გამოქვეყნებული სტატიები

რუსული ენის დღეები სკოლაში 
                                                / გამოცდილებიდან /    



            ერთ-ერთი ეფექტური ფორმა კლასგარეშე მუშაობისა ქართულ სკოლებში არის რუსული ენის დღეების მომზადება და ჩატარება , რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების მიერ სასწავლო მასალის ათვისებისა და რუსული ენის დაუფლების აქტივიზაციის პროცესს. ასეთი დღეების ჩატარების მიზანია მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება , რუსულ ენაში კითხვის ტექნიკის განვითარება  და ამ ენის მატარებელი ადამიანების კულტურასთან და ტრადიციებთან მიახლოება. ასეთი ღონისძიებების ჩატარების შედეგად მოსწავლეებს უვითარდებათ არა მარტო საგნისადმი ინტერესი, არამედ უჩნდებათ დამატებით ლიტერატურასთან, სხვადასხვა სახის ლექსიკონებთან, ცნობარებთან, პოპულარულ–სამეცნიერო ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
          რუსული ენის დღეების ჩატარების ამოცანაა სხვადასხვა  კლასის მოსწავლეების ( 7–8) ჩართვა ღონისძიებებში. სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის უნარ–ჩვევების განვითარება. მოსწავლეთა მიერ რუსული ენის უფრო ღრმად შესწავლის ინტერესის , მათი თვალსაწიერის გაფართოება, შემოქმედებითი უნარ–ჩვევების განვითარება.
            გარდა ამისა, რუსული ენის დღეების ჩატარება არის ერთ-ერთი სახე სასწავლო პროცესისა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსწავლის პიროვნულ თავისებურებებზე. მოსწავლეები ისწრაფვიან  თვითრეალიზაციისკენ,მათ უყალიბდებათ დაგეგმარებისა და თვითკონტროლის უნარი.ისინი  ავლენენ ინტელექტუალურ უნარებს. მოსწავლეები ხალისით ერთვებიან შეჯიბრებებში , შეიძენენ  ახალ მეგობრებს.
            მინდა შემოგთავაზოთ რუსული ენის დღეების მომზადებისა და ჩატარების ერთ-ერთი ნიმუში, რომლის შედგენაში მონაწილეობდნენ თვითონ მოსწავლეები, ეს პროექტი განხილულ  და   დამტკიცებულ იქნა კათედრის სხდომაზე /VII-XII კლასი. /პროექტის  შედგენისას გათვალისწინებულ იქნა შემდეგი რეკომენდაციები:
––დავალებების შესაბამისობა მოსწავლეების მიერ შესწავლილ პროგრამულ მასალასთან;
––შერჩეული დავალებების რაოდენობა ;
––ისეთი დავალებების  მიწოდება, რომლებიც მოსწავლეებისგან მოითხოვდა შემოქმედებითობას და მათ პრაქტიკულ გამოყენებას ;
პრაქტიკული დავალებები მოითხოვდა  დროს მის მოსამზადებლად, ამიტომ  შეიძლებოდა მისი შესრულება სახლში, კონკრეტულად მითითებულ დროში.

       
                   რუსული ენის დღეები სკოლაში
დევიზით : „ ჩვენ ვცდილობთ რუსულად ლაპარაკს. „
                                                    გეგმა:
პირველი დღე:
რუსული ენის დღეების გახსნა ;
––– მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა;
–––მოსწავლეების მიერ შესრულებულ  ნახატებსა   და  ნაკეთობებში   გამოყვანილი ლიტერატურული გმირების გაცოცხლება;
––– საბავშვო წიგნების, ჟურნალ–გაზეთების გამოფენა დერეფნებში, ბიბლიოთეკაში.
----- კალიგრაფიის კონკურსი;
––– მოსწავლეთა მიერ შექმნილი პლაკატების, ლოზუნგების გამოფენა;
–––– მოსწავლეთა მიერ მოძიებული ცნობილი ადამიანების გამონათქვამები რუსულ ენაზე .
მეორე დღე :
მკითხველთა კონფერენციის ჩატარება თემაზე :
„კრილოვის ცხოვრება და მოღვაწეობა“
მცირე ზომის მოთხრობებისა და ზღაპრების კითხვა;
კრილოვის იგავები და მათი ქართული თარგმანები.
მესამე დღე:
მოგზაურობა რუსული ენის სამყაროში
თემატური კედლის გაზეთების, ალბომების, ბიულეტენების დათვალიერება–კონკურსი კლასებში;
პრეზენტაციები.
მეოთხე დღე :
მოგზაურობა ფრაზეოლოგიზმების სამყაროში
„ რატომ ვლაპარაკობთ ასე“;
ცნობილი ფრაზეოლოგიზმები კრილოვის იგავებიდან.
მეხუთე დღე :
მხატვრული კითხვის კონკურსი /პოეზია/  სხვადასხვა
მეექვსე დღე:
კრილოვის იგავ–არაკების ინსცენირება.
მეშვიდე დღე :
მხიარული კითხვები;
ვიქტორინა თემაზე  : „ იცი თუ არა შენ რუსული ენა „.
მერვე დღე :
დიალოგები სხვადასხვა თემაზე .
მეცხრე დღე :
საკონკურსო სიტყვიერი კარნახი
მეათე დღე :
           რუსული ენის დღეების საზეიმო დახურვა . ყველაზე აქტიური მოსწავლეების წახალისება დიპლომებითა და სიგელებით.
       რუსული ენის დღეების გახსნა მოხდა საზეიმო ვითარებაში. მოსწავლეებმა გააჟღერეს რუსული ენისა და ლიტერატურის დღეების ჩატარების პროგრამა და ყველა ის ღონისძიებები , რომლებშიც ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას. გეგმა გაკრულ იქნა თვალსაჩინო ადგილას. რუსული ენისა და ლიტერატურის დღეების ფარგლებში სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები: ვიქტორინები, საღამოები, ინტელექტუალური თამაშები,  კონკურსები, დიალოგები  სხვადასხვა  თემაზე. ტრადიციულად პირველი დღე დაეთმო კედლის გაზეთებისა და კალიგრაფიის კონკურსსა და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას. გამოშვებულ იქნა კედლის გაზეთები სხვადასხვა თემატიკაზე :
–– ფრაზეოლოგიზმები და მათი ქართული შესატყვისები;
ფრაზეოლოგიზმები კრილოვის იგავებიდან;
ბიულეტენები ; „ ილაპარაკე სწორად’;
„წერე სწორად ‘
       მოსწავლეებმა მოსინჯეს თავიანთი თავი მხატვრის, მკითხველის, კონკურსების წამყვანების, ჟიურის  წევრების როლებში. მოიძიეს კრილოვის იგავების ქართული თარგმანები. გაიმართა კრილოვის იგავ–არაკების ინსცენირება. ინსცენირებები იყო ძალიან საინტერესოდ წარმოდგენილი. მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს მსახიობური ნიჭი და შესრულების მანერა. ყველა კლასი შემოქმედებითად მიუდგა ინსცენირებას. ყველაზე ორიგინალური გამოდგა  XI კლასის მიერ ინსცენირებული იგავი „კვარტეტი“.მოეწყო პრეზენტაცია თემაზე ; „ კრილოვის ბიოგრაფია“.ასევე მათ მიერ მოძიებულ იქნა რუსული ფრაზეოლოგიზმები, მათი ისტორია და ქართული შესატყვისები, კვლევითი მოღვაწეობის უნარ–ჩვევებმა ჰპოვეს ასახვა მათ მიერ შექმნილ პრეზენტაციებში. ძალიან მხიარულად ჩაიარა მოგზაურობამ ფრაზეოლოგიზმების სამყაროში. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო მხატვრული კითხვის კონკურსი.მოსწავლეები თვითონ ირჩევდნენ ნაწარმოებებს. თითოეულმა მათგანმა შეარჩია თავისი საყვარელი ლექსი. ყველაზე მეტად გაიჟღერა პუშკინის ლექსებმა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო X   კლასის მოსწავლე ნანა ბერულავა, რომელმაც წაიკითხა ესენინის „წერილი დედას“, და მოიძია მისი ქართული ვარიანტიც.
    მოსწავლეთა მიერ შექმნილი ილუსტრაციებიდან ყველაზე კარგი ნახატები წარმოადგინეს გიგლა ჩანგელიამ (XI  კლასი), ზაზა თორდიამ ( VII კლასი) .კალიგრაფიის კონკურსში პირველი ადგილი ერგო IX კლასის მოსწავლეს  მარი ქუხილავას,ყველაზე ორიგინალური კედლის გაზეთები წარმოადგინეს  XI კლასელებმა,  ბიულეტენები  IX კლასელებმა, სიტყვიერ კარნახში პირველი, მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს  XII  და  X  კლასის მოსწავლეებმა. მეათე დღეს ჩატარდა რუსული ენის დღეების საზეიმო დახურვა.დარბაზი იყო ლამაზად მორთული. მოხდა ყველაზე აქტიური მოსწავლეების დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოება.
                    რა თქმა უნდა, ყველა მონაწილეს  ვერ ერგო პირველობა, მაგრამ , ალბათ, ეს არ არის მთავარი.
       მოსწავლეები ითხოვდნენ  ასეთი ღონისძიებების  უფრო ხშირად ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ იყო მოცემული დავალებების შესრულება, ზოგიერთ  კითხვაზე  ბოლომდე  ვერ სცემდნენ პასუხს,  ვფიქრობ , რომ ასეთი ღონისძიებები გამოიწვევს არა მხოლოდ საქმისადმი ინტერესს, არამედ განუვითარებს მათ გამარჯვებისკენ სწრაფვას, გუნდური სულისკვეთების გამოვლენას.



სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის
რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ლულა ხვიჩავა
2014 წ.
დაიბეჭდა გაზეთ „ახალ განათლებაში“ # 19 ,გვ. 9,  2014 წ. 22-28 მაისი













