების მოსმენა და გაგება
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
დამაკმაყოფილებელი
|
საშუალო
|
საშუალოზე მაღალი
|
მაღალი
|
ამოიცნობს მთავარ თემას
|
თემა ვერ ამოიცნო
|
ამოიცნო ნაწილობრივ
|
ამოიცნო თემა და რამდენიმე პერსონაჟი
|
ამოიცნო მთავარი თემა და პერსონაჟები
|
ამოიცნო მთავარი თემა და ფაქტები
|
ამოკრეფს საჭირო ინფორმაციას
|
ვერ პოულობს საჭირო ინფორმაციას
|
პოულობს მხოლოდ 1-2 ინფორმაციას
|
ნაწილობრივ პოულობს საჭირო ინფორმაციას
|
ამოკრეფს ძირითად ინფორმაციას
|
ამოკრეფს ყველა საჭირო ინფორმაციას
|
გამოთქვამს საკუთარ აზრს
|
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
|
გამოთქვამს საკუთარ აზრს, მაგრამ უშვებს შეცდომებს
|
ნაწილობრივ გამოთქვამს საკუთარ აზრს
|
გასაგებად გამოთქვამს საკუთარ აზრს
|
კარგად, ლოგიკურად, დამაჯერებლად გამოთქვამს საკუთარ აზრს.
|
გამოაქვს დასკვნა
|
გებულობს შინაარსს , მაგრამ ვერ გამოაქვს დასკვნა
|
ნაწილობრივ ახერხებს დასკვნის გაკეთებას
|
გამოაქვს დასკვნა ,მაგრამ არ შეესაბამება ფაქტებს.
|
გამოაქვს დასკვნა, მაგრამ ვერ ასაბუთებს.
|
გამოაქვს დასკვნა და მოჰყავს არგუმენტები.
|
შეფასების რუბრიკა
სსსმ მოსწავლეებისათვის
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
დამაკმაყოფილებელი
|
საშუალო
|
მაღალი
|
ეთიკური
ნორმების დაცვა. მოსმენის კულტურა
|
არ იცავს ეთიკის ნორმებს, არ უსმენს მოსაუბრეს.
|
ცდილობს დაიცვას ეთიკის ნორმები და მოუსმინოს მოსაუბრეს.
|
ხშირად იცავს ეთიკის ნორმებს და ხანდახან უსმენს მოსაუბრეს.
|
ყოველთვის იცავს ეთიკის ნორმებს და ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს.
|
ლაპარაკი
|
მოსწავლე ვერ იმეორებს ცალკეულ სიტყვებს, არ გამოსდის საუბარი.
|
მოსწავლე წარმოთქვამს ძალიან მარტივ სიტყვებს ,
|
მოსწავლე წარმოთქვამს მარტივ ფრაზებს. უშვებს რამდენიმე შეცდომას.
|
მოსწავლე კარგად წარმოთქვამს მარტივ ფრაზებს, უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს.
|
ხელმოწერა: ლ.ხვიჩავა
თარიღი: 8.05/2019 წ.
გაკვეთილის გეგმის
ფორმა N 4
მასწავლებლის სახელი,
გვარი: ლულა ხვიჩავა
პირადი ნომერი:
საგანი: რუსული
ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/ VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 10 / 2 სსსმ მოსწავლე /
გაკვეთილის თემა: Оскар
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს:
Ø წაიკითხოს
და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი;
Ø ამოიცნოს
მთავარი თემა/საკითხები;
Ø ინტერაქციაში
მონაწილეობა;
Ø თანამშრომლობა თანაკლასელებთან
, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
Ø თავისი წვლილი შეიტანოს
საერთო საქმეში;
Ø იმოქმედოს გუნდის წევრებთან
შეთანხმებულად;
მიზანი სსსმ მოსწავლეებისათვის.
