Sunday, March 23, 2014

დემოკრატიული სკოლების კონფერენცია-გამოფენა

2023 წლის 30 სექტემბერს ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორმა იზოლდა ხვიჩავამ და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელმა ანასტასია მიქავამ მონაწილეობა მიიღეს დემოკრატიული სკოლების წლიურ კონფერენცია-გამოფენაში, სადაც თვითმმართველობის წევრმა ანასტასია მიქავამ თავის ბანერთან გააკეთა პრეზენტაცია მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ქალბატონ თამარ მახარაშვილისა   და USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორის მარინა უშვერიძის წინაშე.

კონფერენციაზე USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა ქალბატონმა მარინა უშვერიძემ გაგვაცნო USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შედეგები და სამომავლო გეგმები. გაიმართა პლენარული დისკუსიები გაზიარებულ ლიდერობაზე,( ბერიკა შუკაკიძე,დირექტორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ) სკოლების ავტორიზაციაზე და მოსწავლეთა თვითმმართველობის როლზე ( ნინო სტეფანიშვილი,ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი ) ,მოსწავლეთა თვითმმართველობის ქსელზე ( ლევან ღამბაშიძე,მოსწავლეთა თვითმმართველობის ქსელის კოორდინატორი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში ) დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო პრაქტიკაზე.( სიმონ ჯანაშია,განათლების მკვლევარი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში )

გაიმართა დემოკრატიული სკოლების დაჯილდოების ცერემონია.


















No comments:

Post a Comment