       ესენინი და „ცისფერყანწელები“

          პროექტზე მუშაობა თანამედროვე პედაგოგიკაში დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ,  რაც მოსწავლე/მასწავლებლებს  აძლევს  კვლევა-ძიებითი მუშაობით შეძენილი მნიშვნელოვანი გამოცდილების, ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას,  ხელს უწყობს სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას. ეფექტური  საგანმანათლებლო პროექტების გამოყენება კარგი საშუალებაა მოსწავლეთა მიდრეკილებების წარმოსაჩენად და განსავითარებლად.   სწორედ  ამ მიზანს ემსახურებოდა   ჩხორიის საჯარო სკოლაში  მოსწავლეთა ინიციატივით განხორციელებული ინტეგრირებული პროექტი   „ესენინი და „ ცისფერყანწელები“./ხელმძღვანელები: ლ. ხვიჩავა, თ. ფიფია/. პროექტის თემატიკა  განისაზღვრა სასწავლო კურსის საპროგრამო მასალის მიხედვით, რომელიც იძლეოდა კარგ საშუალებას , მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განსავითარებლად.    სხვადასხვა  დისციპლინით მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ინტეგრირება ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მიზანია . გამოიკვეთა პრობლემა --მოსწავლეებს  ჰქონდათ მწირი ინფორმაცია „ ცისფერყანწელებისა“ და რუსი პოეტების მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე,  მათ უსაზღვრო სიყვარულზე საქართველოსადმი.    მუშაობის პროცესი დაიყო  ეტაპებად მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით. თითოეულ ჯგუფს მიეცა სხვადასხვა ტიპის დავალებები.
პირველ ეტაპზე პირველმა ჯგუფმა მოიძია სერგეი ესენინის ბიოგრაფიული ცნობები.ესენინის ლექსების ძველი და თანამედროვე თარგმანები.
მეორემ--ესენინის ლექსები საქართველოსა და კავკასიაზე  და ასევე ესენინისადმი მიძღვნილი ქართველი პოეტების ლექსები.
 მესამე ჯგუფმა- მასალები ესენინის ურთიერთობაზე ცისფერყანწელებთან”, კაფე „ქიმერიონზე“ და მის სტუმრებზე , ნინო ტაბიძის მოგონებები ესენინზე.
მეოთხე ჯგუფმა შეაგროვა მასალები „ცისფერყანწელებისა“ და ესენინის ცხოვრებაზე. მოიძიეს რომანსები ესენინის ლექსებზე, ასევე ფოტომასალები, წიგნები საგამოფენოდ.შექმნეს „ ვიდეორგოლები“ .
           შუალედურად ხდებოდა მოსწავლეთა მუშაობაზე დაკვირვება.  თითოეულ ჯგუფში გამოიკვეთა ლიდერი და გადანაწილდა მოვალეობები, ვინ რას გააკეთებდა, შეირჩა კონკრეტული საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებელი პირი. მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი, მათი მოტივაცია  განაპირობა „ ცისფერყანწელების“ ცხოვრებისეული დეტალებით დაინტერესებამ და სურვილმა ღონისძიება გამოსულიყო ლამაზი.  მოცემული დავალებების მიხედვით მოსწავლეები აწარმოებდნენ კვლევა-ძიებით მუშაობას ისტის კაბინეტში გაკვეთილების შემდეგ. ეს შეხვედრები იყო სისტემატიური და საქმიანი . ჯგუფებში აღმოჩდნენ პასიური მოსწავლეებიც.ჩვენ, მასწავლებლები ვგრძნობდით როდის იყო საჭირო ჩარევა. ვახდენდით პროვოცირებას მათი პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში გადასაყვანად.მაგალითად: ზოგიერთი მოსწავლე  გაურბოდა პასუხისმგებლობას. შუალედური შეფასება დაგვეხმარა  დაგვენახა მუშაობის პროცესში დაშვებული ხარვეზები. შევძელით მათი გამოსწორება და დასახული ამოცანების ადაპტირება. ამან კი ხელი შეუწყო პროექტის წარმატებით განხორციელებას  და სასურველი შედეგის მიღებას.
          პროექტის განხორციელებამ იმოქმედა მოსწავლეთა მოსწრებაზე.მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ცოდნა „ცისფერყანწელებზე“ და ესენინზე ,უკეთ გაეცნენ მეოცე საუკუნის 20-იანი წლების რუსულ-ქართულ კულტურულ ურთიერთობებს, იმდროინდელი მხატვრების შემოქმედებას, განსაკუთრებით გუდიაშვილის, სუდეიკინის ... ისწავლეს ლექსები, გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი .განუვითარდათ  მხატვრული კითხვის ოსტატობა,მეტყველების კულტურა, შემოქმედებითი, კვლევითი , თანამშრომლობითი და  პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. გამოავლინეს წარმოდგენილი მასალების ცოდნა, არგუმენტირების, დასკვნის გამოტანისა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. ასევე წარმოადგინეს ვიზუალური მასალები, რითაც უფრო მიმზიდველი გახადეს პრეზენტაცია. ჯგუფებმა შეაფასეს პრეზენტაციები. თვით სწავლაში ჩამორჩენილი მოსწავლეებიც აქტიურად ჩაებნენ მუშაობაში. იღებდნენ ფოტოსურათებს და ვიდეოს. მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები, მოსაწვევი ბარათები, გამოუშვეს კედლის გაზეთები. შექმნეს „ ვიდეორგოლები“, ნახატები  ცისფერყანწელებისა და ესენინის  ლექსების მიხედვით, გააკეთეს ჩანახატები.მოეწყო ვიქტორინა თემაზე „ რა ვიცით ქართველ „ ცისფერყანწელებისა „ და ესენინის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. „მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო მასალები გამოყენებული იქნება გაკვეთილებზე და კლასგარეშე მუშაობისას, რაც უეჭველია, გახდის გაკვეთილებს უფრო მიმზიდველს  პროექტის დასასრულს მოეწყო ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო.
            ლამაზად მორთული დარბაზი, ჩაბნელებული  მრგვალი მაგიდები თეთრი სუფრებით, კედელზე გუდიაშვილისა და სუდეიკინის ნახატებით , ყვავილებით, შანდლებით, სანთლებით, კარებზე წარწერით: „ კაფე „ ქიმერიონი,--“ მოგვაგონებდა „ ცისფერყანწელების „ თავშეყრის ადგილს.
ცენტრალურ კედელზე სლაიდები ..../წარწერები : „ ყველამ გაიგოს , ყველამ იცოდეს ესენინ ყავდა ძმად ცისფერ ორდენს“ ,  „ აქ მრავალია ცისფერი ფერი, ეს ფერი მარად თვალს ეყვარება“ . ქართული რომანსის ფონზე გალაკტიონის ლექსითოვლი..ერთმანეთს ცვლიდა  ქართულ და რუსულ ენაზე ესენინის, ტიციანის, პაოლოს ,გიორგი ლეონიძისა , და სხვათა ლექსები, მოგონებები, რომანსები, ცეკვები.
  პროექტის აქტიურ მონაწილეებს და ვიქტორინაში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები.
  პროექტზე მუშაობისას დასახული პრობლემის გადაჭრის გზების ძიების პროცესში მოსწავლეებმა ნათლად დაინახეს , რომ საჭიროა უფრო ფართო აზროვნება, ცოდნა და სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ურთიერთკავშირი.ისტი-ს გამოყენებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცოდნის კონსტრუირებას  და კლასგარეშე სწავლას. ისტ-ის გარეშე  ვერ შეიქმნებოდა ელექტრონული რესურსები და ვერ მოხერხდებოდა ფართო საზოგადოებისათვის მათი გაცნობა და აზრის გაზიარება. სწავლების ეს მოდელი ხელს უწყობს წინარე ცოდნაზე ახლის დაშენებას,მოსწავლეს აძლევს არსებულ ცოდნასთან ახალი ცოდნის შერწყმის და კონკრეტულ საგანში მსჯელობის უნარ-ჩვევებს.  ჩვენი კოლეგებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ჩვენს მიერ განხორციელებული  პროექტი და გამოითქვა სურვილი , რომ უფრო სისტემატიური ხასიათი მიეცეს მსგავსი პროექტების შემუშავებას.


                  სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის
რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ლულა ხვიჩავა
2015 წ.
დაიბეჭდა გაზეთ „ახალ განათლებაში“ # 2 ,გვ. 9,  2015 წ. 29 იანვარი-- -4 თებერვალი








        აზროვნების და მეტყველების კულტურის განვითარებისთვის

   რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლებისათვის დიდი მნიშნვნელობა ენიჭება კლასგარეშე ღონისძიებების ჩატარებას. ჩემის აზრით, ყველაზე რთული სამუშაო ლიტერატურის მასწავლებლებისათვის არის ლიტერატურულ–შემოქმედებითი კლუბების ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა.მაგრამ, ჩვენმა აღსაზრდელებმა რომ შეძლონ მუშაობა, ურთიერთსიყვარული, ბუნებისა და გარემომცველი სამყაროს აღქმა, აღქმა იმ მშვენიერებისა, რაც შეუქმნია კაცობრიობას სიტყვებით, საღებავებით, ქვითა და ლითონით,  ამისთვის  ღირს, არ დაიშურო   შენი დრო და ენერგია.
              ქართულ სკოლებში საკლუბო მუშაობა ემსახურება მოსწავლეებში უცხო ენების მეტყველების უნარის განვითარებას, განსაკუთრებით მაღალ კლასებში.
             ვფიქრობდით ყოველივე ამაზე ,როდესაც იქმნებოდა კლუბები? რა თქმა უნდა არა.მაშინ ბავშვების უმეტესობას აზრადაც არ მოსდიოდა,რომ ლიტერატურა არა მხოლოდ პროგრამული ტექსტების გავლაა, არამედ ,მართალია, მძიმე ,მაგრამ საინტერესო მოგზაურობა ლიტერატურის მხატვრულ  სამყაროში.
                 მუშაობის პერიოდში მე ვაკვირდებოდი მოსწავლეებს, თუ როგორ  ინტერესდებოდნენ ისინი რუსული ლიტერატურით. ვსაუბრობდი მათთან გაკვეთილების შემდეგ, ვარკვევდი მათი ნაკითხობის დონეს და თანდათანობით შემყავდა ისინი ამ საოცარ სამყაროში.
             კლუბის წევრები...დღეს ისინი ბევრნი არიან . ჩემს წინაშე უკვე სხვა მოსწავლეები დგანან ,ისინი გახდნენ  უფრო მომთხოვნი, უფრო დამფასებელნი მხატვრული ლიტერატურის.
              უფრო პოპულარული ქართულ სკოლებში არის „ გამომეტყველებითი კითხვის“ , „ ლიტერატურული მხარეთმცოდნეობის“, „ წიგნის მოყვარულთა „ კლუბები.
                     ჩვენ ჩვენს სკოლაში ჩამოვაყალიბეთ „ წიგნის მოყვარულთა კლუბი სახელწოდებით „ ალისფერი იალქნები“ . დევიზად ავირჩიეთ „ წიგნი ამოუწურავი ცოდნის წყაროა“ . ეს კლუბი აერთიანებს პოეზიის , მხატვრული კითხვის და კვლევის მოყვარულებს.ჩვენი კლუბის ყურადღების ცენტრშია არაპროგრამული ნაწარმოებების წაკითხვა და განხილვა . კითხვა აღძრავს მოსწავლეებში სურვილს ილაპარაკონ წაკითხულის გარშემო . კლუბში მეცადინეობისას  ბავშვები თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, არ რცხვენიათ შეცდომების.ეს მეცადინეობები განსხვავდება რუსულის გაკვეთილებისაგან იმით, რომ აქ მათ არ სჭირდებათ წინასწარ მომზადება, არამედ სწავლობენ კითხვების დასმას, აზრის თავისუფლად გამოთქმას, დიალოგის კულტურას. მდიდრდება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი.უფროსკლასელები ცოტას კითხულობენ,ამიტომ, ცხადია,რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კლუბებში მუშაობას აზროვნებისა და მეტყველების კულტურის განვითარებისათვის.
             მახსენდება , ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში ,რუსული ენისა და ლიტერატურის ლექტორი, პროფესორი მარგარიტა კუზნეცოვა , ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული და საინტერესო ქალბატონი, როგორ გვარიგებდა––ჩაიწერეთ თქვენი აზრები,თან ატარეთ უბის წიგნაკი, რომელშიაც მაშინათვე დააფიქსირეთ თქვენი შეხედულებები ყველაფერზე,რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს,აქ როგორ შეიძლება არ გაგახსენდეს აღმოსავლური სიბრძნე:
Хоть память крепкая --
Большое благо,
Но все же надежней памяти  бумага !
( მეხსიერება ––დიდი ნიჭია,ღვთით ბოძებული ,
მაგრამ უფრო საიმედო მაინც ქაღალდია“.)
            ვთავაზობ მოსწავლეებს აწარმოონ წაკითხული წიგნების აღრიცხვა,იქონიონ გაუგებარი სიტყვებისთვის რვეული,შეეძლოთ ლექსიკონთან მუშაობა.
              ლ.ტოლსტოი,რომელსაც ქონდა არაჩვეულებრივი მეხსიერება, ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იწერდა თავის აზრებსა და შეხედულებებს,შეფასებას წაკითხულზე და ყველას ურჩევდა ეტარებინათ ფანქარი და რვეული ჩანაწერებისთვის.
კლუბის მუშაობა ჩვენ დავიწყეთ თემის განხილვით „როგორ ვკითხულობთ“ , „ ჩვენი წიგნის თარო“, „წიგნი–ჩვენი მეგობარი“,” ჩემი საყვარელი მწერალი“ და სხვა .
მოსწავლეებმა შეაგროვეს დიდი ადამიანების გამონათქვამები წიგნზე, მის როლზე ცხოვრებაში.აი ზოგიერთი მათგანი:
Ф .Петрарка :”Я болен жадностью к книгам , книги наполняют нас до глубины души ,они беседуют с нами сердечной дружбой.”
А. П.  Чехов: “ Все бледнеет пред книгами “.
М. Горький :”Книга, быть может, наиболее сложное и великое чудо из всех чудес ,сотворенных человечеством на пути его к счастью и могуществу будущего “.
П. Бровка:
“В свободный час я --в книжной лавке ,
Мне книга-- воздух для души
Она влечет могучей властью ,
Вселенной раскрывая ширь “.
А. В. Луначарский :”Несомненно ,я люблю книгу: я, может быть, больше всего из всех вещей ,созданных людьми, люблю книгу.”
ციცერონი წერდა, რომ უწიგნო სახლი მსგავსია უსულო ადამიანის სხეულის .ეგვიპტის ფარაონის რამზეს II( XIIIს.ჩვენს ერამდე)ბიბლიოთეკის შესასვლელში იყო ამოტვიფრული წარწერა : „სულის აფთიაქი“.
მსგავს წარწერას,მიძღვნილს ვაჟიშვილისადმი ,  ვხვდებით ეგვიპტეში საფლავის ქვაზე:“ მთელი შენი გული მიუძღვენი წიგნს,რადგანაც არაფერი დგას მასზე მაღლა.
ასეთი გამონათქვამები უამრავია და მე  ვიტოვებ იმედს,რომ მოსწავლეები მომავალშიაც გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას. კლუბის წევრებმა გამოსცეს კედლის გაზეთი“ წიგნის მოყვარულის ხმა“ ,მოიძიეს ანდაზები და გამონათქვამები წიგნზე. ჩვენი კლუბის მიზანია გავაგრძელოთ კითხვა .ჩვენ ვცდილობთ არ გამოგვრჩეს ა.პუშკინის, მ.ლერმონტოვის , ს.ესენინის,კ.სიმონოვის,ა. ბლოკის ლექსები და მათი ქართული თარგმანები.ყველაფერი ეს უცებ არ მოდის. არიან მორიდებული მოსწავლეები,რომელთაც უჭირთ კონტაქტში შემოსვლა, გააჩნიათ შიშის გრძნობა,რომ დასცინებენ. კლუბის მეცადინეობებში განსაკუთრებული სიხალისე შემოაქვთ ლიტერატურულ თამაშობებს,ვიქტორინებს,ლიტერატურულ დილებსა და საღამოებს.მაგალითად „ ზეპირი განმარტებითი ლექსიკონი“ ამ თამაშის მიზანი მდგომარეობს იმაში,რომ თითოეულმა მონაწილემ უნდა განსაზღვროს ,მისცეს ამომწურავი დახასიათება რომელიმე საგანს, მაგალითად წიგნი,ჩანთა, ფანქარი, მიწა და ა .შ .ეს თამაში გვიჩვენებს, თუ რა ლექსიკური მარაგი გააჩნიათ მოსწავლეებს,როგორია მათი ლოგიკური აზროვნების უნარი.
თამაში „ შეადგინე ფრაზა“ .თამაშისთვის საჭიროა 4 სხვადასხვა ფერის ქაღალდი, თითოეულზე დაიწერება ცალკეული სიტყვები.მაგალითად :
1  Бизнесом  Он     Каким   Занимается
2 Какое   Года  Весны       Наступает    Время    После
მოთამაშეთა ამოცანაა ბარათზე დაწერილი სიტყვებისგან შეადგინონ ფრაზები.
1Каким он бизнесом занимается ?
2 Какое время года наступает после весны ?
თამაში „ დაასრულეთ ანდაზა ...„ მზადდება ბარათები. ერთზე იწერება ანდაზების დასაწყისი, რომელიც   უჭირავს ხელმძღვანელს, მეორეზე დასასრული. მას ურიგებენ მონაწილეებს.წამყვანი კითხულობს ანდაზის დასაწყისს,ვისაც აქვს შესაფერისი  პასუხი, წევს ხელს, კითხულობს და ხსნის ანდაზის არსს.
მაგალითად:  Старый друг     …..        ( лучше новых двух)
Поспешишь    …….        ( людей насмешишь)
ან ავიღოთ თუნდაც თამაში „ ყოველი სიტყვისგან ახალი“. ყოველი მოცემული სიტყვისგან მივიღოთ ახალი სიტყვა ერთი ასოს დამატებით თავში,შუაში,ან ბოლოში.
Река
Репка
Рыба
Рыбак
Лень
Олень
Газ
Глаз
Зал
Залп
Село
Седло