მოსწავლემ შეძლოს:
Ø თემასთან დაკავშირებული მარტივი ფრაზების წარმოთქმა
და დამახსოვრება;
Ø მარტივი სიტყვების წერის უნარის განვითარება
გაკვეთილის თემისა
და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
წარმოდგენილ გეგმაში გათვალისწინებულია კონკრეტული კლასის
საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები: გაკვეთილის მიზანი შეესაბამება მისაღწევ შედეგებს,
გათვალისწინებულია საგნის სპეციფიკა, სასწავლო მიზანი, თემა/თემების შესაბამისობა სასწავლო
წლის მოცემულ პერიოდთან.
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები ( დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების
მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო
( წთ)
|
1
|
აქტივობა: საორგანიზაციო
საკითხები.
აქტივობის მიზანი
: კლასის ორგანიზება
აღწერა: მასწავლებელი
ესალმება კლასს, შეახსენებს ქცევის წესებს, აღრიცხავს დასწრებას. აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზნებს, შეფასების ფორმებსა
და რუბრიკას.( ეუბნება, რომ მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციებში
)
მასწავლებელი
და მოსწავლეები ემზადებიან გაკვეთილისათვის.
|
ვერბალური ახსნა, დემონსტრირება
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკები
გაკვეთილის მიზანი
საკლასო
ჟურნალი
მიზანი: შეძლონ წინასწარ
გააცნობიერონ სასწავლო მიზნები, მოლოდინები, დაინახონ მათი მიღწევის გზები და საბოლოო
შედეგი
|
2 წთ.
|
2
|
აქტივობა: საშინაო
დავალების შემოწმება
აქტივობის მიზანი: კვლევა-ძიების
უნარის განვითარება
აღწერა: მასწავლებელი
აანალიზებს მოსწავლეთა ნამუშევრებს, რომლებიც წინასწარ გაკრულია დაფაზე
აძლევს უკუკავშირს.
|
ანალიზი
|
მუშაობა მთელ კლასთან
|
დაფაზე წინასწარ გაკრულია მოსწავლეთა ნამუშევრები
|
4 წთ.
|
3
|
აქტივობა : პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი :მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლება
აღწერა: მასწავლებელი პროექტორის საშუალებით უჩვენებს
მოსწავლეებს ოსკარის გამოსახულებას და სვამს კითხვას
1Что вы видите на картине ?
2Что такое “Оскар” ?
3. Почему этот приз является престижным ?
4. Назовите фильмы, которые получили больше всего “Оскара “ ?
5. Не скажете ли вы какие номинации существуют ?
6.В каких номинациях получили “Оскар”, названные вами фильмы ?
7. Посмотрите внимательно на фото. Скажите, пожалуйста, как чувствует
себя актер ?
Ребята, одной из номинацией “Оскара” является лучшая музыка из кинофильма
.
Давайте послушаем Саундтрек из фильма “Титаник”.
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
Power Point- ში პრეზენტაცია
https://docs.google.com/presentation/d/1kRoKvBjg5uXrEgmQlBD0YMQ5ArkH8tfsqUK3z5Hvz1s/edit#slide=id.p2
|
6
წთ.
|
|
4
|
აქტივობა :
სავარაუდო ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკას და გაუადვილდებათ ტექსტის გაგება.
მიზანი სსსმ მოსწავლეებისათვის :
კონკრეტული
სიტყვების გამეორება და დამახსოვრება.
აღწერა :
ფლიპჩარტზე გამოტანილია სავარაუდო რთული სიტყვები.
მასწავლებელის
დახმარებით მოსწავლეები ავსებენ ცხრილს.
|
სიტყვების გამომძიებელი
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
ფლიპჩარტზე გამოტანილი ახალი სიტყვები
ფლიპჩარტზე
ამოწერილი ახალი სიტყვები და ახალი სიტყვების ლექსიკონის განმარტებები
|
3 წთ.
|
5
|
აქტივობა : ტექსტზე
მუშაობა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები დახვეწენ კითხვის ტექნიკას და შეიძენენ ახალ ინფორმაციას ოსკარის შესახებ.
მიზანი სსსმ მოსწავლეებისათვის :
კითხვის
ტექნიკის გაუმჯობესება
აღწერა:
მოსწავლეები
კითხულობენ ტექსტს (Оскар) და იძენენ ახალ ინფორმაციას.