გაშიფრეთ სიტყვები და გამორიცხეთ ზედმეტი სიტყვა :
РАКОЧВА       -----  ОВЧАРКА
ЛЬБГДОУ        -----БУЛЬДОГ
ЕХРО                -----ОРЕХ      ----- ზედმეტია
ЛУПЕДЬ         -----ПУДЕЛЬ
სოფლის სკოლებში ,სადაც თითქმის არ არის რუსულენოვანი  მოსახლეობა  და მოსწავლეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობებს ისაუბრონ რუსულად, ეფექტურია რუსული ენის დღეების ჩატარება .ჩვენს სკოლაში ჩატარდა „ რუსული ენისა და ლიტერატურის დეკადა“ ,სახელწოდებით „ ჩვენ გვიყვარს რუსული ლიტერატურა და ვმეგობრობთ მასთან“ .დეკადის ფარგლებში ჩატარებულ  იქნა შემდეგი ღონისძიებები :
პირველი დღე–––დეკადის გახსნა. ნახატებისა და ნაკეთობების გამოფენა, კალიგრაფიის კონკურსი.
მეორე დღე ––პოეზიის საათი „ გავუფრთხილდეთ სიყვარულს“
მესამე დღე––„ანდაზები და გამონათქვამები–ხალხური სიბრძნის მარგალიტები“
მეოთხე დღე ––მოეწყო კონკურსი კედლის გაზეთების საუკეთესო ნომრის გამოსავლენად სახელწოდებით „ მოგზაურობა რუსული ენის სამყაროში“ .გამოშვებულ იქნა გაზეთები სახელწოდებით „ ბრძნული აზრების სამყაროში“ , „ ყვავილების სამყაროში“ , „ ფრაზეოლოგიზმების სამყაროში“.
მეხუთე დღე––გამოცანების საღამო
მეექვსე დღე–– საინტერესო შეკითხვები,ვიქტორინა.
მეშვიდე დღე „ყვავილების ზეიმი“ ,/მიზანი ––მოსწავლე–ახალგაზრდობის ყურადღების გამახვილება გარე სამყაროსადმი,მისი მდიდარი ბუნების–ფლორისადმი.მოსწავლეებმა მოიძიეს ყვავილებისადმი მიძღვნილი მითები,ლეგენდები,ლექსები.შექმნეს ალბომი სახელწოდებით „ყვავილთა სამყაროში“ , მოაწყვეს  ,ნახატების გამოფენა, გამოუშვეს კედლის გაზეთები. /


მერვე დღე–ლინგვისტური ტესტები
მეცხრე დღე –––პრეზენტაციები.
მეათე დღე–––შედეგების შეჯამება და გამარჯვებულთა დაჯილდოება. 10 დღის განმავლობაში კედელზე გაკრული იყო პლაკატები, გამონათქვამები რუსულ ენაზე. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი უფრო ლამაზად და სწორად წერისა. ათი დღის განმავლობაში მოსწავლეები რუსული ენისა და ლიტერატურის სამყაროში იყვნენ ჩაფლულნი, ხალისით ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს, რამაც უფრო მეტად აამაღლა ინტერესი რუსული ენის დაუფლებისადმი.
სკოლაში ასევე ფუნქციონირებს ლერმონტოვის კლუბი.კლუბის მიზანია დიდი რუსი პოეტის მ.ლერმონტოვის ნაწარმოებებისადმი ინტერესის გაღვივება.კლუბის წევრობა შეუძლია ყველას, ვისაც უყვარს ლერმონტოვის პოეზია და სურვილი აქვს უკეთ გაეცნოს მის ცხოვრებასა და შემოქმედებას.კლუბის ემბლემად „იალქანი“ ავირჩიეთ. კლუბის საპატიო წევრები არიან : დირექტორის მოადგილე ქალბატონი მ.ჯგუბურია ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი),თეიმურაზ ჩიქოვანი (რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ) . მათ კლუბს შემოწირეს ლერმონტოვის ლექსების კრებულები, წიგნები ლერმონტოვის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღინიშნება ლერმონტოვის დაბადების დღე. თავის გამოვლენის ყველაზე საუკეთესო საშუალება სწორედ ლიტერატურული საღამოებია. მე მინდა მოგიყვეთერთერთ ლიტერატურულ საღამოზე, რომელიც მიეძღვნა ლერმონტოვის შემოქმედებას. დაიწერა პროექტი: „ლერმონტოვის შემოქმედებითი საღამო“ .პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები უფრო ღრმად გაცნობოდნენ ფაქტებს ლერმონტოვის ბიოგრაფიიდან, მის ლირიკას,დაუფლებოდნენ გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევებს.ვცდილობდი მოსწავლეთა აქტიურ ჩაბმას ყველა აქტივობებში. პირველ  ჯგუფს  დავავალე ლერმონტოვის ბიოგრაფიის ამსახველი მასალების მოძიება,მეორე ჯგუფს ლერმონტოვის ლექსების ქართული თარგმანების მოკვლევა ,მესამე ჯგუფს ალბომის შექმნა ლერმონტოვის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მოსწავლეებმა შექმნეს ილუსტრაციები ლერმონტოვის ნაწარმოებებზე,გამოშვებულ იქნა კედლის გაზეთების სპეციალური ნომრები.მოეწყო ლერმონტოვის ნახატების გამოფენა, ჩატარდა ვიქტორინა თემაზე:“იცი თუ არა შენ ლერმონტოვის ბიოგრაფია?“,ასევე მოეწყო ლერმონტოვის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი  მიძღვნილი კონფერენცია, წარმოდგენილ იქნა  თემები :
“Синие горы Кавказа в жизни и в творчестве Лермонтова “,
Живописное наследие Лермонтова
Воспитание поэта
Лермонтов и музыка
Первая дуэль М Лермонтова
Вторая дуэль М Лермонтова
მოეწყო საინტერესო პრეზენტაციები, დაუსწრებლად ვიმოგზაურეთ ლერმონტოვის ლიტერატურულ ადგილებში.ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლეებმა დაამზადეს მოსაწვევი ბარათები ელექტრონულად, ასევე დამზადებულ იქნა დიპლომები  გამარჯვებულთა დასაჯილდოებლად.
მეორე სემესტრისათვის ჩვენ ვგეგმავთ ვიქტორინას თემაზე : „ მწერალთა ფსევდონიმები“. მოსწავლეები მოიძიებენ სიტყვა ფსევდონიმის მნიშვნელობას. (ბევრი მწერალი თავის ნაწარმოებებს აწერს არა საკუთარ გვარს , არამედ ფსევდონიმს.  ) რატომ აწერდნენ ფსევდონიმებს გორკი, ჩეხოვი, ესენინი, ნეკრასოვი ...როგორია მათი ნამდვილი გვარები? ფსევდონიმით ნაწარმოებების გამოცემის მიზეზი სხვადასხვაგვარი იყო ...ზოგჯერ ცენზურა , ზოგჯერ ერთი და იგივე გვარის განმასხვავებელი, ზოგჯერ სურვილი ავტორისა გამოეხატა პირადული განსაკუთრებულობა.
შემთხვევითობა არ ყოფილა პეშკოვისათვის თავის პირველ ნაწარმოებზე „ მაკარ ჩუდრა „ დაეწერა ფსევდონიმი გორკი. ამ ფსევდონიმში გამოჩნდა ახალგაზრდა მწერლის მძიმე, მწარე ბედი.
ტაგანროგის ღვთისმეტყველების მასწავლებელს უყვარდა მოსწავლეTა გვარების გადაკეთება. აბა, ანტოშა ჩეხონტე, როგორ იცი საღვთო ისტორია,- არაერთხელ მიუმართავს მას გიმნაზისტ ჩეხოვისათვის. აი საიდან მოდის ანტონ ჩეხოვის ფსევდონიმი „ანტოშა ჩეხონტე.“რომლითაც გამოსცა თავისი პირველი წიგნი „ მელპომენის ზღაპრები“. ნეკრასოვი თავის ნაწარმოებებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით პერეპელსკი,პრუჟინინი, ბუხალოვი,ივან ბოროდავკინი,ნიკ–ნეკი...
ჰქონდა ასევე ფსევდონიმი ესენინსაც. მან თავისი პირველი ლექსი „ არყის ხე“ გამოაქვეყნა უცნაური ფსევდონიმით „ არისტონი“ რას ნიშნავს ეს სიტყვა და რატომ აირჩია ფსევდონიმად?...
 ასევე ვგეგმავთ მოვიძიოთ მასალები და მოვაწყოთ პრეზენტაციები მწერლებზე,რომლებიც იყვნენ იმავდროულად მხატვრები.
         ბევრ დროსა და ენერგიას ართმევს მოსწავლეებს კლუბებში მუშაობა, მაგრამ ისინი ცხოვრობენ საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრებით. რა თქმა უნდა, კლუბის ყველა მონაწილე ვერ გახდება პროფესიონალი ლიტერატორი, მაგრამ თითოეული მათგანი იქნება  წიგნის ერთგული , დამფასებელი მკითხველი და ესაა მთავარი.


სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
სოფ. ჩხორიის საჯარო სკოლის
რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ლულა ხვიჩავა
დაიბეჭდა გაზეთ „ ახალ განათლებაში“  # 34    გვ.5  2013 წ. 14-20  ნოემბერი














       მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
                         
           სკოლის ცხოვრებაში  მშობელთა ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით . მოსწავლეებს, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ  საგანმანათლებლო პროცესში,   აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ, აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.   მშობელთა ჩართულობის ამაღლება შესაძლებელია, როდესაც სკოლასა და მშობლებს შორის არის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. შვილის სწავლის პროცესში მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მშობლისა და მასწავლებლის კარგი ურთიერთობა  ხელს უწყობს მოსწავლის წარმატებას, ზრდის და აძლიერებს მის თვითშეგნებას..თუ ბავშვმა იცის , რომ მშობელი დაინტერესებულია შვილის აკადემიური წარმატებით, ეს დადებითად მოქმედებს მის მოტივაციაზე. სკოლამ პერიოდულად უნდა მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია ბავშვის აკადემიური მოსწრებისა თუ ქცევის შესახებ. აგრეთვე იმ მოთხოვნების შესახებ, რომლის დაკმაყოფილებაც ბავშვს სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად სჭირდება. მასწავლებელს ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენებით , შეუძლია წაახალისოს მშობლები და ჩართოს ისინი სასწავლო პროცესში. კარგი კომუნიკაციის უნარი წარმატებული ურთიერთობის წინაპირობაა.
                 უკვე მეოთხე წელია ჩვენი სკოლა ჩართულია საქართველოს დაწყებითი განათლების  “Ge-PRIED—„ ის პროექტში. მიმდინარე სასწავლო წელს მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისა და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით გადაგვამზადეს  სკოლის დირექტორები. ტრენინგების დამთავრებისთანავე  შევკრიბე მშობლები და გავაცანი მშობელთა ჩართულობის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები : „ მოხალისე მშობელი“, “Ge-PRIED—„ ის „ მკითხველთა კლუბი“ , „ თამაშის საღამო“, „ სურათი მშობლებთან ერთად“, „ ოჯახური კინოკლუბი“, მხიარული სტარტები მშობელთა მონაწილეობით, „ მშობლის დღიური“ და სხვა. ეს ტრენინგი საინტერესო აღმოჩნდა მშობლებისათვის. პროექტის ფარგლებში  I-VI კლასებში მათ დაურიგდათ აქტივობების კრებული მშობლებისათვის, რომელიც მოიცავდა კითხვისა და მათემატიკის უნარების განმავითარებელ აქტივობებს . კრებულში მოცემული სახალისო დავალებები საშუალებას აძლევდა მშობელს დახმარებოდა  ბავშვს მეტყველების, კითხვისა და წერის, არითმეტიკული მოქმედებების შესრულებისა და მათემატიკური ამოცანების ამოხსნის უნარების განვითარებაში.
                            გამომდინარე აქედან ,  მშობლებმა გამოიჩინეს ინიციატივები: მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად შექმნეს ლოგო- მაჩვენებელი იმისა, რომ მათი სკოლა არის აქტიური ოჯახის ჩართულობის კუთხით, მოეწყო მშობელთა კუთხე, სადაც  განთავსებული იყო ფოტომასალები და საინტერესო ინფორმაციები ,იცვლებოდა პერიოდულად. განცხადებები მოიცავდა ინფორმაციას მოახლოებული შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარების შესახებ, მოსწავლეთა ნამუშევრებს ხელოვნების სფეროში, მოსწავლეთა თხზულებებს.
                 2015 წლის 8 თებერვალს პროექტის მიერ ორგანიზებული  წიგნიერების კონფერენციაზე  ჩვენი სკოლის პედაგოგმა მზია ხარებავამ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ წიგნიერების განვითარებაში  მშობელთა ჩართვის ეფექტური გზები“ , რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
           პირველ კლასში მოეწყო საახალწლო ღონისძიება მშობელთა ჩართულობით. მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა  გამოსულიყვნენ შვილებთან ერთად და შეესრულებინათ ესა თუ ის ნომერი. მშობლებმა თავი გამოიჩინეს სხვადასხვა კატეგორიებში ( ცეკვა, სიმღერა, ლექსი და სხვ. )
          მეორე კლასში ჩატარდა ღია საჩვენებელი გაკვეთილი მშობლებისათვის თემაზე:  „ სპილომ ნატვრა აისრულა“ . გაკვეთილზე გამოყენებული იყო პროექტის ფარგლებში მიღებული და სკოლაში შექმნილი მრავალფეროვანი რესურსები. მასწავლებელმა მოწვეულ მშობლებს  გააცნო ინოვაციური მიდგომები და ახალი მეთოდოლოგიები,  რომლითაც ისინი უკეთ დაეხმარებოდნენ   შვილებს საშინაო დავალების შესრულების პროცესში. ასევე გადაღებულ იქნა სამოდელო გაკვეთილი მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის. ამ ჩანაწერმა ხელი შეუწყო იმას, რომ მოსწავლეს გვერდიდან დაენახა საკუთარი თავი, მშობელმა კი ნახა, თუ როგორია მისი შვილი გაკვეთილზე.
              მესამე კლასის მოსწავლეების მშობლები ( ხელმძღვანელი ემა ფიფია ) აქტიურად ჩაერთნენ  სახალისო პროექტში „ სურათი მშობლებთან ერთად“ .მშობლები თავიდანვე იყვნენ გაფრთხილებული , რომ ფოტომასალა განკუთვნილი იქნებოდა საზოგადოებისთვის საჩვენებლად.მშობლებმა და მოსწავლეებმა ამოარჩიეს აქტივობები მშობლებისათვის განკუთვნილი საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის “Ge-PRIED—„ ის აქტივობების ბარათებიდან და განასახიერეს იგივე სიტუაციები. სურათები გადაღებულ იქნა შინ , გარეთ, მაღაზიაში და ა.შ. შეირჩა საუკეთესო სურათები , შეიქმნა მშობელთა ჩართულობის ამსახველი სლაიდშოუ და მოეწყო პრეზენტაცია. მესამე კლასის მოსწავლეებმა ,ასევე ,დადგეს სპექტაკლი „ ჩხიკვთა ქორწილი“ , გააცოცხლეს ვაჟა-ფშაველას პერსონაჟები,საღამოს  აფიშა და მოსაწვევები მშობელთა დახმარებით თავად დაამზადეს, ასევე, ხელმარჯვე მშობლები  აქტიურად იყვნენ ჩართული ნიღბების დამზადებასა და კოსტიუმების შექმნაში. საღამო მხიარულად და საინტერესოდ წარიმართა.
                 მეოთხე კლასში მშობელმა მ. არახამიამ საკუთარი ინიციატივით მშობელთა და მოსწავლეთა მონაწილეობით მოაწყო  აქტივობა „ თამაშის საღამო“ . მან მოიწვია მშობლები და შესთავაზა შვილებთან ერთად ჩართულიყვნენ თამაშში,  გამოიყენა საკუთარი შესაძლებლობები  და სხვებს მისცა საუკეთესო მაგალითი , რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში. მოახდინა  შეჯიბრი გუნდებს შორის , გამოავლინა და დააჯილდოვა გამარჯვებულები დიპლომებით. ასევე ,მეოთხე კლასში განხორციელდა პროექტი „მშობლის დღიური“, მომზადდა სლაიდშოუ წლის განმავლობაში მშობელთა ჩართულობის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტივობების მსვლელობის ამსახველი ფოტომასალებით და მოეწყო მისი პრეზენტაცია. ამ ღონისძიებამ სახალისო განწყობა შეუქმნა მშობლებს და სხვებსაც  გაუჩნდათ  მოტივაცია გააქტიურებისა  და  სასკოლო ცხოვრებაში ჩართვისა.
                    მეექვსე კლასმა მოაწყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი : „ იაკობიდან ფარნავაზამდე“. ზეიმის მოწყობაში აქტიურად ჩაერთვნენ მშობლებიც და ზეიმმაც საინტერესოდ ჩაიარა.
                          “Ge-PRIED—„მა მოგვაწოდა დამატებითი საკითხავი წიგნები. ყოველთვიურად  „ მკითხველთა კლუბის“ მიერ ეწყობოდა  კითხვის საღამოები. ამ წიგნების კითხვის პროცესში, ხდებოდა წაკითხული მასალის განხილვა. სხვანაირად როგორ შეიძლებოდა ამა თუ იმ მოთხრობის დასრულება, რომელი პერსონაჟი უფრო მოეწონათ, მშობლები პედაგოგებს ესაუბრებოდნენ კითხვაზე და კითხვის სტრატეგიებზე. მასწავლებლები აწოდებდნენ მშობლებს ამომწურავ ინფორმაციას შვილების სასკოლო პროგრესის-- როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიურის-- შესახებ.
                                  წლის ბოლოს ჩავატარეთ „ სახალისო კონკურსი“ მშობლებისა და ბავშვებისათვის. „ მკითხველთა კლუბის „ იმ წევრების გამოსავლენად , რომელიც ყველაზე კარგად იცნობდა “Ge-PRIED—„ ის  დამატებით საკითხავ წიგნებს.
/მე-2კლასში-5.06.;
მე-3-მე-4 კლასებში-8.06;
მე-5-მე-6 კლასებში-12.06
 იმ მშობლებსა და მოსწავლეებს , რომლებმაც უკეთ გამოიჩინეს თავი , გადაეცათ სპეციალურად მათთვის დამზადებული სახალისო დიპლომები და „ მადლიერების სერტიფიკატები“.
         მოეწყო მხიარული სტარტები მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით  მესამე და მეოთხე კლასებში მშობელთა აქტიური ჩართულობით. განსაკუთრებით , აღსანიშნავია,რომ შეჯიბრში ჩართული იყვნენ  სპეციალური  საჭიროების მქონე მოსწავლეები და მათი  მშობლები.
          ჩვენმა სკოლის პედაგოგებმა კარგად აუღეს ალღო ამ პროექტს. პროექტის აქტივობების დახმარებით შესამჩნევად გააქტიურდნენ ბავშვები, გაუმჯობესდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება.   მშობლისა და შვილების ერთად კითხვის აქტივობებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო ენობრივი და კითხვითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით.,მშობლები უკეთ გაეცნენ შიდასასკოლ სამზარეულოს , უფრო გააქტიურდნენ . შეხვედრებზე და ღონისძიებებზე აღვნიშნავდით მშობლების წვლილს სკოლის წარმატებაში. მშობლებისათვის შევიმუშავეთ  მადლიერებისა და ყველაზე აქტიური მშობლის  სერთიფიკატები  და გადავეცით მათ საზეიმო ვითარებაში.  ძალიან მოგვწონს პროექტი მომავალი სასწავლო წლიდან ვგეგმავთ მშობლების უფრო აქტიურად ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში.

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა


გაზეთი „ ახალი განათლება“ #      24-30 სექტემბერი, 2015 წ. 











პრაქტიკის კვლევა

ავტორი :


ლულა ხვიჩავა


როგორ განვახორციელოთ მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში






წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკის კვლევის ანგარიში. მასში განხილულია მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში  ჩართულობის კუთხით გამოვლენილი პრობლემები, მათ გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები და კვლევის შედეგებზე დაფუძნებული რეკომენდაციები საბაზო საფეხურის მასწავლებელთათვის


  












1
  სარჩევი
                                                          
1.      თავფურცელი       ----------------------------------------------------------------------  1

       2.სარჩევი       ----------------------------------------------------------------------------       2

3.      შესავალი / პრობლემის აქტუალობის დასაბუთება   --------------------------    3-4 
            
     4 .ლიტერატურის მიმოხილვა ---------------------------------------------------------------    4-10


5. კვლევის დიზაინი  ---------------------------------------------------------------------------- 11--12

6.გამოყენებული მეთოდები -----------------------------------------------------------------------11-12
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.ქმედებების /ინტერვენციების შედეგების შეფასება, მეთოდები       ------------------------13-15             
8. კვლევის მიგნებები  -----------------------------------------------------------------------------   15
9. კვლევის შედეგები ---------------------------------------------------------------------------------  16
10. რეკომენდაციები   ----------------------------------------------------------------------------- 16-18
11.ჩატარებული სამუშაოს მონიტორინგი     ---------------------------------------------------     18
12 .დასკვნა--მიღებული შედეგების შეჯამება  ---------------------------------------------------  18
13.ინფორმაცია სკოლის შესახებ  ------------------------------------------------------------------- 19
10.გამოყენებული ლიტერატურა ------------------------------------------------------------------- 19

დანართი -------------------------------------------------------------------------------------       23-24-


                              

                                           2
                                შესავალი                           
  (პრობლემის აქტუალობის დასაბუთება)
                   სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საგანმანათლებლო სივრცეში. ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლას მთავარ მოვალეობად უსახავს სწავლა -სწავლების პროცესში მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ფიქრისა და აზროვნების უნარ-ჩვევები, განავითაროს მათი ინიციატივები. აღძრას მათში ცნობისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა. სკოლა ოჯახის გარეშე უძლურია , ჩამოაყალიბოს პიროვნება, გადასცეს მას საფუძვლიანი ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები. აქტუალურია მშობელსა და სკოლას შორის არასრულყოფილი და არაეფექტური კომუნიკაცია, ეს ხელს უშლის მასწავლებელს  დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მშობელს მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია; მაგრამ იმის გამო, რომ ეს კონტაქტი მცირეა ან საერთოდაც არაა მშობელი თითქმის არ ღებულობს მონაწილეობას შვილის სასკოლო ცხოვრებაში. ეს პრობლემა, როგორც კლასის ხელმძღვანელების, ისე ჩემს წინაშეც წარმოიშვა (როგორც საგნის მასწავლებლის- რუსული ენის მასწავლებელი). საკუთარმა დაკვირვებამ და გამოცდილებამ  გაკვეთილზე და სხვა სასკოლო აქტივობებში დამანახა, რომ  მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი სასწავლო წლის მანძილზე პასიურია გაკვეთილზე, აღარ ასრულებს საშინაო დავალებებს, ეზარებათ ან უჭირთ საშინაო დავალების მომზადება, რთულდება მოსწავლეთა აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, ნაკლებად ერთვებიან სასკოლო აქტივობებში, სასწავლო პროექტებში. დაწყებითი კლასების პედაგოგებთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ ბავშვები უფრო აქტიურები იყვნენ გაკვეთილზე, ხალისით ერთვებოდნენ პროექტებში, ასრულებდნენ საშინაო დავალებას, მშობლები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები შვილების სასკოლო ცხოვრებაში, უფრო ხშირად ინტერესდებოდნენ როგორც მათი აკადემიური მოსწრებით, ასევე დისციპლინით, თუმცა საბაზო საფეხურზე გადასვლისას მხოლოდ მშობლების მცირე ნაწილი ინარჩუნებს ჩვეულ ყურადღებასა და ინტერესს. აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა კვლევის მთავარი კითხვა : რა არის მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების , პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი.  რა გავლენას ახდენს ეს ფაქტორი მოსწავლის აკადემიურ მიღწევაზე ? ბოლოდროინდელი გამოცდილება ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების აქტიური ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესში. მსგავსი პრაქტიკის შემთხვევაში, მოსწავლეები ავლენენ საუკეთესო შედეგებს, იზრდება მათი მოსწრების დონე. ამდენად ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ კვლევითი სამუშაოსათვის შერჩეული თემა შეესაბამება ჩემი სკოლის განვითარების პრიორიტეტებს, მიესადაგება სასწავლო მიზნებს.

                                                              3
არსებული პრობლემის იდენტიფიცირებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შემცირებისათვის ჩხორიის საჯარო სკოლის ბაზაზე 2017-2018 სასწავლო წელს ჩავატარე  კვლევა, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მშობლებთან. განხილულია პრობლემის გამომწვევი   მიზეზები და მათი მოგვარების გზები.                                                                                                                                                                                                                           

ჩემი მიზანი იყო მშობელთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა , მშობლის როლის დადგენა ბავშვის განათლებასა და განვითარებაში. თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს მშობლის სასწავლო პროცესში ჩართულობას და პირიქით, რა ფაქტორები უშლის ხელს მშობელს -იყოს ჩართული შვილის სასწავლო პროცესში.
 საკვანძო კითხვები: მშობელთა ჩართულობის გაზრდა, ცოდნის დონის ამაღლება, კითხვარების შევსება, მშობლებთან კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგიები.
სამიზნე ჯგუფი

სამიზნე ჯგუფში შედიოდნენ საბაზო საფეხურის მშობლები და პედაგოგები


ლიტერატურის მიმოხილვა.
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართვა აქტუალური საკითხია. მშობელთა ჩართულობას აფერხებს სხვადასხვა  ფაქტორი. მშობელთა ნაკლებ ჩართულობას სასწავლო პროცესში, შესაძლოა, მრავალი მიზეზი განაპირობებდეს, მათ შორის, დროის სიმცირე, დროის გარდა , მშობელთა ჩართულობაზე შეიძლება იმოქმედოს ოჯახის ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მშობელთა განათლების დონემ, შვილების რაოდენობამ, ქორწინების მდგომარეობამ და ა.შ. მაგალითად მშობლები, რომელთა განათლების დონეც უფრო მაღალია, უფრო ჩართულები არიან სასწავლო პროცესში, ვიდრე ის მშობლები, რომლებიც განათლების უფრო დაბალ დონეზე დგანან. მშობლები, რომლებსაც უფრო ცოტა შვილები ყავთ , უფრო ჩართულები არიან სკოლის ცხოვრებაში, ვიდრე მრავალშვილიანი მშობლები. თუ მშობელი დარწმუნებულია, რომ მას საკმარისი კომპეტენცია აქვს, რომ შვილს სწავლის პროცესში დაეხმაროს , უფრო თამამად ერთვება სკოლის ცხოვრებაში. მშობელთა წარმოდგენა ბავშვის უნარებსა და ნიჭზე ასევე გავლენას ახდენს მშობელთა ჩართულობის ხარისხზე; მშობელი უნდა გრძნობდეს , რომ სკოლის ხელმძღვანელი , სკოლის დირექცია და მასწავლებლები მშობლის ჩართულობას მნიშვნელოვნად თვლიან, რათა მას სკოლასთან ურთიერთობის მოტივაცია და სურვილი გაუჩნდეს.


                                                                            4
            საგულისხმოა მშობელთა ჩართულობის გავლენა მოსწავლეთა მიერ სკოლაში სიარულსა და გაკვეთილებზე დასწრებაზე. ამ საკითხს არაერთი კვლევა ეძღვნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ცნობილია, რომ მოსწავლეების მიერ სკოლის გაცდენა ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგანმანათლებლო პრობლემად არის მიჩნეული, რადგან სკოლის ხშირი გაცდენა მოსწავლეს სასწავლო მასალას ჩამოარჩენს და მის საბოლოო აკადემიურ მიღწევებზე უარყოფითად მოქმედებს. რაც უფრო ნაკლები ბავშვი დადის სკოლაში, სკოლა მით უფრო სუსტი და ნაკლებად ფუნქციურია, რადგან სკოლის სიძლიერის უმთავრესი წყარო წარმატებული მოსწავლეები არიან. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა , რომ მშობელთა ჩართულობა დადებითად
          აისახება მოსწავლეთა დასწრებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც მეტად არის მშობელი შვილის სასწავლო პროცესში ჩართული, მით უფრო ნაკლებად აცდენს ბავშვი სკოლას.
  საინტერესოა , მშობელთა ყველა ტიპის ჩართულობა მოქმედებს ბავშვის სკოლაში სიარულზე თუ მხოლოდ რომელიმე ფორმით ჩართულობა ?კვლევებმა აჩვენა, რომ მშობლის ჩართულობა , რომელიც გამოიხატება საშინაო დავალების შემოწმებით და ბავშვებთან ერთად კითხვით, პირდაპირ კავშირშია მოსწავლეთა ნიშნების გაუმჯობესებასთან, ხოლო მშობელთა მიერ შვილების მონიტორინგი , შვილებისა და მშობლების დისკუსიები, ასევე მშობლის სკოლის ცხოვრებაში ჩართულობა დადებითად მოქმედებს ბავშვის მიერ სკოლაში სიარულზე ( ეფშტეინი და შელდონსორსი, 2002 ).
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებელი ვალდებულია:
·         გააცნოს მოსწავლესა და მის  მშობელს /კანონიერ წარმომადგენელს ( შემდგომში მშობელი ) მათი უფლებები და მოვალეობები( სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვა);
·         დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში;
·         იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
·         რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;
·         საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
·         გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი
·         დამრიგებელი ვერ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებებს თუ მშობლის მხრიდანაც არ იქნა მუდმივი მზაობა და კონტაქტი პედაგოგთან.

                                                                            5
2015 წლის იანვრიდან ინკლუზიური განათლების მიმართულებით , სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების საგანმანათლებლო პროგრამები ამოქმედდა, მოხდა მშობელთა გადამზადება და მათი სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა; ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით , განხორციელდება მშობელთა განათლების ქვეპროგრამა, რომელიც გულისხმობს მშობელთა ინფორმირებას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა : ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენის ხელშეწყობა, სახლში სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, შვილთან კომუნიკაციის პროცესში ასაკობრივ-ფსიქოლოგიური  თავისებურებების გათვალისწინება და სხვა.                                                                    
ცხადია, მშობლები უდიდეს როლს თამაშობენ  მოსწავლეების აღზრდაში. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საგანმანათლებლო პოლიტიკის განსაზღვრაში, კერძოდ,
საგანმანათლებლო სტანდარტების მიღწევაში. განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელები ცდილობენ , მშობლების თვალით დაინახონ ის „ ცხელი წერტილები“, რომლებიც მათი ყურადღების მიღმა რჩება და მათგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს. მშობლის მდგომარეობისა და მისი განწყობის დადგენა იყო იმ კვლევის ერთ-ერთი მიზანი, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით ჩატარდა. კვლევამ სცადა იმ პრობლემების იდენტიფიკაცია, რომლებიც ხელისშემშლელ ფაქტორებად გვევლინება საგანმანათლებლო სტანდარტების მიღწევისას. რა აწუხებთ მშობლებს ?როგორია მათი დამოკიდებულება განათლების სფეროს მიმართ?- ეს იყო ის ძირითადი შეკითხვები, რომლებითაც მათ ფონდის მკვლევარებმა მიმართეს. გერმანიაში მშობლის როლი , ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საფუძვლიანად შეიცვალა. ბავშვის კეთილდღეობა და მისი უფლებების დაცვა მშობლისათვის უპირველეს პრიორიტეტებად იქცა. აღზრდის ძველი სტილი და მასთან დაკავშირებული მიზნები ( შემგუებელი, მორჩილი ადამიანის აღზრდა ) თანამედროვე მოთხოვნებმა შეცვალა. აღზრდის ახლებური , თანამშრომლობითი სტილი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი, კონკურენტუნარიანი პიროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. გერმანელ მშობელთა უმრავლესობას, მიუხედავად სოციალური კუთვნილებისა , გაცნობიერებული აქვს საკუთარი როლი და მოვალეობები. მათი, როგორც მშობლისა და აღმზრდელის შეგნება საკმაოდ მაღალია. გერმანელებს ხშირად უკმარისობის გრძნობა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ შვილს ვერ უქმნიან ყველა იმ პირობას, რაც აუცილებელია ბავშვის წარმატებული განვითარებისათვის. გამოკითხული მშობლები აღნიშნავენ, რომ როდესაც საქმე კარიერას ეხება, დედების უმეტესობა მზადაა , დრო დაუთმოს შვილის აღზრდას კარიერის სანაცვლოდ. თუმცა, მამის, როგორც აღმზრდელის , როლი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის და გამოკითხული მამების აბსოლუტური უმრავლესობა სიამოვნებით ასრულებს ამ როლს.
                                                                           6

 გერმანელ მშობელს გაცნობიერებული აქვს, რომ ბავშვის სწორად აღზრდისა და სწავლაში წარმატებისათვის აუცილებელია, ორივე მშობელი იყოს ჩართული სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში.
   კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გერმანიაში ბავშვებს განვითარებისა და სწავლისათვის განსხვავებული პირობები აქვთ. როდესაც მშობლები აცნობიერებენ განათლების მნიშვნელობას  და შვილებს სათანადო ყურადღებას აქცევენ, ბავშვები წარმატებას აღწევენ, სასწავლო და ფიზიკური გაჯანსაღებისათვის. დროს გონივრულად  იყენებენ და ტელევიზორსა თუ კომპიუტერულ თამაშებზე მიჯაჭვულნი არ არიან. თუ ბავშვი წიგნიერ გარემოში იზრდება , კითხვის მიმართ მისი ინტერესი მაღალია. სოციალურად შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომ ემიგრანტთა ოჯახების შვილები კი , უმეტესწილად , საგანმანათლებლო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ და დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. მათი მშობლები ნაკლებად არიან ჩართული სასწავლო პროცესში და არც   განათლების მიღებას ანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას.                                                
საყურადღებოა, რომ სკოლაში მიღებული ნიშნები და სკოლის წარმატებით დასრულება მშობლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლების 75 % აღნიშნავს , რომ ამაზეა დამოკიდებული, მიაღწევს თუ არა მისი შვილი წარმატებას ცხოვრებაში. გამოკითხულთა მხოლოდ 1 % თვლის სკოლის წარმატებას უმნიშვნელოდ. გამოკითხული მშობლების უმეტესობა საჯარო სკოლებში მიღებულ განათლებას ნაკლებად ენდობა. მათი მთავარი პრეტენზია ეხება სასწავლო გარემოს არადამაკმაყოფილებლად მოწყობას, მოსწავლეთა გადაჭარბებულ რაოდენობას კლასებში, მასწავლებელთა გულგრილ დამოკიდებულებას მოსწავლეებისა და საკუთარი საქმიანობისადმი, მოუქნელ სტრუქტურებსა და ნაკლებად ინოვაციურ კონცეფციებს. ის მშობლები, რომლებისთვისაც განათლება პრიორიტეტულია , ცდილობენ, თავად მიხედონ შვილების განათლებას და ამ მიზნით ისინი ბევრ დროს , ფულსა და ენერგიას ხარჯავენ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ ასპექტის გათვალისწინებით, ბოლო დროს კერძო სკოლებისადმი მოთხოვნები საკმაოდ გაიზარდა გერმანიაში, სადაც ასეთ დაწესებულებებში სწავლა ძალიან ძვირი სიამოვნებაა.
 მშობლების მთავარი გზავნილი განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებისადმი ასე ჟღერს: „ განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებმა უშუალოდ უნდა ჰკითხონ მშობლებს , სად არის ის „ ცხელი წერტილები“, რომლებიც სასწრაფოდ რეაგირებას ითხოვს. ისინი უნდა დაინტერესდნენ მშობლების რეალური ყოფითა და პრობლემებით. მათ პერიოდულად უნდა მოაწყონ მრგვალი მაგიდა და მის ირგვლივ ესაუბრონ მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია განათლების სფეროს პრიორიტეტებისა და სიახლეების შესახებ. ჩვენ, მშობლები, დიდი ხნის წინ ვიყავით მოსწავლეები. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა განათლების სისტემაში და ხშირად საკითხები , რომლებსაც ჩვენი შვილები სწავლობენ , ჩვენთვის გაუგებარი რჩება. სანამ განათლების პრობლემას გადაწყვეტდეთ მოისმინეთ ჩვენი აზრებიც. ბავშვის კეთილდღეობა უპირველესი პრიორიტეტია ყველასათვის. „
                                                                        7
ამ მიზნის მიღწევა კი მაშინ არის გაცილებით ადვილი, როდესაც გათვალისწინებულია მშობლის ინტერესები.“ კვლევის ჩატარების შემდეგ გერმანიაში არაერთი კონფერენცია და სამუშაო შეხვედრა ჩატარდა მისი შედეგების განხილვის მიზნით.“ მშობლების გარეშე არაფერი გამოვა , თუ ჩვენი მიზანი თანმიმდევრული და მიზანმიმართული საგანმანათლებლო პოლიტიკის ჩამოყალიბებაა „ -ასე პასუხობენ განათლების პოლიტიკოსები კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
გერმანელ და ქართველ მშობლებს შორის მსგავსებაც არის და განსხვავებაც. ზოგადად, ყველა მშობელს სურს , რომ მისმა შვილმა საუკეთესო განათლება მიიღოს. გერმანიის მაგალითზე კი ჩანს , რომ მათ განათლების სისტემის მხრიდან დახმარება სჭირდებათ. მასწავლებლის მიერ დასახული მიზნები გაცილებით იოლად მიიღწევა, როდესაც მშობელი სათანადოდ არის ინფორმირებული სასწავლო პროცესისა და მიზნების შესახებ  და მას პედაგოგი მოკავშირედ აღიქვამს. თუმცა, მხოლოდ მასწავლებლის მცდელობა ნაყოფს არ გამოიღებს , თუ უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები არ განახორციელა სისტემამ, ( მაგალითად , მშობელთა პედაგოგიზაცია). მშობელთა კვლევის ჩატარება და კვლევის შედეგების მიხედვით სასწავლო პროცესში მათი ჩართვა, ერთი მხრივ, მასწავლებლის შრომას გააადვილებს, ხოლო,  მეორე მხრივ , განათლების სისტემას საგანმანათლებლო სტანდარტების მიღწევაში დაეხმარება.                                
2007 წელს , ამერიკაში ფართომასშტაბიანი და საფუძვლიანი კვლევა ჩატარდა , რომლის ფარგლებშიც 500 სკოლის დირექტორი შეირჩა და გამოიკითხა, რათა მშობელთა ჩართულობის სხვადასხვა ეფექტური სტრატეგიები დაედგინათ და გაეანალიზებინათ კვლევის შედეგად , ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიგნება მშობელთა კატეგორიზაციის სქემა იყო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
 მშობლის ტიპი: მხარდამჭერი
განათლება: საშუალოზე დაბალი/საშუალო
თვისებები: კმაყოფილი, ჩართული, პრაქტიკულ საკითხებში დახმარებისათვის მზად მყოფი, სასიამოვნო პარტნიორი, აქტიური, აქვს საკმარისი დრო
შესაფერისია მშობელთა კომიტეტისათვის
ნაკლებად შესაფერისია : სკოლის სამეურვეო საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოსათვის, ვიდრე არ გაივლის რამდენიმე მოსამზადებელ ტრენინგს.
მიდგომა : აგრძნობინეთ, რომ მისი მოკავშირე ხართ; სოლიდარობის გრძნობა გამოიჩინეთ.
                                 მშობლის ტიპი:  პოლიტიკოსი
განათლება: საშუალო/საშუალოზე მაღალი