სსსმ
მოსწავლეები
ამოიკითხავენ მარტივ ფრაზებს.
|
კითხვა
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
ტექსტი,
სახელმძღვანელო
მიზანი: მოსწავლეთა
ჩართულობის უზრუნველყოფა.
|
8 წთ.
|
6
|
აქტივობა : კითხვებზე
პასუხის გაცემა
აქტივობის მიზანი:
მასწავლებელი კიდევ ერთხელ დარწმუნდეს , რამდენად სრულყოფილად გაიგეს მოსწავლეებმა
ტექსტი
მიზანი სსსმ მოსწავლეებისათვის :
კიდევ
ერთხელ გაიმეორებენ ტექსტიდან ამოკითხულ მარტივ ფრაზებს და შეეცდებიან მათ დამახსოვრებას.
აღწერა: მასწავლებელი
კითხვების დახმარებით ამოწმებს თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა ტექსტი
1.Кто
учредил знаменитую премию “Оскар “?
2. Где
состоялась первая церемония вручения премий ?
3. В каком
году состоялась первая церемония вручения премий ?
4. Какой
фильм получил первую золотую статуэтку ?
5 . Кто
является режиссером фильма “Крылья” ?
6 . За какой
фильм получил приз Чарли Чаплин?
7 . В каком
году появилось название “Оскар “?
8. Что воскликнула директор Академии Маргарет
Херрик увидев статуэтку?
უკუკავშირი: მასწავლებელი
აფასებს მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას განმავითარებელი შეფასებით-ზეპირი
კომენტარით.
|
კითხვა-პასუხი
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
ტექსტი
|
6 წთ.
|
7
8
9
10
|
ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი:
გრამატიკის
გარკვეულ საკითხებზე ( სინონიმები და ანტონიმები ) ცოდნის გაღრმავება. მთელი კლასის
ეფექტურად ჩართვის მიზნით მოსწავლეებს უნაწილდებათ დავალებები. პრეზენტაციის უნარ-ჩვევების
განვითარება.
მიზანი სსსმ მოსწავლეებისათვის:
ჯგუფში
ინტეგრაცია
აღწერა:
მასწავლებელი წინასწარ ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს აძლევს შესაბამის დავალებებს
პირველი ჯგუფი--
მოცემული ნიმუშის მიხედვით შეავსონ ცხრილი, სადაც უნდა ჩაწერონ მნიშვნელობით ახლოს
მდგომი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები.
მეორე ჯგუფი
მოცემული ნიმუშის მიხედვით შეავსონ ცხრილი, სადაც უნდა ჩაწერონ მნიშვნელობით ახლოს
მდგომი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები.
სსსმ მოსწავლეები ჩართულები
იქნებიან ჯგუფურ მუშაობაში,
პირველი ჯგუფი:
ჯგუფის ლიდერის მითითებით სსსმ მოსწავლე ეძებს შესაბამის სიტყვას, რომელსაც კარნახობენ
ჯგუფის წევრები და აწოდებს ლიდერს, რომელიც ჩააკრავს ამ სიტყვას სათანადო გრაფაში.
მეორე ჯგუფი:
ჯგუფის ლიდერის მითითებით სსსმ მოსწავლე ეძებს შესაბამის სიტყვას, რომელსაც კარნახობენ
ჯგუფის წევრები და აწოდებს ლიდერს, რომელიც ჩააკრავს ამ სიტყვას სათანადო გრაფაში.
აქტივობა : საშინაო დავალება
მასწავლებელი
მოსწავლეებს ურიგებს აქტივობის ბარათებს, რომელშიც მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ მათთვის
საყვარელი ოსკაროსანი ფილმის სახელწოდება და დაწერონ ისეთი ზედსართავი სახელები
, რომლებიც მათი აზრით ყველაზე უფრო შეეფერება ამ ფილმს
აქტივობის მიზანი:
განამტკიცონ
ცოდნა
/ზედსართავი
სახელები/
რეფლექსია
აქტივობა: მოსწავლეთა თვითშეფასება
აქტივობის მიზანი:
იმის გაგება, თუ როგორ აითვისეს მოსწავლეებმა მასალა და რისი გაგება სურთ დამატებით.