                                                                                 8
თვისებები: აქვს სურვილი , მოახდინოს გავლენა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთოს ; კრიტიკული მომხმარებელია , უპირატესობას ანიჭებს სკოლის არჩევანის დემოკრატიულ ხასიათს.
შესაფერისია მშობელთა კომიტეტისათვის
ნაკლებად შესაფერისია პრაქტიკულ საქმიანობაში დახმარებისათვის.
მიდგომა :აგრძნობინეთ, რომ გინდათ დადებითი გავლენა მოახდინოს სკოლის ცხოვრებაზე, რომ მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის .
მშობლის ტიპი:  პასიური
განათლება: საშუალოზე დაბალი/საშუალო
თვისებები : არ არის ჩართული , მხოლოდ მაშინ ერთვება , როდესაც სთხოვენ ,რთულია მასთან დაკავშირება .
შესაფერისია : შეიძლება,  სხვა მსგავსი  ტიპის მშობლებთან ურთიერთობაში დაეხმაროს სკოლას.
ნაკლებად შესაფერისია: სკოლის სამეურვეო საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოსათვის, ვიდრე არ გაივლის რამდენიმე მოსამზადებელ ტრენინგს.                                                                                   8
მიდგომა: შეეცადეთ, დაუკავშირდეთ , გამოხატეთ ინტერესი, მისთვის საინტერესო თემებზე ესაუბრეთ.
მშობლის ტიპი:  კარიერაზე ორიენტირებული
განათლება : საშუალო/ საშუალოზე მაღალი
თვისებები: ბავშვის აღზრდასა და განათლებაზე პასუხისმგებლობას სკოლას აკისრებს, სკოლის მიმართ კრიტიკულია.
შესაფერისია: სკოლის სამეურვეო საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოსათვის.
ნაკლებად შესაფერისია: პრაქტიკული დახმარებისათვის.
მიდგომა: საუბარი მისი საქმიანობის , კარიერისა და განათლების შესახებ.დაიწყეთ, მოუყევით სამეურვეო საბჭოს თაობაზე და უთხარით , რა მნიშვნელობა აქვს მშობელთა ჩართულობას.
მშობლის ტიპი:  რთული
განათლება : საშუალო/ საშუალოზე მაღალი

                                                                     9
თვისებები: ზედმეტად კრიტიკულია, უყვარს სკოლის შეცდომებზე საუბარი.
შესაფერისია: სკოლის მრჩეველთა საბჭოსათვის.
ნაკლებად შესაფერისია: მშობელთა კომიტეტისათვის
მიდგომა: აგრძნობინეთ, რომ გაინტერესებთ მისი შეხედულებები აღზრდასა და განათლებაზე, იყავით კარგად მომზადებული.
მშობლის ტიპი:  საუკეთესო მშობელი
განათლება : საშუალოზე მაღალი
თვისებები : ბავშვის აღზრდასა და განათლებაზე პასუხისმგებლობას სკოლასა და მასწავლებლებთან ერთად ინაწილებს, კრიტიკულია და კონსტრუქციული, სკოლას შემოქმედებითი იდეებით ეხმარება.
შესაფერისია: პრობლემების გადაჭრისა და კრიზისების დასაძლევად, დახმარების სათხოვნელად, ფონდების მოსაზიდად, სამეურვეო საბჭოსათვის.
ნაკლებად შესაფერისია: მშობელთა კომიტეტისათვის.
მიდგომა :გამოხატეთ კეთილგანწყობა და ინტერესი მისი აზრების მიმართ.
სკოლასა და მშობლებს შორის წარმატებული  კომუნიკაციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა გულისხმიერება და ერთმანეთის პრობლემების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვაა.
   კვლევების თანახმად, მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში , უკეთეს შედეგებს აღწევენ; იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ        9     უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა.
 2010 წელს , მშობელთა ჩართულობის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ქევინ უოკერმა , მშობელთა ჩართულობის ერთ-ერთი პროექტის დამაარსებელმა სკოლებს მოუწოდა : „ ნუ წუწუნებთ მშობელთა პასიურობაზე , არამედ მოიწვიეთ, დაპატიჟეთ და სთხოვეთ მათ გააკეთონ რაც შეიძლება მეტი“. სწორედ ამ შეხვედრაზე დააჯილდოვეს მშობლები პირველად აქტიური ჩართულობისთვის.



                                                                     10

კვლევის დიზაინი
 საკვლევი საკითხის მიმოხილვა
გადავწყვიტე, რომ კვლევები ჩამეტარებინა მე-7,მე-8 და მე-9 კლასებში. ჩემი მიზანი იყო სამივე კლასში ჩატარებული ერთი და იგივე სახის კვლევები ერთმანეთისთვის შემედარებინა, გამეანალიზებინა და შესაბამისი დასკვნები გამეკეთებინა.
რთულია მშობელთა დაინტერესება საბაზო საფეხურზე. მშობლებს ნაკლებად აინტერესებთ სასკოლო ცხოვრება. რაც წარმოშობს პრობლემებს. ეცემა სწავლის ხარისხი. წინამდებარე პრაქტიკული კვლევის მიზანია მშობელთა ჩართულობის ხარისხის კვლევა და მათი ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების ძიება და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა კვლევის მთავარი კითხვა: რა არის მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების  მშობლების ,პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესებისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი .
კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დამეხმარა შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა :
·         დაწყებით კლასებში ძირითადად ვისი ( მშობლისა თუ მასწავლებლის ) ინიციატივით ხდებოდა მათი კომუნიკაცია;
·         მშობლებს რამდენად უფრო დატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვთ ეხლა ვიდრე მაშინ ქონდათ;
·         ინფორმაცია მათი შვილების შესახებ გახდა უფრო ნეგატიური;
·         ისინი თვლიან, რომ ბავშვი უკვე დიდია და აღარ არის აუცილებელი ხშირი კონტაქტი პედაგოგთან და თვითონ ბავშვისაგან იღებენ საკმარის ინფორმაციას.
·         როგორ შეიძლება მშობელთა სასწავლო პროცესებში ჩართულობის გააქტიურება?
·         ყველაზე ეფექტურად რომელი აქტივობები და სტრატეგიები დამეხმარება ამაში?
·         მშობლებთან მუშაობის რა ინოვაციური ფორმები არსებობს ?
.გამოყენებული მეთოდები
კვლევაში მონაწილეობა მიიღეს  საბაზო საფეხურის ( ,მე-7,მე-8 და მე-9 კლასის) მშობლებმა და პედაგოგებმა .ჯამში 43  მშობელი,  5 პედაგოგი კვლევის დროს გამოვიყენე შემდეგი        მეთოდები: საკვლევ კითხვებზე პასუხის გასაცემად გამოვიყენე კვლევის როგორც თვისებრივი ( ფოკუს-ჯგუფი ,8-10 მონაწილე, ფოკუს-ჯგუფის დროს წარმოქმნილმა დისკუსიამ უკეთ გამოავლინა რესპონდენტების დამოკიდებულება პრობლემისადმი. მათ შორის აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული გულახდილობით გამოირჩეოდნენ.  ,აღნიშნული მეთოდი დამეხმარა იმის გარკვევაში , თუ რა დამოკიდებულება აქვთ მშობლებს ამა თუ იმ საკითხისადმი, ფოკუს-ჯგუფის ჩატარების მიზანი იყო მიმეღო  მშობლებისაგან და  მასწავლებლებისაგან  ინფორმაცია , რომელიც დამეხმარებოდა კითხვარის შედგენაში. ფოკუს-ჯგუფში იყო 10 წევრი. ( 7 მშობელი და 3 მასწავლებელი )
                                                                                      11

მონაცემთა აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზანი იყო სისტემასთან დაკავშირებით მშობლების დამოკიდებულების ( ზოგადი ფონის ) შესწავლა, რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვასა და კითხვარის მომზადებაში.
კითხვარი მომზადდა საბაზო საფეხურის ყველა მოსწავლის მშობლისა და კანონიერი მეურვისათვის. დროის დაზოგვის მიზნით კითხვარები ყველა მშობელს გაეგზავნა სახლში და მეორე დღეს უკან დააბრუნეს შევსებული.
 ასევე, რაოდენობრივი მეთოდები ( დახურული და ღია ანკეტირება)  ვინაიდან სწავლების ყველა საფეხურზე განსხვავებულია მშობლის ჩართულობა , კვლევა მიმდინარეობდა ამ საფეხურის მიხედვით : გამოიკითხა საბაზო  საფეხურის მოსწავლეთა მშობლები ( ინდივიდუალური და ფოკუს ჯგუფები ) ; საბაზო საფეხურის მოსწავლეებს  დაურიგდათ კითხვარები-უშუალოდ მშობლებისთვის ( ან მეურვისთვის ) განკუთვნილი. გამოიკითხა, ასევე, რამდენიმე პედაგოგი.
კითხვარი ყველა მოსწავლეს გავატანე სახლში , საიდანაც  შევსებული     მომიტანეს  .
       კითხვარის შედეგების ანალიზმა მაჩვენა  სამი ნაკლებად პრობლემური საკითხი  და  სამი საკითხი , რომელშიც ყველაზე ნაკლებ იღებდნენ მშობლები მონაწილეობას და შესაბამისად ყველაზე ნაკლებ იყვნენ ინფორმირებულები. ( იხილეთ დანართი 1)
   ინტერვიუმ მშობლებთან მომცა საშუალება განმესაზღვრა მშობლების დამოკიდებულება დამრიგებლის, პედაგოგებისა და ზოგადად სკოლის მიმართ .ასევე მათთვის უფრო კომფორტული კომუნიკაციის საშუალებების დადგენაში. ყველაფერმა ამან მომცა ინფორმაცია თუ რამდენად იყვნენ მშობლები ინფორმირებულები საკუთარი შვილების სასკოლო ცხოვრების შესახებ და თუ როგორი ფორმა ინფორმაციის მიღებისა იქნებოდა მათთვის უფრო მისაღები და მოხერხებული.
       აღმოჩნდა რომ მშობლების  ნაწილი ინფორმირებული იყო შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ და ეს ინფორმაცია მიღებული ქონდათ დამრიგებელთან სატელეფონო კონტაქტის გზით. ნაწილს არ ქონდა ინფორმაცია და მხოლოდ დამრიგებლის ინიციატივით მოხდა ამის მიწოდება.
         მშობლების აბსოლუტური უმრავლესობისათვის შვილების სასკოლო ცხოვრების  შესახებ  ინფორმაციის მიღება კომფორტული და მოსახერხებელი იყო ტელეფონით. არავის გამოუთქვამს სურვილი ინფორმაცია მიეღო ელ. ფოსტით, მხოლოდ რამდენიმე მშობელმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ რომ სკოლაში ვიზიტიც აუცილებელია სხვა მასწავლებლების ნახვის მიზნით.                                                                         





                                                                            12
                                                   ინტერვენციები

კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე , შევიმუშავეთ სავარაუდო ინტერვენციის   ვარიანტები:

1.სემინარები მშობლებისათვის--როგორ ჩაერთონ შვილის განათლებაში;
სპეციალური ცოდნის მიწოდება მშობლებისათვის უცხო ენის  სწავლა–სწავლების პროცესში დანერგილ სიახლეებზე, სწავლების თანამედროვე მიდგომებზე, შემაჯამებელი დავალებების ტიპებზე, მოსწავლეთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმებზე, მოსწავლეებში მწირი ლექსიკური მარაგის პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაზე.
3. აღზრდის კუთხით: ბავშვებთან ურთიერთობაში დასჯითი მეთოდების სანაცვლოდ ნდობასა და თანამშრომლობაზე,  ბავშვის  პოზიტიური ქცევის შემჩნევასა და სტიმულირებაზე;

4. სკოლასთან მჭიდრო თანამშროლობისათვის მოხალისე მშობელთა შერჩევა  და მათი ჩართვა მოსწავლის სწავლა–აღზრდის პროცესში; ( მშობლები, რომლებიც კარგად ფლობენ უცხო ენას )

5. მშობლებისა და პედაგოგების შეხედულებათა დაახლოების მიზნით  ორმხრივი კომუნიკაციის ფორმების შემუშავება. მშობლებთან სპეციალური შეხვედრების ორგანიზება, ერთობლივი აქტივობების დასაგეგმად.