ესთეტიკური გემოვნების დახვეწა ,შეძლონ საუბარი საკუთარ ემოციებზე.
სსსმ
მოსწავლეთათვის :
აქტივობა: შეფასება
აქტივობა : შეფასება
შეფასების
სახე: განმავითარებელი.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი სუსტი და ძლიერი მხარეების გათავისება.
აღწერა:
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს საგაკვეთილო აქტივობების მიხედვით.
უკუკავშირი
მთელი გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეთა
შეფასება სათანადო რუბრიკის მიხედვით
ამ გაკვეთილით ფასდება მოსწავლეთა მუშაობა ტექსტთან, ,მთავარი თემისა
და ფაქტების ამოცნობა, ,ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ამოკრება, საკუთარი აზრების
გამოთქმა და დასკვნების გამოტანა.
|
ვერბალური ახსნა-განმარტება;
თვალსაჩინოება;
ვერბალური ახსნა
ვერბალური ინსტრუქცია;
ზეპირი გამოკითხვა
ვერბალური ინსტრუქცია
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
მთელი კლასი, ინდივიდუალურად.
მთელი კლასი
|
წინასწარ
ფლიპჩარტზე გამზადებული დავალებები
მარკერები , ფურცლები, კალმები
მიზანი: მოსწავლეთა თანამშრომლობა და ინტერაქცია
აქტივობის ბარათები
თვითშეფასების
სქემა
მიზანი:
მოსწავლისათვის დახმარების გაწევა, რომ შეძლოს თავისი სწავლის პროცესზე დაკვირვება
და განუვითარდეს თვითშეფასების უნარი.
შეფასების რუბრიკები
|
10 წთ
1 წთ
2 წუთი
3 წუთი
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
მიმართულება კითხვა
უცხ.ს 4 10 მოსწავლეს
შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი ;
ამოიცნობს მთავარ
თემას/საკითხებს;
ამოიცნობს ტექსტის
ზედაპირზე მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
მიმართულება ლაპარაკი
დიალოგური მეტყველება
უცხ.ს 4
16 მოსწავლეს შეუძლია
ინტერაქციაში მონაწილეობა
მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.ს 4 29 მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან
, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
ცდილობს თავისი
წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
მოქმედებს გუნდის
წევრებთან შეთანხმებულად;
სსსმ მოსწავლეებისათვის
უცხ. ს1.1
მოსწავლეს შეუძლია
სიტყვების, მარტივი ფრაზების, გამოთქმების მოსმენა და გამეორება
დანართი
შეფასების რუბრიკები
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
ჯგუფი იაზრებს ინსტრუქციას და თანმიმდევრულად ასრულებს დავალებებს;
|
სრულად/ნაწილობრივ/არა
|
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია, აქვს აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები;
|
სრულად/ნაწილობრივ/არა
|
ჯგუფის
წევრები უსმენენ ერთმანეთს, თანამშრომლობენ, ეხმარებიან ერთმანეთს;
|
სრულად/ნაწილობრივ/არა
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს;
|
სრულად/ნაწილობრივ/არა
|
ჯგუფის
მიერ შესრულებული დავალება/პრეზენტაცია შეესაბამება მოცემულ პირობას.
|
სრულად/ნაწილობრივ/არა
|
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
საშუალოზე მაღალი
|
მაღალი
|
ტექსტის გაგება-გააზრება
|
ვერ მსჯელობს, ვერ აზროვნებს, ვერ პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
ნაწილობრივ მსჯელობს , აზროვნებს , პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
ძირითადად მსჯელობს, აზროვნებს, პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
მსჯელობს, აზროვნებს, პასუხობს დასმულ კითხვებს
|
გამართული და
სწორი მეტყველება
|
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ-ნაკლებად გამართულად
საუბრობს.
|
გამართულად მეტყველებს და იყენებს
მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
|
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს
ენობრივ-გამომსახველობით საშუალებებს.