6 .შევთავაზოთ მშობლებს ტრენინგები მათთვის საინტერესო თემებზე  ( მაგალითად , საინფორმაციო ტექნოლოგიები, უცხო ენის სწავლება, მოსწავლის საშინაო დავალებების მომზადება);
7 .მშობლები რიგრიგობით დავპატიჟოთ გაკვეთილზე. ამით ისინი უკეთესად გაიგებენ, როგორ სწავლობენ მათი შვილები, რა ტიპის გაკვეთილებზე უწევთ სიარული, როგორი ატმოსფეროა სკოლაში, ვინ ასწავლის მათ შვილებს , როგორია გაკვეთილის პროცესი და სხვა. გაკვეთილზე დასწრებით მშობლები სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან და სასწავლო პროცესზე კონტროლის განცდა გაუჩნდებათ.

8.მოვიწვიოთ სპექტაკლებზე ( მოსწავლეები თავად აკეთებენ მოსაწვევებს მშობლებისათვის ) ;
9 .მივცეთ მშობლებს რეკომენდაციები მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად ( აღვნიშნოთ ხშირად თუ რას აკეთებს მოსწავლე კარგად; მოსწავლის რვეულში გავაკეთოთ აღნიშვნები მათი მიღწევების შესახებ;)
10.მოვაწყოთ  საგნობრივი კონფერენციები, სადაც მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს , მიღწევებს მშობლების წინაშე;   
                                               
                                                                        13                                                                                                                                                    
11 .  დავგეგმოთ და განვახორციელოთ საკლასო ღონისძიებები უცხო ( რუსულ ენაზე ) სადაც აუცილებელი იქნებოდა მოსწავლეთა მშობლების ჩართვა.( ანდაზებისა და   გამოცანებისა საღამო, პოეზიის საღამო) 
      12.       ყოველი ოთხშაბათი გამოცხადდეს მშობლის  დღედ , როცა მშობელი მისთვის მოსახერხებელ დროს მოვა სკოლაში და გაესაუბრება დამრიგებელსა და პედაგოგებს
       13. მასწავლებლის ვებგვერდი, სადაც უცხო ენის ( რუსული ) საგნის სწავლების  შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციაა განთავსებული, მაგალითად, საგნის სილაბუსი, წესები და პროცედურები, საშინაო დავალებები, სასარგებლო რესურსები  და სხვა მასალა. მშობლებსა და მოსწავლეებს ყოველდღიურად შეუძლიათ ნახონ განახლებული ინფორმაცია, სასწავლო რესურსები, ; წაიკითხონ მასწავლებლის მიმართვები და დატოვონ კომენტარი , თუ ამის სურვილი გააჩნიათ.
       14. მშობლების საყურადღებოდ სკოლაში ინფორმაციის გაკვრა.
            კვლევის შედეგად გამოიკვეთა, მიზეზი საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების, პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი, არის:
                  ·         მშობლების გადატვირთული დღის რეჟიმი
·         ჩემს საგანთან მიმართებაში ენის ბარიერი
                   ·         ოჯახური სოციალური პრობლემები ( მშობლები იმყოფებიან საზღვარგარეთ; მრავალშვილიანი ოჯახები, ქორწინების მდგომარეობა )
·         ნაკლებად წიგნიერი ოჯახური გარემო;
·          
ვფიქრობ რომ ძირითადი მიზეზი პრობლემისა დადგინდა და ზემოთ აღნიშნული  ინტერვენციების განხორციელება ამ პრობლემის გადაჭრაში დამეხმარება.

      სკოლის მიმართ მშობელთა ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლის მიზნით სკოლის ადმინისტრაციის და  პირადად ჩემი ინიციატივით მოეწყო  შეხვედრები საბაზო საფეხურის მშობლებთან, „ მშობლის ვიზიტი სკოლაში“. შევადგინეთ განრიგი, მშობლებისთვის გამოვყავით სპეციალური სივრცე, სადაც გამოვფინეთ მათთვის საინტერესო მასალები სკოლაში დანერგილ ინოვაციებზე. შეხვედრა 2 ნაწილისაგან შედგებოდა. დასაწყისში მშობლებს ვაჩვენეთ ჩვენ მიერ წინასწარ მომზადებული პროგრამა სკოლის ცხოვრების შესახებ, მიმდინარე სტრატეგიულ მიზნებზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, მოსწავლის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებსა და მათ მიღწევებზე. მეორე ნაწილი დავუთმეთ დისკუსიას, მშობელთა აზრისა და წინადადებების მოსმენას, მათი პოზიციების გამოვლენას. ამ შეხვედრებზე მშობლებმა გვიბიძგეს ახალი იდეისაკენ–აქტიურად გვეთანამშრომლა მათთან და წიგნიერების ამაღლების მიზნით ხშირად მოგვეწვია სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებებზე.
2.      მშობელთა პედაგოგიზაცია. მეშვიდე კლასის პედაგოგებთან ერთად შევხდვით სსმ  მოსწავლეთა მშობლებს


                                                           14

3. სკოლის ცხოვრებაში  მოხალისე მშობელთა ჩართულობა. მშობლებთან ორმხრივი კომუნიკაციისათვის გამოვიყენეთ საქართველოს დაწყებითი განათლების პროცესში სკოლის მონაწილეობით მიღებული გამოცდილება. კათედრასთან ერთად შევიმუშავეთ წინადადებები მშობელთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად.       1მშობელთა კრებებზე მათ გავაცანით უცხო ( რუსული ) ენის  სწავლებაში ჩვენ მიერ დანერგილი სიახლეები,  გაკვეთილების მიზნები, დიფერენცირებული სწავლება, ჯგუფური მუშაობის სტრატეგია და ამის შემდეგ ვთხოვეთ , დახმარებოდნენ თავიანთ შვილებს სასწავლო–საგანმანათლებლო  რესურსების შექმნაში.  ასეთი ტიპის შეხვედრებზე მშობლები გამოხატავდნენ დიდ ინტერესს და აქტიურად ეხმარებოდნენ ბავშვებს სასწავლო რესურსის შექმნაში . პედაგოგებმა მშობლებისა და ბავშვების ძალებით შექმნილი რესურსი წარმატებით გამოიყენეს გაკვეთილებზე და ისინი სიამოვნებით აღნიშნავდნენ, რომ ამ აქტივობამ გაახალისა მოსწავლეები, გაუჩინა მეტი მოტივაცია. შეხვედრების სიახლე.
 მშობლებთან პარტნიორულ ურთიერთობაში დაიბადა ახალი იდეა. კერძოდ, მეშვიდე-მერვე–მეცხრე კლასების მოსწავლეთა მშობლებმა გაგვიზიარეს თავიანთი აზრი იმ სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან გარდამავალ ასაკში მოზარდებთან ურთიერთობაში. მათ უჭირთ მოზარდობის ასაკისათვის დამახასიათებელი ისეთი მოთხოვნილებების მართვა, როგორიცაა: სწრაფვა დიდობისა და დამოუკიდებლობისაკენ, პრესტიჟისა და აღიარებისაკენ.
მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის მიზნით მომავალ სასწავლო წელს  ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ კვლევას ამ კუთხით და მასში აუცილებლად ჩავრთავთ  ფსიქოლოგებს.
სკოლაში განხორციელებულმა ცვლილებებმა გარკვეული სარგებელი მოუტანა სკოლას: მშობლის თანამშრომლობამ სკოლასთან, პედაგოგებთან  შეცვალა მოსწავლის განწყობა სწავლის მიმართ, აამაღლა მისი მოტივაცია, უფრო კეთილგანწყობილი გახადა სკოლის მიმართ. შემცირდა მოსწავლეთა გაცდენა–დაგვიანებები საბაზო საფეხურზე.


კვლევის მიგნებები :

სკოლის მიერ სწავლა-სწავლების პროცესში დანერგილ სიახლეებსა და ტენდენციებზე მშობელთა არასაკმაო ინფორმირება;
აღზრდის  ორ სუბიექტს-- მშობელსა და მასწავლებელს  შორის პარტნიორული ურთიერთობის დეფიციტი;
მშობელთა დაბალი ჩართულობა სასწავლო პროცესში და კლასგარეშე ღონისძიებებში.

                                                                  15
კვლევის შედეგები:
კვლევით გამოიკვეთა, რომ მშობლები სხვადასხვაგვარად არიან განწყობილნი სკოლისადმი
1.    პირველ ჯგუფში შემოდიან აქტიური პოზიციის  მშობლები, რომლებიც ხედავენ სკოლის ცხოვრებაში მოსწავლეთა მიღწევების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს ( შიდა სასკოლო ტესტირებებს და სხვა ) მათ სწამთ, რომ სკოლის ცხოვრებაში მშობლის მონაწილეობით, მასწავლებელთან ურთიერთობით არა მარტო უმჯობესდება მათი შვილების აკადემიური მოსწრება, არამედ ისინი უფრო სრულყოფილად ფლობენ ინფორმაციას ბავშვების სწავლა-ქცევის შესახებ და იღებენ ზომებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად ამ ჯგუფის უმრავლესობას უფრო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლები შეადგენენ.
მიზეზი იმისა, რომ დაწყებით საფეხურზე მშობლები უფრო აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, რაც არ შეინიშნება საბაზო საფეხურზე, ალბათ იმაშიც მდგომარეობს, რომ დაწყებით საფეხურზე მშობლებს უწევთ კონტაქტი დამრიგებელთან და თითო ოროლა მასწავლებელთან მთელი ოთხი წლის მანძილზე, ,რასაც ვერ ვიტყვით საბაზო საფეხურზე, სადაც არის საგანთა სიმრავლე და ,რა თქმა უნდა, მშობლებს მოუწევთ მჭიდრო კონტაქტი ყველა საგნის მასწავლებელთან, რასაც , ბუნებრივია, ვერ ახერხებენ.
2.    მეორე ჯგუფში შემოდიან მშობლები , სკეპტიკურად განწყობილნი. ისინი სკოლის იშვიათი სტუმრები არიან, რის გამოც სრულყოფილად ვერ ფლობენ ინფორმაციას ბავშვების მდგომარეობის შესახებ. შვილების დაბალი აკადემიური შედეგების გამო ,როგორც გულახდილ შეხვედრებში აღნიშნავენ, ეძნელებათ სკოლასთან ურთიერთობა. ამის გამო ისინი ნაკლები მზრუნველობით ეკიდებიან ბავშვების სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს . მათ შორის არიან „ პროტესტანტები“ , რომლებსაც მიაჩნიათ , რომ მათი შვილების სწავლაში ჩამორჩენისა და ცუდი ქცევის მიზეზი მხოლოდ სკოლასა და მასწავლებელში უნდა ვეძებოთ, ისინი მუდმივად ცდილობენ სკოლის დისკრედიტაციით საკუთარი გულგრილობის გამართლებას. ამ კატეგორიაში ძირითადად საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები ერთიანდებიან. მოზარდების ხანისათვის დამახასიათებელი სირთულეების გამო ხშირად ვერ ახდენენ მოზარდებზე სათანადო გავლენას.


რეკომენდაციები
1.რეგულარული კომუნიკაცია, რადგან კომუნიკაცია მთავარ როლს თამაშობს მშობელთა ჩართულობის პროცესში, საჭიროა მშობლებს რეგულარულად მიეწოდოთ ინფორმაცია სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ. წერილობითი შეტყობინებების გარდა, სასურველია, სკოლამ გამოიყენოს სხვადასხვა ალტერნატივა: სკოლის ახალი მიზნების ამსახველი ფლაერების გავრცელება, ადმინისტრაციის მიერ მშობელთა ,,ღია კარის“ დღეების ორგანიზება სასკოლო შეხვედრებში, ღონისძიებებში მოსწავლეთა ოჯახების ფართო სპექტრის ჩართულობა და მათი შეხედულებების გაზიარება ; სკოლაში მიმდინარე პროცესების ამსახველი პოსტერების შექმნა;

2.მშობელი სისტემატურად უნდა იყოს ინფორმირებული  არა მხოლოდ მოსწავლის უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების , არამედ მისი მიღწევების შესახებაც. პედაგოგი ამ ინფორმაციას წერილობითი ფორმით მიაწვდის მშობელს, ტელეფონით აცნობებს თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაუგზავნის, ეს თავად მისი გადასაწყვეტია. სასურველია წერილი დადებითად იწყებოდეს, ყველა ადამიანს და მით უმეტეს, ყველა ბავშვს დადებითი მხარე აქვს, რომელსაც პედაგოგი  , სხვებზე უკეთ ამჩნევს.                                                   
წარმოვაჩინოთ მოზარდის ეს მხარე და ხაზი გავუსვათ მის ინდივიდუალობას. შვილის შექება მშობლისთვის გაკეთებული საუკეთესო კომპლიმენტია. დადებითი ტონით დაწყებული წერილი იმის გარანტიას იძლევა, რომ მშობელი მას ბოლომდე წაიკითხავს, გვიპასუხებს და ჩვენს მიმართ კეთილად განეწყობა. შევეცადოთ გამოვიწვიოთ იგი , რათა წერილობითვე გვიპასუხოს.