|
საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლეთა ჩართულობა
|
გაკვეთილზე პასიური და გონება გაფანტულია.
|
იშვიათად ერთვება საგაკვეთილო პროცესში.
|
ხშირად ერთვება საგაკვეთილო პროცესში.
|
ყოველთვის აქტიურია და ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
|
შეფასების რუბრიკა სსსმ მოსწავლეებისათვის
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
დამაკმაყოფილებელი
|
საშუალო
|
მაღალი
|
გაკვეთილზე ჩართულობა
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში
|
ხშირად მონაწილეობს საგაკვეთილო
პროცესში
|
ყოველთვის მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში
|
ყოველთვის მონაწილეობს საგაკვეთილო
პროცესში და ხშირად წარმართავს საკლასო მსჯელობას.
|
მოსმენის კულტურა.
მობილიზება
|
უჭირს ყურადღების კონცენტრირება, არ უსმენს მოსაუბრეს.
|
უჭირს ყურადღების კონცენტრირება, იშვიათად უსმენს მოსაუბრეს.
|
მეტ-ნაკლებად მობილიზებულია და კონცენტრირებული. უსმენს მოსაუბრეს.
|
მობილიზებული და კონცენტრირებულია. გულისყურით უსმენს მოსაუბრეს.
|
ხელმოწერა:
ლ.ხვიჩავა
თარიღი:
13.05.2019 წ.
გაკვეთილის გეგმის
ფორმა N 5
მასწავლებლის სახელი,
გვარი: ლულა ხვიჩავა
პირადი ნომერი:
საგანი: რუსული
ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/ VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 10 / 2 სსსმ მოსწავლე /
გაკვეთილის თემა:
აუთენტურ მასალაზე , ფილმის („Принцесса и нищий „) პრომოზე, მუშაობა
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს:
Ø უცხოურ
( რუსულ ) ენაზე აუთენტური ვიდეო ( პრომო „ Принцесса и нищий „) მასალის მოსმენის
უნარ-ჩვევების განვითარება;
Ø ფილმის შინაარსის გაგება-გააზრება და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირება;
Ø ვარაუდების
პროგნოზირების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
Ø მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან
თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია ( დიალოგი, ინტერვიუ ) ყოველდღიურ თემებზე;
Ø ყოფითი
საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა;
Ø წერისას
ტექსტის სტრუქტურის დაცვა, საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება..
მიზანი სსსმ მოსწავლეებისათვის.
მოსწავლემ შეძლოს ფილმის ყურება, ფილმში გაჟღერებული
მარტივი სიტყვების წარმოთქმა და დამახსოვრება
, ასევე მარტივი სიტყვების გადაწერა.
გაკვეთილის თემისა
და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
წარმოდგენილ გეგმაში გათვალისწინებულია
კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები: გაკვეთილის მიზანი შეესაბამება მისაღწევ შედეგებს, გათვალისწინებულია საგნის სპეციფიკა,
სასწავლო მიზანი, თემა/თემების შესაბამისობა
სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან.
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები ( დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების
მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო
( წთ)
|
||
1
|
აქტივობა: საორგანიზაციო საკითხები
აქტივობის მიზანი:
გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა, პოზიტიური გარემოს შექმნა
აღწერა: მასწავლებელი
ესალმება კლასს, შეახსენებს ქცევის წესებს, აღრიცხავს დასწრებას. აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზნებს, შეფასების ფორმებსა
და რუბრიკას.
|
ვერბალური ახსნა, დემონსტრირება
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკები
გაკვეთილის მიზანი
საკლასო
ჟურნალი
მიზანი: შეძლონ წინასწარ
გააცნობიერონ სასწავლო მიზნები, მოლოდინები, დაინახონ მათი მიღწევის გზები და საბოლოო
შედეგი
|
3 წთ.
|
||
აქტივობა:
საშინაო დავალების შემოწმება
აქტივობის მიზანი:
წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
ამოწმებს დაფაზე წინასწარ გაკრულ საშინაო დავალებებს და აძლევს უკუკავშირს მოსწავლეებს ,წაახალისებს
მათ შრომისმოყვარეობას.
|
გამოფენის მეთოდი;
ანალიზი ;
ვერბალური ახსნა.
|
მთელი კლასი/ინდივიდუალურად
|
დაფაზე წინასწარ გაკრულია მოსწავლეთა
ნამუშევრები, ფლიფჩარტი, წებოვანი ლენტი
|
||||
2
|
აქტივობა: ასოციაციური რუკა
აქტივობის მიზანი:
წინარე
ცოდნის გააქტიურება
მოსწავლეები
დაინტერესდებიან იმ თემით, რომელზეც უნდა ვისაუბროთ გაკვეთილზე.
მიზანი სსსმ მოსწავლეებისათვის:
გავიგოთ
როგორია აღნიშნული მოსწავლეების
წარმოდგენა
პრინცესაზე და მათხოვარზე.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელ
ეკითხება მოსწავლეებს , რა ასოციაციას იწვევს მათში სიტყვები:
Принцесса .
Нищий -
მოსწავლეების
შეჯერებული პასუხების მიხედვით ავსებს რუკას და ვენის დიაგრამას .
მასწავლებელი
სსსმ მოსწავლეებს ამეორებინებს სიტყვებს : Принцесса-- красивая // нищий --несчастный
შემდეგ
მასწავლებელი უსვამს მოსწავლეებს კითხვებს:
2.Как вы думаете ,существуют ли в настоящее время принцессы и
можете ли вы назвать кого-- нибудь из них ?
3.Как
вы думаете, какая жизнь у принцесс? Они свободны или им приходится жить в
рамках каких-то правил ?
უკუკავშირი:
მასწავლებელი წაახალისებს მოსწავლეების აქტიურობას, შრომისმოყვარეობას, ძალისხმევას,
მაშინაც კი , როცა შედეგს ვერ აღწევენ.
|
გონებრივი იერიში
ვენის
დიაგრამა
თვალსაჩინოება
|
მუშაობა მთელ კლასთან
|
ფლიფჩარტზე
წინასწარ გამზადებული ასოციაციური რუკა. ვენის დიაგრამა.
პრინცესასა
და ღარიბის ფოტოები
ფოტოები --პროვოცირების
მიზნით.
ასოციაციური რუკის
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს არსებული ცოდნის ახალ ცნებასთან
დაკავშირება, ცნების სრულყოფილად გაგება -გააზრება და ინტერაქცია. მოქმედი პერსონაჟების
საერთო და განმასხვავებელი ნიშნების დასახელება.
|
3 წთ.
|
||
3
|
აქტივობა: პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი : მოტივაციის
ამაღლება.
სსსმ მოსწავლეებისათვის:
მოტივაციის ამაღლება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს
სლაიდების დახმარებით პრინცესების ფოტოებს.
|
პრეზენტაცია
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
მასწავლებლის პრეზენტაცია
პროექტორი,
კომპიუტერი,
მიზანი: ინფორმაციის
ვიზუალურად მიწოდება.
|
4 წთ.
|
||
4
|
აქტივობა: ლექსიკური ერთეულები
აქტივობის მიზანი:
სირთულეების
მოხსნა ლექსიკური უნარ-ჩვევების განვითარება.
მიზანი სსსმ მოსწავლეთათვის :
მარტივი
ფრაზების წაკითხვა
( მასწ.
წინასწარ ამზადებს)
აქტივობის აღწერა:
ვიდეო მასალის წარდგენის წინ მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს „ახალ სიტყვებს“, რომლებიც იქნება გამოყენებული ტექსტში, და თხოვს მოსწავლეებს შექმნან წინადადებები, , სადაც გამოყენებული იქნება ეს სიტყვები.
|
სიტყვების გამომძიებელი
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
ფლიპჩარტზე
ამოწერილი ახალი სიტყვები და ახალი სიტყვების ლექსიკონის განმარტებები
მიზანი: ახალი
ლექსიკური ერთეულების დამახსოვრება .მხედველობითი
მეხსიერების გააქტიურება.
|
5 წთ.
|
||
5
|
აქტივობა: ვარაუდების გამოთქმა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა
მოლოდინების შემოწმება და გაგება იმისა , თუ
რამდენად სწორად შეუძლიათ ნააზრევის გადმოცემა
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
ამოწმებს პრომოს ნახვამდე მოსწავლეების ვარაუდებს და უსვამს მათ კითხვას
1.