3.მშობელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა მშობელთა კრება გახლავთ. სადაც შეგვიძლია მშობლებს იმ ღონისძიებაზე შევატყობინოთ , რომლებსაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ და ვთხოვოთ , რომ მოსამზადებელ სამუშაოებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. მათი ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს.

4. წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოვიწვიოთ მშობლები ბავშვის მიღწევების განსახილველად. ხშირად გავუგზავნოთ წერილი და ავუხსნათ ჩვენი საგნის მიზნები, ძირითადი ამოცანები, ბავშვის პრობლემები და მიღწევები.

5.მშობელთა წახალისება სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. მშობლისათვის ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომ მას ელიან არა როგორც კრიტიკის ობიექტს, არამედ როგორც პარტნიორს, რომ მის აზრს ანგარიშს უწევენ, ენდობიან. კარგი იქნება VII -IX კლასებში განხორციელდეს მშობლის ვიზიტი სკოლაში - წინასწარ შემუშავებული განრიგით ყველა მშობელს მიეცეს უფლება ერთი სასწავლო დღე გაატაროს სკოლაში, დაესწროს გაკვეთილებს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია შვილის აკადემიურ მიღწევებზე. სასურველია, გაკვეთილების შემდეგ პედაგოგები შეხვდნენ მშობლებს და გაიმართოს მცირე დისკუსია, მოხდეს შთაბეჭდილებათა გაზიარება. მასწავლებელთან მჭიდრო ურთიერთობით მშობლები ახლოს გაეცნობიან სწავლა-სწავლების შინაარსს, დაეუფლებიან იმ მიდგომებსა და საშუალებებს, რაც სარგებლობის მომტანი იქნება მათი შვილებისათვის.

6.სკოლის ღონისძიებებში მამების ჩართვის ხელშეწყობა

7.დავეხმაროთ მშობლებს, გახდნენ უკეთესი მშობლები. პედაგოგთა დახმარებით შესაძლებელია ჩატარდეს კონსულტაციები მშობელთათვის  აღზრდის აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: მოზარდებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება, დასჯითი მეთოდების ჩანაცვლება მასტიმულირებელი მიდგომებით, დღის რეჟიმის დაცვა და დროის სწორად განაწილება.

8.მნიშვნელოვანია მშობლების უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გამოყენება სპორტულ, ინტელექტუალურ, საქველმოქმედო შემოქმედებით ღონისძიებებში მოხალისე მშობელთა ჩართვა.

                                                            
 ასეთი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება გაზრდის მშობელთა მოტივაციას. ისინი შეასრულებენ საინტერესო და სკოლისათვის სასარგებლო სამუშაოებს, მოაწყობენ შეხვედრებს სხვა მშობლებთან მხიარულ და სასიამოვნო გარემოში, შეიძენენ გამოცდილებას, თავს იგრძნობენ ღირსეულად და დაფასებულად.

ჩატარებული სამუშაოს მონიტორინგი
კვლევისას თვალყურს ვადევნებდი ჩემს მიერ წინასწარ შემუშავებული გრაფიკისა და ამოცანების განხორციელების ვადების თანმიმდევრობას; კვლევის მეთოდების ეფექტურობას;

დასკვნა

დაწყებით საფეხურზე მშობელთა ჩართულობა შედარებით უფრო აქტიურია, ვიდრე საბაზო საფეხურზე და საშუალო საფეხურზე- პასიური. მიმაჩნია, რომ საჭიროა კომპლექსური ცვლილებები განხორციელდეს მშობელთა ჩართულობის მხრივ სკოლაში სწავლება სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რომ შევძლოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავება მოსწავლეთათვის, რათა გახდნენ ისინი კონკურენტუნარიანები მსოფლიო გამოწვევების წინაშე.
სკოლაში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ სკოლისა და მშობლების ურთიერთგათიშულობის მთავარი მიზეზებია: მშობელთა არასაკმარისი ინფორმირება საგაკვეთილო პროცესში დანერგილ სიახლეებზე, აღზრდის ამ ორ სუბიექტს შორის პარტნიორული ურთიერთობის დეფიციტი, მშობელთა განათლების  დაბალი დონე.
          სკოლის წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია საზოგადოებასა და მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის, მათი პიროვნული ჩამოყალიბებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია სკოლასა და მშობლის ურთიერთობაში არსებული ბარიერის დაძლევა, მშობლის ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლა. კვლევით დადგინდა, რომ როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს მაღალი აკადემიური შეფასებები, გამოცდის შედეგები, დასწრების მაჩვენებელი და ხარისხიანად შესრულებული დავალებები; ის გამოირჩევა სკოლისადმი გულშემატკივრობით, კარგი დისციპლინით, პასუხისმგებლობით, ობიექტური თვითშეფასების უნარით .
                                                               


ინფორმაცია სკოლის შესახებ
ჩხორიის საჯარო სკოლაში სწავლობს 130 მოსწავლე და მუშაობს 24 პედაგოგი. მათგან 11 მასწავლებელი უფროსის სტატუსის მატარებელია. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით და ინტერნეტით, თუმცა კომპიუტერები მოძველებულია. სკოლას აქვს მოსწავლეთა სწავლებისთვის საჭირო რესურსი. კვლევის სამიზნე ჯგუფი, სადაც განვახორციელე კვლევა არის საბაზო საფეხური, კვლევა განხორციელდა   43 მშობელს შორის, აქედან  43 - ემ  მიიღო კვლევებში მონაწილეობა. კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წელს და გრძელდებოდა 8 თვე.




გამოყენებული ლიტერატურა:

1.      ,,პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისი 2008 გვ.56.
2. ჟურნალი მასწავლებელი # 2 , 2010 წ. ნინო ელბაქიძე „ რა სჭირდებათ მშობლებს „.გვ.18,19
3. ჟურნალი მასწავლებელი # 4 2009 წ. ნინო ელბაქიძე „მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიები „ გვ. 18,19
 4.პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო „სასწავლო და პროფესიული გარემო „ გვ. 129-137
7.      აქტივობების კრებული მშობლებისათვის G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, თბ. 2016 წ, გვ.1-2.
8.   სკოლის დირექტორის სახელმძღვანელო

დანართები
კითხვარი მშობლებისთვის
პატივცემულო მშობლებო , გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი სკოლის შეფასების კვლევაში
ჩვენ ველით თქვენგან შეფასებებს და წინადადებებს , რომელთა საფუძველზე უკეთ შევაფასებთ სკოლაში არსებულ რეალურ სიტუაციას საბაზო საფეხურზე , განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ იმ საკითხებს, რომლებიც თქვენ გაღელვებთ, თქვენი გულწრფელი პასუხები დაგვეხმარება მოვაგვაროთ სკოლაში არსებული პრობლემები მშობელთა ჩართულობის კუთხით და სწორად დავგეგმოთ პრობლემების გადაჭრის გზები. ანკეტა ანონიმურია, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ანკეტის ბოლოს მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი. 
                                                           19                       
20
მშობლის თვითშეფასების კითხვარი

არასოდეს
ზოგჯერ
თითქმის ყოველთვის
 ხშირად ვაკითხავ ჩემს შვილს/შვილებს სკოლაში



მე სისტემატიურად ვიღებ ინფორმაციას ჩემი შვილის მიღწევების შესახებ



ვეხმარები ჩემს შვილს უცხო ( რუსული ) ენის გაკვეთილის მომზადებაში



ვიცი ჩემი შვილის გაკვეთილების ცხრილი



ვატყობინებ დამრიგებელს ბავშვის სკოლაში არყოფნის მიზეზს.



დამრიგებელს ვეკონტაქტები თვეში ერთხელ მაინც



საგნის მასწავლებლებს ვეკონტაქტები თვეში ერთხელ მაინც



დამრიგებელთან სატელეფონო კონტაქტის ინიციატორი მე ვარ



ვინტერესდები ჩემი შვილის ჩართულობით სხვადასხვა სასწავლო პროექტებში



  ვიცნობ ჩემი შვილის ყველა თანაკლასელსა და მის უშუალო მეგობრებს სკოლაში




ვესწრები ჩემს შვილს გაკვეთილებზე თვეში ერთხელ მაინც




ვცდილობ დავეხმარო ჩემს შვილს /შვილებს საშინაო დავალების მომზადებაში.




მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი ( კომუნიკაცია )                                                        21

არასოდეს
ზოგჯერ
თითქმის ყოველთვის
ვურეკავ/ვწერ ჩემი მოსწავლეების მშობლებს და მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ ინფორმაციას ვაწვდი



ვცდილობ ჩავრთო მშობლები როგორც საკლასო, ასევე კლასგარეშე მუშაობაში



პირადად ვხვდები მშობლებს



მშობლებთან შეხვედრისას განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობას მშობელთა სწავლის პროცესში



მშობლებს ვთავაზობ კონსულტაციას თემაზე „ როგორ დავეხმაროთ ბავშვს საშინაო დავალების მომზადებაში“



მოსწავლეთა მშობლებს ვეპატიჟები გაკვეთილზე დასასწრებად



მშობლებს ვრთავ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პროცესში






22




რეფლექსია

მიმდინარე სასწავლო წლის სექტემბრიდან მაისის     ჩათვლით ვმუშაობდი საკუთარი პრაქტიკის კვლევაზე მიმართულებით : როგორ განვახორციელოთ მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

ჩემი პრაქტიკის კვლევის მიზანი იყო მშობლის როლის დადგენა ბავშვის განათლებასა და განვითარებაში. თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს მშობლის სასწავლო პროცესში ჩართულობას და პირიქით, რა ფაქტორები უშლის ხელს მშობელს -იყოს ჩართული შვილის სასწავლო პროცესში და აქედან გამომდინარე ღონისძიებების გატარება  მშობელთა ჩართულობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
        პრობლემა აქტუალური იყო არა მხოლოდ ჩემთვის და  იმ პედაგოგთათვის, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, არამედ სკოლის სხვა მასწავლებლებისთვისაც. ამდენად, კვლევის პროცესში  , ჩემი კოლეგები თავადაც იჩენდნენ ინიციატივას, მიეღოთ ინფორმაცია კვლევის მიმდინარეობის შესახებ და მათგან ვღებულობდი კონსტრუქციულ უკუკავშირს, რომელსაც ვითვალისწინებდი მუშაობის დროს.
                                              გადავწყვიტე, რომ კვლევა აბსოლუტურად შეესაბამებოდა  ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მიესადაგებოდა  ჩემი გაკვეთილების მიზნებს და დიდად სასარგებლო იქნებოდა  ჩემი მომავალი საქმიანობისთვის.
ფართოდ ვიყენებდი ინტერვიუს, როგორც კვლევის დამატებით მეთოდს მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად.
რაოდენობრივი კვლევისთვის ავირჩიე: კითხვარები,  შეკითხვები  ძირითადად დახურული იყო, ბოლოში დატოვებული მქონდა სპეციალური არე დამატებითი ინფორმაციის ჩასაწერად. 
  მიმაჩნია , რომ ეს კვლევა მეტად მნიშვნელოვანია   ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის პროფესიული ზრდის თვალსაზრისით; ასევე , მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებისთვის, რადგან მომავალ სასწავლო წელს ჩემთვის პრიორიტეტული იქნება  კვლევის შედეგად გამოვლენილი  პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა, კვლევამ  დამანახა  ჩემი  ძლიერი მხარეები, რათა  მომავალში ის უფრო ეფექტურად გამოვიყენო მოსწავლეთა მშობელთა ჩართულობის ხარისხის გასაზრდელად. აგრეთვე დამანახა სუსტი  რგოლიც ჩემს საქმიანობაში, რომლის განმტკიცებაზე მუშაობას ახალი სასწავლო წლიდან   აუცილებლად დავგეგმავ.  კვლევამ  გამოავლინა  ჩემი მოსწავლეების  მშობლების სურვილები, რომელთა შესრულებაზე მუშაობა მომიწევს.
დიდი სურვილი მაქვს, მშობლებმა კარგად გაიაზრონ მათი ჩართულობის ხარისხის აქტუალობა. მსურდა გამეგო,  რა აზრისანი  არიან მშობლები თავიანთი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ. მიმეღო  მათგან რჩევები, რეკომენდაციები, გამეგო,  რა არის ამ მიმართულებით  პრიორიტეტული მათი შვილებისთვის. ჩემი აზრით, ეს პედაგოგიური კვლევა  ხელს შეგვიწყობს  , მეტად მნიშვნელოვანი გავხადოთ,  მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.

ჩემი  დასკვნა ასეთია: მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,  პრობლემის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, სიახლეა , საჭირო რესურსია ჩემი და ჩემი კოლეგების  პროფესიული ზრდისთვის.
   კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გავაკეთე კოლეგებთან , მოხდა აზრთა გაზიარება და შეფასება მათი მხრიდან.
 ახალ სასწავლო წელს დამატებით სამუშაო დროს გამოვყოფ და
გავაგრძელებ საქმიანობას მშობელთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად და ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით კოლეგებს გავუწევ რეკომენდაციებს ამ კუთხით.









https://www.etaloni.ge/geo/main/index/50966





https://www.etaloni.ge/geo/main/index/56226






https://akhaliganatleba.ge/https-akhaliganatleba-ge-wp-admin-post-phppost23927actionedit/?fbclid=IwAR0T6fzOTgFZIc_udRSVC94POz5I_3n_LKg96E5_Ok74QJXpB_1v2GaThFI









                                                                 24

No comments:

Post a Comment