Ребята как вы думаете о чем пойдет речь в промо?
|
ვარაუდების გამოთქმა
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
3 წთ.
|
|||
6
|
აქტივობა:
პრომოს ჩვენება პაუზებით
აქტივობის მიზანი:
საბაზისო ენობრივი
უნარ-ჩვევების განვითარება .
ფილმის
სტრუქტურის თანმიმდევრობის დაცვა
მიზანი სსსმ მოსწავლეებისათვის
სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება
|
პრომოს ჩვენება
|
მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან.
|
ტექსტი, პრომო
მიზანი: ფილმის
შინაარსის უკეთ გააზრება. წარმოსახვის უნარის
ხელშეწყობა ვიზუალიზაციის დახმარებით.
|
10 წთ.
|
||
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს ფილმის პრომოს პაუზებით და უსვამს კითხვებს:
პირველი პაუზა:
1 Что вы
видите на первом кадре ?
2.Как
вы думаете, где происходит действие ?
3.Опишите внешность
принцессы
მეორე პაუზა:
1.Что
беспокоит принцессу?
2 Что ей предлагают,
чтобы желтая пресса обратила на нее внимание?
მესამე პაუზა
:
1.Что на это отвечает принцесса?
2 Чем заинтересовалась принцесса ?
3 Как вы думаете, почему Антонио оказался в машине
скорой помощи ?
4.Куда принцесса приглашает Антонио?
მეოთხე პაუზა:
1.Что предлагает принцесса оборванцу? Почему?
2.К какому выводу она приходит ?
3. О чем просит Антонио ?
მეხუთე პაუზა
4 Как вы думаете как закончится фильм
ამის შემდეგ მასწავლებელი ურიგებს
მოსწავლეებს, (რომლებიც წინასწარ დაყოფილი არიან ორ ჯგუფად ) ქაღალდზე ამობეჭდილ
ფრაგმენტებს , რომელიც შედგენილია პრომოში გადმოცემული ამბის შინაარსის
მიხედვით და სთხოვს წინადადებები ისე ააწყონ რომ მიიღონ პატარა ამბავი
|
მთელი კლასი/ინდივიდუალური
|
||||||
7
|
აქტივობა: ჯგუფური
მუშაობა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად და ასრულებენ შემდეგ დავალებებს
პირველი ჯგუფი
ავსებს წინადადებაში გამოტოვებულ სიტყვებს
მეორე ჯგუფი
ავსებს ცხრილს
აქტივობის მიზანი:
გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენება, აზრის ჩამოყალიბების
უნარის განვითარება
მიზანი სსსმ მოსწავლეთათვის:
მარტივი სიტყვების წერის უნარის განვითარება
|
ჯგუფური მუშაობა
|
მთელი კლასი
|
ფლიპჩარტზე წინასწარ
გამზადებული დავალებები
შეფასების რუბრიკა
|
10 წთ.
|
||
8
|
აქტივობა: საშინაო დავალება
აქტივობის მიზანი:
ნასწავლი მასალის განმტკიცება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას მისწერონ წერილი
პრინცესას
|
ვერბალური ინსტრუქტაჟი
|
მთელი კლასი
|
1 წუთი
|
|||
9
|
აქტივობა:
მოსწავლეთა თვითშეფასება
აქტივობის
მიზანი: თვითშეფასების უნარის განვითარება
|
რეფლექსია
|
მთელი კლასი
|
მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა
მიზანი:
მოსწავლისათვის დახმარების გაწევა, რომ შეძლოს თავისი სწავლის პროცესზე
დაკვირვება და განუვითარდეს თვითშეფასების უნარი.
სსსმ -სთვის თვითშეფასება-
პასუხობს ზეპირად, /აჩვენებს თითით
|
3 წუთი
|
||
10
|
აქტივობა:
განმავითარებელი შეფასება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი სუსტი და ძლიერი მხარეების გათავისება.
აღწერა:
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს საგაკვეთილო აქტივობების მიხედვით.
უკუკავშირი მთელი გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეთა
შეფასება სათანადო რუბრიკის მიხედვით
|
შეფასება და კომენტარი
|
მთელი კლასი
ინდივიდუალური
|
მიზანი : შეფასების
პრინციპის სიცხადე და გამჭვირვალობა
მასწავლებლის
ვერბალური უკუკავშირი-
განმავითარებელი
შეფასება-საკუთარი პროგრესის შეფასებაში
მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევის მიზნით.
|
3 წუთი
|
||
მიმართულება
--- მოსმენა
უცხ.ს.IV.1 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა
შორის მიმდინარე ინტერაქცია ( დიალოგი, ინტერვიუ ) ყოველდღიურ თემებზე
უცხ. ს. IV.3 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიოგადაცემა,
რეპორტაჟი ტურისტული მოგზაურობის შესახებ, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე .
მიმართულება
-- ლაპარაკი
უცხ.ს. IV.17 მოსწავლეს
შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა
მიმართულება---
წერა
უცხ.ს. IV.14 მოსწავლეს შეუძლია
ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
დამაკმაყოფილებელი
|
საშუალო
|
მაღალი
|
მოსმენისა და
გაგების უნარ-ჩვევები
|
არ ესმის ფილმის ტექსტის შინაარსი, ვერ პასუხობს შეკითხვებს.
|
ნაწილობრივ ესმის ფილმის ტექსტის შინაარსი, უჭირს კითხვებზე პასუხის
გაცემა
|
ესმის ფილმის ტექსტის შინაარსი, ნაწილობრივ პასუხობს შეკითხვებს.
|
კარგად ესმის ფილმის ტექსტის შინაარსი, შესაბამისად პასუხობს კითხვებზე.
|
წერის უნარ-ჩვევები
|
მოსწავლე ვერ ფლობს და შესაბამისად ვერ იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
|
ნაწილობრივ ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
|
ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
|
მოსწავლე ფლობს და იყენებს
საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
|
საკომუნიკაციო
უნარ-ჩვევები
|
ვერ ფლობს და შესაბამისად ვერ იყენებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს.
|
ნაწილობრივ ფლობს და იყენებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს.
|
ფლობს და ცდილობს გამოიყენოს
საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.
|
ფლობს და იყენებს საკომუნიკაციო
უნარ-ჩვევებს.
|
შეფასების რუბრიკა
სსსმ მოსწავლეთათვის :
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
დამაკმაყოფილებელი
|
საშუალო
|
მაღალი
|
ეთიკური
ნორმების დაცვა. მოსმენის კულტურა
|
არ იცავს ეთიკის ნორმებს, არ უსმენს მოსაუბრეს.
|
ცდილობს დაიცვას ეთიკის ნორმები და მოუსმინოს მოსაუბრეს.
|
ხშირად იცავს ეთიკის ნორმებს და ხანდახან უსმენს მოსაუბრეს.
|
ყოველთვის იცავს ეთიკის ნორმებს და ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს.
|
ლაპარაკი
|
მოსწავლე ვერ იმეორებს ცალკეულ სიტყვებს, არ გამოსდის საუბარი.
|
მოსწავლე წარმოთქვამს ძალიან მარტივ სიტყვებს .უშვებს გრამატიკულ -ლექსიკურ
შეცდომებს, თუმცა აზრის გაგება შესაძლებელია.
|
მოსწავლე წარმოთქვამს მარტივ ფრაზებს. მისი საუბარი მეტ-ნაკლებად გასაგებია.
უშვებს რამდენიმე შეცდომას.
|
მოსწავლე კარგად წარმოთქვამს მარტივ ფრაზებს, მისი საუბარი არის სრულიად
გასაგები, უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს.
|
ხელმოწერა: ლ.ხვიჩავა
თარიღი: 15.05.2019
წ.



No comments:
Post a Comment